რატომ აღარ შემოდის ახალი ინვესტიცია აჭარაში – ციფრები, რომლებიც სრულ კრახს აჩვენებს

რაც არ უნდა პომპეზური და „ბრჭყვიალა“ იყოს მასშტაბური სამშენებლო პროექტების დაწყების, კაფსულის ჩადების ცერემონიალები და რაც არ უნდა ხმამაღალი მთავრობის მტკიცება, რომ რეგიონში ინვესტიციების შემოსვლა გრძელდება, ბიუჯეტის შესრულების „არაფინანსური აქტივების კლების“ ნაწილი სხვას აჩვენებს. „სხვას აჩვენებს“ კი არა, ბოლო ათი წლის შედეგებს თუ გადავხედავთ, კარგად გამოჩნდება, რომ ციფრები სინამდვილეში სრულ კრახს გვაჩვენებს. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული …

ბინების ფასი თბილისში 2026 წელს: რაიონების მიმოხილვა, ტენდენციები და საინვესტიციო პროგნოზი

2026 წლის მონაცემებით, ბინების ფასი თბილისში კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $1,100-დან $2,800-მდე მერყეობს. დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარი დღეს სულ უფრო მეტად ორიენტირებულია გამჭვირვალე ფასწარმოქმნასა და გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებაზე, რაც ადგილობრივ მყიდველებს, ემიგრანტებსა და ინვესტორებს ახალი რეალობის წინაშე აყენებს. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ ნაწილდება ბინების ფასი თბილისში კონკრეტული უბნების, მშენებლობის ეტაპებისა და პროექტების ხარისხის …

„გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება“ – აქცია ბათუმში

არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაჯაროვების მოთხოვნით ბათუმში, 14 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ. არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.  თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლითაც ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. „ქართული ოცნება“ კი, ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი …

გამოკითხა ბათუმში არაბულ ინვესტიციებზე – „რატომ არ ასაჯაროვებენ ხელშეკრულებას, ეს სამხედრო საკითხია?“

„რატომ არ ასაჯაროვებენ ხელშეკრულებას, ეს ხომ სამხედრო საკითხი არ არის?“ – ეს ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვეაა „ოცნების“ მთავრობასთან, რომელიც არაბულ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტს არა ასაჯაროვებს. რას ფიქრობს ხალხი არაბულ ინვეტსუციებზე საქართველოში – ნახეთ ქუჩის გამოკითხვა ბათუმში:

არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის

„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმ კომპანიის წილის 33 პროცენტის მესაკუთრე კი, რომელიც გონიოში პროექტს განახორციელებს, საქართველო იქნება. საუბარია თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით „მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ [Eagle Hills] დამფუძნებელმა მოჰამედ ალი …

საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა – „უმეტესობა ფორმალურადაა უცხოური“

საქსტატის ინფორმაციით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებთ ინვესტიციების კლება დაფიქსირდა 2025 წლის როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალშიც. ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები რეალურად არ შემოდის და შემცირებულ მონაცემებშიც ახალი ინვესტიცია არ არის. ანუ, უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად შეჩერებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 …

ინვესტორები აჭარაში ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან

აჭარაში ინვესტორები ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არაფინანსური აქტივების ნაწილში გეგმა ისევ ვერ შეასრულა. ორი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ამჯერად შესრულების წილი გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო წინა წლებში. 2025 წლის 2 კვარტლის გეგმა 68 მილიონი ლარი იყო ფაქტობრივი შესრულება 4 მილიონი ლარია. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვით …

ბათუმის სანაპიროსთან კიდევ 2 ცათამბჯენი აშენდება – პროექტს საჯაროდ 12 ნოემბერს განიხილავენ

ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის #42-ში, შპს „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე ცათამბჯენის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ კიდევ თითო ცათამბჯენის აშენება იგეგმება. ამ პროექტებზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა, ამჯერად კი პროექტების სავარაუდო რენდერებიც მოვიპოვეთ. ორივე მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია. რენდერების მიხედვით, რომლებიც კომპანიებმა მერიას განაშენიანების დეტალურ გეგმასთან ერთად წარუდგინეს, ორივე პროექტი „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე პროექტებთან თითქმის გათანაბრებული …

აჭარის მთავრობა ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებს გადაუვადებს

აჭარის მთავრობა ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებს სამი თვით, პირველ ივნისამდე გადაუვადებს, ამ პერიოდში მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 16 მარტს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „კერძო სექტორს ამ პერიოდში აქვს განსაკუთრებული გამოწვევა, სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გადავუვადოთ საინვესტიციო ვალდებულებები, რომელებიც უკავშირდება აჭარაში მოქმედ ბიზნესს, …

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები აჭარაში – თორნიკე რიჟვაძის განმარტება

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. “ბათუმელებმა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჰკითხა, რა არის ინვესტიციების შემცირების მიზეზი. “2018 წლის პირველი კვარტალიდან დაწყებული ჩვენ გვქონდა კლების ტენდენცია და შემდეგ უკვე 2019 წლის პირველ კვარტალში გვქონდა 209 %-იანი ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების.  რაც შეეხება …

წარმოშობით ქართველი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს

2018 წლის 8 ნოემბერს გაიმართა ა.(ა).ი.პ. „ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ მმართველთა საბჭოს სხდომა , ასოციაციის თავმჯდომარის, მმართველთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევასთან დაკავშირებით. სხდომას ესწრებოდა ასოციაციის მმართველთა საბჭოს ყველა წევრი. გაიმართა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ფარული კენჭისყრა. ფარული კენჭისყრით სამი წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ოსმან ჩალიშქან – მჟავანაძე, მმართველთა საბჭოს 5 ძირითადი წევრი …

ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში

მახინჯაურში, ზღვისპირას მდებარე მიწის ოთხი ნაკვეთი [ჯამში 8867 კვ/მ], საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 ათას ლარად „აჭარის კურორტებს“ მიყიდა. „აჭარის კურორტების“ აქციების მფლობელ კომპანია – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს კი აჭარაში 21 საკურორტო/ტურისტული ობიექტი [მათ შორის „მედეა“ და „მესხეთი“] 11 წლის წინ გადასცეს, რომლებზეც ე.წ. ყაზახური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა. გასულ წელს …

ქობულეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.  ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმროპროექტს წარმოადგენს. https://youtu.be/dDOksf7DO0g სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას   საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ინვესტორი კომპანიის „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვანო ლომიძესთან ერთად ჩაუყარა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს …

კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. საფუძვლის ჩაყრის ცერემონიამდე მოწვეულ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიაწოდა …

ახალი საბაგირო გზისა და სასტუმროს აშენებას „გოდერძზე“ უკრაინელი ბიზნესმენები აპირებენ

„კურორტ გოდერძზე უკრაინელი ბიზნესმენები ახალი საბაგირო გზისა და სასტუმროს აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. აჭარის საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ გრძელდება. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება მხოლიდ კურორტ გოდერძთან მიმართებით არსებობს. „თუმცა დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შეთავაზება იქნება სოფლის მეურნეობის, ციტრუსის კუთხით, …

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ბელორუსში

7-9 ივლისს, აჭარის სამთავრობო დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეთაურობით, ბელარუსს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, მათ შორის  ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან მიხაილ რუსისთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ბელარუსის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი …

რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ აპარტოტელი, რომლის მშენებლობაც ჯერ დაწყებული არ არის, 2020 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით …

ზურაბ პატარაძე თურქ ინვესტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კომპანია Enda Tour da Enda Sport 1995-ის მფლობელს შამილ იაშაჯანს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შამილ იაშაჯანი თურქეთის ბაზარზე 1995 წელს დაარსებული უმსხვილესი კომპანიის მფლობელია, რომელიც ევროპის, აზიის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში სპორტული სტადიონებისა და ბაზების მოწყობას ახორციელებს. მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორის შემოსვლა რეგიონში საერთაშორისო სპორტულ მიმართულებებს გააძლიერებს.

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია გონიოში, რომელიც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია, დღემდე უფუნქციოდაა. ტერიტორიის განვითარებაზე ქალაქის მთავრობა არ ფიქრობს, ქვეყნის ხელისუფლება კი ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს. რა კუთხით უნდა განვითარდეს ზღვის პირას მდებარე 300 ჰექტარზე მეტი ფართობი? – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კონცეფციას არ ასაჯაროებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პოლიგონის …

„სმარტი“ ბათუმში კიდევ ერთი წელი არ გაიხსნება

ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარედ, ტერიტორიაზე, სადაც სუპერმარკეტ „სმარტის“ მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე აიღეს. მშენებელი კომპანიის, „ველაჯიო დეველოპმენტის“ წარმომადგენლის, ზურაბ ოდილავაძის განცხადებით, ღობის აღება მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება – ტერიტორიაზე უნდა დაიგოს ბეტონის საფარი. ობიექტი 2013 წელს უნდა ჩაბარებულიყო, შემდეგ ვადა 2015 წლამდე გადაიწია. შენობის [სუპერმარკეტის] გახსნის თარიღი კომპანიისთვის ამ ეტაპზეც უცნობია. მშენებლების თქმით კი, …

მოქალაქე: კორპუსის მშენებლობით დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ფარნავაზ მეფისა (ყოფილი ტელმანი) და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, სადაც მისი საცხოვრებელი სახლია, კორპუსის მშენებლობით უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული. შეთახმებისას წარმოქმნილი პრობლემების გამო კი, მას დეპუტატი ემუქრება. თავად მედეა ვასაძე ბრალდებას უარყოფს. გულნარა გოგიას თქმით, გასული წლის ბოლოს მასთან ინვესტორი მივიდა და საცხოვრებელი სახლის დათმობის სანაცვლოდ ახალ კორპუსში ბინა შესთავაზა: …

ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე სკვერში 40-სართულიან სასტუმროს ააშენებენ?

აჭარის მთავრობამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების გადახედვა დაავალა, რომლითაც სამინისტრომ რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერში კერძო კომპანიას 7 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ჩამოართვა. ტერიტორია კომპანია „აქთივ ბათუმს“ გარკვეული ვალდებულების აღების სანაცვლოდ 6 წლის წინ გადაეცა. სკვერის ამ ნაწილისა და განსახორციელებელი ინვესტიციის ბედი დღემდე გაურკვეველია. „მაგ ტერიტორიის შემოღობვასთან, შენობის სართულიანობასთან და …

ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ

კომპანია „ვესტინვესტი“ სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზისა და სპორტულ-გასართობი ობიექტების აშენებას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის საკრებულომ რუსთაველის # 51-ში მდებარე 3508 კვ/მ მიწის ნაკვეთი განსაკარგავად აჭარის მთავრობას  გასული წლის დეკემბერში გადასცა, თუმცა აჭარის მთავრობას კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომელიც მერიამ საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა, 2016 წლის 22 იანვარს …

გაჩერებული “ბაბილონ თაუერი” და სადავო წილები

“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. მშენებელ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” კი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას “ბაბილონ თაუერის” მიმდინარე პროექტის შესაძლო შესყიდვის შესახებ. “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანია TAM GEO-მ აჭარის მთავრობას უკვე მესამედ მიმართა მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, …

Exit mobile version