ბათუმში 4 500 აბონენტს გაზი ისევ არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ გვითხრეს, რომ გაზის მიწოდება დღეს, 25 თებერვალს, დღის ბოლომდე აღდგება. „სოკარის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტა დიდთოვლობის დროს მომხდარ ავარიულ დაზიანებებს უკავშირდება. ამ თემაზე: ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
Tag Archives: სოკარ ჯორჯია გაზი
ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება – სოკარი
„ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება, აღდგენის პროცესი უკვე დაიწყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვახტანგ ბერიშვილმა, კომპანია „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა. წუხელ მთელი ღამით გაზი ბათუმში დაახლოებით 18 ათას აბონენტს ჰქონდა გათიშული. ვახტანგ ბერიშვილის განმარტებით, პრობლემა თოვის დროს მოხმარების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია, ასევე დაფიქსირდა ხის დაცემის გამო მილების დაზიანება, რაც უკვე აღმოფხვრილია. გაზის მიწოდება ბათუმში …
Continue reading “ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება – სოკარი”
სად შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში, ხელვაჩაურში 10-12 იანვარს და როდის აღდგება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, 10 იანვარს დილის 08:00 საათიდან ბათუმში ფრიდონ ხალვაშის, აღმაშენებლის, ტაბიძის, გულუას, ლეონიძის, ხახულის, ევდენოზისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა. ამ ქუჩებზე აბონენტებს გაზის მიწოდება 11 იანვრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ხელვაჩაურში [მათ შორის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე] ხვალ, 11 …
Continue reading “სად შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში, ხელვაჩაურში 10-12 იანვარს და როდის აღდგება”
„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც
„ბომბია, ფაქტობრივად, რომელიც ოდესღაც შეიძლება აფეთქდეს, მერე ვინ იქნება პასუხისმგებელი?“ – კითხულობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე გაზის მილებზე, რომლებიც ბათუმში, ერთ-ერთ ახალ კორპუსში, აეროპორტის ქუჩა #73-ში, პირდაპირ ფასადიდან შეუყვანიათ. „სოკარის“ ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ გაზის შეყვანა ფასადიდან ახლა დაიწყეს, მას შემდეგ, როცა სემეკმა დაადასტურა, რომ ბათუმში, კორპუსების …
რა მისამართებზე შეწყდება გაზი ბათუმში 13 მაისს
კომპანია „სოკარის“ ცნობით, პარასკევს, 13 მაისს, 11:00-დან 13:00 საათამდე ბათუმში გაზის მიწოდება შეწყდება რამდენიმე მისამართზე. კერძოდ, გაზი გაითიშება ბარათაშვილის #23 და ირაკლი აბაშიძის #2, 4, 6 ნომრებში. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
14 დეკემბერს გაზი შეწყდება ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე
„სოკარის“ ცნობით, ხვალ, 14 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 დეკემბრის 16:00 საათამდე ბათუმში გაზის მიწოდება შეუწყდებათ გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის აბონენტებს. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
ბიზნესისთვის ბუნებრივი გაზი 20 თეთრით ძვირდება – „სოკარი“
2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზი 20 თეთრით ძვირდება. აქამდე 1 კუბ.მეტრ ბუნებრივი აირის მოხმარების ფასი 95 თეთრი იყო, პირველი დეკემბრიდან კი 1 ლარი და 15 თეთრი იქნება დღგ-ს ჩათვლით. „სოკარი“ აცხადებს, რომ გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის. „არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ …
Continue reading “ბიზნესისთვის ბუნებრივი გაზი 20 თეთრით ძვირდება – „სოკარი“”
ხელვაჩაურში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია და გაზი არ მიეწოდება
აჭარაში სტიქიის გამო ელექტროენერგიისა და გაზსადენი ქსელები დაზიანდა, რის გამოც ასობით აბონენტს დენი და გაზი ამ დრომდე არ მიეწოდება. ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი სოფლების – ახალშენისა და ქვედა ჯოჭოს ნაწილი. “მობილიზებულია სპეცტექნიკა და მასალები, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ქსელის გამართვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა” – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ – „ღამით, ხელვაჩაურის რაიონში ძლიერმა …
Continue reading “ხელვაჩაურში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია და გაზი არ მიეწოდება”
ხელვაჩაურში ორ ქუჩას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
ხვალ, 20 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დილის 9 საათიდან, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად, ხვალვე, 20:00 საათიდან მიეწოდებათ. კომპანია თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის მოწყობილობები, ჩართვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე: 16 114.
17 ივნისს ბათუმში 9 ქუჩაზე გაზი შეწყდება
„სოკარის“ ინფორმაციით, ხვალ, 17 ივნისს, 12:00 საათიდან 19 საათამდე ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ბაგრატიონის, ჰაიდარ აბაშიძის, სელიმ ხიმშიაშვილის, კომახიძის ქუჩის აბონენტებს. გაზი შეწყდება ასევე, 17 ივნისის 11 საათიდან 17 ივნისის 18 საათამდე, ლეონიძის, ტაბიძის, აღმაშენებლის, რურუას და ხახულის ქუჩებზე. გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. „სოკარის“ განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივ გაზს სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიაწვდიან. „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, …
ბათუმსა და მთელ აჭარაში გაზი მინიმუმ ორი დღით გაითიშება
აჭარაში გაზი ორი დღით გაითიშება, რეგიონის ჩართვას კი 2-3 დღე დასჭირდება – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზში“ დაუდასტურეს. „10-11 ოქტომბერს, ხუთშაბათს და პარასკევს, გაზის მიწოდება მთლიანად აჭარაში შეწყდება. 12 ოქტომბრიდან, შაბათიდან, დავიწყებთ გაზის ჩართვას ეტაპობრივად და ორი-სამი დღე დააგვიანდება, რომ მთლიანად დავტვირთოთ რეგიონი,“ – გვითხრა „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ …
Continue reading “ბათუმსა და მთელ აჭარაში გაზი მინიმუმ ორი დღით გაითიშება”
სოკარი: ბათუმისთვის გაზის მიწოდებას დღის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღის მეორე ნახევრიდან იგეგმება. „მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და გაზის მიწოდებას დღის 4 საათიდან ვგეგმავთ. ვფიქრობთ, დღეს, 9 მაისს, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გუშინ, მილის დაზიანების გამო, გაზის მიწოდება შეწყდა,“ – გვითხრეს „სოკარ ჯორჯია გაზის“ …
Continue reading “სოკარი: ბათუმისთვის გაზის მიწოდებას დღის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ”
როდის ჩაირთვება გაზი ბონის დასახლებაში
ბათუმში, ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისსა და მიმდებარე ქუჩებზე, აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი გუშინ საღამოს შემდეგ არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით გაზის შეწყვეტის მიზეზი მილსადენის დაზიანება გახდა, რომელსაც სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა. „აბონენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა გაზის მიწოდება დღეს, 20 აპრილის 13:30 საათიდან დაიწყება. აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“ – გვითხრეს „სოკარში“.
გაზის მაღალი გადასახადი იანვარში – ვენდოთ თუ არა „სოკარის“ განმარტებას?
წელს, იანვრის თვეში, ბუნებრივი აირის/გაზის მოხმარებაზე დარიცხულმა მაღალმა გადასახადმა არაერთი მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეები ამბობენ, რომ იანვარში, წინა წლების იმავე პერიოდთან შედარებით, 30-50 ლარით მეტი, ზოგს კი გაორმაგებული თანხა დაერიცხა. მოქალაქეების საპასუხოდ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ზარი შევიდა. ამავე განცხადებაში „სოკარი“ განმარტავს, თუ …
Continue reading “გაზის მაღალი გადასახადი იანვარში – ვენდოთ თუ არა „სოკარის“ განმარტებას?”
ხელვაჩაურს გაზი არ მიეწოდება – გაზსადენს ავტომანქანა შეეჯახა
ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურში გაზსადენს ავტომანქანა დაეჯახა, რამაც მაგისტრალი დააზიანა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განმარტებით, დღეს, 4 თებერვალს, ხელვაჩაურში გაზის გათიშვა ავტოავარიამ გამოიწვია. კომპანია ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. შეჯახების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გაზის მიწოდება ბათუმში 7 ქუჩაზე შეწყდა
ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმში ამ დროისთვის 7 ქუჩაზე შეწყვეტილია. კომპანიაში „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვერ გვითხრეს ზუსტი მონაცემი, რამდენ აბონენტია დარჩენილი გაზის გარეშე. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე გზის საფარს აღდგენის სამუშაოებმა მილი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ ინასარიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, კობალაძის ქუჩების მონაკვეთში მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივი აირის მიწოდება, …
დენის, გაზისა და წყლის კომპანიებს „იდუმალი მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში შეამოწმებენ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] აცხადებენ, რომ რეგიონებში პროექტის – „მისტიური [იდუმალი] მომხმარებლის“ განხორციელებას იწყებენ. „საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ 11 კომპანიაში შემოწმდება, თუ რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს კომპანიების მიერ მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებს კომპანიები განსაზღვრულ ვადებში არ აღმოფხვრიან, კომისია მათ …
ქობულეთს ბუნებრივი აირი ავარიის გამო არ მიეწოდება
ქობულეთს დღეს, 24 ივნისს, დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე წუხელ მომხდარი ავარიაა. „მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც თითქმის სრულდება და დაახლოებით 1,5 ან 2 საათში დავიწყებთ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას“ – გვითხრა დავით ლეკვეიშვილმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის [დღის 12 საათი] ქობულეთში გაზის მიწოდება შეწყვეტილი …
Continue reading “ქობულეთს ბუნებრივი აირი ავარიის გამო არ მიეწოდება”
სოკარ ჯორჯია გაზი: აჭარაში მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არ იგეგმება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით აჭარაში, მათ შორის ბათუმში, საყოფაცხოვრებო აბონენტებს გაზის მიწოდება არ შეუწყდება. „იმისთვის, რომ მოსახლეობის გაზით მომარაგება არ შეფერხებულიყო, დღეს, 17 მაისის დილის 4 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა აჭარაში ყველა მსხვილ გადამხდელს. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რის გამოც ამ დროისთვის აჭარას ბუნებრივი აირი შეზღუდვით მიეწოდება. კომერციულ ობიექტებს გაზმომარაგება დღეს, დღის ბოლომდე აღუდგებათ,“ – გვითხრეს კომპანიაში. …
Continue reading “სოკარ ჯორჯია გაზი: აჭარაში მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა არ იგეგმება”
17-19 მაისს აჭარას გაზი შეზღუდვით მიეწოდება
17 მაისს, დილის 4 საათიდან, აჭარას ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება. შესაბამისად, გაზის მიწოდება შეუწყდება ყველა მსხვილ მომხმარებელს და შესაძლოა, მოსახლეობასაც. „გაზს მოგვაწვდიან შეზღუდვით, რაც ნიშნავს, რომ ვერ მივიღებთ იმ მოცულობის გაზს, რაც მოსახლეობისთვის გვჭირდება. ამიტომ 17 მაისის დილის 4 საათიდან ყველა მსხვილ მომხმარებელს შევუწყვეტთ გაზით მომარაგებას, რომ შევინარჩუნოთ მოსახლეობის გაზმომარაგება. სამუშაოები, როგორც მეუბნებიან, 17 მაისის …
Continue reading “17-19 მაისს აჭარას გაზი შეზღუდვით მიეწოდება”
ბათუმში გაზი გაითიშა – მიწოდება დილიდან აღდგება
„ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ დილის 9 საათიდან აღდგება,“ – აცხადებენ „სოკარ ჯორჯია გაზში“. ბათუმსა და ხელვაჩაურში 30 ათასამდე აბობენენტს დღეს საღამოს, 6 საათიდან, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. კომპანიაში – „სოკარ ჯორჯია გაზი“ განმარტავენ, რომ ბუნებრივი აირის შეზღუდვა მესხის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომლის დროსაც მაგისტრალური სადენი დაზიანდა. დაჩი მახარაძე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის საავარიო-საექსპლუატაციო …
Continue reading “ბათუმში გაზი გაითიშა – მიწოდება დილიდან აღდგება”
ქობულეთს გაზის მიწოდება 24 საათით შეუწყდება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 დეკემბრის დილის 10 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ქობულეთის მუნიციპალიტეტს მთლიანად შეუწყდება. „ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 17 დეკემბრის დილის 10 საათიდან და სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში აირის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება,“ – განაცხადეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, აირის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მილსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად ხვალიდან აღდგება
ბათუმის აბონენტების გაზმომარაგებაში მთელი დღის განმავლობაში შეფერხებები იყო. აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი ამ წუთებშიც არ მიეწოდება. მიმწოდებელ კომპანიაში მიზეზად მილსადენზე დაზიანება დაასახელეს, რომლის აღდგენაც მათივე ინფორმაციით, ხვალ, 25 ნოემბერს დაიწყება. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ „წნევის ვარდნის გამო დაზიანდა მილსადენი, რის გამოც აბონენტების ნაწილს შეუწყდა გაზის მიწოდება. სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება. პარალელურად, ხვალიდან დაიწყება ბუნებრივი …
Continue reading “ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად ხვალიდან აღდგება”
ბათუმისთვის გაზის მიწოდება დაიწყო და 6 ივნისს დასრულდება
ბათუმის აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 4 ივნისს დილიდან დაიწყო. თუმცა, როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ გვითხრეს, ქალაქის მასშტაბით, ასევე ხელვაჩაურის აბონენტებისთვის, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად სამშაბათს, 6 ივნისს, დღის ბოლომდე აღდგება. კომპანია ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან იქნეს …
Continue reading “ბათუმისთვის გაზის მიწოდება დაიწყო და 6 ივნისს დასრულდება”
როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება ბათუმში
ბათუმის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ „ბათუმელებს“ გაზის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელეს. „გაიყინა გარკვეული დანადგარები-რეგულატორები, მართალია ღამით ერთი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, თუმცა სხვა თანამშრომლებიც ეხმარებიან და ეტაპობრივად ხდება ჩართვაც. თუ რაიმე შესაკეთებელი იქნება შეაკეთებენ. უბრალოდ, ჯგუფი თითოეულ აბონენტთან უნდა მივიდეს და გააფრთხილოს ჩართვის შემთხვევაშიც. სასურველია მოსახლეობამ, ვისაც შეუწყდა ან შეუწყდება …
Continue reading “როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება ბათუმში”
აჭარაში გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში აღდგება
ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 16 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში სრულად უნდა აღდგეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ უთხრეს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი „წნევის დაწევა გახდა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“. აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება წუხელ შეუწყდათ. გაზის შეწყვეტის გამო დღეს ბათუმის საჯარო სკოლებში …
Continue reading “აჭარაში გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში აღდგება”
გაზის მიწოდება აჭარაში დღის ბოლომდე სრულად აღდგება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 29 ივნისს, დღის ბოლომდე სრულად აღდგება. „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, რომ გვერდით კორპუსებში ჩაირთო გაზი, მათ კორპუსში კი არა და აინტერესებთ მიზეზი. „სოკარ ჯორჯია გაზში“ განაცხადეს, რომ ტექნიკური ჯგუფები მუშაობს, დღის ბოლომდე ყველას აღუდგება გაზის მიწოდება და აბონენტებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ კომპანიას …
Continue reading “გაზის მიწოდება აჭარაში დღის ბოლომდე სრულად აღდგება”
აჭარაში გაზის მიწოდება 27-29 ივნისს აღდგება
„სოკარ ჯორჯია გაზი“ თავის აბონენტებს აფრთხილებს, რომ ხვალ, 27 ივნისიდან დაიწყება ბუნებრივი აირის მიწოდება, რის გამოც მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და ყურადღება მიაქციოს გაზის დანადგარებს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე, „ბათუმელების“ შეკითხვას, რომელი საათიდან დაიწყება გაზის მიწოდება, პასუხობენ, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციას არ ფლობენ: „ხვალიდან დაიწყება, რომელ საათზე ვერ გეტყვით. რაც შეეხება, გაზის მიწოდების სრულად აღდგენას 29 ივნისს …
Continue reading “აჭარაში გაზის მიწოდება 27-29 ივნისს აღდგება”
აჭარაში გაზის მიწოდება 24 ივნისს დილიდან შეწყდება
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება აჭარაში მიმდინარე წლის 24 ივნისს დილის 6 საათიდან შეწყდება. 24-27 ივნისს აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება ყველა მომხმარებელს შეუწყდება. რეგიონში გაზის მიწოდებას “სოკარ ჯორჯია გაზი” აღადგენს ეტაპობრივად – ეს პროცესი 27 ივნისს დაიწყება.
ქობულეთსა და ხელვაჩაურში წელს 13 სოფლის გაზიფიცირება უნდა დასრულდეს
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას იწყებს. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე გაზის გაყვანა უნდა დასრულდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვედა სამება, ბობოყვათი, ქვედა დაგვა, ხუცუბანი, ნაკაიძეები, დაგვა; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კაპრეშუმი, ზედა ახალშენი, ახალშენი, ხეღრუ, განახლება, სამება, ქვედა სამება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები …
Continue reading “ქობულეთსა და ხელვაჩაურში წელს 13 სოფლის გაზიფიცირება უნდა დასრულდეს”
ავარიის გამო ბათუმში ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა
ბუნებრივი აირის მიწოდება 15 ათასამდე აბონენტს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეუწყდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა რეგულირების კვანძს, მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, დაზიანებული კვანძის აღდგენა კი ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება. „ქალაქის საკმაოდ დიდ ნაწილს არ მიეწოდება გაზი. მიწოდება ხვალ, 7 მარტს, აღდგება, თუმცა ზუსტი დროს განახსაზღვრა ახლა ძნელია და დეტალური …
Continue reading “ავარიის გამო ბათუმში ათასობით აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა”