ბათუმის პორტიდან გაორმაგებულ – 800 ათას ტონა გრანულირებულ გოგირდს გადაიტანენ

ბათუმის კარბამიდის ტერმინალიდან გადასატვირთი გრანულირებული გოგირდის რაოდენობის 400 ათასი ტონით გაზრდაა დაგეგმილი, რის შედეგადაც წელიწადში პორტიდან 800 ათას ტონა გრანულირებულ გოგირდს გაიტანენ. გადასატვირთი გოგირდის რაოდენობის გაზრდა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რომლის დროსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გადაწყვეტს – დასჭირდება თუ არა ტვირთის რაოდენობის გაზრდას გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასება] მომზადება. „ბათუმის ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს უკვე მიმართა. ტვირთის …

ბათუმის პორტიდან 400 ათასი ტონა გოგირდის გატანას გზშ არ სჭირდება – სააგენტო

ბათუმის პორტის ახალი ტერმინალიდან, საიდანაც კარბამიდი გადააქვთ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა. გოგირდს პორტიდან გზშ-ს დოკუმენტის მომზადების გარეშე გაიტანენ. ბათუმის პორტში გრანულირებული კარბამიდის გადასატანად ახალი ტერმინალიც თავის დროზე გზშ-ს გარეშე აშენდა. „მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება [N7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების – გრანულირებული გოგირდის – …

ბათუმის პორტიდან 400 000 ტონა გოგირდის გადაზიდვას გეგმავენ, საჭიროა პირობების შეცვლა

ბათუმის პორტი ახალი ტერმინალიდან, საიდანაც კარბამიდი გადააქვთ, გოგირდის გადატვირთვასაც გეგმავს. პორტის ინფორმაციით, წლის განმავლობაში დაგეგმილია 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა. აღნიშნული ოპერაციისთვის საჭიროა პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება. შესაბამისად, საქმიანობა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რომლის დროსაც დადგინდება, გოგირდის გადატვირთვა ექვემდებარება თუ არა გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასებას]. ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით უკვე მიმართა …

მინისტრის მტკიცებით, კარბამიდის ტერმინალი ბათუმისთვის უსაფრთხო იქნება

დღეს, 11 ივნისს, ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალის მეშვეობით აზიიდან მიღებული ტვირთი ევროპის ბაზარზე უნდა გავიდეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტერმინალი უახლოესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ტერმინალი ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის პარტნიორობით აშენდა და მასში 20 მილიონზე მეტი დოლარი ინვესტიციაა ჩადებული. ბათუმში ტერმინალის მშენებლობას წინ უძღოდა პერმანენტული საპროტესტო აქციები. მოქალაქეთა …

ბათუმში „კარბამიდის ტერმინალის“ პროექტის შესწავლას ითხოვენ – ბეირუთის აფეთქების გამოძახილი

დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, მერიის მიმდებარე სკვერში, აქცია გაიმართა ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და „ჩემი ბათუმი“. მთავარი მოთხოვნებია: ტერმინალის პროექტის დაბრუნება საკრებულოში განსახილველად, ხელშეკრულებიდან რამდენიმე ნივთიერების ამოღება, რომლებიც „ძლიერ ფეთქებადი და მომწამლავია“ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ბეირუთის ტრაგედია“ ბათუმელებმა და …

კომპანიას, რომელსაც ბათუმში კარბამიდის საცავის აშენება სურს, დეტალების დაზუსტებას სთხოვენ

კომპანია „კარგო პარსელი“ ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქიმიური პროდუქტის [კარბამიდი] საცავის მოწყობას გეგმავს. მშრალი ტვირთის ღია სასაწყობო მეურნეობის პროექტის განხორციელებას დასჭირდება თუ არა გზშ-ის მომზადება, ეს საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. კომპანიამ სკრინინგის განცხადებით სამინისტროს 2019 წლის დეკემბერში მიმართა, თუმცა სამინისტროს აქვს შენიშვნები, რის გამოც ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. პროექტთან …

ბათუმში, ზღვასთან, 26 ათას კვ/მ-ს დააბეტონებენ კარბამიდის ღია საწყობის ასაშენებლად

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მშენებლობის დაწყების შემდეგ კერძო კომპანია შპს „კარგო პარსელი“ ბათუმში ღია სასაწყობო მეურნეობის აშენებას აპირებს. ღია საწყობის მოსაწყობად კომპანია თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 600 კვ/მ ტერიტორიას დააბეტონებს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია, საწყობში  წელიწადში შეიტანონ დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდი, დაახლოებით 500 000 ტონა არმატურა და ფოლადის ნამზადი 10 000 …

ბათუმში ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

ამ წუთებში [15:30] ბათუმში, „ვარდების სკვერში“, იმ მოქალაქეების საპროტესტო აქცია იმართება, რომლებიც ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან. ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების განმარტებების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ქიმიური ტერმინალის ფუნქციონირებაში საფრთხეებს ხედავს. მათი აზრით, ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გადაზიდვაც დახურული წესით უნდა მოხდეს, მაინც გამოიწვევს ჯანრთელობისთვის საშიში გარემოს შექმნას ქალაქის მცხოვრებლებისთვის. „ჩვენთვის ის განმარტებები, …

ბათუმის მერი ახალი ტერმინალის მშენებლობაზე განცხადებას გააკეთებს

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას გააკეთებს. ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით  გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. …

„გასაგებია, რომ ვერ ხართ ლუკა ასათიანი“ – პასუხის პასუხი ბათუმის მერს

ბათუმის მერიამ მოქალაქეების განცხადებას, რომლითაც ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, სთხოვდნენ, თავი შეეკავებინა ბათუმის ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან უსაფრთხოების სრული გარანტიების მიღებამდე, ზეპირი და წერილობითი სახით ურჩია მოსაზრებების წარდგენა. ამ თემაზე: მოქალაქეები ბათუმის მერს: თავი შეიკავეთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან მოქალაქეების ჯგუფმა ლაშა კომახიძეს 5 თებერვალს მიმართა ოფიციალური წერილით, თუმცა მათ წერილი არა ბათუმის …

ზონალურმა საბჭომ ბათუმში მშრალი ტვირთის ტერმინალის მშენებლობის საკითხი განიხილა

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის ზონალურმა საბჭომ ბაქოს ქუჩა #51-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მშრალი ტვირთის ტერმინალის სამშენებლოდ გამოყენება და სამშენებლო პროექტის შეთანხმება განიხილა. საუბარია გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთ ტერმინალზე, რომლის აშენებასაც ბათუმის ნავსადგურში „ვონდერნეტ ექსპრეს ჯორჯია“ გეგმავს. როგორც საბჭოს სხდომაზე ითქვა, ბათუმის ნავსადგურში მშრალი ტვირთის ტერმინალის მშენებლობის საკითხი განხილვის საკითხი გახდა, რადგან მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის …

მოქალაქეები ბათუმის მერს: თავი შეიკავეთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან

დღეს, 5 თებერვალს, ბათუმის მერიაში მოქალაქეთა ჯგუფმა განცხადება შეიტანა. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, სთხოვენ, თავი შეიკავოს ბათუმის ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან, ვიდრე მოქალაქეებს არ ექნებათ უსაფრთხოების სრული გარანტია. წერილს 200-მდე ხელმოწერა აქვს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილის ტექსტს: „ბოლო ორი თვეა, აქტიურად მიმდინარეობს  საუბარი  ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილი მინერალური სასუქების კარბამიდის გადამზიდი ტერმინალის მშენებლობის შესახებ. …

Exit mobile version