ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად ნატალია ძიძიგური დანიშნეს. ნატალია ძიძიგური ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოში გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ პარტიული სიით მოხვდა და შემდეგ ხელი შეუწყო ოპოზიციის პროტესტის ჩაშლას. მაგალითად, 2023 წლის 24 ოქტომბერს ნატალია ძიძიგური არ შეუერთდა ოპოზიციის პროტესტს, არ დატოვა საკრებულოს სხდომა და ხმა მისცა „ოცნების“ მიერ დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რის გამოც ოპოზიციამ სხდომა დატოვა. …
Tag Archives: ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
როდის გაიხსნება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერზე შესყიდვის სტატუსი ჯერ ისევ მიმდინარეა და არა დასრულებული. როგორც ჩანს, სამმართველომ სამუშაოები და შესაბამისი დასკვნებიც უკვე ჩაიბარა, რაც შესყიდვების გვერდზე შესაბამის ვადაში უნდა იასახოს. „დაიწყო შენობის დასუფთავება“ – გვითხრა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ჯონი საბაშვილმა. მისი განმარტებით დასუფთავების დასრულების …
Continue reading “როდის გაიხსნება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა”
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნების გადატანა დაიწყეს
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნების გადატანა დაიწყეს. წიგნები ბიბლიოთეკიდან სანდასუფთავების მანქანით გადააქვთ. წიგნები საჯარო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციამდე ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე იქნება დასაწყობებული. საბიბლიოთეკო ფონდის შეფუთვისა და შენახვისათვის ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 52 000 ლარი აქვს გამოყოფილი. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ბიბლიოთეკის შენობა ავარიულობის მიზეზით 2022 წლის მაისში დაკეტეს, ბიბლიოთეკის თანამშრომლები კი გაურკვეველი ვადით დაითხოვეს. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის …
Continue reading “ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნების გადატანა დაიწყეს”
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნებს საფეხბურთო სტადიონზე გადაიტანენ
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე არსებულ სივრცეში გადაიტანენ და იქ დაასაწყობებენ, ვიდრე ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია არ დასრულდება. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ ქიძინიძემ ისაუბრა. მერაბ ქიძინიძის ინფორმაციით, სტადიონმა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დასაწყობებისთვის მერიას, ადმინისტრაციულ შენობაში, 800 კვ.მეტრი სივრცე დაუთმო. მისივე განმარტებით, გარემო წიგნადი ფონდისთვის საჭირო …
Continue reading “ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნებს საფეხბურთო სტადიონზე გადაიტანენ”
წიგნის გარეშე დავრჩით – ათასობით მკითხველს არ ეუბნებიან, როდის გაიხსნება ბიბლიოთეკა ბათუმში
თითქმის ხუთი თვეა, რაც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველისთვის დაკეტეს. ითქვა, რომ შენობას გამაგრება სჭირდება, წიგნად ფონდს ალტერნატიულ შენობაში გადაიტანენ და მკითხველისთვის ისევ ხელმისაწვდომი იქნება. ასე არ მოხდა – წიგნებთან ხელი ისევ არ მიუწვდებათ ადამიანებს, ვინც რეგულარულად სარგებლობდა საჯარო ბიბლიოთეკით. ხუთის თვის გასვლის მიუხედავად, ბიბლიოთეკის დირექტორს ისევ არ აქვს პასუხი კითხვაზე, გამონახეს თუ არა ალტერნატიული შენობა …
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრებისთვის ტენდერი 1,49 მილიონი ლარით გამოაცხადეს
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 499 762 ლარია. ორი კვირის წინ მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2022 წელს 200 ათასი ლარი ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის დაიხარჯებოდა. მერიის სამმართველოში კი, ამჯერად გვითხრეს, რომ პროექტიც და ხარჯთაღრიცხვაც ახლა გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში მომზადდება გამარჯვებული კომპანიის …
შენობა ვერ ვიპოვეთ, წიგნები რომ გადავიტანოთ – ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ორი თვეა მკითხველს აღარ ემსახურება. შენობა ავარიულობის მიზეზით დაკეტეს, თუმცა ვერც მერიამ და ვერც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ წიგნების განსათავსებლად ალტერნატიული შენობა ამ დრომდე ვერ გამოძებნეს. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა წლის განმავლობაში 200 ათასამდე წიგნს გასცემს მკითხველებზე. ბიბლიოთეკის დირექტორი, ჯონი საბაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წიგნებისთვის ფართობს ეძებენ, თუმცა ვერ იპოვეს. „ვერ ვიპოვეთ და ეს არის პრობლემა, …
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრების პროექტისთვის 200 ათასი ლარი გამოიყო
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში უკვე აისახა. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს თანხა საკმარისი იყო იმისათვის, რომ პროცედურები დაიწყოს: „შესყიდვა რომ გამოცხადებულიყო. რათა ჯერ შემუშავდეს პროექტი, საპროექტო დოკუმენტაცია. გამაგრების იქნება ეს, მონტაჟი-დემონტაჟის, იატაკის ნაწილი თუ ასე შემდეგ… ტექნიკურ დეტალებში აღარ შევალ. ვთვლით, …
Continue reading “ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრების პროექტისთვის 200 ათასი ლარი გამოიყო”
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა ავარიული და სახიფათოა – სამხარაულის ექსპერტიზა
„ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები მწვავედ ავარიული და საფრთხის შემცველია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია“, – ნათქვამია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა, დღეს, 23 მაისს, მიიღო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თავის დასკვნაში მკაცრად განსაზღვრა, ასევე, უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს შენობის, განსაკუთრებით კი …
Continue reading “ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა ავარიული და სახიფათოა – სამხარაულის ექსპერტიზა”
რა ბედი ელის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას და რატომ არ აქვს შენობას ძეგლის სტატუსი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაურკვეველი ვადით დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ითქვა, რომ შენობა არა სანიტარული სამუშაოების გამო, არამედ მისი შესაძლო ავარიულობის მიზეზით არის დაკეტილი. ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვების შემდეგ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ მკითხველის მომსახურება არა სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების ჩატარების გამო, არამედ სხვა მიზეზით შეაჩერეს: „ძვირფასო მკითხველებო, ბათუმის საჯარო …
Continue reading “რა ბედი ელის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას და რატომ არ აქვს შენობას ძეგლის სტატუსი”
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეონა ბერიძე ჩაანაცვლებს. ბათუმის მერიაში დაწყებული საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ, 30 დეკემბერს გახდა ცნობილი. მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მუნიციპალურ ორგანიზაციებში ხელმძღვანელები შეცვალა. არჩილ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით არც ერთი გათავისუფლებული კადრი უკმაყოფილო არ არის, მათ ახალი თანამდებობები ჩაიბარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეორგანიზაცია ქვედა რგოლშიც …
Continue reading “ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი დირექტორი ჰყავს”
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში უსაფრთხოების გამო მუშაობა შეჩერდა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით, 16 მარტამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ამ პერიოდში ადმინისტრაციული პერსონალი გააგრძელებს მუშაობას. ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, დროებით შეაჩერებს მუშაობას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული ბათუმის ამერიკული კუთხეც. “სამწუხაროდ, ამერიკულ კუთხეშიც დროებით ყველა აქტივობა გაუქმებულია. ამ ეტაპზე, 16 მარტამდე, შევაჩერეთ მუშაობა. თუ მთავრობის განკარგულებით …
Continue reading “ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში უსაფრთხოების გამო მუშაობა შეჩერდა”
სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბსუ-ს დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხება ბათუმში გასული წლის 18 მაისს “იდენტობის ბათუმის რესურსცენტრის” მიერ ორგანიზებულ ლექციის – “17 მაისი – თავისუფლების ილუზია” – ჩაშლას. ლექცია უნდა ჩატარებულიყო “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი “ანარესის აკადემიის” ფარგლებში. საჯარო ლექციის ორგანიზატორები თავდაპირველად …
„საბჭოთა აფხაზეთი და ოსეთი“ სარესტავრაციოდ ბათუმიდან თბილისში მიაქვთ
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ პრესისა და პერიოდიკის საცავი განაახლა. ბიბლიოთეკის დირექტორის, ინგა გოგიბერიძის თქმით, არქივში დაცული ისეთი გაზეთები, რომლებიც ჩამოწერას ექვემდებარებოდა, სარესტავრაციოდ თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიგზავნა. დღეს, 18 აგვისტოს, თბილისში ბათუმიდან საბჭოთა აფხაზეთისა და საბჭოთა ოსეთის პერიოდის გაზეთები გააგზავნეს. „ეს გაზეთები იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, გადაფურცვლაც კი არ შეიძლებოდა. ვცადეთ, მაგრამ მათი რესტავრაცია …
Continue reading “„საბჭოთა აფხაზეთი და ოსეთი“ სარესტავრაციოდ ბათუმიდან თბილისში მიაქვთ”
რომელი ისტორია მოეწონა ამერიკის ელჩს ბათუმში ძველი გაზეთების გამოფენაზე
„ეს ძველი გაზეთებიც ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს,“ – თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როი უილსონმა ბათუმში ძველი გაზეთების დათვალიერების შემდეგ. საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში დღეს, 23 აპრილს ძველი დოკუმენტები, ფოტოები და გაზეთები გამოფინეს, სადაც ამერიკელი კონსულების, მოგზაურების და კულტურის წარმომადგენლების ბათუმში ვიზიტებია ასახული. დოკუმენტების მიხედვით, ბათუმსა და ამერიკელ ხალხს შორის ურთიერთობა …
Continue reading “რომელი ისტორია მოეწონა ამერიკის ელჩს ბათუმში ძველი გაზეთების გამოფენაზე”
ყოველი დღე 300 ათასზე მეტ წიგნთან ერთად – ქალები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ძნელად იპოვით თანამშრომელს, რომელსაც 10 წელზე ნაკლები მუშაობის სტაჟი აქვს. ბიბლიოთეკარები ბიბლიოთეკაში 20-30 და ზოგიც 40 წელზე მეტია რაც მუშაობენ. კითხვაზე – რატომ ამდენი წელი ერთ სამსახურში, ყველას პასუხი ერთმანეთს ჰგავს – წიგნის და მკითხველის სიყვარული. „30 წელია ბიბლიოთეკარი ვარ. თავიდან, როცა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა, ძალიან გამიხარდა. ვფიქრობდი, დავჯდები და …
Continue reading “ყოველი დღე 300 ათასზე მეტ წიგნთან ერთად – ქალები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან”
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ინგა გოგიბერიძე დაინიშნა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ინგა გოგიბერიძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება 27 სექტემბერს გამოიცა. ინგა გოგიბერიძე 2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში საბავშვო – ახალგაზრდობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ინგა გოგიბერიძე არის ექვსი პროზაული ნაშრომისა და 12 ლიტერატურული კრებულის ავტორი და რედქტორ-შემდგენელი. „ზეპირი მთხრობელი-ქალი, რომელიც ბავშვებს უკითხავს წიგნებს (2016 …
Continue reading “ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს”
„წიგნი უნდა გაცვდეს” – 44 წელი ბიბლიოთეკაში
„ყველაზე ძვირფასი, რაც კაცობრიობას შეუქმნია, წიგნია. წიგნებში ყველა კითხვაზე იპოვი პასუხს, კითხვისას თვითონ ხარ მხატვარი, გმირი, მკითხველი და ყველაფერი ერთად,“ – გვეუბნება მანანა ბოლქვაძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი, რომელსაც ვეკითხებით, თუ რატომ აირჩია ეს პროფესია. „დედაჩემი, ავრორა ჩხაიძე, ბიბლიოთეკარი იყო. თავიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა, პირველკლასელები ვიყავით მე და ჩემი ტყუპისცალი და, როცა …
Continue reading “„წიგნი უნდა გაცვდეს” – 44 წელი ბიბლიოთეკაში”
აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორებს დააჯილდოებს
ბათუმის ამერიკულ კუთხეში კოორდინატორებისთვის ვორქშოპი მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოში მოქმედი ცხრა ამერიკული კუთხის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარებაა. ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ერინ მარია ჯარეტის თქმით, ბათუმის ამერიკული კუთხე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, რომელიც ევროპის ამერიკული კუთხეების ათეულში შედის. დღეს, 19 სექტემბერს, საელჩომ კოორდინატორები დააჯილდოვა. განახლებული ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში …
Continue reading “აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორებს დააჯილდოებს”