ავტოავარია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე

ბათუმში დღეს, 4 ივნისს, პუშკინისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ბათუმში ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, დაშავებულია 3 ადამიანი

ავარია მოხდა დღეს, 14 მაისს,  ბათუმში, ახალ ბულვართან, სადაც ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა  გადაიყვანა კლინიკაში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა.

მძიმეა ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა, შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა გუშინ, 2 მაისს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა „მედინაში“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. „18 წლის ახალგაზრდა იმყოფება რეანიმაციის დეპარტამენტში მრავლობითი მოტეხილობით. მისი მდგომარეობა მძიმეა“, – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო ცენტრში. რაც შეეხება მეორე …

ავარია ბათუმში, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

დღეს, 20 ნოემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, „ერთ-ერთი მანქანის მძღოლი, 27 წლის კაცი, გულმკერდისა და თავის ქალის ტრავმით გადაყვანილია მედცენტრში“. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ბათუმში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა ეს ინფორმაცია სასწრაფო დახმარების სამსახურში და შსს-ში არ დაგვიდასტურეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათ კლინიკაში ერთი დაშავებული გადაიყვანეს. „30 წლამდე ქალბატონი გულმკერდისა და კიდურების დაზიანებით გადაყვანილი იქნა ჩვენ მიერ …

ბათუმში ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა

ბათუმში, დაახლოებით 15:11 წუთზე, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში მოპედი და მერსედესის მარკის ავტომობილი შეეხაჯა ერთმანეთს. მოპედის მძღოლს  სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი. შსს-ში აცხადებენ, რომ ავარიის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

ბათუმში 14 წლის გოგოს მოტოციკლი დაეჯახა

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 14 წლის მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფოს ინფორმაციით, გოგონას ფეხი აქვს დაშავებული და თავი სტკივა. ადგილზე იმყოფება პოლიციაც. შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების …

ბათუმში ავარიის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა – არიან დაშავებულები [ფოტო]

ბათუმში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ მათგანს კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მეორე – გულკერდის დაჟეჟილობა, მესამეს – ჭრილობა ფეხზე, მეოთხეს კი – ჭრილობა თავზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიაში სამი ავტომობილი მონაწილეობდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის …

ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში დღეს, 9 ივნისს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა გორგასლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მოხდა. ბათუმის სასწარაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბრიგადა გამოძახებული იყო შემთხვევის ადგილზე, თუმცა საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ,„უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდათ,“ – გვითხრეს სასწრაფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ამიტომ მოძრაობის წესების დამრღვევი დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით.

ბათუმში ტურისტებს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 7 მაისს, ბათუმში, საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებს, ცოლ-ქმარს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთ მათგანს ხელ-ფეხი აქვს დაზიანებული, მეორეს – ხელი. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად …

ავარია ჭავჭავაძის ქუჩაზე

დღეს, 12 აპრილს, ავარია მოხდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

ავარია ბათუმში – ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. „მძიმედ დაშავებულები არ არიან, ძირითადად, დაჟეჟილობებით და მცირე ჭრილობებით გადავიყვანეთ ოთხი ადამიანი სხვადასხვა საავადმყოფოში,“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია …

ბათუმში, რუსთაველზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, ავარიის შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა. ინფორმაცია ავარიის შესახებ არც სასწრაფო დახმარების სამსახურში აქვთ. ავარიის შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა.

ბათუმში ქალს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა

დღეს, 27 დეკემბერს, დილით, დაახლოებით 8:30 წუთზე, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კლინიკა „მედინას“ მიმდებარედ, ორმოცდაათ წლამდე ასაკის ქალს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, ის  საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავარიის შედეგად ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

დღეს, 12 დეკემბერს, დაახლოებით 17:28 საათზე, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი – მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ქობულეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებს გულ-მკერდის ტრამვა, ასევე, სხეულის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

დაზიანებული მოსაცდელი ბათუმში

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დამონტაჟებული მოსაცდელი დაზიანებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 5 დღის წინ, მოსაცდელს ავტომანქანა დაეჯახა.  შსს ცნობით, დადგენილია პირი და გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს. აღნიშნული მოსაცდელი ბათუმში შპს „ალმამ“ განათავსა. როგორც მერიაში გვეუბნებიან, დაზიანებული მოსაცდელიც მათ უნდა აღადგინონ. „ბათუმელები“ კომპანიის წარმომადგენელსაც ესაუბრა. კომპანიაში გვითხრეს, რომ მოსაცდელის დემონტაჟს გამოძიების დასრულების შემდეგ დაიწყებენ: „ჯერჯერობით, დემონტაჟის …

ავტომანქანის შეჯახებამ ხიმშიაშვილის ქუჩაზე რკინის გამყოფი ჯებირი დააზიანა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისში, ქუჩის გამყოფი რკინის ჯებირები დააზიანეს. ასფალტს ემჩნევა ავტომანქანის საბურავების კვალი, რომელიც რკინის ბორდიურთან მთავრდება. როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვეუბნებიან, რკინის ბორდიურები ავარიის შედეგად დაზიანდა. „დადგენილია პირი, ვინც დააზიანა ჯებირი და როგორც მერიაში გადაწყდა, ეს ადამიანი თვითონ აღადგენს დაზიანებულ ბორდიურებს. სულ 5 რკინის ბორდიური უნდა აღადგინოს“, – გვეუბნებიან აღნიშნულ …

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი ავტომობილი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.

ავარია ბათუმში – დაშავებულია ქალი

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავდა დაახლოებით 30 წლის ქალი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე …

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

დღეს, 28 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის და პუშკინის ქუჩების კვეთაში. ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი თავის ქალის დახურული დაზიანებით „მედცენტრში“ გადაიყვანეს. შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ___________ მარიამ …

ავარია ბათუმში

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა ერთმანეთს. შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. „მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით დაჯარიმდება მძღოლი, ვის ბრალეულობასაც გამოძიება დაადგენს“.

ავარია პუშკინის ქუჩაზე – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 17:00 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფოს ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა პირმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. „საავადმყოფოში არავინ არ გადაგვიყვანია“. შსს ინფორმაციით, „სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, ერთი ადამიანია დაშავებული და გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.    

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

27 სექტემბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის პრესსამსახურში უთხრეს. „სამი ბავშვია, ბიჭები, ერთი ხუთი წლისაა, ორი – ოთხის, ტყუპები არიან. ერთი რეანიმაციაშია მოთავსებული, ორი კი – ქირურგიულ დეპარტამენტში. სამივეს აღენიშნება ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითრეს პრესსამსახურში. …

ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 წლამდე ბავშვი დაიღუპა

27 სექტემბერს, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში გარდაცვლილის გარდა იმყოფებოდნენ: მძღოლი, დედა და სამი ბავშვი, ორი – ხუთი წლის და ერთი ოთხი წლის. ექიმებს ბავშვები მანქანიდან გადმოცვენილნი დახვდათ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია …

მოპედს, რომელსაც 12-წლამდე ბიჭი მართავდა, ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, მოპედს ავტომანქანა დაეჯახა. მოპედს მცირეწლოვანი მართავდა. ის დაშავდა. „დაშავებული დაახლოებით 12 წლამდეა, მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ფოტოამბავი]

დღეს, 7 სექტემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა და ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

ავარია ბათუმში

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, დაახლოებით 14:00 საათზე, ერთმანეთს ორი ტაქსი შეეჯახა.  ავარიის გამო ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს თქმით, საპატრულო პოლიციაში ავარიის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

ბათუმში ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა – დაშავებულია 9 ადამიანი

დღეს, 22 აგვისტოს, დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, აეროპორტის გზატკეცილზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად 9 ადამიანია დაშავებული. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენებს კი ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებათ. დაშავებულები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოინახულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთაგან …

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარია თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დილის 7:00 …

ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დაახლოებით 9:30 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. „ცოლ-ქმარს დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა, ერთს თავის არეში აქვს დაზიანება, მეორეს კი, სავარაუდოდ, ფეხი აქვს მოტეხილი“. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ავტომობილი ქალს და კაცს დაეჯახა

დღეს, დაახლოებით 14:10 საათზე, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ორ მოქალაქეს ზებრაზე დაეჯახა. დაშავებულთაგან ერთი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „თავზე ჰქონდა დაზიანება და სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები“. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების  დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სხეულის …

ბათუმში ახალგაზრდა ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ოცდაათ წლამდე ასაკის ქალს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქალი მსუბუქად დაშავდა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ჩაქვის გვირაბთან ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ჩაქვის გვირაბთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. „ორი კაცი და ერთი ქალია დაშავებული. ერთი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორე ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, მესამე დაშავებული კი „მედცენტრში“ გადაიყვანეს“. შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

ავარია პატრულის თანდასწრებით

დაახლოებით 16:00 საათზე ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახება საპატრულო ეკიპაჟის თვალწინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე საპატრულო ეკიპაჟის მანქანა იდგა, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ცალმხრივმოძრაობიანი ქუჩიდან, წესების დარღვევით, ცდილობდა მემედ აბაშიძის ქუჩაზე შემოსვლას, რა დროსაც BMW-ს ტიპის ავტომანქანა შეეჯახა.  

ჩაქვი-ბათუმის გვირაბთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ექვსი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.  დაშავებულებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის მოხდა.  შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ავტოავარია ბათუმში

დღეს, 16 მაისს, ბათუმში, ქალაქის შემოსასვლელში ავარია მოხდა. იქ, სადაც მოძრაობა სარემონტო სამუშაოების გამო შეზღუდულია და ავტომანქანები ერთ ზოლში მოძრაობენ, მსუბუქი ავტომობილი იმ მხარეს გადავიდა, სადაც მოძრაობა მხოლოდ სპეცტექნიკისთვის არის დასაშვები და დაშვებულ ზოლში, საცობში მყოფ ჯიპს შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.

Exit mobile version