შერატონ ბათუმის გრანდიოზულმა გამაჯანსაღებელმა ცენტრმა „შაინ სპა“ ქალაქში შემოიტანა და დანერგა ულამაზეს გარემოში ფიზიკური განტვირთვის, სულიერი დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტურა. უკვე 5 წელია ის აოცებს სტუმარს თავისი მასშტაბებით, დახვეწილი გარემოთი, უმაღლესი კლასის მომსახურებითა და განსხვავებული შემოთავაზებებით რითაც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს და აერთიანებს თავისი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა კლუბში.