„ჩვენ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ბავშვების წინააღმდეგ“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წლებია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების, ასევე შშმ პირების უფლებებს იცავს და 1000-მდე საქმეში უწევს მათ სამართლებრივ დახმარებას. ორგანიზაცია იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებებსაც. რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო PHR-ისგან ითხოვს ყველა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტებს და ამ ფორმით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციაზე ზეწოლას. „ბათუმელები“ ორგანიზაციის დირექტორს, თამარ გაბოძეს …

მთავრობა ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს კომპენსაციას არ უხდის – გაეროს შეუსრულებელი რეკომენდაცია

„კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა 21 დაზარალებული ბავშვის უფლებები, რომლებიც მოშორებული იყვნენ თავიანთ ოჯახურ გარემოს და რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები… კომიტეტი ასკვნის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა სათანადო გულმოდგინება სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა ძალადობის, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ მრავალი ბრალდება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. გაერომ ბავშვთა …

ონლაინ სექსუალური შევიწროების ფაქტზე ექიმმა პოლიციას მიმართა

ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, ექიმმა რეპროდუქტოლოგმა ეკა კვირკველიამ პოლიციას მიმართა. ორგანიზაციის განცხადებით, ეკა კვირკველია ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე აღმოჩნდა, მისი პროფესიული საქმიანობის გამო. „ის საგანმანათლებლო შინაარსი, რომელიც ქალების რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ეხება, უკანასკნელ წლამდე ტაბუს ექვემდებარებოდა. ეკა, რომელიც გამოხატული პროფესიონალიზმით შეეხო ამ თემას, უამრავი ქალის მხარდამჭერია, რომლებიც, გავრცელებული სტერეოტიპების გამო, საკუთარ რეპროდუქციულ …

ბაღში ბავშვის ცემის ეფექტურად არგამოძიების გამო სახელმწიფოს 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც …

გამოცდების ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს – ეს დანაშაულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ერთ-ერთი აბიტურიენტის, სანდრო ბაჩიაშვილის განმეორებით გამოცდაზე გასვლას. თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს დააკმაყოფილა აბიტურიენტის მოთხოვნა განმეორებითი გამოცდის უფლებაზე. თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს. ეს დასტურდება წერილით, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, გაუგზავნა ცენტრმა აბიტურიენტს. „… რაც …

სასამართლომ გამოცდების ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ-ს, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება. სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა. მას სტკიოდა კბილი  და …

ბავშვთა გაუპატიურებაზე კანონის შეცვლა ბევრჯერ ვთხოვეთ პარლამენტს. უარი თქვეს – უფლებადამცველი

„ეს სასჯელის არიდებას უტოლდება და ეს არის მოსამართლის პასუხისმგებლობაც, რადგან მას შეუძლია,  არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მოსამართლეს შეეძლო ამ დროს თავისი მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე,“ – მიიჩნევს იურისტი ანა თავხელიძე. ის განმარტავს, რატომ არის დაუშვებელი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მოძალადესთან, რომელსაც 12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. „ბათუმელები“ გუშინ, 29 ივნისს, …

ქალი ათლეტების სექსუალური შევიწროება სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალი ათლეტების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR-ი ავრცელებს. „ეს წუთია თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქალი ათლეტების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე“ – წერს ორგანიზაცია. საქმის პრეცედენტულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყო პირველი საქმე, …

ქალების, ბავშვების და შშმ პირების დახმარება რომ გავაგრძელოთ, ფინანსები გვჭირდება – არასამთავრობო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR-ის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  მათ ორგანიზაციას ფინანსური კრიზისი შეეხო და დახმარება სჭირდებათ. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 10 წლის წინ დაარსდა და ის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს უწევს იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას. იმისათვის, რომ PHR-მა ოფისის პირობებში ისევ შეძლოს ბავშვების, ქალებისა და შშმ პირებისთვის დახმარების გაგრძელება, ფინანსები სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ აქვთ. …

„თუ ასეთი რამ გჭირდა, შვილს რას აჩენდი“ – ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტერეოტიპები

თინათინ შალამბერიძე სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. 18 წლის ასაკში მას დეპრესია დაეწყო. აღმოჩნდა, რომ ეს ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება იყო. მას შემდეგ თინათინმა სხვადასხვა   დაწესებულებაში ცხოვრების სხვადასხვაგვარი გამოცდილება მიიღო. „ინფორმაცია რომ მქონოდა, დროულად რომ შემეწყვიტა ლაქტაცია, ჩემი დაავადება არ გამწვავდებოდა“ მიუხედავად მიუხედავად იმისა, ვერც საკუთარი შესაძლებლობები შეაფასა ორსულობის შემდგომ ეტაპზე და მიაჩნდა, რომ …

ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, რომ შშმ ქალებს შეიძლება პირადი ცხოვრება ჰქონდეთ – ინტერვიუ

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ზოგადი ფიზიკური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. შესაბამისად, სქესობრივ და რეპროდუქციულ სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვანი საკითხია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში არცთუ ისე სახარბიელოა. პრობლემა არაერთია: ინფორმაციის ნაკლებობა, სამედიცინო კაბინეტების გაუმართაობა, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, ჰიგიენურ საშუალებებზე არახელმისაწვდომობა და მრავალი სხვა. რუსუდან შერვაშიძე აჭარის რეგიონში შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა …

შშმ ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა რეგიონებში – რა პრობლემებს აწყდებიან ისინი

რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების უფლებრივი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხით არავინ ინტერესდება. შშმ ქალებიც ამა თუ იმ საკითხზე ნაკლებად არიან ინფორმირებულები, მათთან ამ თემებზე თითქმის არავინ საუბრობს. არც საზოგადოების და ხშირად არც ოჯახისგან აქვთ მხარდაჭერა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები საკუთარ საჭიროებებთან ხშირად მარტო რჩებიან. 43 წლის ზეინაბ თურმანიძეც შეზღუდული შესაძლებლობის …

12 წლის ბავშვს ხილის უნებართვოდ მოკრეფისთვის სცემეს და გაშიშვლება აიძულეს – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR აცხადებს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურას დარღვევა დაუდგინა. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 12 წლის ბავშვის უფლებებს იცავს, რომელსაც, ორგანიზაციის ინფორმაციით, ხილის უნებართვოდ მოკრეფისთვის ხეხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ  პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე. „მეორე პირმა ბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის …

14 წლის ნინის საქმეს PHR ჩამოშორდა, რა დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაცია

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR], რომელიც ქობულეთში გარდაცვლილ, 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა, ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით ჩამოშორდა სისხლის სამართლის საქმეს. ნინი ცეცხლაძის უფლებამონაცვლე მისი უფროსი დაა. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობით. საქმეში PHR-ის იურისტების ჩართვის შემდეგ ორგანიზაციამ აღმოაჩინა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა და განახორციელა შემდეგი …

14 წლის ნინის საქმეს პროკურატურამ გაუპატიურების კვალიფიკაცია არ მიანიჭა, PHR ასაჩივრებს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ცნობით, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ და აჭარის პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინის საქმისათვის გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. PHR-მა პროკურატურას თებერვალში მიმართა 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტისთვის გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. „საქმეში არსებული გარემოებებიდან იკვეთება, რომ სახეზე იყო ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება, რაც გამორიცხავდა ნების …

PHR: აუტიზმის მქონე 9 წლის პეტრე სასამართლომ და პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, აუტიზმის მქონე 9 წლის ნაცემი პეტრე  პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია. „ბავშვი პერიოდულად სახლიდან გარბის. იგი ვერ ლაპარაკობს. მოწმეები მიუთითებენ, რომ მამა ღიზიანდებოდა პეტრეს დიაგნოზით გამოწვეულ ქცევებზე და ქამრით სცემდა. მამა კრძალავდა პეტრეს ჩართვას თერაპიულ კურსებში და ბავშვის დიაგნოზის გამო დედას ადანაშაულებდა. იგი ბავშვს აუტიზმის დიაგნოზის გამო სასტიკად …

რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით  „სექსუალური შევიწროება?- დისკუსია სტუდენტებთან

დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თავისუფალ სივრცეში“, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე, სტუდენტებს სექსუალური შევიწროების შესახებ ესაუბრა. „რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით „სექსუალური შევიწროება? “- თემაზე დისკუსია ამ კითხვით დაიწყო. იურისტის განმარტებით, ხშირად, გარკვეული სახის ქმედებები გამომდინარეობს კულტურული ფაქტორებით და უარს არ აღიქვამენ უარად. „თავს იფასებს“, – იტყვიან და ბოლომდე …

კონფლიქტი ტორტის ნაჭრის გამო – როგორ დაისაჯა კლასის დამრიგებელი

არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სამართლებრივი დახმარებისთვის თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა მიმართა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მშობლის განმარტებით, კლასის სხვა მშობლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დამრიგებლის საჩუქრისთვის გამიზნული თანხის დადებაზე უარი განაცხადა და თანხის ნაწილი მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომლითაც მშობლები ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გამასპინძლებოდნენ. „ღონისძიებაზე ერთ-ერთმა …

ბრძოლა თბილისიდან – რეგიონები ქალთა უფლებების დამცველების გარეშე

საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები არ არიან ისე მრავალფეროვნად წარმოდგენილი, როგორც დედაქალაქში. აჭარაში ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვაზე  იქნებოდა ორიენტირებული, ფაქტობრივად არ არსებობს, თუ არ გავითვალისწინებთ ცალკეულ პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ხორციელდება. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დედაქალაქში აცხადებენ, რომ არსებობისთვის ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა. ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე, რეგიონებში …

ანა არგანაშვილი: სააგენტოს განცხადება ბავშვთა დაცვის დაბალი სტანდარტის მაჩვენებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელს, ანა არგანაშვილს,  „ბათუმელები“ ლენტეხში მშობლების მიერ რვა შვილის სახლში ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბრა. ანა არგანაშვილის თქმით, ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით და იმ გარემოებით, რომ სააგენტო ბავშვთა დაცვის მიმართულებით ძალიან დაბალი სტანდარტით …

რა გვერდითი ეფექტი ექნება პრემიერის საჯარო გინებას

როგორ უნდა შეამციროს ხელისუფლებამ მოზარდებში ძალადობისა და აგრესიის მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრესიას „ღირსების“ სახელით ამართლებს? როგორია ხელისუფლების მესიჯები და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თაობა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე საუბრობს. ანა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტიკურ ოპონენტს  კამათის დროს შეაგინა. …

ყოფილი მოსამართლე პარლამენტის წინააღმდეგ

ლანჩხუთის ყოფილი მოსამართლე მაგული კუნჭულია პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დაობს. იგი იმ კანონს ასაჩივრებს, რომლითაც ყოფილი მოსამართლისთვის კომპენსაციის მიცემა რეგულირდება პენსიაში გასვლის შემდეგ. მაგული კუნჭულია მოსამართლედ მუშაობდა 1982 წლიდან 2009 წლამდე. ლანჩხუთის სასამართლოს ლიკვიდაციის შემდეგ იგი რეზერვის მოსამართლედ ირიცხებოდა, უფლებამოსილების ვადა კი, 2013 წელს ამოეწურა. მაგული კუნჭულია 62 წლისაა, ანუ საპენსიო ასაკის მქონე, მაგრამ ვერ …

საქართველოში განქორწინება და ოჯახში ძალადობის შემთხვევები იზრდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განქორწინების რიცხვი 2016 წელს, წინა წელთან შედარებით,  427-ით გაიზარდა. 2017 წლის ექვსი თვის მონაცემების მიხედვით კი,  საქართველოში 10 680  ქორწინება და 5 031  განქორწინება დარეგისტრირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის სოფი მენაბდიშვილის თქმით, განქორწინების ძირითად მიზეზად ოჯახში ძალადობის შემთხვევები, მეორე ადგილზე კი ღალატი სახელდება. „ერთ-ერთი საქმე რომელსაც განვიხილავდი, შეეხებოდა …

2016 წელს პედოფილიისთვის 221 ადამიანი დაისაჯა

221 – ამდენი ადამიანი დაისაჯა გასულ წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, რომელიც დამნაშავეებმა 16 წელს მიუღწეველ პირებთან ჩაიდინეს. საერთო სასამართლოებში მკვეთრად იმატა ამ კუთხით საქმეების რაოდენობამ. მაგალითად, 2015 წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მხოლოდ 103 პირი გასამართლდა. ყველაზე მკვეთრი მატება დაფიქსირდა სისხლის სამართლის კოდექსის 111 -140 მუხლის დარღვევაზე, რაც გულისხმობს ოჯახის წევრთან სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის …

დისკრიმინაციის ფაქტი ბათუმის დელფინარიუმში სასამართლომ დაადასტურა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი ბათუმის დელფინარიუმის და მერიის წინააღმდეგ. ორგანიზაცია დელფინარიუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, მომსახურების განსხვავებულ ტარიფებს ასაჩივრებდა. „ჯერ არ ჩაგვბარებია სასამართლოს გადაწყვეტილება. უნდა გავეცნოთ, ვიმსჯელოთ და შემდეგ მივიღებთ გადაწვეტილებას, გავასაჩივრებთ, თუ არა. იურიდიულად სწორად უნდა მოვიქცეთ“ -უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის დელფინარიუმის დირექტორმა – დავით ლეკვეიშვილმა. მანამდე, სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბათუმის …

Exit mobile version