შეღავათი მძღოლობის კანდიდატებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც მონაწილეობენ

შსს-ს მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ. „კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს. ამისათვის აუცილებელია მძღოლობის …

ბათუმში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი შეიცვალა

ბათუმში მართვის მოწმობის უფლების მისაღებად პრაქტიკული საგამოცდო მარშრუტი N1 შეიცვალა. ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის [მოედანი] წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ“. სააგენტოს განცხადებით ცვლილების მიზანი „მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესებაა“. ახალი …

რა შეიცვალა მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე – შეცდომების ლიმიტი 15-მდე იზრდება

მართვის მოწმობის აღება გამარტივდა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 21 მაისს გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს ეხება. სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად …

საჩხერეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები დაამატეს

საჩხერეში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს. შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით საჩხერეში ორი [N6 და N7] მარშრუტი დაემატა. B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი …

პირველიდან 4 იანვრის ჩათვლით შსს-ს მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს – როდის იქნება გამოცდა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ. „იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე [მოედანი] გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვარის ჩათვლით. იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ …

საბერძნეთში გამოცდის გარეშეა შესაძლებელი ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა

საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის თაობაზე შეთანხმება ამოქმედდა. შს სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ …

ბათუმსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები დაამატეს

ბათუმსა და ფოთში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტები 2025 წლის 14 აპრილიდან ამოქმედდება. B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – …

ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს ბევრი სახის ტრანსპორტის მართვა შეეძლებათ – მინისტრების ბრძანება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისათვის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აღარ ექნებათ დამაბრკოლებელი გარემოება. „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“, „A“, „B“, „BE“ …

ოქტომბრიდან ესპანეთში გამოცდის გარეშე იქნება შესაძლებელი ქართული მართვის მოწმობის აღიარება

29 სექტემბერს ძალაში შევა შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. შეთანხმების დეტალებსა და ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შსს-ს ცნობით, შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე …

მართვის მოწმობის მისაღებად რამდენიმე ქალაქში საგამოცდო მარშრუტები დაემატა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ქალაქებში – რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და ფოთში ავტოტრანსპორტის მართვის უფლების მისაღებად განსაზღვრულ საგამოცდო მარშრუტებს ორ-ორი ახალი მარშრუტი დაემატა. მართვის უფლების მისაღებად პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება ახალ საგამოცდო მარშრუტებზე 2023 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით [რომელიც 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება], „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული …

75 წლის კაცმა და 67 წლის ქალმა მართვის მოწმობა აიღეს – I კვარტალში 1739 მართვის მოწმობა გაიცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1739 მართვის მოწმობა გაიცა. ყველაზე ასაკოვანი პირები, რომლებმაც მართვის მოწმობა აიღეს 75 წლის კაცი იყო თბილისიდან და 67 წლის ქალი კახეთიდან. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს 6 732 მართვის მოწმობა გაიცა. აქედან ყველაზე ასაკოვანი პირები, რომლებმაც მართვის მოწმობა აიღეს – 71 წლის …

მართვის მოწმობის მისაღებად ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებაც სავალდებულო იქნება

მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება გამოსაცდელს 2023 წლის პირველი იანვრის ნაცვლად 2023 წლის პირველი სექტემბრიდან მოუწევს. აღნიშნული ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაბამის ბრძანებაში შეიტანა. მინისტრის ბრძანების მიხედვით, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან გამოსაცდელს მოუწევს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით …

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის გზებზე ჩაბარება ზუგდიდშიც იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად ქუჩის მარშრუტები ზუგდიდშიც დაამტკიცა. ზუგდიდში სამი საგამოცდო მარშრუტი იქნება: N1 მარშრუტი –  მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – შ. ხუბულავას ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა – უკუმიმართულება: თამარ მეფის ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – შ. ხუბულავას ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია; N2 …

ურიგოდ გამოცდის ჩაბარება 250 ლარად – რას განმარტავენ შსს-ში მართვის მოწმობის გაძვირებაზე

„დაახლოებით 90% ვერ აბარებს პრაქტიკულ გამოცდას ქუჩაში, ამის ბევრი ობიექტური მიზეზია, რაც არ არის მძღოლობის მსურველის ბრალი,“ – გვითხრეს ბათუმისა და თბილისის 6 ავტოსკოლაში, სადაც მართვის მოწმობის გართულებულ და გაძვირებულ გამოცდებზე საუბრობენ, თუმცა არ სურთ ვინაობის გამხელა. „ჩვენ დაგვაბრალებენ, ვერ ასწავლესო“, – დასძინეს მათ. შსს-ში ადასტურებენ იმას, რაც ავტოსკოლებში დაასახელეს ერთ-ერთ პრობლემად: პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაზე …

რა ქუჩებზე ჩააბარებთ ბათუმში გამოცდას მართვის მოწმობის მისაღებად – 2 მარშრუტი

26 აპრილიდან B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები. მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლმა პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც უნდა ჩააბაროს   პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის საგამოცდო მარშრუტები შინაგან …

მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლმა პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც უნდა ჩააბაროს

დღეიდან, 26 აპრილიდან, B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები. შსს-ს ცნობით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული …

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება 10 იანვრიდან განახლდება

მართვის უფლების მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება 2022 წლის 10 იანვრიდან განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით „ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში – 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით – დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.“ ამასთან, პრაქტიკულ …

მართვის მოწმობების გაყალბებისთვის 4 პირს პატიმრობა ემუქრება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონებში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონებში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენლებმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გაასაღეს მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები ისე, რომ ფაქტობრივად არ გადაამზადეს მოქალაქეები შესაბამისი …

მართვის უფლების მისაღებად თეორიულ გამოცდაზე გასვლა განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, დღეიდან, 17 თებერვლიდან, უკვე შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი. ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება …

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასვლა შეზღუდული რჩება | მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების ეტაპობრივ განახლებას პირველი თებერვლიდან დაიწყებს. პირველი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურება. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას. პირველი თებერვლიდან მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის …

მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდები 1-ელი თებერვლიდან განახლდება – მომსახურების სააგენტო

შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სერვისი, რომელიც შეზღუდული იყო, 1-ელი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას. შესაბამისად მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას. ასევე აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. 1-ელ თებერვლამდე დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის …

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ოშაბათიდან განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთანავე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება: [crosslist] სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე …

მართვის მოწმობის მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შეჩერდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. სამინისტრომ   გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული  რეკომენდაციების შესაბამისად მიიღო. უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. სამინისტროს განმარტებით მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების …

მართვის მოწმობების გაცემაზე დღეში 10 საათს მუშაობენ – რამდენს გადაუხდის შსს თანამშრომლებს

„მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე,“ – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დღეს, 22 თებერვალს გაავრცელა. მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე 8 თებერვლიდან გადავიდა. 8 თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით მომსახურების სააგენტო ყოველდღე მუშაობს დილის ათის …

მომსახურების სააგენტო: მართვის მოწმობის შეცვლა ამ შაბათ-კვირასაც იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე. დამატებულ სამუშაო დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენის მომსახურებით ისარგებლონ. 2019 წლის 1-ელი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული …

რა კატეგორიის მართვის მოწმობები უნდა შეიცვალოს პირველ მარტამდე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, …

მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას ეკომართვის ბილეთები ემატება [ტესტები და პასუხები]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 30 სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებს [ბილეთებს] ეკომართვის საგამოცდო ტესტები [ბილეთები] დაემატება. თეორიული გამოცდის ტესტებს ეკომართვის 50 ბილეთი [№1742-№1792] დაემატა. ეკომართვის საგამოცდო ტესტები და სწორი პასუხები შეგიძლიათ იხილეთ ბმულზე. „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ შს მინისტრის ბრძანება და ამ …

მძღოლების ნახევარს მართვის მოწმობა არ შეუცვლია – ბოლო ვადა პირველი აპრილია

ავტომანქანების მძღოლებმა, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის პირველ აპრილამდე აქვთ აღებული, მოწმობები 2018 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეცვალონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 73 ათასამდე პირმა შეცვალა მართვის მოწმობა. 2006 წლის პირველ აპრილამდე ქვეყანაში სულ 130 ათასამდე მართვის მოწმობაა გაცემული. სტატისტიკის მიხედვით, მძღოლების ნახევარს მოწმობები არ შეუცვლია. შსს-ს მომსახურების სააგენტოს …

2006 წლის პირველ აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს იანვარში ვადა გასდის

2018 წლის პირველი იანვრიდან მოქმედების ვადა ეწურება იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც 2006 წლის პირველ აპრილამდეა გაცემული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების საგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის შეცვლას  გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებთ. სავალდებულო მოთხოვნაა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა). ახალი მოწმობის აღების, ან შეცვლის შემთხვევაში, დღეს არსებული ღირებულება – 15 ლარი, უცვლელი დარჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს …

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდება

2017 წლის 1-ელი ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბუკლეტები მომზადდა. „მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ. ბუკლეტებში საქართველოში …

Exit mobile version