მეეზოვე ცისანა მსხალაძე იხსენებს, როგორ დაურიცხეს შარშან, 2019 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში პრემიის სახით მეცამეტე ხელფასი. ის ამბობს, რომ მეეზოვეებს და სანდასუფთავების სხვა თანაშრომლებს, კერძოდ, ნაგვის მანქანების მძღოლებს, ნაგვის კონტეინერების გამტანებს, მე-13 ხელფასს საახალწლოდ წელსაც დაჰპირდნენ, მაგრამ აღარ აძლევენ. „დირექტორმა გვითხრა, რომ მერია ამბობს უარს მოგვცეს მეცამეტე ხელფასი“, – გვიყვება ცისანა მსხალაძე. „შარშან დაგვპირდნენ …
Tag Archives: დავით დუმბაძე
უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლში ერთი ბინა სარეზერვო იქნება
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში უსახლკარო ოჯახებს შეასახლებენ. 12-ბინიან კორპუსში ერთი ბინა „სამანევრო“ დანიშნულებისა იქნება და მუნიციპალიტეტი ბინას სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული ოჯახის დროებით განსათავსებლად გამოიყენებს. „ყოფილი კომბინატის შენობაში, რომელსაც ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება, უსახლკარო და მარტოხელა სტატუსის მქონე ოჯახებს შევასახლებთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრული …
Continue reading “უსახლკარო ოჯახებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლში ერთი ბინა სარეზერვო იქნება”
ცარიელი კვარცხლბეკი ქედაში – როგორი იქნება ყადირ შერვაშიძის ბიუსტი
დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე, ქედის თვითმართველობის შენობის გვერდით არსებულ ცხრა მაისის სკვერში, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის განსათავსებლად მოწყობილი კვარცხლბეკი, რომელზეც მემორიალური დაფაა განთავზებული, რამდენიმე თვეა ცარიელია. ყადირ შერვაშიძის ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა განეხორციელებინა, თუმცა გამგეობის თხოვნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ დააკმაყოფილა. ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბიუსტის დამზადება-განთავსებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე ჩაატარა და …
Continue reading “ცარიელი კვარცხლბეკი ქედაში – როგორი იქნება ყადირ შერვაშიძის ბიუსტი”
ქედის გამგებელი: სამკერვალო ფაბრიკა ვერ გაიხსნა, რადგან ქედაში მუშახელი არ გამოინახა
ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პოსტს ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. შეასრულა თუ არა მან მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები? ბატონო დავით, თქვენ, როგორც ქედის პირველმა არჩეულმა გამგებელმა, რამდენად შეძელით წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება: წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება, 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სოფელ უჩხითში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება? იმ გვალვების ფონზე, რაც წელს იყო, როცა 75 …
უფუნქციო ვიდეოსათვალთვალო კამერები საავტომობილო გზებზე ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტის დაბებსა თუ ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული ვიდეოთვლები უფუნქციოა. ქედის გამგებელი დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ვიდეოთვლების ქსელში ჩასართავად საჭირო თანხა ქედის გამგეობამ უკვე მოიძია და ელექტრონული ტენდერიც ჩაატარა. „იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიუჯეტი მწირია, პირველ ეტაპზე ვიდეოთვლები დავამონტაჟეთ. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული 17 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო …
Continue reading “უფუნქციო ვიდეოსათვალთვალო კამერები საავტომობილო გზებზე ქედაში”
აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლების შემოსავლები
2016 წელს, ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან, ყველაზე მეტი ანაზღაურება – 51 326 ლარი და 31 თეთრი ხელვაჩაურის გამგებელ ნადიმ ვარშანიძეს აქვს აღებული, გასულ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით. ნადიმ ვარშანიძეს, როგორც ბათუმის საზღვაო აკადემიის სრულ პროფესორს, შარშან, ხელფასის სახით, 26 000 ლარიც მიუღია. ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის ივლისის თვეში შეუვსია შუახევის გამგებელ ტარიელ ებრალიძეს. მას, …
Continue reading “აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლების შემოსავლები”
ყოფილი კომბინატის სოციალურ სახლად გადაკეთებაში ქედის გამგეობა ნახევარ მილიონს დახარჯავს
დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში სოციალური სახლი მოეწყობა. ყოფილი კომბინატის ორსართულიანი შენობის სოციალურ სახლად გადასაკეთებლად ქედის გამგეობამ 545 070 ლარი გამოყო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, არსებული შენობის ფართობი შენარჩუნდება, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება და სოციალურ სახლად ქცეულ ყოფილ კომბინატის შენობაში, საცხოვრებელ ფართობს უსახლკარო სტატუსის მქონე რვა ოჯახი მიიღებს. ბინას აქ ის ორი ოჯახიც მიიღებს, რომლებიც …
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ვიდეოკამერებს დაამატებენ
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ დოლოგნიდან ცხმორისამდე, დამატებით შვიდ ვიდეოკამერას დაამონტაჟებენ. კამერები ერთიან ბაზაში ჩაერთვება. ვიდეოკამერების დამონტაჟებასა და ახალი და არსებული კამერების ერთ ბაზაში მოსაქცევად, ქედის გამგეობამ ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი გამოყო. „ვიდეოკამერები დაყენებული გვაქვს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე, ქედაში შემოსასვლელთან, სოფელ ევგენიძეებიდან ცხმორისის ჩათვლით მონაკვეთში; ვიდეოკამერებია დაყენებული დაბებშიც. გამოყოფილი თანხით არსებული ვიდეოკამერების ოპტიკურ-ბოჭკოვანი …
Continue reading “ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ვიდეოკამერებს დაამატებენ”
აუთვისებელი 11 940 ევრო – რატომ ვერ მოეწყო ერთიანი ქსელი ქედის სოფლებში
მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტი – „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ქედის მუნიციპალიტეტში“ გასულ წელს დაასრულა, თუმცა სოფლებში მუნიციპალური მომსახურების ხარისხი დღემდე არ გაუმჯობესებულა. თემებში ერთიანი ქსელის მოწყობისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად, თვითმმართველი ორგანოებისთვის ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ქედის საკრებულომ ორგანიზაცია „ინტელექტის“ თანაავტორობით დაწერილი პროექტი წარადგინა. …
Continue reading “აუთვისებელი 11 940 ევრო – რატომ ვერ მოეწყო ერთიანი ქსელი ქედის სოფლებში”
ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ 31 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. გამგებლის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 835 ათას 500 ლარი, ხოლო აჭარის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 462 ათას 572 ლარი, სპეციალური ტრანსფერის სახით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად კი – 589 ათას 517 ლარი მიიღო. ანგარიშის …
Continue reading “ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა”
ქედაში გზის გასაფართოებლად მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს
ქედაში, მერისი-ოქტომბრის მიმართულებით, საავტომობილო გზის გაფართოება მიმდინარეობს. დაბის ტერიტორიაზე გზის გაფართოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ქედის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც გზის მიმდებარედ მწვანე ნარგავები მოჭრეს. ქედის გამგეობის ინფორმაციით, სულ შვიდი ნაძვის ხეა მოჭრილი. „აღნიშნული მონაკვეთის გაფართოების საჭიროება იყო, რადგანაც ამ ზამთარმა აჩვენა, რომ გზის ამ მონაკვეთზე შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. სულ შვიდი ხე მოვჭარით ნებართვით, ეს სახეობა წითელ ნუსხაში …
Continue reading “ქედაში გზის გასაფართოებლად მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს”
გაქირავებული ბინები ქედის სოციალურ სახლში
ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში, ეკნარას უბანში, 12- ბინიან სოციალურ სახლში ბინები, რომლებიც სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ პირველ კატეგორიაში მყოფ 12 ეკომიგრანტ ოჯახს სახელმწიფომ 2015 წელს სიმბოლურ ფასად გადასცა, ნაწილი ახლა გაქირავებულია, ნაწილი კი – დაგირავებული. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ხელისუფლებამ ბინები ორი წლის წინ ეკომიგრანტებს ხელშეკრულებით გადასცა, რომლითაც ეკომიგრანტები ვალდებულებას იღებდნენ, რომ ბინის მიღების შემთხვევაში ისინი …
Continue reading “გაქირავებული ბინები ქედის სოციალურ სახლში”
საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს
აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს ამბობს, სანაცვლოდ კი, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვენ. „აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი …
Continue reading “საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს”
ქედის გამგებელი: მოსახლეობის პეტიცია შესრულდება
მოსახლეობის მიერ პეტიციით მოთხოვნილ საკითხებს ქედის გამგეობა 2017 წელს მოაგვარებს – განაცხადა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ დღეს, 24 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. მოსახლეობა პეტიციით ქედაში პარკინგისა და საბავშვო ბაღებში ბავშვთა გასართობი კუთხეების მოწყობას, სოფლებში აბრების განთავსებასა და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სახიფათო მონაკვეთებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა. „შემოსულ პეტიციებზე აქტიურად ვიმუშავეთ, იყო საკითხები, რომელთა მოგვარება გამგეობას …
Continue reading “ქედის გამგებელი: მოსახლეობის პეტიცია შესრულდება”
სოფელი ცივი ზამთრის მოლოდინში
თოვლმა პრობლემები შექმნა უკვე აჭარის მთიანეთში. ჩაიკეტა სოფლებში შიდა გზები, ზოგიერთ სოფელს შეუწყდა შუქის მიწოდება და რიგ სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. რამდენად მომზადებული ხვდება მთიანი აჭარა დაანონსებულ ცივ ზამთარს? ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი კურცხალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია ხულოში. აქ ნალექი უხვად მოდის და ზამთარი დიდხანს გრძელდება. გასულ კვირას მოსულმა თოვლის საფარმა კურცხალში …
29 სტადიონი ხელოვნური საფარის გარეშე
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრობლემას სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის არარსებობა უქმნის, ბავშვები აქ მხოლოდ მაშინ თამაშობენ, როდესაც წყლის გუბეებს მზე ამოაშრობს. სპორტულ მინიმოედნებს, რომლებიც სოფლის ცენტრებსა და სკოლების გვერდითაა მოწყობილი, ძირითადად, ხელოვნური საფარი არ აქვთ. სპორტული მინიმოედანი ქედის სოფლებში: ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, …
71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე
ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ დებს – თინასა და სონიას ყოველი გაწვიმება აშინებს. დების სახლის სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი სახლში ჩადის და 71 წლის სონია იძულებულია სახურავის სახელდახელოდ შესაკეთებლად სახურავზე ავიდეს. 71 წლის სონია და 68 წლის თინა კურცხალიძეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში ცხოვრობენ შიფერით გადახურულ, ქვის, ორსართულიან სახლში. სახლის მეორე სართულის აივანს ძველი ბრიზენტი …
Continue reading “71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე”
„ეტალონი“ ქედაში
დღეს, 23 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ინტელექტუალურ შეჯიბრში ქედის 22 საჯარო სკოლის 22 წარჩინებული მოსწავლე მონაწილეობდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში, 85 ქულით, „ქედის ეტალონი მოსწავლე“ სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მოსწავლე, მუხრან მგელაძე გახდა. „100 ქულიდან 85 ქულა ძალიან კარგი შედეგია, მინდა ვთქვა, რომ შედეგი მოლოდინზე მეტია, იყო მუნიციპალიტეტები, სადაც „ეტალონელი მოსწავლე“ 55 – 60 ქულით გახდნენ. …
ქედაში ექთანი პაციენტებს არ ემსახურება – სამინისტრო ინფორმაციას გადაამოწმებს
22 მარტს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქედაში დასაქმებულ ექიმებს შორის შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მედპუნქტის ექთანი პირადი უთანხმოების გამო პაციენტებს არ ემსახურება. ქედის გამგებელი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. „ექთანს მოსახლეობასთან ცუდი პირადი დამოკიდებულება აქვს, რისთვისაც მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს. ჩვენ სოფლის …
Continue reading “ქედაში ექთანი პაციენტებს არ ემსახურება – სამინისტრო ინფორმაციას გადაამოწმებს”