„ივანიშვილი ბორგავს“ – რა იცვლება თამაზაშვილის წასვლით, ვინ იქნება ახალი?

„ივანიშვილი ბორგავს“ – მიიჩნევს ივანიშვილის ჯგუფის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე საკადრო ცვლილებებზე, რაც გუშინ, 21 აპრილს, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაგვაცნო. ამ საკადრო ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, ბრიტანეთისგან დასანქცირებული სულხან თამაზაშვილი შს მინისტრი გახდება. „ბათუმელები“ რამდენიმე პოლიტიკოსს ესაუბრა ბოლო საკადრო ცვლილებებზე „ოცნებაში“ და იმაზე, თუ რა იყო მნიშვნელოვანი იმ ამბავში, რომ სულხან თამაზაშვილი 2025 წლის აპრილიდან აჭარის …

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს ინფორმაცია დღეს, 21 აპრილს გახდა ცნობილი ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგზე. სულხან თამაზაშვილმა თანამდებობაზე 1 წელი გაატარა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2025  წლის 7 აპრილს დაამტკიცეს. არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა  

რატომ უნდა გამოჰკითხოს გამოძიებამ სულხან თამაზაშვილი – ინტერვიუ ადვოკატთან

„გამოძიება ახლა ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს: გასაგებია მკვლელების მოტივი, მაგრამ ვინც ამათ ხელი დააფარა, მას რა მოტივი ჰქონდა?“ – ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. იგი წყნეთის ყოფილი პოლიციის უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ინტერესებს იცავს. პატიმრობაში მყოფმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა თქვა, რომ თბილისის  პოლიციის ყოფილ უფროსს, სულხან თამაზაშვილს ინფორმაცია ჰქონდა, თუ ვინ იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთი. ნიკო კვარაცხელიას …

„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს“ – რას წერს დასანქცირებული თამაზაშვილი დეკლარაციაში

„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს 2024 წლის დეკემბრის თვიდან“ – წერს აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში. 2024 წლის 19 დეკემბერს სულხან თამაზაშვილი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. 2024 წელს სულხან თამაზაშვილის თბილისის პოლიციის უფროსი იყო. ამ პერიოდში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელები ადამიანებს სცემდნენ, ძალადობდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ. სულხან თამაზაშვილის მიერ 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში …

რა კავშირშია სულხან თამაზაშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან

აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის სახელი მედიაში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირში გაჟღერდა. 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წელს მოკლეს თბილისში. ამ დროს სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის უფროსი იყო. ახალგაზრდა კაცის მკვლელობიდან ერთ თვეში დააკავეს ორი პირი, რომელთაც უკვე პატიმრობა აქვთ მისჯილი, მაგრამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 2026 წლის თებერვალში ისევ აქტუალური გახდა და …

სულხან თამაზაშვილი ფარცხალაძესთან კავშირის და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ არ იცნობს ქვეყნის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით და ქოლცენტრების საქმეზე იძებნება ამჟამად. საქმე ეხება 2021 წელს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას, რომელზეც ჩვენება მისცა ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პოლიციელმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა. ქვაჭრელიშვილი 2021 წელს, კვარაცხელიას მკვლელობის დროს, წყნეთის პოლიციის უფროსი იყო და სწორედ მან …

სულხან თამაზაშვილმა მიწა მიითვისა და სახლი უკანონოდ აიშენა – „გამჭვირვალობის“კვლევა და თამაზაშვილის პრესსამსახურის პასუხი

„აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2 887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, 4 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში. სულხან თამაზაშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის …

სად დადის, ვის ხვდება და რატომ არ ლაპარაკობს მედიასთან სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად 4 აპრილს დასახელდა, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ფეისბუქით გადადგა თორნიკე რიჟვაძე. თამაზაშვილი, რომელიც იქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 7 აპრილს დაამტკიცა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პოლიციის პოლკოვნიკი სულხან თამაზაშვილი მანამდე უჩინარი იყო სოციალურ ქსელებში. …

„ამას სულხან თამაზაშვილს არასდროს ვაპატიებ“ – შვილმკვდარი დედა, რომელმაც საქმე სტრასბურგში მოიგო

„სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქმეზე „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. საუბარია თბილისში 2016 წელს 37 წლის ზურა ელიბაშვილის დაღუპვაზე – მისი ცხედარი მტკვარში იპოვეს. გამოძიება მაშინ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [სსკ-ის 115] დაიწყო, საგამოძიებო …

არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა

დღეს, 7 აპრილს, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა, 12 ხმით, დაამტკიცა. არალეგიტიმურმა საბჭომ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარა კენჭი. მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დარჩა, თანამდებობა შეინარჩუნა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ყველა მინისტრმა. დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა – სხდომაზე არ …

Exit mobile version