ქალი, რომელმაც კობახიძეს „მონა“ დაუძახა ბათუმში, მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 1500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ხათუნა ბერიძე – მან პრემიერ ირაკლი კობახიძეს, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს „მონებო, მოღალატეებო, გამყიდველებო“ დაუძახა. ეს 2024 წლის 6 ივნისის შემთხვევაა: ბათუმში, გმირთა ხეივნის გახსნის შემდეგ, ხეივანში მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა. მას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა და ვიდეოს გადაღება პრემიერის თანმხლებმა პირებმა შეუზღუდეს. …

„ოცნების“ აქტივისტზე ხელის დარტყმისთვის ხათუნა ბერიძე კარატეს ფედერაციამ დასაჯა

„მიეცა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია,“ – წერია გადაწყვეტილებაში, რომელიც კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ მიიღო. ხათუნა ბერიძე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელია და ამავე დროს კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის წევრი, შავი ქამრის მფლობელი, მწვრთნელ-ინსტრუქტორი და მოქმედი ვეტერანი სპორტსმენი. ხათუნა ბერიძემ 28 მარტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს – გიორგი გიორგაძეს ხელი დაარტყა, როცა ის ხათუნა ბერიძეს საჯარო სივრცის …

აქციის მონაწილე მოსამართლეს: პირდაპირ გვითხარით, რომ შევწყვიტოთ აქციები

„პირდაპირ გეთქვათ, გააჩერეთ აქციებიო… პირდაპირ გვითხარით, შეწყვიტეთ აქციები და წადით სახლშიო, თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,“ – ამ სიტყვებით ბათუმის აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძემ მოსამართლე კობა გოცირიძეს მიმართა, ვიდრე ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე ხათუნა ბერიძემ სიტყვა ითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა. „ეს თქვენმა ადვოკატმა კარგად წარმოადგინა,“ – აღნიშნა მოსამართლემ …

მოსამართლე აქციის მონაწილეებს: ქაოსში მარტივია ერთი ხელი მეორეს მოხვდეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ აღკვეთი ღონისძიების სახით 1000 ლარი გირაოს გადახდა დააკისრა ბათუმის საპროტესტო აქციების აქტივისტს და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელს ხათუნა ბერიძეს. სასამართლომ ამავე ოდენობით გირაო შეუფარდა გოგიტა სოლომონიძესაც. ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. მათ ძალადობის ჩადენას ედავება გამოძიება. საუბარია ბათუმში 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური …

ხათუნა ბერიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ დააკავეს

ხათუნა ბერიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის სამოქალაქო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი და ბათუმის საპროტესტო აქციების აქტივისტია. ხათუნა ბერიძეს გამოძიება ძალადობას ედავება. საუბარია ბათუმში 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, ვისაც ხელი დაარტყა. გამოძიებამ ძალადობის …

„მონის დაძახება 500 ლარით ჯარიმდება?“ – ხათუნა ბერიძის კითხვა მოსამართლეს

მოსამართლე როინ კახიძემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს მოსამართლეს არ განუმარტავს, რა ჩაითვალა ხულიგნობად, ან პოლიციის რომელ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ აქციის მონაწილეები. ხათუნა ბერიძე და საპროტესტო აქციის კიდევ ოთხი მონაწილე პოლიციამ 21 ნოემბრის საღამოს დააკავა. 21 ნოემბერს არჩევნების …

რატომ ებრძვის ქართულ ოცნებას ხათუნა ბერიძე – სუპერმარკეტის ყოფილი მოლარე 

„ახლაც პოლიციაში ვარ. გვეუბნებიან, აქციაზე სოციალურ დისტანციას არ იცავდით და იწევდით კომისიის წევრებისკენო. ლაივები იყო ჩართული, ვისკენ გავიწიეთ, ვინ ნახა? ან დისტანციაზე რომელ მოთხოვნას არ დავემორჩილეთ? სადმე ისმის გაფრთხილება, ამა და ამ მოთხოვნას თუ არ დაემორჩილებით, დაგშლით და დაგაკავებთო?“ – კითხულობს ხათუნა ბერიძე. მან 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია მოაწყო. …

„ხელისუფლება გვითვალთვალებს“ – „ალტერნატივას“ საარჩევნო ექსპერიმენტი ბათუმში

მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრებს ხელისუფლება უკანონოდ უსმენს. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ამის დასადასტურებლად მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს. კერძოდ, „ალტერნატივამ“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაციაა, დღეს, 21 ნოემბერს, გამოაქვეყნა საარჩევნო ბიულეტენები წარწერით: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“. წარწერებიანი ბიულეტენების ფეისბუქზე გავრცელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა …

ხელვაჩაურის საოლქოსთან აქციაზე „არ დათმოს“ წევრს 7 პირი თავს დაესხა – ალტერნატივა

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.  მოძრაობის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს, ზურაბ ბოლქვაძეს თავს დაესხნენ, როცა ის იქვე ახლოს გაჩერებულ ავტომანქანასთან მიდიოდა საწვიმრის გადმოსაღებად. „ჩვენ ხელვაჩაურის საოლქო კომისიასთანაც მოვაწყვეთ სირცხვილის კორიდორი, რომ ოლქის წევრებს იქ გამოევლოთ. ზურაბი გადავიდა საწვიმრის გადმოსატანად და ამ დროს დაახლოებით 7 ადამიანი …

„ანზორ ბოლქვაძეს მივანიჭეთ მონის სტატუსი“ – საპროტესტო აქცია ხულოში

ხულოში, ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. შეკრებილებმა ანზორ ბოლქვაძის საპარლამენტო საქმიანობა გააპროტესტეს და ანზორ ბოლქვაძეს „მონა“ უწოდეს. „ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ ანზორ ბოლქვაძისთვის მიგვენიჭებინა მონის სტატუსი, ვინაიდან ის არის ყველა ხელისუფლების მონა. აქ დაგვახვედრეს „ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებმაც ბიუროში შესვლის საშუალება არ მოგვცეს. ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები, თუმცა …

დეპუტატის სასტუმროდან ენმ-ის წევრის გაძევებაზე გამოძიება დაიწყო

იძულების მუხლით ხულოს სასტუმროს ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევა წუხელ, 7 მაისს, სასტუმრო „ხულოში“ მოხდა. სასტუმროს მესაკუთრემ, პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ სასტუმროს ნორმის დაცლა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს – ხათუნა ბერიძეს მოსთხოვა. დეპუტატს არ განუმარტავს მიზეზი, რის გამო მოსთხოვა მან სტუმარს სასტუმროს დატოვება. დეპუტატმა სასტუმროს …

პოსტიმპერიული, როგორც პოსტკოლონიური

ავტორი: ხათუნა ბერიძე, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი მამარდაშვილი ამბობდა, სხვა ადამიანისა თუ მესმის, იმიტომ მესმის, რომ მასთან საერთო ადამიანურ განზომილებაში, ანუ ზომითობაში ვარო. როდესაც ამერიკელი გამომცემელი ჯონ ობრაიენი საქართველოში ჩამოვიყვანე, ძალიან გაიკვირვა, ქართველი მწერლების ნათქვამი, „მწერლის როლი დიდია და ილიაც ერის მამააო“. ობრაიენს მაშინ ავუხსენით, რომ მწერლობა ერისკაცობას ნიშნავდა, რადგან ერის ცნობიერებაზე, ეროვნულ შეგნებაზე, ისტორიულად …

Exit mobile version