335 ათასი ლარი შუახევის მერიაში კომფორტის შესაქმნელად

შუახევის მუნიციპალიტეტმა 335 ათას 770 ლარით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა დაბა შუახევში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზის და სამუშაო ოთახების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. ტენდერში აღნიშნულია, რომ სამუშაოები აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდება. „პროექტი ითვალისწინებს შუახევის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სააქტო დარბაზის სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნული სივრცე გამოიყენება სხვადასხვა სახის ოფიციალური შეხვედრების, საკრებულოსა …

ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა 38 მილიონი ვერ დახარჯა – აუდიტი

გასულ, 2022 წელს, აჭარის ბიუჯეტიდან 56,1 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე თავიდანვე იყო დაგეგმილი. სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ხარჯების ათვისების დაბალი მაჩვენებელი ძირითადად დაკავშირებულია „გრანტების“ მუხლთან, სადაც აუთვისებელი დარჩა 38,7 მილიონი ლარი. მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებიდან აუთვისებელი დარჩა 38 მილიონ 5 ათას 700 ლარი.“ აუდიტის მონაცემების მიხედვით, …

შუახევის მერიის შენობის რემონტისთვის 305 ათასი ლარია გამოყოფილი

შუახევის მერიის ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 305 ათასი ლარია გათვალისწინებული. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში აღნიშნულია, რომ საჭირო თანხას მუნიციპალიტეტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გადაიხდის. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 19 მარტს დაიწყება და 24 მარტს დასრულდება. გამარჯვებულმა კი, სამუშაოები უნდა დაიწყოს „ხელშეკრულების დადებისთანავე და დაასრულოს 150 …

ხულოს, შუახევისა და ქედის მერიაში 297 725 ლარის საწვავის მიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების მიხედვით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 297 725 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. ანგარიშები ეხება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოიცავს 2021-2022 წლებს. „საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით [ხულოს, შუახევისა და ქედის] მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას“, – აცხადებს აუდიტი. შესაბამისად, 2020-2021 წლებში …

ხულოს, შუახევისა და ქედის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები ზედმეტადაა გადახდილი – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არ ხდება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვა; დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება; გამოვლინდა ხელფასის სახით თანხების ზედმეტად გაცემის ფაქტები. აუდიტის ანგარიშები მოიცავს მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასებას 2020-2021 წლებში. შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები ხულოში აუდიტის ანგარიშის …

რატომ არ მისცეს კომპენსაცია ამ დრომდე სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს

„დაისეტყვა თუ არა ჩვენი ბაღები, მაშინვე მოვიდნენ მერიიდან, ფოტოები გადაუღეს ყველაფერს და წავიდნენ… მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, იქნება დახმარებაო. არ ვიცი, მივიღებთ თუ არა რამეს, არავინ მოსულა, არ გამიგია, ვინმეს მიეღოს,“ – ამბობს ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრები ნანა შაინიძე. ასობით ოჯახი ხულოში, შუახევსა და ქედაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსავლის კომპენსაციას ელის. ძლიერი სეტყვა ხულოს, შუახევისა …

გომის მთაზე მიწის რეგისტრაცია დაიწყო – რას ითხოვს ხალხი და ვის არ დაუმტკიცებენ ქონებას

გომის მთის ცენტრში, იქ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებლად შენიშნავთ დიდ ტრაფარეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას წელს რომ გამოუკრავს. „უკანონო მშენებლობა დაჯარიმდება“ – წერია აქ. თუმცა გომის მთაზე ჯერ არავის დაუდგენია, რა არის კანონიერი და რა – უკანონო. თვალის მოვლება საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ თუკი ყველგან სახლი აშენდება, სადაც ახლა რკინის ბოძებია ჩასხმული, ნისლებზე ყურებას ან …

შუახევში უგზოობის გამო პაციენტი სასწრაფომდე ხელით, შემდეგ ტრაქტორით გადაიყვანეს

შუახევში, სოფელ ნაღვარევში პაციენტი ხელით, შემდეგ კი, ტრაქტორით გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანასთან, რომელმაც დიდთოვლობის გამო სოფლის ცენტრამდე შეძლო მისვლა. შემთხვევა გუშინ, 23 თებერვალს, მოხდა. გაუწმინდავი გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ პაციენტის სახლამდე მისვლა ვერ შეძლო. პაციენტს  ჰქონდა ჭრილობა. ქალი ადგილობრივებმა დაახლოებით 2 კილომეტრი ატარეს ხელით და ტრაქტორით. ამ დროისთვის პაციენტი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული …

შუახევის მერიასთან მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს განცხადებით, შუახევში, მერიასთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ინციდენტში შუახევის მერის მოადგილე მონაწილეობდა, მან საპროტესტო აქციის მონაწილეს, ხათუნა ბერიძეს, თმა მოქაჩა, რისი ამსახველი ვიდეომასალაც მთავარმა არხმა გაავრცელა. შემთხვევა გუშინ, 4 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები მერიის წინ აქციას მართავდნენ. ________ ფოტოზე: სქრინი აჭარის …

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ვისთან გაფორმდება 200 ათას ევროზე [ექვივალენტი ლარში] ხელშეკრულება, სამინისტროში ჯერ არ ახმოვანებენ. „სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა …

შუახევში ტროტუარის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე საფეხმავლო ტროტუარის მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტმა 1 150 000 ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა. ტროტუარი არსებული ავტოსადგურიდან რესტორან „შუახევამდე“ მონაკვეთში მაგისტრალის გასწვრივ აშენდება – ეს იქნება სახიდე გადასასვლელივით, მოაჯირებით. ტროტუართან ერთად გაკეთდება საყრდენი კედელი, პლიციის შენობის მიმდებარედ შეკეთდება კიბე, მოეწყობა პატარა სკვერი, მოსაცდელი, გარეგანათება და ავტოპარკინგი. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მაგისტრალის ამ …

შუახევში აბონენტების 60 პროცენტს შუქი არ მიეწოდება, 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შუახევში აბონენტების 60 პროცენტს არ მიეწოდება, მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო კი 17 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. არ მუშაობენ ბარათაულის, უჩამბისა და ფურტიოს საბავშვო ბაღები. მერის მოადგილის თქმით, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,50 მეტრს აჭარბებს, დაბალ ზონაში კი 20-30 სმ-ია. „დილით შუქი არ მიეწოდებოდა შუბნისა და …

Exit mobile version