რამდენი ბრალდებული გაამართლეს წელს ბათუმის სასამართლოში

იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის 159 საქმიდან 14 შემთხვევაში მიიღო გამამართლებელი განაჩენი. კიდევ ორ საქმეზე სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია. სტატისტიკურ მონაცემს 2021 წლის პირველი ექვსი თვის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, სულ სასამართლოში ივნისის ჩათვლით სისხლის სამართლის 664 საქმე შევიდა, აქედან  წინასწარ გამოძიებაში დაბრუნდა 4 საქმე, ხოლო 522 საქმე …

ბათუმის სასამართლომ წელს 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღო – სტატისტიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სულ 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღო, 10 ნაწილობრივ გამამართლებელი. სასამართლომ სულ 975 სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა ამ პერიოდში. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 975 საქმიდან 586 საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა, 8 სისხლის სამართლის საქმე გამოძიებას დაუბრუნდა, 13 საქმის განხილვა კი, შეწყდა. სისხლის სამართლის 16 …

წელს ბათუმის სასამართლოში 34 საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე 34 საქმეზე მიიღო გამამართლებელი განაჩენი, ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი – 7 საქმეზე. ამ პერიოდში სულ სასამართლომ 694 საქმის განხილვა დაასრულა. სტატისტიკურ ინფორმაციას ბათუმის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სასამართლოს ინიციატივით 11 საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა, საპროცესო შეთანხმება შედგა 444 საქმეზე, არსებითი განხილვით კი დასრულდა – 245 საქმე. წინასწარ გამოძიებაში …

ბათუმის სასამართლომ 23 გამამართლებელი განაჩენი მიიღო – 2019 წელი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სულ 23 გამამართლებელი განაჩენი მიიღო, ნაწილობრივ გამამართლებელი – 13. სტატისტიკურ მონაცემს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. 2018 წელს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 29, ნაწილობრივ გამამართლებელის – 12. 2017 წელს კი, გამამართლებელი განაჩენი 31 საქმეზე დადგა, ნაწილობრივ გამამართლებელი – 19 საქმეზე. 2019 წელს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში …

სასამართლოში გამართლებული პირი $144 834 სთხოვს პროკურატურას და შსს-ს 

პროკურატურას, შსს-სა და ყოფილ ცოლს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოქალაქე ირაკლი შაქარიშვილი სთხოვს. მას ოჯახში ძალადობას ედავებოდა პროკურატურა, თუმცა იგი სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. ირაკლი შაქარიშვილს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას საზღვრის კვეთის უფლება არ ჰქონდა. ის პროფესიით მეზღვაურია და სასამართლო განხილვების პერიოდში უმუშევარი დარჩა. ირაკლი …

რამდენჯერ შეცვალა მოსამართლემ პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის წარდგენილი მუხლი?

2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სისხლის სამართლის 16 საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია. ეს ის შემთხვევებია, როცა გამამტყუნებელი განაჩენი დგება, მაგრამ მოსამართლე პროკურატურის მიერ წარდგენილ მუხლს ცვლის. სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 847 საქმის განხილვა დასრულდა. განხილული 847 საქმიდან ამ დრომდე 550-ზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა [გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 828 საქმიდან 485 საქმეზე იყო …

წელს, აგვისტოს ჩათვლით, ბათუმის სასამართლომ 19 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, განხილული 727 სისხლის სამართლის საქმიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 საქმეზე მიიღო გამამართლებელი განაჩენი. ამას გარდა, სასამართლომ 6 საქმეზე ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ინიციატივით წელს 15 საქმეს შეეცვალა პროკურატურის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია. სტატისტიკა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში სულ 16 გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი ბათუმის საქალაქო …

საკვებისა და მუსიკალური ცენტრის ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით გელაშვილმა, ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულები გაამართლა. ამ საქმეში მთავარი მოწმე ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩვენების მიცემა აიძულეს. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში მოხდა. გამოძიების ვერსიით, სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზია ევგენი გ.-მ და დათო გ.-მ გატეხეს. მაღაზიიდან იმ ღამით 1300 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი წაიღეს, …

16 გამამართლებელი განაჩენი 655 საქმიდან – ბათუმის სასამართლოს სტატისტიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში 16 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამავე პერიოდში ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენია მიღებული 7 საქმეზე, 6 საქმის განხილვა შეწყდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ივლისის ჩათვლით სასამართლოში სულ 688 სისხლის სამართლის საქმე შევიდა, სასამართლომ ამ პერიოდში 655 საქმის განხილვა დაასრულა, აქედან ნახევარზე …

ნარკოტიკის შემოტანაში ბრალდებული ბათუმის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

„მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელმაც ამხილა პოლიციელების სიცრუე,“ – აცხადებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ დეკანაძის ინტერესებს იცავდა. დეკანაძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. პროკურატურის ვერსიით, ავთანდილ დეკანაძეს, რომელიც დაკავებამდე ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სარფის საბაჟოზე, 2016 წლის 7 მაისს, უკანონოდ შეძენილი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი შემოჰქონდა. საქმეში რამდენიმე პოლიციელის ჩვენებაა. სამართლდამცველებმა მოსამართლესაც …

ნარკოდანაშაულზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციომ გამამტყუნებლით შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. 2017 წლის მაისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ თურქეთის მოქალაქე ასიმ ემანეთი გაამართლა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბრალდებულის პირად  ჩხრეკას თარჯიმანი არ ესწრებოდა. ასიმ ემანეთს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს …

გამამართლებელი განაჩენი თაღლითობის საქმეზე, სადაც დაზარალებული ჰესის მშენებარე კომპანია იყო

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია მირიან ბოლქვაძე, რომელსაც პროკურატურა თაღლითობას ედავებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. თაღლითობის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯია“. ეს კომპანია აშენებს „შუახევი ჰესს“. გამოძიების ვერსიით, მოქალაქემ თაღლითური გზით სცადა კომპანიის ქონების დაუფლება. საქმის მასალების მიხედვით, კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის მირიან ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი …

ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა

ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს გამოძიება ქედის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ომარ ბერიძეს ედავებოდა, ასევე ქედის გამგეობის საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურების ყოფილ უფროსებს. დავის საგანი 2011 წელს ჩოგბურთის და ფრენბურთის სტადიონების მშენებლობა გახდა, რაზედაც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, ქედის გამგეობის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაუსრულებელი სამუშაოები …

გამამართლებელი განაჩენი ნარკოტიკების საქმეზე

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ასიმ ე. გაამართლა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. მოსამართლის დასაბუთება ჯერ უცნობია, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი, ჯემალ კიკნაძე მიიჩნევს, რომ გამოძიებამ ფუნდამენტური ღირებულება დაარღვია საქმის წარმოების დროს, რაც გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდა. ასიმ ე. თურქეთის მოქალაქეა. ის პოლიციელებმა ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, ასიმ ე.-ს ჩხრეკის დროს …

ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა

გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იაკობ აზარაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ უდანაშაულოდ სცნო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორების და ადვოკატების შემაჯამებელი და საპაექრო სიტყვები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 აპრილს მოისმინა. ყველაფერი  რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა სასამართლო პროცესზე პროკურორების გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ააფრიალა …

ყოფილი საჯარო მოხელეები ხელვაჩაურში მიწის გადაცემის საქმეში გაამართლეს

გამამართლებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი 6 წევრის, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ გამოიტანა. ისინი საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მუშაობდნენ და დაახლოებით 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანია „სთარს“ 2008 წელს გადასცეს. მიწის გადაცემიდან 6 წლის შემდეგ, 2014 წელს, პროკურატურამ ყოფილ საჯარო მოხელეებს ბრალი წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, ხელვაჩაურის საკუთრების უფლების …

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია პაატა დუმბაძე. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. პაატა დუმბაძე ბოლო 8 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა. ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, მთავარი მტკიცებულება საქმეში სამხარაულის სახელობის ბიოლოგიური ექსპერტიზა აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის თითის ანაბეჭდები ამოღებულ ნარკოტიკული ნივთიერების …

პოლიციელების ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა

რეზო ტაკიძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ ცნო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. გასული წლის 2 ნოემბერს 20 წლის რეზო ტაკიძე ამბობდა, რომ ის პოლიციამ სარფის საბაჟოზე დააკავა, ხოლო ქობულეთის პოლიციის შენობაში მისგან ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ და სცემეს. საქმეში ფიგურირებს ირაკლი შაქარიშვილი, ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი. ის დღემდე ამ თანამდებობას ინარჩუნებს. „შაქარიშვილი იჯდა იქ და …

გამამართლებელი განაჩენი ქურდობის საქმეზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ალექსანდრე ფანცულაია. მას ქურდობაში ედებოდა ბრალი და მიმდინარე წლის სექტემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გამოძიება ბრალდებულს არაერთგზის ქურდობას და სხვის საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევას ედავებოდა. გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ივლისში ახლო ნათესავის ბინაში შევიდა და ლეპტოპი მიისაკუთრა. “გამოძიების ეტაპზე მთავარმა მოწმემ გამომძიებელს უთხრა, რომ …

Exit mobile version