როგორია „ჰონგ კონგის“ ვირუსის ნიშნები, რომელიც ამჟამადაა გავრცელებული

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პედიატრის, პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში ამჟამად დომინანტურია H3N2 გრიპის, ე.წ. „ჰონგ კონგის“ ვირუსი. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ დღეს, 6 იანვარს განაცხადა თბილისში, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დამუშავებული უახლესი სტატისტიკის თანახმად, რომელიც მოიცავს უკვე გასული წლის 52 კვირის მონაცემებს, ქვეყანაში ცირკულირებს სამი ტიპის: H3N2, …

სეზონურ გრიპზე უფასო ვაქცინაცია 18 ოქტომბერს დაიწყება

სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია, საქართველოს მასშტაბით, 18 ოქტომბერს დაიწყება. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე გრიპზე უფასო აცრები გათვალისწინებულია მაღალი რისკჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წარმოადგენენ: სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პაციენტები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ასევე, ამ ეტაპზე გრიპზე აიცრებიან სხვა პრიორიტეტული ჯგუფები: ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების; ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურების, გარემოს დაცვის, თავდაცვის, უსაფრთხოების, საგანგებო …

გრიპზე უფასოდ აცრა 14 ნოემბრის ჩათვლით ყველას შეეძლება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეიდან 14 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პოლიკლინიკებში სეზონური გრიპის აცრის გაკეთებას უფასოდ შეძლებს ყველა მსურველი (6 თვის ასაკიდან). კვირეულის მიღმა გრიპზე აცრა მხოლოდ რისკჯგუფებისთვის არის უფასო, დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი აცრის კომერციულად გაკეთების ფასი 60-70 ლარია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დროებით გაფართოვდა გრიპზე აცრის კონტინგენტის ჩამონათვალი და 5-15 ნოემბრის ჩათვლით ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეობის …

სად შეიძლება აჭარაში სეზონური გრიპზე უფასოდ აცრა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რამდენიმე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას გადაეცემა, მისი პრევენციის ძირითადი საშუალება კი სეზონური ვაქცინაციაა. უწყების ცნობით, საქართველომ უკვე შეიძინა 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა. ეს ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ …

სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია 1-ელ დეკემბრამდე უფასოა ყველასთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სეზონურ გრიპზე უფასო აცრა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1-ელ დეკემბრამდე. „22 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და …

რატომ შემცირდა სეზონური გრიპის შემთხვევები?

სეზონური გრიპის ვირუსი, რომელიც ყოველწლიურად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მილიონობით ადამიანის ავადობას იწვევს, წელს გაცილებით უფრო ნაკლებად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ვიდრე გასულ წლებში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (ჯანმო) იუწყება. “COVID 19-ის მიმდინარე პანდემიამ სხვადასხვა მასშტაბით იმოქმედა მსოფლიოში სეზონური გრიპის ვირუსის ცირკულაციის შემცირებაზე. კერძოდ SARS-CoV-2 ვირუსის გადაცემის შემცირების მიზნით, ქვეყნების მიერ …

„ევექსი“ აცხადებს, რომ გრიპის ვაქცინა შემოიტანეს – ფასი 70 ლარია

კომპანია „ევექსი“ განცხადებას ავრცელებს სეზონური გრიპის ვაქცინის გაყიდვასთან დაკავშირებით. კომპანიის ცნობით, „ევექსისვე“ კლინიკებში ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპის“ 4-კომპონენტიანი ვაქცინა 10 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. „პანდემიის გამო ვაქცინებს კომპანია 2 ნაწილად მიიღებს (პირველი ნაწილი – 10 ნოემბრიდან, მეორე ნაწილი – ნოემბრის ბოლოს) და ხელმისაწვდომი იქნება ევექსის ყველა კლინიკაში. ვაქცინაციისთვის აუცილებელია მიმართოთ თქვენთვის სასურველ ევექსის კლინიკას. მათთვის კი, ვინც …

სად შეგიძლიათ გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა უფასოდ ბათუმში

აჭარაში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონის პოლიკლინიკებში 7 ათასამდე ვაქცინაა უკვე გაცემული. საჭიროების შემთხვევაში, რისკჯგუფებისთვის გათვალისწინებულ ვაქცინას აჭარაში ისევ შემოიტანენ. „წლევანდელი ვაქცინა, ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპი“, 4-კომპონენტიანია. მოქალაქემ, რომელიც შედის რისკის ჯგუფში, აცრა უნდა გაიკეთოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, პოლიკლინიკაში, სადაც იმყოფება აღრიცხვაზე, სადაც არის მისი ოჯახის ექიმი და სადაც …

ვის შეუძლია სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრა

საქართველოში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულია ფრანგული კომპანია „სანოფი პასტერის“ მიერ წარმოებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დასახელებით –  ვაქსიგრიპ ტეტრა/VAXIGRIP TETRA. აღნიშნული ვაქცინა ოთხკომპონენტიანია. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც შედიან რისკჯგუფებში, შეუძლიათ უფასოდ აიცრან სეზონურ გრიპზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ცნობით, რისკ-ჯგუფებში შედიან, შესაბამისად, სეზონურ …

გრიპის ნიშნები გაქვთ? – უმჯობესია სახლში დარჩეთ

გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ამბულატორიულმა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა გასულ კვირასთან შედარებით იკლო – ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემები გრიპის სეზონის მესამე კალენდარულ კვირას. „აჭარაში წელს ძირითადად ცირკულირებს B ტიპის გრიპის ვირუსი, გვხვდება A ტიპის ვირუსიც, რომელიც არ ხასიათდება აგრესიული მიმდინარეობით. რთული და რეანიმაციული შემთხვევები არ არის. ჯერჯერობით, მცირე, მაგრამ კლების ტენდენცია გვაქვს. თუ შევადარებთ გასული …

„დღეში 90-ზე მეტი ბავშვი მოჰყავთ გრიპის ვირუსით“ – ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი

ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა კლინიკას დღეში 90 ან მეტი პაციენტი მიმართავს – ინფორმაცია ამის შესახებ  „ბათუმელებს“ ამავე კლინიკის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ დაუდასტურა. „გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, თუმცა განსაკუთრებით რთული შემთხვევები არ აღინიშნება, მომართვიანობა დროულია. რეანიმაციულ განყოფილებაში ამჯერად მკურნალობას არც ერთი პაციენტი არ გადის, უმეტესწილად პედიატრიულ დეპარტამენტში არიან პაციენტები განთავსებული,” – ამბობს …

დეკემბერი იწურება, გრიპის ვაქცინა ისევ დეფიციტურია – რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება მაქსიმუმ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებამდეა რეკომენდებული. აცრის მსურველებს კიდევ ათი დღე რჩებათ, თუმცა სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში ვაქცინა აღარ აქვთ. წელს გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და დეფიციტად იქცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რისკჯგუფში არ იყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი უფასო ვაქცინა არ ერგებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა …

რატომ არ იყიდება სეზონური გრიპის ვაქცინა

თუ გადაწყვიტეთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება და ბათუმში ცხოვრობთ, ამას ჯერჯერობით ვერ მოახერხებთ. სააფთიაქო ქსელებში აცხადებენ, რომ ვაქცინა მინიმუმ 15 ნოემბრის შემდეგ შემოვა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სააფთიაქო ქსელების სათავო ოფისებს იმის გასაგებად, როდის შემოვა სეზონური გრიპის ვაქცინა, მაგალითად, ბათუმის სააფთიაქო ქსელებში, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. სააფთიაქო ქსელ „ავერსში“ გვითხრეს, რომ მხოლოდ წერილობით უპასუხებენ შეკითხვას …

დამატებითი 300 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულებისთვის აჭარაში

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე „საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით შეიძინეს 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. აქედან აჭარის რეგიონში მოწოდებულია 300 დოზა ვაქცინა.  საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები და …

პაატა იმნაძე: საქართველოში ამჟამად სამი ვირუსი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა – ამ თემაზე მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ძირითადად ცირკულირებს სამი ვირუსი, რომელთაც გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს. ეს ვირუსებია: რინოვირუსი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება სურდო; პარავირუსი, რამაც შეიძლება ბავშვებში ცრუ კრუპის მოვლენები გამოიწვიოს და …

სეზონური გრიპის პიკს თებერვალში უნდა ველოდოთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს საქართველოში A ტიპის გრიპის ვირუსები გავრცელებული არ არის. სწორედ ამ ტიპის ვირუსებს მიეკუთვნება H1N1 [ე.წ. ღორის გრიპი], რომელიც გასულ წლებში აჭარაშიც იყო გავრცელებული. რა ტიპის ვირუსია გავრცელებული წელს, როგორია ეპიდსიტუაცია აჭარაში და როდის დგება სეზონური გრიპის პიკი? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ნიჟარაძეს ბლიც-ინტერვიუში …

Exit mobile version