არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტებმა დღეს, 3 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების შესახებ განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, გასული ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე მიიღეს შეტყობინება. დაკავებულთა მონახულება დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს ადვოკატებმა. იურისტების განცხადებით, დაკავებულები საუბრობენ დაკავებისას და დაკავების შემდგომ პოლიციელების მხრიდან მათზე მაფიზიკურ ძალადობაზე. 5 პირი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში. „აღსანიშნავია, …
Tag Archives: საპროტესტო აქციები
„ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს“ – გახარია
„ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის, მათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. ის ამ განცხადებით თბილისში დღეს, პირველ თებერვალს მიმდინარე პროცესებს …
„ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ“ – ევროპარლამენტარი EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტარი თიის როიტენი ევროკავშირს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს. „პერსონალური სანქციები პოლიტიკური ლიდერებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ; პროტესტებზე ძალადობისა და რეპრესიების შეჩერება; ახალი, სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ“, – წერს ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე. ევროპარლამენტში ნიდერლანდების წარმომადგენელი როიტენი ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც ამბობს: „ყოველ საღამოს, ყოველ ღამე, ასობით ათასი ქართველი გამოდის ქუჩებში თავიანთი დემოკრატიის დასაცავად, თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად. „ქართული …
Continue reading “„ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ“ – ევროპარლამენტარი EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს”
„1121 წელს ქართველ მებრძოლებში შეიძლება არ იყო გამარჯვების იმედი, თუმცა იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ – სტუდენტები
დღეს, 24 ნოემბერს, დილიდან იმართება საპროტესტო აქციები თბილისში. მოქალაქეები ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, დეოლიგარქიზაციას, გასულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას…. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რუსულ, ეგრეთ წოდებულ ოჯახური სიწმინდის კანონსაც. აქციას უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან. მათი ნაწილი უკვე თბილისშია. თსუ-ს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს. „… დიდი ხანი ვიფიქრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, …
ჩვენთვის არ უნდა იკეტებოდეს ევროპის კარები და არ უნდა იღებოდეს რუსეთის კარები- მასწავლებლების მარში
დღეს 24 ნოემბერს, სკოლებისა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორ-მასწავლებლებმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მასწავლებლები, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, არ აღიარებს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგს და მოითხოვს ახალ არჩევნებს. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგები გააყალბა, დაარღვია კონსტიტუცია და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროინტეგრაციას. „არა რუსულ რეჟიმს“, „არა რუსულ მთავრობას“ , …
„ახალი თაობა გაიმარჯვებს. არ გვინდა არც ჩრდილოეთ კორეა გავხდეთ და არც ბელარუსი“- იულონ გაგოშიძე
არქეოლოგი იულონ გაგოშიძე იმ საპროტესტო აქციების მუდმივი მონაწილეა, რომელიც ეს დღეებია პერმანენტულად იმართება თბილისში ახალი არჩევნების მოთხოვნით. მისი აზრით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოსაცილებელია, „რადგან ქვეყნის ინტერესების მტერია“, – ამბობს იულონ გაგოშიძე, არქეოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. „ქართველი, ასე თუ ისე იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების მოსაპოვებლად. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ 91-ში, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ახლა …
როგორ გახდა სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ პროტესტის ლიდერი ბათუმში – ნაწილი მეორე
ამავე თემაზე: სტუდენტური მოძრაობა “მარტიანელები” – ნაწილი პირველი
„გაიფიცე რეჟიმის წინააღმდეგ” – საქართველოს 3 ქალაქში საპროტესტო ბანერები გამოფინეს
დღეს, 13 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში მოქალაქეებმა „რუსული პოლიციური რეჟიმის“ საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს. „ყველგან პოლიცია, არსად – სამართალი! გაიფიცე, პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენ ვაცხადებთ: გაიზრდება წნეხი – გაიზრდება სამოქალაქო რეგიონული წინააღმდეგობა! სახელმწიფოს მხრიდან პოლიციური მუშტით გვისწორდებიან სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს იმ უღირსი, მჩაგვრელი, სოციალური უთანასწორობის გაპროტესტების გამო, რომელშიც გვაცხოვრებს მმართველი კლასი! …
ლაიქებსა და კომენტარებს რუსეთშიც აკონტროლებენ „ექსტრემისტების“ რეესტრით
საქართველოს მთავრობამ სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა დააანონსა, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ სია საჯარო იქნება და მასში მოხვედრილი ადამიანების წინააღმდეგ „საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება …
Continue reading “ლაიქებსა და კომენტარებს რუსეთშიც აკონტროლებენ „ექსტრემისტების“ რეესტრით”
მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას უვადო მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყოველთვის მის მხარესაა, ვინც სიტყვის თავისუფლებას არად დაგიდევთ და ადამიანების დასჯას ითხოვს – ჯერჯერობით საქართველოში თავისუფალი სიტყვისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით სჯიან. ალექსანდრე გოგუაძეს ზოგჯერ იმდენად „მონდომებულია“, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოც კი აუქმებს. ასე მოხდა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, …
Continue reading “მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი”
პოლიციელები მოსამართლეს: 112-მა სამხრე კამერების ჩანაწერები არ მოგვაწოდა
იმის გამო, რომ სამხრე კამერის ჩანაწერები მოსამართლესთან პოლიციელებმა ვერ მიიტანეს, სხდომა გადაიდო. საუბარია 6 მაისს ღამით აქციაზე დაკავებულ 24 ადამიანზე, მათგან სამის – ბაჩი მექვაბიშვილის, ლევან გორგილაძისა და გიგა თედორაძის სასამართლო განხილვა უნდა შემდგარიყო დღეს, 18 მაისს. იმის მიუხედავად, რომ კარვების დაშლიდან და აქციის მონაწილეების დაკავებიდან 12 დღე გავიდა, შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ, მოსამართლე ალექსანდრე …
Continue reading “პოლიციელები მოსამართლეს: 112-მა სამხრე კამერების ჩანაწერები არ მოგვაწოდა”
საპროტესტო აქციაზე პოლიციელების ფოტოები გამოფინეს
დღეს, 19 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ პოლიციელების ფოტოები მიიტანეს, რომლებიც, მათი თქმით, მოძალადე პოლიციელების რიგებს მიეკუთვნებიან. „ამ ადამინების შესახებ ბევრჯერ ვილაპარაკეთ. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც გამოირჩევიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აგრესიული ქმედებით. განსაკუთრებით უნდა გამოვყო პოლიციელი რეზო ხარაზი, რომელიც 22 დაკავებულიდან 15 საქმეში ფიგურირებს. ამ აქციების დროს სულ 22 ადამიანი დააკავეს …
Continue reading “საპროტესტო აქციაზე პოლიციელების ფოტოები გამოფინეს”
ხათუნა ბერიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ დააკავეს
ხათუნა ბერიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის სამოქალაქო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი და ბათუმის საპროტესტო აქციების აქტივისტია. ხათუნა ბერიძეს გამოძიება ძალადობას ედავება. საუბარია ბათუმში 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, ვისაც ხელი დაარტყა. გამოძიებამ ძალადობის …
Continue reading “ხათუნა ბერიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ დააკავეს”
რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები
„მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს“, – ფიქრობენ საპროტესტო აქციის ლიდერები ბათუმში. აქ თვლიან, რომ საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს და პირიქით, საჭიროა მისი გაფართოება. 35-ე დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბათუმში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ხვალინდელი დღე მოლაპარაკების მორიგ რაუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში. აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ დგანან სამართალდამცველები, …
Continue reading “რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები”
რას და როგორ აპროტესტებენ საქართველოში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„აქციები ისევ მიდის მთავრობის გადადგომის მოთხოვნამდე და არა კონკრეტული პრობლემის მოგვარებამდე,“ – ასე ახასიათებს ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ტენდენციას პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსს ვკითხეთ, რა ჩანს ამ საპროტესტო აქციებიდან, რამდენად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება და ხელისუფლების რეაგირება, რატომ ითხოვს საზოგადოება აქციის აპოლიტიკურობას. ბატონო ლევან, ბოლო დროს ყველაზე ხალხმრავალი აქცია დავით სარალიძის მკვლელობას უკავშირდებოდა. რა აჩვენა …
Continue reading “რას და როგორ აპროტესტებენ საქართველოში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”