როგორ უკავშირდება დენის 33%-ით გაძვირება ბიტკოინების ბიზნესს და ივანიშვილს 

რამდენიმე დღის წინ საქართველოში დენის ტარიფი 33% – ით გაძვირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დენი გაძვირდა და რაც ყველა სხვა პროდუქტს გააძვირებს, ელექტროენერგიის ხარჯვის გაზრდაა. თუ გადაავლებთ თვალს კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ნახავთ, რომ დენი ძალიან ბევრი სჭირდებათ და თან ელექტროენერგიას დღგ-ს გარეშე იღებენ ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც მაინინგის ბიზნესით არიან დაკავებული. რა სარგებელი …

რამ განაპირობა სტეიბლკოინების პოპულარობა

კრიპტოს ბაზარი გამოირჩევა თავისი მაღალი მერყეობით. თუ აქტიურად ადევნებ თვალს ციფრული აქტივების ფასებს, გეცოდინება, რომ ბიტკოინისა და ეთერიუმის ღირებულება ერთ დღეში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ეს მახასიათებელი ტრეიდერებისთვის მოგებაზე გასვლის შესაძლებლობაა, თუმცა მათთვის, ვისაც დანაზოგის სტაბილურობა სურს, გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა სტეიბლკოინები (Stablecoins), რომელთა მართვისა და შენახვისთვის საერთაშორისო კრიპტო ბირჟა ბაიბიტი …

მოვალის რა ქონებას ვერ ეძებს აღსრულების ბიურო – კრიპტოაქტივი, სათამაშო ბიზნესი  

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ ახერხებს პროგრამულად ინფორმაციის მიღებას ქონების ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა კრიპტოაქტივი, ფასიანი ქაღალდები; ასევე ვერ უზრუნველყოფს სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან მოვალის ქონების პროგრამულად იდენტიფიცირებას და სააღსრულებო ქმედებების განხორცილებას. ანუ, ბიურო ვერ ახერხებს აღნიშნული ქონების მოძიებას და დაყადაღებას, რაც აღსრულების ნაწილში პრობლემურია. „ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან …

ვინ და როგორ ვაჭრობს კრიპტოვალუტით ბათუმში

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა,  ბათუმში კრიპტოვალუტით მოვაჭრე ოფისები შესამჩნევი გახდა. ბათუმში უკვე არაერთ paybox-ს ნახავთ, სადაც შეგიძლიათ კრიპტოვალუტა გაანაღდოთ ან სხვა ფინანსური ოპერაცია შეასრულოთ. არის თუ არა ამ ოფისების საქმიანობა ლეგალური საქართველოში და აქვს თუ არა რაიმე სარგებელი ამით ქართულ ეკონომიკას, ლარს? – ამ …

აშშ-ში დააკავეს კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს რუსი მფლობელი

ოთხშაბათს აშშ-ის ხელისუფლებამ მაიამიში დააკავა ჩინური კრიპტოვალუტის ბირჟის Bitzlato-ს 40 წლის რუსი მფლობელი ანატოლი ლეგკოდიმოვი, ასევე ცნობილი როგორც „Gandalf“-ი. ამის პარალელურად ევროპაში მისი ხუთი თანამზრახველი დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. ლეგკოდიმოვს, რომელიც ძირითადად ჩინეთის ქალაქ შენჟენში ცხოვრობს, ბრალად ედება სავარაუდოდ 700 მილიონი დოლარის უკანონო ბრუნვა. რუსეთის მოქალაქეს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოფიციალური პირების განცხადებით, კრიმინალები …

Coinbase-მა რუსეთთან დაკავშირებული 25 000 კრიპტოსაფულე დაბლოკა

კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Coinbase-მა რუსეთთან დაკავშირებული 25 000 საფულის მისამართი დაბლოკა. პლატფორმის თქმით, მისამართები დაკავშირებული იყო რუს პირებთან ან სუბიექტებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. მისამართები დაიბლოკა იმის შიშით, რომ კრიპტოვალუტა შეიძლება გამოყენებული იქნას სანქციების თავიდან ასაცილებლად. Coinbase-ის მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა, პოლ გრევალმა, განცხადება კომპანიის ბლოგზე გამოაქვეყნა. მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ ემორჩილებოდა კრიპტო …

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით, ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, 2020 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა, პანდემიის გამო, პრაქტიკულად გაჩერდა, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ საკმაოდ ძვირად. რატომ …

კრიპტომატი ბათუმის Black Sea Mall-ში განთავსდა

ბათუმში „კრიპტომატმა“ მისამართი შეიცვალა. ამიერიდან კრიპტოვალუტის ბანკომატით სარგებლობა მომხმარებელს სავაჭრო ცენტრ „Black Sea Mall“-ში (სავაჭრო ცენტრი „კარფურის“ მიმდებარედ. მის: ტბელ აბუსერიძის #20) შეუძლია. შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ (Cryptomat) ეს არის კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და დღეის მდგომარეობით თბილისში 5, ხოლო რეგიონებში – თელავი, ქუთისი, ბათუმი – 3 აპარატს …

კრიპტომატის საშუალებით მოცდის გარეშე თანხის განაღდების ლიმიტი 3000 ლარამდე გაიზარდა

„კრიპტომატი“ (Cryptomat) – კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან, 3000 ლარამდე თანხის განაღდება, მომხმარებლებს სწრაფად, ყოველგვარი მოცდის გარეშე: ე.წ. Redemption Code-ისა და ბლოკჩეინის ქსელში დადასტურების გარეშე, ტრანზაქციის დასრულებისთანავე შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს კრიპტოვალუტების  –  ბიტკოინის (BTC) ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშისა (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის …

„კრიპტომატი“ – სიახლე ბათუმში

საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, თუმცა ბირჟებზე რეგისტრაცია და ვაჭრობა, ხშირად, პროცედურულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე კრიპტოვალუტის ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია -„კრიპტომატი“ გამოჩნდა, რომელიც კრიპტოვალუტის შეძენისა და ლარში განაღდების ყველაზე მარტივი საშუალებაა. კრიპტომატი (Cryptomat) კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მათ შორის დამწყებსაც, კრიპტოვალუტების-ბიტკოინის (BTC),ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშის (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა …

ბინები ბათუმში ბიტკოინითაც იყიდება – როგორ გადაიხდის კომპანია გადასახადებს

ბათუმში ერთ-ერთი კომპანია, რომლის დამფუძნებლებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ [რუსეთი-საქართველო], მსურველს სთავაზობს ბინის შეძენის საფასური გადაიხადოს ბიტკოინითაც. საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ არის გადახდის კანონიერი საშუალება. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როგორ დაიბეგრება კომპანია, თუ გამყიდველი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებაში ვირტუალურ ვალუტას, ბიტკოინს მიუთითებს. ნებისმიერი კომპანია, რომელიც, ვთქვათ, საცხოვრებელ ბინებს ყიდის, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის დამატებითი ღირებულების …

Exit mobile version