ბახმაროში მდინარე ბახვისწყალზე სამანქანე ხიდს ააშენებენ – შესაძლოა პროექტი კერძო საკუთრებას შეეხოს

კურორტ ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე საავტომობილო ხიდის აშენებაა დაგეგმილი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე პროექტს და სხვა დოკუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 340 ათას 500 ლარია გამოყოფილი. რა თანხა და ვადა იქნება საჭირო ხიდის ასაშენებლად, ეს პროექტის შედგენისა და შემდეგ სამუშაოების შესასყიდად გამოსაცხადებელი ტენდერის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ვინაიდან ხიდის დეტალური პროექტი ახლა მზადდება და ვინაიდან უნდა …

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება, მიმდებარედ დასახლებები შეიქმნება – ახალი განკარგულება

„ოცნების“ მთავრობამ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ბახმაროს განაშენიანების გეგმის განახლება დაავალა. სააგენტოს ასევე ევალება „ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმნელად“ ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლოს და შესაბამისად დაგეგმოს. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ნოემბერს მოაწერა. „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალოს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი …

დღეს ბახმაროში დოღია | ფოტო

გურიაში, კურორტ ბახმაროში, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციული დოღი იმართება. დოღში მხედრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ტარდება: ერთ, ორ, სამ და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. დოღის პარალელურად ბახმაროში ტარდება ასევე სხვადასხვა სანახაობითი და სპორტული ღონისძიებაც. ტრადიციულად, დოღი იმართება მაღალმთიან აჭარაშიც – ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე. ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს, მათ შორის დოღს, 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  

რა ღირს წელს დასვენება გომის მთაზე, ბახმაროსა და ბეშუმში

ივლისის ბოლოს ტრადიციულად იზრდება მოთხოვნა მთის კურორტებზე და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – რა თანხად შეიძლება თანამედროვე კოტეჯის თუ უფრო ძველი აშენებული სახლის დაქირავება? – „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს დასვენება აჭარასა და გურიაში ყველაზე პოპულარულ საზაფხულო კურორტებზე – გომის მთაზე, ბახმაროსა და ბეშუმში. ბეშუმი აჭარის ყველაზე პოპულარული მთის კურორტია. აქ ხშირად მიდიან დასასვენებლად …

ბახმაროში „ორბს“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ვადა გაუგრძელეს – მთავრობის განკარგულება

„ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, საქართველოს მთავრობამ ეს ვალდებულება 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა. „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მთავრობის შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 17 ივნისს მოაწერა. მთავრობის ახალი განკარგულებით ცვლილება შევიდა 2019 წლის განკარგულებაში, რომლითაც „ორბს“ სახელმწიფომ ბახმაროში ჯამში 4 ჰექტარზე …

პეტიცია ბახმაროში მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგ

მოქალაქეები პეტიციით – „ბახმაროს გადასარჩენად“ ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციის ავტორები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანების გაუქმებას სთხოვენ, რომლის საფუძველზეც კომპანია „ორბი“ კურორტზე კომპლექსის მშენებლობას იწყებს. „მომზადდეს განაშენიანების დეტალური გეგმის განახლებული პროექტი, რომელიც სწორად განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების მნიშვნელობას ბახმაროს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში, უპასუხებს ქალაქგეგმარებით, საპროექტო, ეკოლოგიურ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გაითვალისწინებს …

ბახმაროში ახალი უბნის აშენება იგეგმება – სასტუმრო კომპლექსით და კოტეჯებით

ბახმაროს შესასვლელში, ცენტრალური გზიდან მარჯვნივ [ბახმაროს აბრასა და ვერტოდრომს შორის მდებარე ნაკვეთზე] ახალი უბნის აშენებაა დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორიაზე მოიაზრება შემდეგი ობიექტების განთავსება: სასტუმრო კომპლექსი, რესტორანი, საცხოვრებელი კოტეჯები, სეზონური საბავშვო ბაღი და სათამაშო ასევე სპორტული მოედნები, დამსვენებელთა თავშეყრის ადგილები, საზოგადოებრივი ტუალეტები, ყოველდღიური მოხმარების საქონლის მაღაზიები, მომსახურების ობიექტები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი …

ბახმაროში, 4 ჰექტარზე „ორბი“ მშენებლობას იწყებს – განაშენიანების გეგმა დამტკიცებულია

ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. ბრძანება, რომელიც 2023 წლის 25 დეკემბერსაა მიღებული და ხელს სააგენტოს უფროსი იოანე მენაბდე აწერს, 28 დეკემბრიდან ამოქმედდა. განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიხედვით, „ორბს“ შესაძლებლობა ექნება ბახმაროში მაქსიმუმ 16 და …

ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა იგეგმება

კურორტ ბახმაროში ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის აშენებას გეგმავს. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ბახმაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერის გამოსაცხადებლად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი წინადადებები და ფასები სამინისტროს მიმდინარე …

რა ხდება მთის კურორტებზე – „დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა“

რა ფასებია წელს ბათუმთან ახლოს მდებარე მთის კურორტებზე? – „ბათუმელები“ ბეშუმში, ბახმაროსა და გომის მთაზე ესაუბრა კოტეჯების მეპატრონეებს. ბათუმის მსგავსად ტურისტების ნაკლებობაზე მთის კურორტებზეც ჩივიან. აქ ამბობენ, რომ ბოლო იმედი აგვისტოა. ბახმარო  ნინა ჩხაიძე კოტეჯს ბახმაროში აქირავებს. კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი და 350-400 ლარი ღირს დღეში. ნინა ამბობს, რომ ივნის-ივლისში აქა-იქ იყო დამსვენებელი, ახლა ხალხის …

როგორ გამოიყურება ზვავის მიერ დანგრეული უბანი ბახმაროში | ფოტორეპორტაჟი

ბახმაროში, მიმდინარე წლის ზამთარში, ზვავმა პიონერის ქუჩაზე 20-ზე მეტი სახლი დაანგრია. ნახეთ რა მდგომარეობაა დღეს სტიქიის ადგილზე ფოტოები 2023 წლის 21 მაისს არის გადაღებული სტიქიის შედეგად რამდენჯერმე ჩაიხერგა ბახმაროში მისასვლელი გზაც. ამ დროისთვის კურორტზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა თავისუფალია. კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს. ნაგებობის …

ექნება თუ არა ბახმაროს წყალი და კანალიზაცია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს, რაც 4 წლის წინ დააანონსეს, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი პროექტებიც არ არის მზად. მიუხედავად პროექტების არარსებობისა, ამ ეტაპზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია „კურორტ ბახმაროს წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების …

ჩხაკოურა-ბახმაროს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

ჩოხატაურის სოფელ ჩხაკოურადან კურორტ ბახმარომდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, ჩოხატაურიდან ჩხაკოურამდე მონაკვეთში კი, მოძრაობა თავისუფალია. „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 [ჩხაკოურა-ბახმარო] მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა [10 მაისის მდგომარეობით] ცალმხრივად აღდგენილია. გრძელდება სავალი ნაწილის გაფართოვების სამუშაოები.“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 [ჩოხატაური-ჩხაკოურა] მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის …

ზვავმა წელს ბახმაროში 20 სახლი დაანგრია

წელს ბახმაროში ზვავმა 20-ზე მეტი სახლი დაანგრია. კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზვავმა სახლები ზამთარში პიონერის ქუჩაზე დაანგრია. ზვავის შედეგის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე ვრცელდება: სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ჩოხატაურის მერიაში ჯერ შექმნილი არ არის. დაეხმარება თუ არა დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი, ეს აღნიშნულმა კომისიამ უნდა განსაზღვროს. 3 მაისის მდგომარეობით, ზვავი რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილია ბახმაროში მისასვლელ გზაზეც, რის გამოც მოძრაობა …

ბახმაროს ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება

კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობისა და ინდივიდუალირი გამრიცხველიანებისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკურ პირობაში აღნიშნულია, რომ სს „ენერგო პრო-ჯორჯია“ ტენდერში გამარჯვებულს სამშენებლო მოედანზე მიაწვდის აღრიცხვის კარადებს; მრიცხველებსა და მიწისქვეშა ელექტრო სადენებს, ასევე პროექტს, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგება პირველი ეტპის პროექტის ფარგლებში განხორციელებულია ქვესადგურ „ნაბეღლავი“-დან გამომავალი, 35 კვ …

გურიის გუბერნატორი: ბახმაროში სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება

კურორტ „ბახმაროზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. თუმცა საჯაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია „ორბი“ დასახელდა. გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომპანია „ორბს“ აქვს გამოხატული ინტერესი, ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. მისივე თქმით, ბახმაროში სამუშაოები თოვლის საფარის გადნობისთანავე დაიწყება. კურორტზე სპეციალისტები ავლენ და ადგილზე აზომვითი ნახაზებს მოამზადებენ. „არის რამდენიმე ბრენდული კომპანია, რომელიც დაინტერესებულია …

ბახმარო – კურორტი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე [ფოტო]

 

კურორტი ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროში სეზონი ივნისის ბოლოს იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, თუმცა დამსვენებლები ბახმაროს ყველაზე ხშირად აგვისტოში სტუმრობენ. 19 აგვისტოს ბახმარო ყველაზე ხალხმრავარია, ამ დღეს კურორტზე დოღი იმართება. კურორტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 60 ათასი ლარია. 


ბახმარო და გომისმთა – ღრუბლებზე მაღლა

Exit mobile version