ევროსაბჭოს კომისარი მესამე მხარედ ჩაერთო ე.წ. FARA-ს შესახებ სტრასბურგის საქმეში

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 11 ივლისს ავრცელებს. კომისარი აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის განხილვას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ევროსაბჭოს კომისარს 2026 წლის 3 ივლისს მიუმართავს. სტრასბურგის სასამართლომ კომისრის მოთხოვნა დააკმაყოფილა. „კომისარი აღნიშნავს, რომ ორივე კანონი ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა …

„ახლა საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, ოცნებას ამის მოხრჩობაც უნდა“ – ინტერვიუ

„ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა. მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს. მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი. დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში …

როგორ შეეხება ევროპაში მყოფ ქართველებს, მათ შორის პაციენტებს, „ოცნების“ ახალი კანონი – ინტერვიუ

„თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა,“ – განმარტავს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. მას „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომელიც შეიძლება შეეხოს …

„ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება

დღეს, 28 იანვარს, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. ცვლილებების შესახებ „ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ: ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი, ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, …

„ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება“ – გაეროს სპეცმომხსენებელი წამების საკითხებში BBC-ის გამოძიებაზე

გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა BBC-ის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებას ეხება და დღეს გამოქვეყნდა. „ჩემთვის პატივია მონაწილეობა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში „როცა წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. ფილმი შეეხება 2024 წლის პროტესტს, რომელსაც ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა და ბრალდებას, რომ პოლიციამ წყლის ჭავლში უცნობი ქიმიური ნივთიერება …

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის – განცხადება

„კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის“ – ნათქვამია სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს გავრცელდა და მას ხელს საქართველოში მოქმედი 53 ორგანიზაცია აწერს. „ბათუმელები“ სრულად აქვეყნებს განცხადებას. განცხადებაში ვკითხულობთ: „სანამ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს …

მინიმუმ 90 ადამიანია დაკავებული „გზის გადაკეტვის გამო“ ბოლო 6 დღეში

19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 90-ზე მეტი ადამიანი დააკავა რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვის“ გამო. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ რუსთაველზე „50 ადამიანი იდგა მხოლოდ”. „გუშინ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი. კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო …

დააკავეს ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია

დღეს, 24 ოქტომბერს, დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. ასევე დაკავებულია მისი მეუღლე, ჟურნალისტი მაიკო ბოკერია. მათი დაკავება სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას უკავშირდება. “ახლა დამირეკეს კვლავ პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო,” – წერს დოდო შონავა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დედა. დღეს, 24 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ …

ციხე გზის გადაკეტისთვის – ვის შეეხება “ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება

„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონმდებლობას, რომელიც მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების თავისუფლებას უზღუდავს. იურისტების შეფასებით, მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ კი გეგმავს ეს უფლება შეუზღუდოს საქართველოს მოქალაქეებს. დაგეგმილი ცვლილებებით პროტესტის გამოხატვისას გზის გადაკეტვა ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო …

ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ტერორი საქართველოში უკვე ახალ სიმაღლეებს აღწევს. „მმართველმა პარტიამ წარმოადგინა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, მათ წევრებს კი სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასაც უკრძალავს. ქუჩის დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ზომები კი სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდება“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებით …

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უარი კუპრაშვილის ბიუროს – „ესაა ნაბიჯი ორგანიზაციის გასანადგურებლად“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 3 ოქტომბერს განცხადება  გაავრცელა და განაცხადა, რომ უარით პასუხობს ანტიკორუფციული ბიუროს დაუსაბუთებელ მოთხოვნას ინფორმაციის გადაცემაზე. 30 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობეს, რომ ბიუროს დაწყებული აქვს წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ წარმოების ფარგლებში ბიურომ ქარტიისგან გამოითხოვა სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია. „ანტიკორუფციული …

„ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება“ – „ოცნების“ შტაბის უფროსი

„ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევაზე ამბობს, რომ „რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა“. „აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, …

„ამნესტი“ ანტონ ჩეჩინის განაჩენს ეხმიანება – „ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენალი“ [Amnesty International] განცხადებას ავრცელებს აქტივისტ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით. დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. „მოვითხოვთ სამართლიანობას — ობიექტურ გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს, მათ შორის, საქმის ფაბრიკაციის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით“, — წერია „ამნესტის“ განცხადებაში. …

„ეს არის არაადამიანური კანონი“ – იურისტი ფინანსური დანაშაულის შესახებ კანონში ცვლილებაზე

„ეს არის ბოროტი კანონი, რომელიც მისი კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შუა საუკუნეების თემური წყობილების დროს თუ შეიძლება ასეთი კანონმდებლობა დავუკავშიროთ. არაადამიანური და ღირსების შემლახავია, გაიძულებს ოჯახის წევრს არ დაეხმარო, მეგობარს არ დაეხმარო“ – განმარტავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც „ოცნებამ“ ორი მოსმენით მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენას საშემოდგომო …

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. „თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას …

ჯაფარიძე დარბაზშივე დააპატიმრეს “წულუკიანის კომისიაზე” არ მისვლის გამო

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ის სხდომათა დარბაზში მარტო, ადვოკატების გარეშე იმყოფებოდა, რადგან მისივე თხოვნით მისმა ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა ჯაფარიძის თხოვნა მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ და პროცესი დაცვის გარეშე გააგრძელა. ამის შემდეგ მან განიხილა პროკურორების, მარი მეშველიანისა და ნათია …

მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, ის ყველას მოუწოდებს, არ დანებდნენ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება”ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილს, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. “მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა და შეურაცხყოფილმა ქალმა ჟურნალისტმა, “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის ყველას მოუწოდებს, არ დათმონ, არ დანებდნენ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. მზია ამაღლობელი დღეს გავრცელებულ წერილში წერს, რომ მისი დაკავება რეპრესიული და ძალადობრივი …

სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის საფუძველი — ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორ ლონდა თოლორაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი იყო სახეზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაში …

Exit mobile version