ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები წუხელ დაიწყო და არ შეწყვეტილა. ზღვაში გაუჩინარებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. კაცი ზღვაში გუშინ, 5 ივლისს საღამოს შევიდა. 5 ივლისს ზღვაზე შტორმი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად.

ბათუმის მერია შსს-ს 10 საგუშაგოს გადასცემს, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათასი ლარი დაიხარჯა

ბათუმის ზღვისპირა ზოლში განთავსებულ 10 ახალ სტაციონარულ საგუშაგოს მერია შსს-ს გადასცემს. ამ საგუშაგოების [სამაშველო კოშკურების] მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათას 223 ლარი დაიხარჯა. ქონების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 1-ელი დეკემბრის სხდომაზე განიხილავს. 10 ახალი სამაშველო კოშკურა, ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტის მიხედვით გადანაწილებულია კვარიათის, გონიოს, ბათუმის ახალი და ძველი ბულვარის, ასევე მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე.  „სტაციონალური …

ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს

ბათუმის მერია ზღვისპირა ზოლში სტაციონალურ საგუშაგოებს მოაწყობს და მათ შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს გადასცემს. 10 საგუშაგოს მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 390 ათას 243 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2025 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა 10 ჯიხური ივლისამდე უნდა …

ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიღუპა

დღეს, 13 აგვისტოს, ქობულეთში ზღვაში დაიკარგა 8 წლის ბავშვი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი დაიღუპა – მაშველებმა მისი ცხედარი ზღვაში უკვე იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, დაღუპული ბავშვი ადგილობრივი იყო თუ დამსვენებელი. 2024 წლის ივლისი თვის მონაცემებით, წელს წყალში [ზღვაში, მდინარეში და ტბაში] 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

ბათუმში ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ათდღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული  ახალგაზრდა კაცი, დღეს, 30 აპრილს, ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ახალგაზრდა დაახლოებით 17 წლის იყო. ის ზღვაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ ადამიანს ეძებენ

დღეს, 22 აპრილს, ბათუმში მაშველები ზღვაში ერთ ადამიანს ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ ზღვაში მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები. საგანგებოში დეტალებს არ აზუსტებენ, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზღვაში დაკარგული პირი დაახლოებით 17 წლისაა.

შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს – მთამსვლელი

„შოვის სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია აღარ არსებობს, მოსწორებულია მთლიანად. ერთი დიდი ლაფის ვაკეა ახლა იქ. მარტო ის დიდი შენობები გადარჩა, რომლებიც განაპირას იდგა,“ – მთამსვლელი თორნიკე მაცაბერიძე „ბათუმელებს“ რაჭაში, შოვში არსებული სიტუაციის შესახებ მოუყვა. თორნიკეს თქმით, გუშინ, 3 აგვისტოს, როცა მეწყრული პროცესები განვითარდა, ის შაორის წყალსაცავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში იყო. ამბავი ტელეფონით გაიგო. „მე და ჩემი …

16 წლის ლუკას ცხედარი გონიოში, სანაპიროზე იპოვეს

16 წლის ლუკა აბულაძე, რომელსაც მაშველები მეოთხე დღეა ზღვაში ეძებდნენ, გონიოს სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ლუკას ნათესავებმა დაუდასტურეს. ნათესავების ინფორმაციით, ლუკა თავის მეგობრებთან ერთად ზღვაში ე.წ „ბანანით“ საცურაოდ გაიყვანეს, თუმცა მოზარდები ნაპირიდან მოშორებით, ზღვაში ჩამოსვეს ბანანიდან, რის გამოც ლუკამ ნაპირზე გამოსვლა ვერ მოახერხა. ახლობლების ინფორმაციით, ლუკას მეგობრებმა მაშველების დახმარებით გამოაღწიეს ნაპირზე, ლუკა კი ზღვაში …

ბათუმში ზღვაში წუხელ გაუჩინარებული კაცი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს

ამ დრომდე არ უპოვიათ კაცი, რომელიც წუხელ, პირველ ნოემბერს, ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში გაუჩინარდა. პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში „პიერ ბათუმის“ პირსიდან გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ პირსიდან გადახტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნისა და სამაშველო ღონისძიება.

საქართველოს სამაშველო ვერტმფრენები არ აქვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „ბათუმელებმა“ 9 აგვისტოს ჰკითხა, აქვს თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ვერტმფრენები? როგორც სამინისტროში გვიპასუხეს, ამ ეტაპზე უწყებას არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი არ აქვს. „სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არ ირიცხება სამაშველო ვერტმფრენები“, – მოგვწერა შს სამინისტრომ. უწყების განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის დროს ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ისინი სასაზღვრო პოლიციის …

მაშველებმა ქობულეთში დელფინი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს. დელფინი ბადეში იყო გახლართული. „მაშველებმა დელფინი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებიდან და ბადიდან გათავისუფლებას ცდილობდა. სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს და ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს“, – ამბობს საგანგებო სამსახური.

ნანგრევებიდან ამოიყვანეს კაცი, რომელიც მაშველებს ეკონტაქტებოდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს – ამჯერად კაცი. ზვიად თავდგირიძის გადარჩენის ოპერაცია თითქმის 11 საათი გაგრძელდა. მანამდე დაახლოებით 20:00 საათზე მაშველებმა ქალი – ინგა მეკეიძე ამოიყვანეს. ინგა თავის ორ შვილთან ერთად იყო ნანგრევებში მოქცეული. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის კონტაქტური არ იყო. სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან, …

ბათუმში აივნის ჩამონგრევის შედეგად ადამიანები დაშავდნენ

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ახალ ბულვართან, მაღალსართულიან კორპუსში აივანი ჩამოიგრა. არიან დაშავებულები. „ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც გადაყვანილნი არიან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში“, – გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის ჯგუფი და პოლიცია.

მაშველებმა ურეკსა და ქობულეთში 2 ადამიანი გადაარჩინეს – შავ ზღვაზე შტორმია

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მაშველება დღეს 18 ივნისს, ურეკსა და ბათუმში ორი ადამიანი გადაარჩინეს. პირველი შემთხვევა ურეკში დაფიქსირდა, სადაც  არასრულწლოვანი იმყოფებოდა ზღვაში, ნაპირიდან 15 მეტრის დაშორებით და გამოსვლას ვერ ახერხებდა. მეორე შემთხვევაც დღეს მოხდა, 112-ში ზარი ქობულეთიდან შევიდა. „მოქალაქე შევიდა ზღვაში და მისი თანმხლები პირები ვეღარ პოულობდნენ, ითხოვდნენ მაშველების დახმარებას. მაშველები წყალში გასაბერი ნავით შევიდნენ და …

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. თვითმხილველების თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადიდებული ჭოროხიდან 3 მეთევზე გამოვიყვანეთ – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, „ბათუმში მდინარე ჭოროხი ადიდდა და სამი მეთევზე ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას. ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბათუმის ორი სამაშველო ეკიპაჟი“. მაშველებმა მეთევზეები გამოიყვანეს. უწყების ცნობით, „მეთევზეები მდინარეში შექმნილ კუნძულზე იყვნენ და ადიდებული წლის გამო ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. მაშველებმა ისინი ნავით გამოიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“. იმის …

მაშველებმა სანაპირო ზოლზე 176 პირი გადაარჩინეს, მათ შორის 88 არასრულწლოვანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 21 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. ამავე პერიოდში მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს. „არ შეხვიდეთ …

ბათუმში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს. მოზარდს ორი დღე ეძებდნენ. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, „მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება“. არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს …

მაშველები ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, შეტყობინება არასრულწლოვნის ზღვაში გაუჩინარების შესახებ, დღეს 16 ივლისს, დაახლოებით 07:00 საათზე შევიდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. „ამ დროისთვის მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერება,“ – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სამაშველომ ზღვიდან „ბუიოკს“ ჩაჭიდებული ბიჭი გამოიყვანა

მაშველებმა ბათუმში არასრულწლოვანი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან გაავრცელეს. „ბათუმში არასრულწლოვანი წყალში ტივტივაზე იყო დარჩენილი და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა. ის  წყალზე სამაშველო სამმართველოს მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს“, – ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ბუიოკს“ ჩაჭიდებული ბიჭის შესახებ სამაშველოში შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც მაშველები მივიდნენ მის დასახმარებლად. სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს …

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, 6 მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს 25 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე,6 სავაჭრო ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დილით, 05:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრეების 4 ჯგუფი მუშაობდა. „ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა,“ – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.] ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ზარალი დათვლილი არ არის. ______ ფოტო შემთხვევის ადგილიდან

გონიოში ზღვაში კაცი დაიხრჩო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გონიოში ზღვაში დაახლოებით 12:00 საათზე  შევიდა. როგორც საგანგებოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მაშველებმა კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს საავადმყოფოში გადაყვანის დროსაც უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯერჯერობით უცნობია, დაღუპული კაცი ადგილობრივია თუ ტურისტი. ზღვაზე ამ დროისთვის 4-ბალიანი შტორმია.

ბათუმელი მაშველების ნაამბობი ისტორიები ადამიანების გადარჩენაზე

21 წლის მაშველი ანრი ნემსაძე ბათუმის სანაპიროზე სამი წელია მუშაობს. ამ ხნის მანძილზე ანრიმ ზღვაში დახრჩობას 200-მდე ადამიანი გადაარჩინა. სანამ მაშველად დაიწყებდა მუშაობას, ანრი წყალბურთელი იყო და სპორტი იმის გამო მიატოვა, რომ გუნდი დაიშალა. „არ დაგვაფინანსეს და აუზის უქონლობის გამო დავიშალეთ, ასე რომ არ მომხდარიყო, სპორტულ კარიერას გავაგრძელებდი,“ – გვეუბნება ანრი. სპორტის მიტოვებაზე გული წყდება, …

ქობულეთში წიწვოვან ხეებს ცეცხლი უკიდია [ვიდეო]

ამ წუთებში ქობულეთში, სოფელ ლეღვასა და წყავროკის მოსაზღვრე ტერიტორიაზე წიწვოვან ხეებს ცეცხლი უკიდია. როგორც ქობულეთის სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით სამი ათას კვადრატულ მეტრზეა მოდებული. მაშველის თქმით, ცეცხლი თავიდან ეკალ-ბარდებს მოედო და აქედან გადავიდა წიწვოვან ხეებზე. ნუგზარ ჯინჭარაძის თქმით, ადგილზე რამდენიმე სამაშველო და სახანძრო ჯგუფი მუშაობს. „ლოკალიზებისკენ მიდის სიტუაცია. ვფიქრობ, დამატებითი ჯგუფები აღარ დაგვჭირდება“, …

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, სახლები იწვის

ბათუმში, ბერიძის (ყოფილი კალიევის) ქუჩაზე, სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიან სახლში გაჩნდა. ამ დროისთვის აღნიშნული სამსახური არ ფლობს ინფორმაციას, ევაკუირებულია თუ არა მოსახლეობა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც. მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, „მხოლოდ სახლის მეპატრონეა ცუდად,“- ამბობენ სასწრაფოში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეთა მიღებას იწყებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა სისტემის დანერგვას იწყებს. შესაბამისი საკანონმდებლო მუხლი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დღეს, 2018 წლის პირველ ოქტომბერს ამოქმედდა. „ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურს, გახდეს მოხალისე, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე (volunteer.ge) დარეგისტრირება პირველი ნოემბრიდან შეეძლება,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამსახურის ინფორმაციით, პირველად იქმნება მოხალისეთა ეროვნული სია და მათ კოორდინაციას …

მომავალი ზაფხულიდან ქალი მაშველებიც გვეყოლება

„მომავალი წლიდან ქალებს პირველად მიეცემათ საშუალება, საზღვაო მაშველები გახდნენ”, – აცხადებს შალვა ხუციშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. შალვა ხუციშვილის ამ განცხადებას სამაშველო სამსახური ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ქალ მაშველებზე შეზღუდვა არც აქამდე ყოფილა, მაგრამ სამსახური უპირატესობას კაცებს ანიჭებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური კამპანიის წამოწყებას გეგმავს იმისთვის, …

სამაშველო: არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები შეწყდა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები, რომელიც გუშინ, 24 ივნისს საღამოს დაიწყო, უკვე შეწყვეტილია. სამძებრო სამუშაოები ტბაში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ბათუმელებმა“ შსს-ს მიაწოდა ტბაზე გადაღებული ფოტო, სადაც დაფიქსირებული იყო ადამიანის ხელის მსგავსი გამოსახულება. „ფოტომასალა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ შსს-ს დაეწყო გამოძიება და დაწყებულიყო სამძებრო სამუშაოებიც. ჩვენმა სამსახურმა ტბაში წყლის დონე საკმად დასწია, თუმცა …

ბათუმში ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 23 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე ბათუმში მაშველებმა ზღვაში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, პირველადი მონაცემებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

სამაშველო: მდინარე ჭოროხში მამაკაცის ცხედარი ვიპოვეთ

სამაშველო სამსახურმა წუხელ, 14 ივნისს, გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი დღეს დილით მდინარე ჭოროხში იპოვა. როგორც სამაშველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათ გარდაცვლილის ნათესავმა მიმართა. ამავე სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქობულეთის მცხოვრებია. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადატანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თითქოს პოლიციელი უნდა ყოფილიყო, თუმცა შსს-ში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. …

აფეთქება ბათუმში

ბათუმში, მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს, ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარე სახცოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზმა გამოიწვია. სახლის გარშემო კორპუსებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია მანქანები. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების …

ბათუმში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით დღეს, 30 სექტემბერს, 15 წუთის წინ, ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით არიან გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, მუშების მდგომარეობა კრიტიკული არ არის. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარებს რაც მშენებლობის …

ზღვაში ნაპოვნი მამაკაცი იდენტიფიცრებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია მამაკაცი, რომელიც წუხელ ზღვამ გამორიყა. სამინისტროში ამ პირის ვინაობას არ ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი უსახლკარო იყო. გამორიყული მამაკაცის ცხედარი წუხელ მოქალაქეებმა შენიშნეს სანაპიროზე. 3 ივლისს ბათუმის პლაჟიდან გაუჩინარებული კობა ბაკურიძე ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

Exit mobile version