აჭარის მთავრობაში სხდომების დახურვის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმებს მედიის გარეშე შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ექიმებთან სალაპარაკოდ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად მივიდა. დახურული შეხვედრის შემდეგ ექიმმა გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობის დასრულების თარიღი ისევ უცნობია. ექიმებს ასევე სურდათ გაეგოთ, არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი თანხა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. …
Tag Archives: თორნიკე რიჟვაძე
მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი და სხვები „ოცნების“ ოფისში „შემთხვევით“ შეიკრიბნენ
დღეს, პარასკევს, 28 სექტემბერს, საღამოს ექვსი საათის შემდეგ „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მივიდა. ოფისში მივიდნენ, ასევე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელიც პარალელურად ბათუმის პარტიული ოფისის ხელმძღვანელია, უმაღლესი საბჭოს წევრები: ნინო ჩხეტია, ცოტნე ანანიძე, ირაკლი ჭეიშვილი და მერაბ კარანაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს წევრი დიმიტრი ჭეიშვილი და სხვები. შეკრების …
თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა არის ინოვაცია, რომლის უკან ახალგაზრდობა დგას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გახსნა და ღონისძიების მონაწილე მეცნიერებსა და სტუდენტებს მიესალმა. https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=76Hz1RRr3JI „განათლება და ახალგაზრდობა – ეს არის გაცხადებული პრიორიტეტი სამთავრობო ხედვის. უნივერსიტეტის გაძლიერების ნაწილში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე, განსაკუთრებით გაიზრდება ახალგაზრდების როლი და ის შესაძლებლობები, რაც ახალგაზრდულ ინიციატივებს უჭერს მხარს” – მიმართა ბათუმის სამეცნიერო …
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან
დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა ბათუმში. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრები, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ უჭერს აჭარის მთავრობა მხარს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: …
თორნიკე რიჟვაძე მარტა ნოვაკოვას შეხვდა
დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ …
აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება
„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სარფის საბაჟოზე რიგები აღარ იქნება,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ინფორმაცია სარფის საბაჟო პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შესახებ აჭარის მთავრობამ გაავრცელა. სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქული მხარის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე სარფის საბაჟოზე ხშირად იქნება რიგები. აჭარის მთავრობის ინფორმაცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სარფის …
Continue reading “აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება”
აჭარის მთავრობის აპარატის შემდეგ შემცირება სამინისტროებსა და უწყებებში დაიწყება
აჭარის მთავრობის აპარატში რესტრუქტურიზაციისა და შემცირების შემდეგ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება აჭარის მთავრობის სხვა რგოლებშიც იგეგმება. ეს პროცესი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ე.წ „მცირე მთავრობის“კონცეფციის ნაწილია, რომელიც მან აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე წარუდგინა. შემცირებები მან მთავრობის აპარატიდან დაიწყო, თუმცა თქვა ისიც, რომ გუნდის წევრებს დაუსაქმებლებს არ დატოვებს. „…მობილობის წესის შესაბამისად მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები სამომავლოდ …
Continue reading “აჭარის მთავრობის აპარატის შემდეგ შემცირება სამინისტროებსა და უწყებებში დაიწყება”
თორნიკე რიჟვაძე: 17 მეზღვაური მალე დაბრუნდება საქართველოში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი ტანკერ Pantelena-ზე მყოფ მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდნენ. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი კვირაზე მეტ ხანს დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემი ნაპოვნია და ამ დროისათვის ლომეს პორტისკენ (ტოგოს რესპუბლიკა) მიემართება. გემის ეკიპაჟში 17 ქართველი მეზღვაურია. „სახელმწიფო უწყებები კოოდინირებულად მუშაობენ, რათა მფარველობა გაუწიონ ჩვენ …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: 17 მეზღვაური მალე დაბრუნდება საქართველოში”
„ლექციას ვერ წაგიკითხავთ“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი მრჩეველი
„ამას საერთოდ შეხება არ აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაციასთან,“ – ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახალი მრჩეველი მთავრობის სხდომების დახურვას. ლევან ჯაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური საკითხების მიმართულებით მუშაობს. ბატონო ლევან, რა კავშირი გქონდათ თორნიკე რიჟვაძესთან აქამდე, რის გამო შეგარჩიეს მრჩევლად? მაგ კითხვას რომ სვამთ, ცოტა უხერხულია, მე მგონი. საერთოდ კავშირში არაა ჩემს საქმიანობასთან. ეს …
Continue reading “„ლექციას ვერ წაგიკითხავთ“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი მრჩეველი”
ვინ არიან თორნიკე რიჟვაძის ახალი მრჩევლები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, ორი ახალი მრჩეველი ჰყავს – ლევან ჯაში საზოგადოებასთან ურთიერთობების და სოციალურ საკითხებში და გოგი ფუტკარაძე – დონორებთან ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების მიმართულებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულ 4 მრჩეველი ჰყავს. თორნიკე რიჟვაძემ მრჩეველის პოზიციაზე დატოვა ჯემალ პაქსაძე [აჭარის ყოფილი მთავარი მუფთი] და დავით ზოიძე [ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი]. აჭარის მთავრობის ყოფილ …
Continue reading “ვინ არიან თორნიკე რიჟვაძის ახალი მრჩევლები”
თორნიკე რიჟვაძის მორიგი კომენტარი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე
დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვეს, მათ შორის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზეც. „მე გეტყვით, რომ წლების განმავლობაში ეს პროცესი (ახალი მეჩეთის მშენებლობა იგულისხმება) მიმდინარეობს. მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ამ პოზიციაზე ვრჩები. შესაბამისად, როცა პროცესი იქნება დასრულებისკენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძის მორიგი კომენტარი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე”
თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ჩვენი ღირსების საკითხია
დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. როგორც რიჟვაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, მალხაზ ჭკადუამ, კითხვა ე.წ „ოცნების ქალაქის“ პრობლემასთან დაკავშირებით დასვა. მისი თქმით, „ოცნების ქალაქი“ ერთგვარ „აქილევსის ქუსლად“ იქცა აჭარის ხელისუფლებისთვის. როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას მთავრობა და აქვს თუ არა კონკრეტული …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ჩვენი ღირსების საკითხია”
სახალხო დღესასწაული „შუამთობა -2018“
5 აგვისტოს მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. კურორტ ბეშუმის დამსვენებლებთან ერთად სახალხო დღესასწაულზე უცხოელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნებოდა. სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს „შუამთობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს …
თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა
თორნიკე რიჟვაძე – „ მწვანე ტბა პოპულარულ ტურისტულ ადგილად უნდა იქცეს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი – მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. https://www.youtube.com/watch?v=XU_7Duweg7M&t=25s მწვანე ტბის ირგვლივ მიმდინარე სამუშაოებს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც გაეცნენ. ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის …
აჭარის განახლებული მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა
ხულოში ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „განათლება და მაღალმთიანი აჭარა ეს არის ორი მთავარი განცხადებული პრიორიტეტი ჩემს სამთავრობო ხედვაში და ამ ნაწილში პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს როგორც განათლების ხელმისაწვდომობას, ისე იმ მიმდინარე პროექტებში ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას, რაც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის …
Continue reading “აჭარის განახლებული მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა”
აჭარის ახალი მთავრობის მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია ვარშალომიძის დადგენილებით
„მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ“, – ეს არის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ვარშალომიძის შემდგომ მთავრობის არც ერთ თავმჯდომარეს [არჩილ ხაბაძე, ზურაბ პატარაძე], ფაქტობრივად, აღარ გამოუყენებია. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, რომელიც მან ჟურნალისტებთან მთავრობის დახურული სხდომის დასრულების …
Continue reading “აჭარის ახალი მთავრობის მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია ვარშალომიძის დადგენილებით”
თორნიკე რიჟვაძე: სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები გვეყოლება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარას სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები ეყოლება. შესაბამის კონცეფციაზე კი მუშაობა დაწყებულია და პროექტის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება. აჭარის მთავრობის სხდომა დღეს, 31 ივლისს გაიმართა. სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. „ჩვენ სამიზნე ქვეყნებში გვეყოლება ტურიზმის ელჩები, რომლებიც დაგვეხმარებიან მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენ შესახებ. უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები გვეყოლება”
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური გაუქმდა – თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილება
აჭარის მთავრობამ დადგენილება „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოაცხადა. ამ სამსახურის შექმნა ზურაბ პატარაძის მთავრობის თამჯდომარეობის დროს გადაწყდა, გამოცხადდა კონკურსი და უკვე შერჩეული იყო სამსახურის უფროსიც – ოლეგ ბოლქვაძე. აჭარის ახალმა მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის რეალურად ამოქმედება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია. „როგორც დაწესებულების შენახვისათვის საჭირო …
Continue reading “ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური გაუქმდა – თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილება”
აჭარის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
აჭარის მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს, 31 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო, ჟურნალისტებს არ უშვებენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს სხდომის გაშუქებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცემათ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ზეპირი განმარტებით, რეგლამენტის თანახმად, აჭარის მთავრობას აქვს უფლება სხდომა დახუროს. ჟურნალისტების სხდომაზე არ დაშვების მიზეზად პრესცენტრმა ასევე სხდომათა დარბაზში უადგილობა დაასახელა. …
Continue reading “აჭარის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს”
ვის ეშინია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის – რიჟვაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები
„ახალი მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება“ – თორნიკე რიჟვაძე“, – ამ სათაურით სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ 28 ივლისს გამოაქვეყნა, რამაც მუსლიმი საზოგადოების ერთ ნაწილში მღელვარება გამოიწვია. საპასუხოდ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ „მისი [მეჩეთის] მშენებლობა მალე დაიწყება“. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზიამ ინტერვიუ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. „ბათუმელებმა“ სცადა აჭარის მთავრობის …
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების გაცნობა ქობულეთიდან დაიწყო. ქობულეთში აქტიური ტურისტული სეზონია და მთავრობის თავმჯდომარემ სეზონის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ქალაქის მერისგან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან მოისმინა. თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებსაც გაესაუბრა და მათი შეფასებები მოისმინა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ასევე …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო”
თორნიკე რიჟვაძე – ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პირველი საჯარო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა. შეხვედრა ზაფხულის საჯარო ლექციების ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას და მის პრიორიტეტებს დაეთმობა. მთავრობის თავმჯდომარე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა და ქვეყნის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს ზაფხულის სკოლის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე – ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია”
თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე პირადად დაინტერესდა არდაგანის ტბაზე წყლის დაბინძურების მიზეზებით და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, არდაგანის ტბა ბათუმში ტურისტულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, შესაბამისად, იგი უნდა იყოს მოწესრიგებული და …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა”
თორნიკე რიჟვაძის ახალი განმარტება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში სიძულვილის შემცველი და ჰომოფობიური კამპანია მოჰყვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახური ამ საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. „როგორც იცით, ამ თემის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ერთგვარი კონსენსუსი საზოგადოებისთვის. მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, თუკი გადაწყდა მეჩეთის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძის ახალი განმარტება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით “
მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს, თორნიკე რიჟვაძე მისი მეჯვარეა
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრის განაცხადა, ის არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა. დეპუტატების კითხვაზე – შექმნის თუ არა მისი და ჩიქოვანის პირადი ურთიერთობები პრობლემებს მმართველობაში, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა რომ – არა. მეჯვარის მიერ მის თანამდებობაზე დანიშვნაში …
Continue reading “მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს, თორნიკე რიჟვაძე მისი მეჯვარეა”
აჭარის ახალმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო
აჭარის ახალი მთავრობა, 21 ივლისს დაამტკიცეს. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი მინისტრები უკვე წარადგინა და ისინი უფლებამოსილების განხორციელებას დღეს, 23 ივლისს შეუდგებიან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე დაინიშნა, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ტიტე აროშიძე. ჯანდაცვას და განათლების სამინისტროს კვლავ ინგა შამილიშვილი და ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებენ. ახალი მთავრობის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს, …
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა
დღეს, 21 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე, აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა. 14 მომხრე და ერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო ფარული კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს. რიგგარეშე სხდომას 21 დეპუტატიდან 19 ესწრებოდა. სხდომას არ ესწრებოდნენ: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი ზაზა ოქუაშვილი …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა”
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს
აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრამდე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. უმაღლესის საბჭოს დეპუტატმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჰკითხა: „როცა თქვით, რომ მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს, რა იგულისხმეთ ქართულ ფულში, იქნებ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ მეჩეთის შესახებ – თუ არის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს”
თორნიკე რიჟვაძე დავით გაბაიძესთან ნათესაობაზე: ჩვენი მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრაზე ჰკითხეს, არის თუ არა ის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ნათესავი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ისინი ნათესავები არ არიან: „მეუღლეები არიან ნათესავები, ჩვენ არა“. კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ეს ხელს მათ მუშაობაში, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ეს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს არ …
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღეს, 20 ივლისს, უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძეც. „გუშინ ბევრი საკითხის ირგვლივ ვისაუბრეთ ამომწურავად. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ვალდებულება, მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ [შევხვედროდით ფრაქციის წევრებს]. რეფორმები გატარდება მმართველობის კუთხით, კომუნიკაცია უნდა იყოს არამარტო მოსახლეობასთან, არამედ ინსტიტუციებთან. გადაწყვეტილი გვაქვს …
Continue reading “ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან”
თორნიკე რიჟვაძის მამამ ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა
ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, დავით რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ პატაკი დაწერა და ის სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. დავით რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის მამაა. დავით რიჟვაძე ამ თანამდებობაზე 2018 წლის იანვრიდან მუშაობდა, მანამდე იგი ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში მუშაობდა, 2017 წელს კი შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო. …
აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინიტრობის კანდიდატებს უსმენენ
ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. სხდომაზე იმყოფებიან ასევე რიჟვაძის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები: სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების მინისტრობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე. ეს ორი უკანასკნელი ზურაბ …
ენმ პრეზიდენტისგან განმარტებებს და ბოდიშს ითხოვს
დღეს, 18 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენის დროს ვერ დაასახელა საკმარისი არგუმენტები, თუ რის გამო იყო მისი კანდიდატურა მხარდაჭერილი პრეზიდენტის მხრიდან. „ჩვენ არ ვაპირებდით ამ თამაშებში შესვლას, მაგრამ რადგან პრეზიდენტმა კონსულტაციების დროს განაცხადა, რომ …
Continue reading “ენმ პრეზიდენტისგან განმარტებებს და ბოდიშს ითხოვს”
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტმა არჩევანი თორნიკე რიჟვაძეს [უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის კანდიდატი] და არმაზ ახვლედიანს [ოპოზიციის კანდიდატი] შორის გააკეთა. გიორგი მარგველაშვილს შეეძლო უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატიც წარედგინა განსახილველად, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მცირე ჯგუფის მიერ იყო დასახელებული გოჩა გუგუნავას კანდიდატურაც. …
Continue reading “პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა”
მინისტრობის კანდიდატი: შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მივიღე
ტიტე აროშიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატია. იგი ამ პოსტზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ დაასახელა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა უჭერს მხარს. ტიტე აროშიძე ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“ პროექტების მენეჯერად მუშაობს. „ბათუმელებთან“ საუბარში ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მინისტრის პოსტზე მან შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მიიღო. „თორნიკესთან უფრო საქმიანი გადაკვეთის გზები მქონდა. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ …
Continue reading “მინისტრობის კანდიდატი: შემოთავაზება თორნიკე რიჟვაძისგან მივიღე”
რიჟვაძის დამტკიცების შემთხვევაში აჭარაში ორი მინისტრი თანამდებობას დატოვებს
აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ …
Continue reading “რიჟვაძის დამტკიცების შემთხვევაში აჭარაში ორი მინისტრი თანამდებობას დატოვებს”