„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

სილქნეტი აგრძელებს მიმზიდველი პირობებით ინტერნეტ პაკეტებისა და  მრავალფეროვანი აქციების შეთავაზებას მობილურ ქსელში.  თბილისსა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესება კომპანიამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან –  „ერიქსონთან“ და „ჰუავეისთან“ თანამშრომლობით და მრავალმილიონიანი ინვესტირებით შეძლო, და დღეს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ავტობანსა და რკინიგზის გასწვრივ, ასევე მაღალმთიან ზონებში, უსწრაფესი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.  თბილისში კი, 5G ქსელის უშუალო წინამორბედი ტექნოლოგია …

2019 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით  გაიზარდა

საქართველოს რკინიგზა 2019 წლის ტვირთბრუნვის მაჩვენებლებს ასაჯაროებს. 2019 წელს გადაზიდული ტვირთი თითქმის 1 მილიონი ტონით აღემატება 2018 წლის მონაცემებს, ხოლო ტვირთის გადაზიდვით 2019 წელში მიღებული შემოსავალი, თითქმის 67 მილიონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს 3 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 2019 წელს სამგზავრო გადაყვანებში  ისტორიული მაჩვენებლები  დაფიქსირდა. საქართველოს რკინიგზის მეშვეობით  გადაყვანილია 3 მილიონზე მეტი მგზავრი. შემოსავალმა  კი  31 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება

2020 წლის 15 იანვრიდან ოპტიკურ ქსელში ჩართული მომხმარებლებისთვის SilkTV -ის პაკეტები იცვლება. აბონენტები მიიღებენ კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას, სპორტ და კინო ექსკლუზიურ არხებს და სხვა შეღავათებს, როგორიცაა სატელევიზიო აპლიკაცია Silk Go, YouTube და კინოკატალოგი Amediateka დამატებითი გადასახადის გარეშე. ამჟამად არსებული 4 პაკეტის ნაცვლად განახლებულ შეთავაზებაშია  3 ძირითადი სატელევიზიო პაკეტი; უცვლელია ფასი და არხების რაოდენობა პაკეტზე …

„საქართველოს რკინიგზა“ საშობაოდ დამატებით რეისებს ნიშნავს

თბილისი–ზუგდიდი–თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება –  2020 წლის  3; 4; 5; 6;  და 7 იანვარს დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: თბილისი–ზუგდიდი–თბილისი #878/877 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 08:50 14:30 19:10 0:35 თბილისი–ბათუმი–თბილისი #808/807 გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა 10:30 15:30 17:00 22:00 შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას …

სუპერმარკეტ ,,ბონუსის” ახალი ფილიალი მომხმარებლებს საახალწლო ბონუს ფასებით ელის

ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც სამი დღე რჩება. ბევრს სჯერა, რომ მთელი წელი ისეთი განწყობა ექნება, როგორიც ახალ წელს შეიქმნა. ახალი წლის განწყობისთვის კი ბევრი წვრილმანია გასათვალისწინებელი: მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის საინტერესო საჩუქრების შერჩევა, ნაძვის ხის, სახლის მორთვა და საახალწლო სუფრა. ამ ყველაფრისთვის საჭირო რამეების ყიდვა ერთ სივრცეში შეგიძლიათ – სუპერმარკეტ „ბონუსში“, რომელიც გუშინ, 26 …

მესამე სტადიის ძუძუს კიბოსგან განკურნების მაგალითები – რა არის ტარგენტული თერაპია

ქალებში ძუძუს, მამაკაცებში კი ფილტვისა და პროსტატის კიბო მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში არც ერთი მათგანი განაჩენი აღარ არის, არაუმეტეს თუ დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება. ონკოლოგიური დაავადებების ვერაგობა გამოიხატება იმაშიც, რომ სიმსივნური უჯრედები უსიმპტომოდ პროგრესირებს და დაავადებაზე პაციენტებს ეჭვი მიაქვთ მაშინ, როცა პროცესი შორსაა წასული. შესაბამისად,  დროული დიაგნოსტირებისთვის საჭიროა მოსახლეობამ მიიღოს …

„საქართველოს რკინიგზა“ საახალწლოდ დამატებით რეისებს ნიშნავს

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“   დამატებით რეისებს ნიშნავს. თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 25, 26,27,28, 29,30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 26,27,28,29,30, და 31 დეკემბერს. დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. …

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბათუმში

წელს სად აპირებთ ახალი წლის გატარებას? სახლში, ოჯახის წევრებთან, ქუჩაში, ღია ცისქვეშ თუ სულაც რომელიმე რესტორანში ან კაფეში, მეგობრებთან ერთად? ყველა ვარიანტი კარგია, თუმცა არსებობს კიდევ უკეთესი – რას ფიქრობთ ახალი წლის დღეების ბათუმში გატარებაზე? ის, რომ ბათუმი ზაფხულშია კარგი, სიმართლეა, მაგრამ მთლად ზუსტიც არ გახლავთ. ბათუმში წასვლა ყველა სეზონზე კარგი იდეაა, ახალი წლის შესახვედრად …

ისწავლე ჟურნალისტიკა და სტრატეგიული კომუნიკაციები თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ფეხს უწყობს იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც ელვის სისწრაფით იცვლება დღევანდელ მსოფლიოში.  სწორედ ამიტომ, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა სტუდენტებს მოდიფიცირებულ ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების (პრ) პროგრამებს სთავაზობს, რაც ითვალისწინებს  ქეისურ სწავლებას.   ორივე კურსი მოიცავს ისეთ თანამედროვე მიმართულებებს როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, რეკლამა, ბრენდინგი და სხვა.   გარდა …

რა განსხვავებაა კერძო და საჯარო სკოლას შორის – მოსწავლის ხედვა

თათული ხახუტაიშვილი სკოლა „პროგრესში“ და ამ სკოლასთან არსებულ ამერიკულ საერთაშორისო აკადემიაში სწავლობს. მისი სკოლა იმით განსხვავდება სხვა სკოლებისგან ბათუმში, რომ ჰყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი თანაკლასელები. შესაბამისად, გოგონას ვკითხეთ, რამდენად ეხმარება მრავალფეროვნება ბავშვებს ტოლერანტობის გააზრებაში. თათულის საკუთარი თეორია აქვს მოზარდებში სიზარმაცის დაძლევაზეც – რაც ყველა ბავშვს აწუხებს პერიოდულად. თათული სწავლობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, …

თოვლი, თხილამურები და ზამთრის ზღაპრული თავგადასავალი აჭარის მთებში

ახალი წლისა და ზამთრის გაგონებაზე პირველ რიგში რა გახსენდებათ? თქვენი არ ვიცი და მე პირველ რიგში რაც თვალწინ მიდგება, საშობაო-საახალწლო ღია ბარათებია – დათოვლილი პეიზაჟი, სახლი, რომლის საკვამურიდან ბოლი ამოდის, მწვანე ნაძვები ტოტებზე თოვლით და სიმშვიდისა და ბედნიერების აუხსნელი, სასიამოვნო განცდა. მსგავს, საახალწლო ღია ბარათში „მოხვედრის“ სურვილი ალბათ ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია ბავშვობაში და მერეც, …

ბათუმელი ბავშვები, რომლებიც NASA-ს აქტივობაში ერთვებიან

ჩვენ დედამიწის შვილები ვართ! „დედამიწა… ,,დედასა” და ,,მიწას” შორის მე ვარ… …შვილი დედისა და შვილი მიწისა… როგორც შვილი არ არსებობს დედის გარეშე, ისე მიწაც არ არსებობს შვილის გარეშე… ჩვენ დედამიწის შვილები ვართ!” – ამბობს ნანა ჭეიშვილი, ეკო-კლუბ «კოლიბრის» სულისჩამდგმელი. ეკო-კლუბი „კოლიბრი“ უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და საკმაოდ ბევრი სასარგებლო ღონისძიება ჩაატარა. იდეა კლუბის შექმნაზე მაშინ გაჩნდა, …

სილქნეტის სატელევიზიო პაკეტები იცვლება

2020 წლის 15 იანვრიდან სილქნეტი  განახლებულ სატელევიზიო პაკეტებს გვთავაზობს.  აბონენტები მიიღებენ კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას, სპორტ და კინო ექსკლუზიურ არხებს ნებისმიერ პაკეტში და სხვა შეღავათს, როგორიცაა Silk Go, YouTube და Amediateka დამატებითი გადასახადის გარეშე. ამჟამად არსებული 4 პაკეტის ნაცვლად განახლებულ შეთავაზებაში იქნება 3 ძირითადი სატელევიზიო პაკეტი: [checklist] პაკეტი „ეკონომი“-ს ფასი და არხების რაოდენობა რჩება უცვლელი …

Holiday Factory არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს

Holiday Factory 2019 წლის საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი გახდა.  ამ ნომინაციაში გამარჯვება მან Welcome To Georgia – ტურიზმის ეროვნული ჯილდოს ღონისძიებაზე მოიპოვა, რომელიც 6 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართა. წამყვანი ტურ ოპერატორი შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, Holiday Factory, ცნობილია არა მხოლოდ იდეალური სერვისითა და მომსახურებით, არამედ ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე მორგებული ტურისტული პაკეტების სიმრავლითა და …

სილქნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს „ეს უნდა გამოცადო“

კომპანია სილქნეტი მუდმივად ავითარებს ფიქსირებულ და მობილურ ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ახორციელებს. განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი სამუშაოები მობილური ქსელის მოდერნიზაციისთვის ჩატარდა. სილქნეტი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორიცაა „ერიქსონი“ და „ჰუავეი“.  როგორც 2018, ისე 2019 წლის განმავლობაში, უმთავრეს პრიორიტეტად მობილური ქსელის გაუმჯობესება იქცა.  ამ პერიოდში  გაწეული ინვესტიციების მოცულობამ ასობით მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც …

,,საქართველოს რკინიგზა“ – მატარებლები ახალი გრაფიკით იმოძრავებენ

მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ახალ გრაფიკზე გადადის. ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის.  მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: №802/801 – ყოველდღიური ჩქარი მატარებელი   თბილისი – ბათუმი,  თბილისიდან გავა 8:00 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა – 13:00 სთ -ზე; ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 18:00 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა …

სილქნეტი „ვიკინგების“ მეექვსე სეზონის ჩვენებას იწყებს

სკანდინავიური საგას „ვიკინგების“ ფინალური სეზონის პირველი ორი სერიის პრემიერა  SilkTV-ის ეთერით 6 დეკემბერს შედგება. ყოველ პარასკევს, – 14:00 და 22:00 საათზე – არხი „სილქ უნივერსალი“   მაყურებელს ახალ-ახალ ეპიზოდს შეთავაზებს ქართულ ენაზე. არხზე სულ ახლახანს დასრულდა მე-5 სეზონის ჩვენება. მომხმარებელს შეეძლო  ყველა სეზონისთვის მიედევნებინა თვალი. სწორედ „სილქ უნივერსალზე“, ქართულ ტელესივრცეში პირველად  შედგა მე-4 და მე-5 სეზონის …

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში პირველი აგროჰაბი გაიხსნა

ვითიბი ბანკის დაფინანსებით 26 ნოემბერს ბათუმში “აგროჰაბის” პირველი ობიექტი გაიხსნა. დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ფართომასშტაბიან ჰიპერმარკეტში, წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია საკუთარ საწარმოებში ამზადებს. ვითიბი ბანკი კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ განაცხადა: „აგროჰაბის“ და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნიდან დაიწყო. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება „აგროჰაბის“ ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად. …

ბათუმში, ინასარიძის N7-ში სუპერმარკეტ „დეილის“ მესამე ფილიალი გაიხსნა

12 ნოემბერს ბათუმში, ინასარიძის ქ.N7-ში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სუპერმარკეტ „დეილის“ მრავალფუნქციური სივრცე. ჩვენ ვესტუმრეთ, დავათვალიერეთ და მონაწილეობა მივიღეთ ახალი ფილიალის გახსნაში. See more გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ქალაქის შუაგულში, 500 კვ.მ ფართობის მქონე „დეილის“ ქსელურ სუპერმარკეტს. მაშ ასე, დავიწყოთ: როგორი ფასებია „დეილში“? „დეილი“ ბათუმში ოპერირებს დაბალი საფასო კატეგორიით. ეს იმას ნიშნავს, რომ …

საკონტეინერო გადაზიდვები 34 %-ით გაიზარდა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის 10 თვის განმავლობაში 64 000 კონტეინერი (TEU)  გაატარა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს მონაცემები 34 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და  გაორმაგებულია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.  საქართველოს რკინიგზის მიერ  მიმდინარე წელს გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა, ნედლი ნავთობის გარეშე,  8, 57 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია.   …

ჩინეთში ,,შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ვიზიტით ჩინეთში იმყოფება,  ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს, ლი სიაოპენგს შეხვდა. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კავშირების, მათ შორის ,,ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის განვითარების საკითხებს.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია სარკინიგზო – …

28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით „კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“  აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

ხელი მოეწერა შეთანხმებას რუმინეთიდან ბათუმის პორტამდე საკონტეინერო გემის  მიმოსვლის შესახებ

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, შავ ზღვაზე, პორტ კონსტანციდან (რუმინეთი) ბათუმის  პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა.   სამმხრივი შეთანხმება სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანიას ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალებს“, ,,აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოსა“ და რუმინულ კომპანია ,,გრამპეტს“ (GRAMPET) შორის გაფორმდა.  ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და ,,გრამპეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი შავ ზღვაზე საფიდერო მიმოსვლას ისახავს …

თბილისში ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

21-22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Tbilisi-Marriot-ში,   საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ასოციაციაТМТМ) განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ უმასპინძლა. სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო შუა დერეფანში (Middle Corridor) რამდენიმე სახეობის ახალი ტვირთის დამატებასა და ერთიანი, გამჭოლი სატარიფო პოლიტიკის საკითხებს.  შეხვედრის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება ,,TIS-საკონტეინერო ტერმინალის“ (უკრაინა) და …

ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს ” საქართველოს რკინიგზა” დააკავშირებს

“საქართველოს რკინიგზის” ინიციატივა საქართველო–უკრაინის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემის მიმოსვლის შესახებ განხორციელდა.  აღნიშნული მარშრუტით პირველი საკონტეინერო გემი დღეს, 18 ოქტომბერს შემოვიდა ფოთის პორტში და იგი მიმოსვლას ყოველკვირეულად განახორციელებს. აღნიშნულით შესაძლებელი გახდა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების შემცირებულ დროში და მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფებით სარკინიგზო გადაზიდვა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით. ორი ქვეყნის პორტს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, ხელს შეუწყობს, …

რა ამბებია ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში

ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვიოცნებია უღიმღამო საკლასო ოთახის ნაცვლად სადმე, ჯადოსნურ გარემოში აღმოვჩენილიყავით, სადაც ბევრი საინტერესო ნივთია და სწავლაც სახალისოა. ზღაპრებსა და მულტფილმებში რომ არიან, კეთილი, ყველაფრისმცოდნე ჯადოქრები, თავიანთი პატარა, საინტერესო სახლებით, ასეთი ქალია ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე. საკვირაო სკოლაში ვიყავით მასთან და სამყაროში მიმდინარე ათას პროცესზე გავიგეთ ამბები. ლალი ანთიძე ფილოსოფიის დოქტორია ბათუმის სახელმწიფო …

საქართველოს რკინიგზამ 14 ოქტომბერს მცხეთის მიმართულებით უფასო რეისები დანიშნა

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 წთ-ზე. მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 წთ-ზე და …

12 და 14 ოქტომბერს “საქართველოს რკინიგზა“ მატარებელებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით, 12 ოქტომბერს თბილისიდან და 14 ოქტომბერს ბათუმიდან  „საქართველოს რკინიგზა“  დამატებით რეისებს ნიშნავს: მატარებლები  იმოძრავებენ  შემდეგი განრიგით:                                       თბილისი – ბათუმი –  თბილისი   №852/851             12.10.2019                                                                                      14.10.2019   გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი …

საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების რეგისტრაცია 2-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სწავლის მსურველებს სთავაზობს …

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 40-მა მენტორ-ინსტრუქტორმა გადამზადების კურსი გაიარა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში,  საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის  სავაჭრო – სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებული მენტორ – ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა.  ინსტრუქტორებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსები გაიარეს, “საქართველოს რკინიგზის” საწარმოებში სტუდენტებისათვის როგორც პრაქტიკული კომპონენტის სწავლების, ასევე ინსტრუქტორთა ახალი ნაკადის მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ  “საქართველოს რკინიგზა” და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პერიოდულად სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ერთობლივად განლიხიავენ. …

სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი № 852/851 (ჯრტ). რომელიც რეისიებს ორივე მიმართულებით ასრულებდა. „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება …

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ პოლონეთში სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2019 წლის 10 სექტემბერს “საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ  პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.  “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ პოლონეთის სამთავრობო უწყებები, მსხვილი ბიზნესის და სექტორის უცხოელი წარმომადგენლები.  დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, ისაუბრა ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებზე და „საქართველოს რკინიგზის” …

წინანდლის ფესტივალმა რამდენიმე ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსი გააერთიანა

წინანდლის მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად ტარდება წინანდლის ისტორიულ მამულში. 22 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის დღის და საღამოს კონცერტები გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (Pan Caucasian Youth Orchestra) დაფუძნდა, რომელიც 6 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა. ასევე შეიქმნა წინანდლის ფესტივალის აკადემია. როგორც ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, დავით საყვარელიძემ პრესკონფენერციაზე აღნიშნა, ახალგაზრდული ორკესტრი კონცერტების პარალელურად, სასწავლო პროცესშია …

ახალგაზრდა ქართველი პიანისტები ფრანგი კომპოზიტორის, მიშელ სონის მასტერკლასს გადიან

ლიზა მეგრელიშვილი 9 წლის პიანისტია ქუთაისიდან. პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ და ფრანგმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა და ფილოსოფიის დოქტორმა მიშელ სონიმ მისი მუსიკალური ტალანტი შარშან აღმოაჩინა – როცა ლიზამ ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ მასტერკლასზე დაუკრა და ფრანგმა მაესტრომ ის მოსმენისთანავე მიიწვია პარიზში. ლიზამ პარიზელი მსმენელისთვის კონცერტზე იდეალურად შეასრულა ურთულესი ნაწარმოებები. 9 წლის პიანისტი 6 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში …

7 სექტემბერს „Black Sea Arena“-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

7 სექტემბერს, ფოლკლორის  საერთაშორისო ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს  ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 07/ 09/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 …

Exit mobile version