აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გადადგა – „არ უკავშირდება პოლიტიკას“

აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 30 მაისს გახდა ცნობილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სულხან ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა 2024 წლის 24 მაისს“. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თავად სულხან ღლონტი. „ბათუმელების“ კითხვაზე, მისი წასვლა ხომ არ უკავშირდებოდა რუსულ კანონს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის უკვე …

ოკუპაცია დროებითია

ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დღეს 8 აგვისტოა, აგვისტოს მოვლენების მთავარი დღე, ასე დამკვიდრდა ეს დღე ჩვენს ცნობიერებაში. ზოგადად, ოკუპანტის, დამპყრობლის მთავარი მიზანია, დაპყრობილი ხალხების თავისუფლების გაცნობიერების განცდების მინიმუმამდე დაყვანა და შემდეგი ეტაპისთვის საერთოდ გაქრობა. ასე იყო მაგალითად მეფის რუსეთის დროს. დაპყრობილი ერების აზროვნება დაჰყავდათ პრიმიტიულ დასკვნამდე – „ჩვენ მარტონი ვერაფერს …

4 ფოტო, რომლებიც ჟორჟ სიმენონმა გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში გადაიღო

ეს ფოტოები ცნობილმა ბელგიელმა მწერალმა, ჟორჟ სიმენონმა გადაიღო ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში. ფოტოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რომელიც წერს, რომ ამჟამად ბათუმში იმყოფება ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი, რომელიც ოჯახის არქივიდან მალე ბათუმის 1930-იანი წლების ფოტოებს გადმოსცემს ქალაქს. ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი …

სულხან ღლონტი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი, დღეიდან ახალ თანამდებობაზე იმუშავებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დანიშნა. მისი საკურატორო სფერო ისევ ტურიზმი იქნება. სულხან ღლონტს უახლეს საათში წარუდგენენ სამინისტროს თანამშრომლებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის კიდევ ერთი პოზიციაა თავისუფალი. ეს პოზიცია მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც აჭარის …

რამდენ ტურისტს ველით წელს ზღვის სეზონზე და საიდან

ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა ისევ იმატებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში წელს ევროპელი ტურისტების გააქტიურების მოლოდინი აქვთ, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ ძირითადი ნაკადი ისევ მეზობელი ქვეყნებიდან შემოვა. 2019 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი აჭარაში თურქეთიდან შემოვიდა – 226 311. პირველ ათეულში ასევე არიან: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი… რამდენი პროცენტით ელის წელს …

„ჯოკერი ეთამაშეთ“ – თორნიკე რიჟვაძის პასუხი გიდის კითხვაზე: რა შევთავაზოთ წვიმაში ტურისტებს 

დღეს, 29 მაისს, აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტსა და აჭარის პოლიციასთან ერთად, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ჯგუფებს ხვდება. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს გაუმართავ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, კითხვები დაისვა იმაზეც, თუ რატომ არ არის განათებული ალი და ნინოს ქანდაკება. „ბოლოს და ბოლოს როდის განათდება ალი და ნინო, როდის ამუშავდება ნეპტუნის შადრევანი, როდის ამოქმედდება ჭაჭის შადრევანი რომელიც სანაგვედ …

რატომ ვერ დაუკავშირა სააკაშვილმა ხელოვნება და ხულოელები ერთმანეთს

ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიუნხენში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც იქნა, დარბაზს სიცილი „გამოსძალა“, როცა მესამედ იკითხა – „ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის ხალხო?“ ეს იყო ასე, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცენ ამ სიტყვებს, სააკაშვილი ამას გულისხმობდა და ამაზე გაიცინა დარბაზმა. საერთოდ ასე ხდება, ბრიყვს მიუნხენის დარბაზში დასვამ თუ ვენის – …

რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. დეტალური პროექტი, თუ რა იგეგმება იახტკლუბის, ბათუმის ნავსადგურისა და „ჭაჭის თაუერის“ ადგილზე და მათ მიმდებარედ, ჯერ არ არსებობს. „იახტკლუბის განვითარების პროექტი გულისხმობს 4 კალენდარული წლის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამოქმედებას. კერძოდ: იახტ-კლუბის მოწყობა და მისთვის აუცილებელი …

BMW X1 და მინიკუპერი – ოპოზიციონერი დეპუტატის საჩუქრები ცოტნე ანანიძეს და ტურიზმის დეპარტამენტს

„ომეგა მოტორსმა“ დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრები გახსნა. ცენტრების გახსნის ცერემონიალზე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს BMW X1-ის მარკის ავტომობილი გადასცა. თუმცა, როგორც მოგვიანებით განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო. ცოტნე ანანიძის გარდა საჩუქარი აჭარის ტურიზმის …

„ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან ბათუმი ასე ისტერიულად არ ავლენს თავს“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ამბობს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქცია პროვოკაციას ჰგავს: „ეს არის ტიპიური პროვოკაცია. შეიძლება იყო რამდენიმე გულწრფელი ადამიანი, რომელიც მართლა რაღაცის გამო იყო აღშფოთებული, მაგრამ რა სახეც მიიღო შემდეგ ამან, ეს არის ტიპიური პროვოკაცია. 90-იან წლებში მოხდა მსგავსი ფაქტი, როცა შს სამინისტრო დაარბიეს გოგებაშვილის ქუჩაზე, მაშინაც იყო იგივე მოტივები, კუთხურობაზე …

სულხან ღლონტის შეხვედრა აზერბაიჯანის კონსულთან: ტურიზმის განვითარებისთვის ასეთი შეხვედრები აუცილებელია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს აჭარაში, ბატონ რაშად ისმაილოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო. „დღეს, ჩვენი სტუმრობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მიზნად ისახავს გავაღრმავოთ ურთიერთობა ტურიზმის სფეროში. აზერბაიჯანის მოქალაქეები დაინტერესებული არიან აჭარის ტურისტული პოტენციალით. საკონსულოს მიზანია ეფექტური ურთიერთობა გვქონდეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტთან. ასევე ჩვენი სტუმრობის …

სულხან ღლონტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ ინიშნება

სულხან ღლონტი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა განიხილება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. „ნამდვილად მიმდინარეობს კონსულტაციები ამის თაობაზე, მაგრამ ჯერ დანიშნული არ ვარ“, – უთხრა სულხან ღლონტმა „ბათუმელებს“. სულხან ღლონტი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის დეპუტატი იყო მმართველი კოალიციიდან. ბოლო პერიოდამდე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა მამუკა ბერძენიშვილი. მისი გათავისუფლების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მამუკა …

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

ავტორი: სულხან ღლონტი მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში აქტიურად არ ვარ ჩართული და როგორც კანდიდატი არ ვმონაწილეობ საარჩევნო პროცესში, როგორც ჯერ კიდევ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემი მოსაზრება გავუზიარო მკითხველს არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების არსი მდგომარებას იმაში, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შანსი გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება, გააკეთონ არჩევანი თუ როგორი …

„ლევან ვარშალომიძის განცხადება არის უკიდურესად მიუღებელი და უადგილო!“

ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი საზოგადოებაში, სრულიად სამართლიანად დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის განცხადებამ, ციტატა: „როგორც შავიზღვისპირელი აღვნიშნავ, ქართველები და თურქები სრულიად ერთნი ვართ, ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში“. ეს არის განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით სრულიად მიუღებელი და არაადეკვატურია, როგორი კონტექსტიც არ უნდა ჰქონდეს მას. ვარშალომიძეს, როგორც ირკვევა, არც სახელმწიფოზე …

Exit mobile version