რეკლამა,სიახლეები

თბილისში ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

22.10.2019
თბილისში ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

21-22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Tbilisi-Marriot-ში,   საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ასოციაციაТМТМ) განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ უმასპინძლა. სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო შუა დერეფანში (Middle Corridor) რამდენიმე სახეობის ახალი ტვირთის დამატებასა და ერთიანი, გამჭოლი სატარიფო პოლიტიკის საკითხებს. 

შეხვედრის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება ,,TIS-საკონტეინერო ტერმინალის“ (უკრაინა) და ,,ბაქო გოვსანის საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტის“  (აზერბაიჯანი) ასოციაცია ТМТМ-ში გაწევრიანების შესახებ. ასევე, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება შავ ზღვაზე პორტ კონსტანციდან ბათუმის პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და რეგულარული მიმოსვლის შეთანხმებას. 

სხდომაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებს შორის, ინფორმაციის ავტომატიზირებულად გაცვლის შესახებ, რაც შუა დერეფანში გადაზიდვის საერთო ეფექტურობას გაზრდის და საკონტეინერო გადაზიდვებს შეუწყობს ხელს.

სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისაგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფებმა ТМТМ-ის მარშრუტის 2020 წლის სატარიფო პოლიტიკაზეც იმსჯელეს. 

თბილისში გამართულ  შეხვედრაში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, პოლონეთის, თურქეთისა და საქართველოს სარკინიგზო ადმინისტრაციების, პორტებისა და ლოგისტიკური კომპანიების 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. 

,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: