ნეტგაზეთი • RU

ხანძარი ლეონიძის ქუჩაზე

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოძახება მიიღეს ბათუმში, ლეონიძის ქუჩიდან.   სახანძროს ინფორმაციით, ლეონიძის 23-ნომერში ხის საამქრო ფუნქციონირებს.

„საამქროსთან ახლოს არის პატარა ჯიხური, სადაც ნახერხი იყო შეგროვილი და ამ ნახერხს გაუჩნდა ცეცხლი. მიზეზი ჩვენთვის უცნობია,“- გვითხრეს სახანძრო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საამქროში არავინ დაშავებულა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com