დღეს, 12 მაისს, ბათუმში „კარფურთან“, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაშავება გამოიწვია. __________ სალომე გერძაძის ფოტო
Tag Archives: ავარია ბათუმში
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში
დღეს 11 მაისს, 19:50 საათზე, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
ბათუმში ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და ორი ავტომობილი შეეჯახა – დაშავებულია ექვსი ადამიანი
ბათუმში, თამარის დასახლებაში, ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ადგილიდან ექვსი დაშავებული პირი გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების სამსახურის თქმით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარია ბათუმში – მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი
დღეს, 7 მაისს, ბათუმში, ლერმონტოვისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოავარიის დროს მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი კი, რომელსაც, სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ასევე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …
Continue reading “ავარია ბათუმში – მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი”
ავარია ბათუმის ავტოსადგურთან [ფოტო]
დღეს, 25 აპრილს, ბათუმის ავტოსადგურთან ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შს სამინსიტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავარია ბათუმში – დაშავებულია სკუტერის მძღოლი
დღეს, 13 აპრილს, ბათუმში, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში, ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სკუტერი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, სკუტერიდან ჩავარდნილ ახალგაზრდა მამაკაცს მუხლი დაუზიანდა და სასწრაფომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, …
Continue reading “ავარია ბათუმში – დაშავებულია სკუტერის მძღოლი”
ავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი
დღეს, 9 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის გვირაბთან, დაშავებულია სამი ადამიანი. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ქალი და ორი კაცი დაშავდა. „დაშავებულებიდან ერთს ტვინის შერყევა აღენიშნება, მეორეს აქვს ჰემატომა, მესამეს კი სახე აქვს დაკაწრული,“- გვითხრეს სასწრაფოში. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის დროს ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის …
ჩაქვში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ჩაქვის გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავებულია სამი ადამიანი. ავარიის დროს ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყვებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ …
Continue reading “ჩაქვში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა”
ავარია ჯავახიშვილის ქუჩაზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბათუმში. თვითმხილველის თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომანქანას, რომლის უკანა სავარძელზე არასრულწლოვანი იჯდა, უკანა მხრიდან ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მათთან შეტყობინება არ შესულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი კი, ადმინისტრაციულად დაჯარიმდება.
ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშისა და აკაკი შანიძის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი. სასწარაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა მედინაში გადაიყვანა. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნებოდა დაჟეჟილობა გულმკერდის არეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე …
Continue reading “ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი”
ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებულია ქალი, მას შეჯახების შედეგად დაუზიანდა ზედა კიდური და სავარაუდოდ აქვს ტვინის შერყევა. დაზარალებული გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად …
Continue reading “ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა”
ბათუმში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნებოდა და იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილით საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მიჰყავდათ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში შემდეგ ჩვენმა ბრიგადამ გადაიყვანა“. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია …
Continue reading “ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა”
ავარია თამარის დასახლებაში
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ქალა-ტვინის დახურული ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
ავარია ბათუმში
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, მოპედი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.
ავარიის დროს დაშავებული ექვსი პირიდან სამი საავადმყოფოში რჩება
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოებში რჩებიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამი ადამიანი გადის ამბულატორიულ მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმები აღენიშნება და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ორი ადამიანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის სტაციონალურ მკურნალობას. „ისინი ნეიროქირურგიულ მკურნალობას გადიან“ – გვეუბნებიან საავადმყოფოში. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით, ჩაქვის გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს …
Continue reading “ავარიის დროს დაშავებული ექვსი პირიდან სამი საავადმყოფოში რჩება”
ბათუმის სამშობიარო სახლთან მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმში, სამშობიარო სახლის მიმდებარედ, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგლიდან მიიმალა. შემთხვევა დაახლოებით ღამის 9 საათზე მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებული გადაყვანილია საავადმყოფოში. რაც შეეხება მძღოლს, უწყების ინფორმაციით, „მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“.
ავარია ბათუმში
დღეს, 21 ოქტომბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე. დაშავებულია ერთი ადამიანი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა …