მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ქობულეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

21.08.2017 • 3342
ქობულეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.  ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმროპროექტს წარმოადგენს.

https://youtu.be/dDOksf7DO0g

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას   საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ინვესტორი კომპანიის „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვანო ლომიძესთან ერთად ჩაუყარა.

ღონისძიებას მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე,  საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძის თქმით, ქობულეთში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ  ახალი სასტუმროს მშენებლობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში, რომელიც საკურორტო ზონას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.

40 000 კვ/მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.

,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო ქობულეთში. მინდა გავიხსენო შეხვედრები მოსახლეობასთან, მათ შორის  წინასაარჩევნო შეხვედრები. ძალიან ბევრი ქობულეთელი თანაქალაქელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ძირითადად აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ბათუმისკენ. შენდება დიდი სასტუმროკომპლექსები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დიდი პროექტები ხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში და ქობულეთში ინვესტიციები უხვად არ არის. და იყო თხოვნა,  იქნებ გაითვალისწინოთ და რეკომენდაციები მისცეთ ინვესტორებს ქობულეთშიც განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები. მიხარია, რომ დღეს უშუალოდ ქობულეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი დაიწყო: 200 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ამ პროექტში და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება,“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.

40 000 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შევა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.

40 000 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი. სასტუმროს ექნება 220 ნომერი, არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები.

40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.

40 000 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შევა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.

კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. პროექტის ფარგლებში კომპანია ,,Crystal Building“- ის მიერ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.

40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.

40 000 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შევა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი.

21035023_1598227600196787_876984024_o

სასტუმროს მაკეტი

აჭარის მთავრობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: