„უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რა გვაქვს ნაფიქრი და დაგეგმილი“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

მოლდოვისა და უნგრეთის შემდეგ, იქნება თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც კიდევ ერთხელ დამარცხდება რუსული პოლიტიკა? – უნგრეთში პრორუსი ორბანის დამარცხებამ ეს იმედები ქართულ საზოგადოებაშიც გააჩინა. რა შეიძლება ისწავლოს უნგრეთის მაგალითიდან ქართულმა ოპოზიციამ? – „ბათუმელები“ ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიის, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ესაუბრა. ბატონო ზურაბ, უნგრეთის არჩევნებში მადიარის გამარჯვების შემდეგ, სოციალურ …

ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს

ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ იწყებს ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, რომლის ფარგლებში შეკრებებს მოაწყობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. კამპანიის ფინალი, ალიანსის განცხადებით, 26 მაისს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. 35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა. 35 …

საპროტესტო აქცია ბათუმში ორმეტრიანი დისტანციით [ვიდეო]

ბათუმში საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს 3 საათზე შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება. აქციაზე დღეს ყველაზე ხშირად ლიდერები სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნისკენ მოუწოდებდნენ. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა სპეციალური სტიკერები გააკრეს, რომელთა შორის მანძილი 2 მეტრია. საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღევანდელ აქციაზე თემურ ბერიძემაც მიმართა. ის ხულოს არქივის უფროსია …

„მთავარი საფიქრალი ახლა სახის შენარჩუნებაა“ – რა იცვლება პომპეოს ვიზიტის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ მაიკ პომპეომ ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა ოპოზიციას, ქუჩის საპროტესტო აქციები გრძელდება. რამდენიმე დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რაშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ აპირებს. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუღებლად მიიჩნევს ბოიკოტს, მაგრამ იმავდროულად, თავისივე განცხადებით ადასტურებს იმ პრობლემების რეალურობას, რაზეც ოპოზიცია საუბრობს საქართველოში. რას შეცვლის პომპეოს გზავნილები და არჩევნების …

ყალბი ხელმოწერა ოქმებზე? – ვის ხელმოწერებს შეისწავლის პროკურატურა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 1 941 საჩივარი შევიდა. მათი უმრავლესობა საოლქოებმა არ განიხილეს, განხილული 914 საჩივრიდან კი, უმეტესობა არ დააკმაყოფილეს. სარჩელების სრული უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმაც. არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი აღარებს, რომ 31 ოქტომბრის საარჩევნო ოქმები ხშირ შემთხვევაში ქაოსურად არის შედგენილი. ასევე დადასტურებულია, რომ ამ …

პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს – ვაშაძე რეგულაციების დარღვევით გამართულ აქციაზე

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გამართული გაერთიანებული ოპოზიციის აქციის შემდეგ ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეს, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას აქციაზე, სადაც შეკრებილების ნაწილს პირბადე არ ეკეთა და, ასევე, დაცული არ იყო დისტანცია. ამავე თემაზე: ხალხმრავალი აქცია ბათუმში პირბადეების გარეშე „პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას” – უპასუხა …

სააკაშვილის მიმართვა ეკრანიდან და ოპოზიციის ხალხმრავალი აქცია ბათუმში

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხმრავალ აქციაზე 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა. „31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ – მიმართა გიორგი კირთაძემ, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე – …

ხალხმრავალი აქცია ბათუმში პირბადეების გარეშე

დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ. აქციაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში, გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ამავე …

გაერთიანებული ოპოციზია კვირას ბათუმში აქციას გამართავს

კვირას, 22 დეკემბერს, 14 საათზე, ოპოციზია ბათუმში აქციას აანონსებს. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალურ პარკთან გეგმავენ შეკრებას და მსვლელობას ვარდების სკვერის მიმართულებით, თუმცა, ენმ-ს ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ შეკრების ადგილებსა და მსვლელობის მარშრუტებს ჯერ კიდევ აზუსტებენ. ოპოზიცია საპროტესტო მოძრაობის გაშლას რომ  აპირებდა რეგიონებში, ამის შესახებ დეკემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. პირველი აქცია უკვე გაიმართა ქუთაისში, 6 დეკემბერს. …

ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე 2 პირი შეუძლოდ გახდა, 3 აგრძელებს შიმშილობას

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში 5 ბათუმელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. გუშინ, 26 ივნისს, ერთი მოშიმშილე გიგა ნაგერვაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა როგორც შემდეგ „ბათუმელებმა“ გაარკვია, მოშიმშილემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა და დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ისევ რეზიდენციასთან დაბრუნდა. თუმცა დღეს, 27 ივნისს, როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე ხათუნა ბერიძე გვეუბნება, …

„არა სალომეს!“ – ოპოზიციამ ბათუმში პრეზიდენტის ინაუგურაცია გააპროტესტა

დღეს, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. „არა სალომეს“ – ეს იყო აქციის მთავარი სლოგანი. აქცია ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაიწყო მსვლელობით და აჭარის მთავრობის სახლთან გაგრძელდა ოპოზიცია ბათუმში ამ აქციით გამოეხმაურა თელავში დაგეგმილ საპროტესტო აქციას. „ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს, რომელიც მოიპარა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ვაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი, …

თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს [LIVE]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს. დღევანდელი აქციით ოპოზიცია  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. თბილისში მიმდინარე აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გამოხატავდა მოქალაქეთა ნებას, ვინაიდან პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 29 ნოემბერს ჩატარებულ შეკრებაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ …

ბათუმის #7 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს

ბათუმის #7 საარჩევნო უბნიდან გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, დავით ოსეფაიშვილი გამოაძევეს. დამკვირვებელი ორგანიზაცია „მედიატორის“ სახელით იმყოფებოდა უბანზე. „მითხრეს პირად მონაცემებს იწერო, თუმცა პირად მონაცემებთან მე შეხება არ მქონდა, უბრალოდ ვახორციელებდი კანონით მონიჭებულ უფლებას და ვახდენდი კონტროლს. ვფიქრობ, რომ ეს კონტროლი იყო ჯეროვანი, რადგან ხდებოდა ფოტოს შედარება იმ პირებთან, ვინც ხმის მისაცემად იყო უბანზე მოსული. ეს არ …

შუახევში „პატრიოტთა ალიანსის“ ათმა წევრმა პარტია დატოვა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა  შუახევიდან, ბეგლარ ფუტკარაძემ, დღეს, 23 ნოემბერს, ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან და პარტიის კიდევ ათმა წევრმა პარტია დატოვეს. ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ყოფილი წევრები აპროტესტებენ პარტიის პრორუსულ კურსს და მმართველ პარტიასთან ალიანსს. „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრები გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან. „შექმნილმა ვითარებამ, პარტიის არასწორმა ქმედებებმა, მათ შორის პრორუსულმა პოლიტიკამ, იმან, …

რა ქონებას ფლობს გრიგოლ ვაშაძე

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, პირადად არავითარ უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. ერთადერთი ქონება, რომელიც 2009 წელს, სამემკვიდრო მოწმობით მიუღია გრიგოლ ვაშაძეს [თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე 97 კვადრატული მეტრი ბინა], 2012 წელს თავის მეუღლისთვის – ნინო ანანიაშვილისთვის უჩუქებია. გრიგოლ ვაშაძის მიერ 2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაშიც, რომელიც მან ბოლოს ქვეყნის საგარეო საქმეთა …

აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი, გუშინ მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანებიან და ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ. „ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება არის კორუმპირებული, ითვისებენ ხალხის ფულს და იჯიბავენ“- აცხადებს ვიტალი კირკიტაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“. ენმ-ის წარმომადგენლის, რეზო ხარაზის თქმით, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და …

იხეირა თუ არა სუს-მა და აჭარის მთავრობამ მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შეძენით 

დღეს, 8 ოქტომბერს, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით განცხადება გააკეთა უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, მედეა ვასაძემ. მისი განცხადებით, კითხვის ნიშნებს აჩენს 2015 წელს სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხa, რითაც შეიძინეს ქონება, რომელიც შემდეგში მუსლიმთა სამმართველოს გადასცეს სარგებლობის უფლებით. მედეა ვასაძის ინფორმაციით, შეძენილი ქონების ღირებულება არ შეუფასებია აუდიტის სამსახურს. „აჭარის მუსლიმთა სამმართველოს ჰქონდა მოთხოვნა, რომ მათთვის შეძენილიყო შენობა-ნაგებობა სამმართველოს გამართული …

Exit mobile version