76 წლის ასაკაში თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

76 წლის ასაკში თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. იგი იყო საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორად. თენგიზ ცერცვაძე იყო ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი 1999 წლიდან 2020 წელს თენგიზ ცერცვაძეს COVID19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო …

„საინტერესო პაციენტი ვიყავი საკუთარი თავისთვის“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან განიკურნა. „იმედთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პრეპარატ „რემდესივირით“ იმკურნალა, რომელიც მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს. თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის სახლში მკურნალობდა. მოგვიანებით, მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე, ცერცვაძის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო. „მე ორმაგი რისკის ჯგუფს მივეკუთვნები კოვიდის დამართების შემთხვევაში, ერთი – ეს არის ჩემი …

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. “კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს,” –  ნათქვამია  კლინიკის განცხადებაში.

„ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – ცერცვაძე პანდემიისას აქციის ცივი წყლით დაშლის საფრთხეზე

„მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – უპასუხა თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას პანდემიისას, ნოემბრის ცივ ღამეს მომიტინგეების ცივი წყლის ჭავლით დაშლის შესახებ. „ვერ გეტყვით, ეს ეპიდემიოლოგიური საკითხები NCDC-ის [დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი] კომპეტენციაა. ჩემი კომპენტენცია არის ავადმყოფის მკურნალობა. თქვენ რასაც მეკითხებით, მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები“ – …

აქვს თუ არა საქართველოს „რემდესივირის“ მიღების შანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 30 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეპარატი „რემდესივირი“, რომელიც ამ დრომდე იმედისმომცემ პრეპარატად მიიჩნევა Covid-19-ის სამკურნალოდ, საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს მწარმოებელ კომპანია „გილეადისთვის“. „გილეადი, რომელიც ჩვენ გვამარაგებს C ჰეპატიტის პრეპარატებით, გახლავთ გიგანტი კომპანია, რომელიც ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში არის ერთ-ერთი წამყვანი. ეს პრეპარატი მათ მიერ შექმნილია 2015 წელს, ებოლას …

ბათუმში კოვიდ 19-ს ოზონოთერაპიითაც უმკურნალეს, რაც წარმატებული აღმოჩნდა – ცერცვაძე

დღეს, 25 აპრილს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმებმა კორონავირუსის მართვაზე იმსჯელეს. დისკუსიის შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში კორონავირუსის მკურნალობის დროს აქტიურად იყო გამოყენებული ოზონოთერაპია, რამაც წარმატებით იმუშავა. „4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3-ს ვირუსი გაუქრა მე-7-9 დღეს.  თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უკეთეს შემთხვევაში …

ზიარება ერთი კოვზით შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს – თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი  _______________________________________ „მე როგორც ქრისტიანი, უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიას და ყველა იმ ტრადიციას და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია. მე მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი …

ერთი-ორი კვირა გვეყოფა. რეზერვი არაა საკმარისი – ცერცვაძე სამედიცინო პერსონალის ეკიპირებაზე

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ამჟამად უსაფრთხოების ეკიპირების პრობლემა არა აქვთ, თუმცა რეზერვები საკმარისი არ არის. მან ამის შესახებ 3 აპრილს TV პირველის ეთერში ისაუბრა: „რა გითხრათ… ჯერჯერობით საკმარისია, მაგრამ რეზერვი არ არის საკმარისი. თუ ვერ შევავსეთ ის რეზერვი, შესაძლოა ხვალ დადგეს ის დღე, რასაც თქვენ ამბობთ [როცა პრობლემა გვექნება …

კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კლინიკური კონტროლის ჯგუფს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს. ეს ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს  გაუწევს კოორდინაციას. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიიღო. კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით …

„ჩვენ არ ვიცით კორონავირუსის ბუნება, შემთხვევების მატება აუცილებლად იქნება“

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი:  „ბევრი ელის, რომ დათბობასთან ერთად ეპიდემია შესაძლოა გახდეს მილევადი, როგორც გრიპის შემთხვევაში ხდება. ჩვენ არ ვიცით ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ის მოიქცევა ისე, როგორც გრიპის ვირუსი, თუ არა. თუ ეს არ მოხდა, ველოდებით მატებას, იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ჩინეთის გარდა, მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იზრდება [ინფიცირებულების] რაოდენობა. შემთხვევების …

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა – ინფიცირებულები იტალიიდან ჩამოვიდნენ

5 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის უკვე 9 შემთხვევაა დადასტურებული. ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ, გუშინ, ღამით გახდა ცნობილი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხუთივე პაციენტი იმყოფებოდა იტალიაში იმ მამაკაცთან ერთად, რომელსაც 4 მარტს დაუდგინდა კორონავირუსი. „ისინი ხუთივე იმყოფებოდნენ კონტაქტში იმ მამაკაცთან, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსით ინფექცია. ისინი ერთად იმყოფებოდნენ იტალიაში. ამ ხუთიდან …

Exit mobile version