1, 1ა, 8 და 11 ნომერი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ლეონიძისა და შავშეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება მიმართულება შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1, #1ა, #8 და სამუშაოების დასრულებამდე #1 და #1ა ლეონიძის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებს გენ. ასლან აბაშიძის, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩებზე, ხოლო სამარშრუტო ხაზი #8 ლეონიძის ქუჩის ნაწილის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს ხახულის, ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩებზე. ხოლო …

რა სამარშრუტო ხაზებზე იმოძრავებს ახალი ავტობუსები ბათუმში

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის” ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. შესაბამისად, ძველი ავტობუსებს ახლებით შემდეგ შვიდ სამარშრუტო ხაზზე ჩაანაცვლებენ: #2 [ადლიის ქ. – ახალშენის ცენტრი] #2ა [ახალშენის ცენტრი-ადლიის ქ] #4 [აღმაშენებლის ქ – სვიშევსკის ქ] #8 [აღმაშენებლის ქ – მახინჯაური] #9 [ქათამაძის ქ – ივანე მესხის …

ბათუმში დროებით იცვლება №15 ავტობუსის მარშრუტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ვარშანიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება №15 ავტობუსის მარშრუტი. სამუშაოების დასრულებამდე მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი სამარშრუტო სქემით: ზედა ღელის ქუჩა, ხახულის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ორბელიანის ქუჩა, სელიმ ხიმშაიშვილის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, მელიქიშვილის ქუჩა, კომახიძის ქუჩ, ვაჟა ფშაველას ქუჩა, ბრწინვალეს ქუჩა, მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, შავშეთის ქუჩა, …

მიკროავტობუსების მფლობელებს მერიის კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლებათ – ახალი პირობები

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად მიკროავტობუსის მფლობელს მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლება. ანუ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს თუნდაც ერთი მიკროავტობუსი, შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მიიღოს. ბუნებრივია, მიკროავტობუსის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მოთხოვნებს. კონკურსს მერია, სავარაუდოდ, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადებს. 2018 წელს ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით …

ბათუმში სამარშრუტო ხაზები 6 კომპანიაზე გადანაწილდა – საკითხს საკრებულო დაამტკიცებს

სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსის შედეგები ბათუმის საკრებულოს გადაეგზავნა. კონკურსში ექვსი კომპანია მონაწილეობდა და მერიის კომისიამ ექვსივე გამარჯვებულად გამოაცხადა. ქალაქში არსებული 22 სამარშრუტო ხაზი სწორედ ამ ექვს კომპანიაზე გადანაწილდება. გამარჯვებულ კომპანიებზე შესაბამისი ნებართვების გაცემის საკითხი ბათუმის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. კონკურსის შედეგებზე საკრებულო 2018 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე იმსჯელებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში: [checklist] …

ახალი სქემით ბათუმში პირველი სექტემბრიდან 564 მიკროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმის მერიის საკონკურსო კომისიამ იმ მიკროავტობუსების შემოწმება [ტექნიკური დათვალიერება] დაასრულა, რომლებმაც ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე უნდა იმოძრაონ. საკონკურსოდ 696 მიკროავტობუსი იყო წარდგენილი, შემოწმება 636-მა გაიარა. აქედან ის კრიტერიუმები, რომლებიც საკრებულოს მიერ არის დადგენილი, დააკმაყოფილა და მინიმალური ზღვარი გადალახა 564-მა მიკროავტობუსმა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ქალაქში ყოველდღიურად მუშაობს [სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე] 460 მიკროავტობუსი. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, …

როგორი მიკროავტობუსები იმოძრავებენ ბათუმში – კომისია შეფასებას 10 აგვისტოდან დაიწყებს 

ბათუმის მერიაში შექმნილი საკონკურსო კომისია იმ მიკროავტობუსების ტექნიკურ შემოწმებას, რომლებმაც ქალაქში სამარშრუტო ხაზებზე უნდა იმოძრაონ, 10 აგვისტოდან დაიწყებს. სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება დასრულებულია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კონკურსში 6 კომპანია მონაწილეობს. აქედან ოთხს  შესაბამისი ნებართვები აქვთ და მათი მიკროავტობუსები დღემდე მოძრაობენ ქალაქში. ახალი კრიტერიუმები, რასაც ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები …

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვაზე მერიაში განაცხადი ჯერ არ შესულა

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში გუშინ, 2018 წლის 30 ივლისს, დაიწყო და ხვალ, პირველ აგვისტოს, 18 საათზე დასრულდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის [12:40] მერიის მიერ შექმნილ საკონკურსო კომისიაში ნებართვის მაძიებელთა არც ერთი განაცხადი არ შესულა. დღეს არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხ …

მერია მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე განცხადებებს მიიღებს

ბათუმის მერიაში ქალაქში არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად საკონკურსო კომისია უკვე შექმნილია. მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში, 2018 წლის 30 ივლისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია. …

ბათუმსა და ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

მიკროავტობუსის მძღოლები ამ წუთებში ბათუმის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ქალაქში სამარშრუტო ხაზების შემცირებას შეეხება. მძღოლები ამბობენ, რომ ხაზების გაუქმებით, ისინი, ფაქტობრივად, უმუშევარი რჩებიან. „დღეში უნდა იმუშაოს 10-მა მარშრუტკამო, ამას ამბობს მერია, 40 ვმუშაობთ და სხვებმა რა უნდა ვქნათ, სად ვიმუშაოთ. ეს ნომერი ოთხ სოფელს ემსახურება, ადამიანები ზოგი ქალაქში …

კონდიცირების არმქონე მიკროავტობუსზე ნებართვა აღარ გაიცემა – კონკურსის ახალი კრიტერიუმები

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს მალე კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა. ნებართვა არ გაიცემა ასევე იმ მიკროავტობუსებზე, რომლებიც გამოშვებულია 2000 წლამდე. ამასთან, ნებართვის მისაღებად აუცილებელია მიკროავტობუსს ძარაზე არ …

რა მარშრუტით და რამდენი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბათუმში – დეტალური რუკები

6 ივნისიდან ამოქმედდა ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის ახალი სქემები, მათი რაოდენობა და მოძრაობის ინტერვალი დამტკიცდა. ამავე დადგენილებით, ბათუმის მერია ვალდებულია ერთი თვის ვადაში საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ასევე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მას­ში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირო­ბების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი. კონკურსის პირობებზე ანუ …

სოფლის მიკროავტობუსებს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩით გადაადგილება აეკრძალებათ

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს ოთხი წლის წინანდელი განკარგულების აღსრულებას ახლა იწყებს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, 2013 წლის 30 აპრილის N68 განკარგულების აღსრულებას ერთ კვირაში დაიწყებენ. აღნიშნული განკარგულებით, მიკროავტობუსებმა, რომლებიც ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებსა და სოფლებს შორის მოძრაობენ, ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებით უნდა იმოძრაონ. ანუ, ჭავჭავაძისა და პუშკინის, ასევე ტბელ აბუსერისძის ქუჩებზე …

Exit mobile version