„ბახმუტის დასაბრუნებლად შექმნილია ყველა პირობა, მაგრამ ათჯერ ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე დამპყრობლებს სჭირდებოდათ ქალაქის ასაღებად“ – განაცხადა BBC-ის უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ. სირსკიმ „ბიბისისთან“ თქვა, რომ ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის ძირითადი მიმართულებებისა და გზების ცენტრი. კერძოდ, ქალაქზე გადის გზები დებალცევოდან, სევერსკიდან, გორლოვკადან, …
Tag Archives: ბახმუტი
უკრაინის თავდაცვამ ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტით წაიწია წინ
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტი მანძილით წაიწიეს წინ. „თავდაცვის ძალები იქ [ბახმუტის მიმართულებით] ინარჩუნებენ ინიციატივას, მტერზე ზეწოლას, ახორციელებენ თავდასხმით ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგების გასწვრივ წინსვლას. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტია გავლილი“ – განაცხადა ჩერევატიმ ტელემარათონის პირდაპირ …
Continue reading “უკრაინის თავდაცვამ ბახმუტის მიმართულებით კილომეტრზე მეტით წაიწია წინ”
უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ – მალიარი
დღის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით 200-დან 1100 მეტრამდე დაწინაურდნენ – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა hromadske წერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალიარზე დაყრდნობით. მალიარი ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ, ოკუპანტები კი ცდილობენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ბახმუტის მიმართულებით რუსეთის რეგულარული არმია აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს, „ვაგნერი“ კი ფრონტის ზურში …
Continue reading “უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ – მალიარი”
ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია წარმატებას აღწევს და სიმაღლეებს იკავებს – მალიარი
ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმია ფრონტის გასწვრივ მოძრაობს და წარმატებას აღწევს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებაზე დაყრდნობით. „ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც დავიწყეთ 2022 წლის 24 თებერვალს. თავდაცვითი ოპერაცია შეიცავს ყველაფერს, მათ შორის კონტრშეტევასაც, ამიტომ, ზოგიერთ მიმართულებაზე გადავდივართ შეტევაზე. მათ შორის საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. …
რუსეთს ბახმუტში „ვაგნერის“ გარეშე შესაძლოა გაუჭირდეს – ანალიტიკოსები
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 27 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ძალებმა, სავარაუდოდ, ბახმუტის გარშემო მდებარე ზოგიერთი პოზიციიდან გასვლა დაიწყეს. 25 მაისს „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ძალების გაყვანა დაიწყო და პოზიციების გადაცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის 1 ივნისამდე გაგრძელდება. ბრიტანული დაზვერვა და, ასევე, ომის შესწავლის …
Continue reading “რუსეთს ბახმუტში „ვაგნერის“ გარეშე შესაძლოა გაუჭირდეს – ანალიტიკოსები”
რას წერენ ბახმუტზე უკრაინის გენშტაბი და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 24 მაისის ანგარიშში წერს, რომ ბახმუტი და მარინკა რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრში. უკრაინის გენშტაბის განცხადებამდე გამოქვეყნდა ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] 23 მაისის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, უკრაინის გენერალურ შტაბს ყოველდღიურ მიმოხილვაში ომის შესახებ არ უხსენებია ბახმუტში მიმდინარე ბრძოლები. ანალიტიკოსები ამას „ვაგნერელთა“ შესაძლო წინსვლით ხსნიან …
Continue reading “რას წერენ ბახმუტზე უკრაინის გენშტაბი და ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი”
ბახმუტში უკრაინელმა მებრძოლებმა ნახევარი კილომეტრით წაიწიეს – მედია
უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერზე, სერხი ჩერევატზე დაყრდნობით, წერს, რომ გასულ 24 საათში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 500 მეტრამდე წინსვლა შეძლეს ბახმუტის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე. „მტერმა 456-ჯერ ესროლა ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა კალიბრიდან და სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან, რითაც დაადასტურა, რომ სინამდვილეში ჭურვების ნაკლებობა არ აქვს, სამწუხაროდ. ამ მიმართულებაზე 25 შეტაკება და 12 საჰაერო იერიში მოხდა. 107 …
Continue reading “ბახმუტში უკრაინელმა მებრძოლებმა ნახევარი კილომეტრით წაიწიეს – მედია”
უკრაინის თავდაცვამ ბახმუტში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია – ბრიტანული დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 16 მაისს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის რაიონში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერი“ აგრძელებს წინსვლას ბახმუტის ცენტრში, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ფლანგების სტაბილიზაცია. უწყების ცნობით, ქალაქიდან სამხრეთით გადაადგილების გარდა, უკრაინის შეტევებმა შეავიწროვა რუსეთის ფრონტის ხაზი ქალაქის …
Continue reading “უკრაინის თავდაცვამ ბახმუტში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია – ბრიტანული დაზვერვა”
ბახმუტში რუსეთის არმიის 2 პოლკოვნიკი დაიღუპა – რუსული მედია
რუსული მედია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. „სპეცოპერაციის ზონაში“, უკრაინაში რუსული არმიის ორი პოლკოვნიკის დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში, „შეტევების მოგერიებისას“ დაიღუპნენ მე-4 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და სამხედრო-პოლიტიკური სამუშაოების სამხედრო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო. მეათე თვეა რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ქალაქის აღებას, თუმცა …
Continue reading “ბახმუტში რუსეთის არმიის 2 პოლკოვნიკი დაიღუპა – რუსული მედია”
ბახმუტში უკრაინამ 16,8 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა კონტრშეტევის შედეგად – ISW
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ბოლო მიმოხილვაში წერენ, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში განხორციელებული კონტრშეტევების შედეგად 16,85 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. ISW წერს, რომ 13 მაისის მდგომარეობით, უკრაინული ძალები განაგრძობენ ბახმუტში კონტრშეტევას. აქვე აღნიშნულია, რომ ISW-ს არ უნახავს უკრაინელების მიღწევების ვიზუალური დადასტურება. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ 13 …
ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს – მედია
„უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად აიძულეს მტერი დაეტოვებინათ ზოგიერთი პოზიცია“ – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს უკრაინის თავდაცვის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებაზე დაყრდნობით. „წინსვლისთვის მტერი იყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, „ვაგნერის“ ახალი, მოიერიშე და სხვა კომპანიების ჯგუფები ერთვებიან ბრძოლაში, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის [ბახმუტის] კონტროლს. სიტუაცია საკმაოდ …
Continue reading “ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს – მედია”