გამოძიება არ დაიწყო – რა მოხდა დელფინარიუმთან ადამიანების თრევის შემდეგ 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება ბათუმის დელფინარიუმთან გუშინ, 5 თებერვალს, მომხდარ შემთხვევაზე: დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებმა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს პლაკატი წაართვეს და ქვაფენილზე ათრიეს. შსს-ს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რის გამო დატოვა რეაგირების გარეშე სამართალდამცავმა უწყებამ ფიზიკური ძალადობის ეს შემთხვევა. დელფინარიუმთან აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეგან ჯორჯიამ“ მოაწყო ლოზუნგით – „დელფინარიუმი ციხეა“. მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებთან …

„დელფინარიუმი ციხეა“ – ბათუმში აქციის მონაწილები დელფინარიუმის დაცვამ ასფალტზე ათრია

დღეს, 5 თებერვალს, ბათუმში, დელფინარიუმთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა ლოზუნგით – „დელფინარიუმი ციხეა“. აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეგან ჯორჯია“ იყო. აქციის მონაწილეები და აქტივისტები დელფინარიუმის არსებობას აპროტესტებდნენ. „თბილისიდან ჩამოვედი ჩემს მეგობარ, თანამებრძოლ აქტივისტებთან ერთად. დელფინარიუმი არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაწესებულება, ისევე როგორც ცირკი და ზოოპარკი, სადაც ხდება ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობა. ჩამოვედით აქ, რათა გავაპროტესტოთ აღნიშნული და …

ეროზიები, კუჭის წყლულები – რაზე მკურნალობენ ბათუმის დელფინარიუმში დელფინებს

ბათუმის დელფინარიუმმა ბოლო ტენდერი დელფინებისთვის ანტიოქსიდანტური ვიტამინის შეძენაზე 18 აგვისტოს გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19.200 ლარია. ამ ტენდერით დელფინებისთვის ვიტამინებს ყიდულობენ. სულ ახლახან კი, ბათუმის დელფინარიუმის სამ ბინადარ დელფინს კუჭის ეროზია და წყლულები აღმოაჩნდა, რამაც უკვე გამოიწვია მათი ორგანიზმების დასუსტება. ამან შეიძლება შემდგომი სისუსტე და ჯანმრთელობის სხვა სპექტრები გააუარესოს. ამის შესახებ იმ წერილიდან ვიგებთ, რომელიც …

დადგენილია პირი, რომელმაც ბათუმის დელფინარიუმს Z დაახატა – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია პირი, რომელმაც 10 ივნისს ბათუმის დელფინარიუმის შენობაზე პუტინის ომის სიმბოლო – „Z“ დაახატა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით მიმდინარეობს. შს სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს, დადგენილი პირი საქართველოს მოქალაქეა თუ უცხო ქვეყნის. სიმბოლო „Z“, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 2022 წლის თებერვლიდანვე გამოჩნდა. სიმბოლო გამოსახულია რუსულ საბრძოლო ტექნიკაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ …

ამბავი პინგვინ მიკიზე, რომელიც ბათუმის ქუჩებში დადიოდა

„ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი ჰყავს – პინგვინი მიკი“ – წაიკითხავდა რიგითი საბჭოთა მოქალაქე “Красное знамя”-ს 1976 წლის 27 მარტის ნომერში. მიკი დაახლოებით 7-8 წელი ცხოვრობდა ბათუმის დელფინარიუმში, თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ბათუმში. რადგანაც, როგორც დელფინარიუმის მენეჯერი, თენგო წეროძე იხსენებს, პინგვინი მიკი „თავისუფალი მოქალაქე“ იყო, დადიოდა მთელ ქალაქში და ყველას აყვარებდა თავს. საიდან აღმოჩნდა მიკი …

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში დელფინ ცუცას მეორე შვილი შეეძინა – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმი ავრცელებს. დელფინარიუმისვე ცნობით, ეს მეთერთმეტე დელფინია, რომელიც დელფინარიუმში დაიბადა. „დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს. დელფინარიუმის ძუძუმწოვართა ცენტრის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ტარიელ (თენგო) წეროძე ვარაუდობს, რომ ახალშობილი დელფინი ბიჭია: „ახალბედას წონაში მატება უკვე ეტყობა. იგი ამ ეტაპზე დედის …

ბათუმის დელფინარიუმი დროებით დაიკეტა

ბათუმის დელფინარიუმი კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით შოუებს წყვეტს და დროებით იკეტება. ასევე, დამთვალიერებლებს დროებით აღარ მიიღებს ბათუმის აკვარიუმიც. „ჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და თქვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა პრიორიტეტია ჩვენთვის. ბოლო დღეებში, დელფინარიუმსა და აკვარიუმში ვიზიტორთა მწირი რაოდენობისა და ამასთან, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის დელფინარიუმმა და აკვარიუმმა დროებით შეწყვიტა ვიზიტორთა მიღება“ – ნათქვამა განცხადებაში, რომელსაც შპს …

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს

ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას 30 ივნისიდან განაახლებს, თუმცა წელს შეჩერებულია დელფინებთან ცურვის სერვისი – ინფორმაცია დეფლფინარიუმის ადმინისტრაციამ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. 30 ივნისამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოინახულონ აკვარიუმი. აკვარიუმში შესვლის ფასი 2 ლარია, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასოა. ადმინისტრაცია ასევე აფრთხილებს მომხმარებელს, რომ პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია.

როგორც შვილებს ვერ განასხვავებ ადამიანი, ისეა დელფინებიც – დელფინების მწვრთნელი

კახა ახალაძე ბათუმის დელფინარიუმის პირველი კატეგორიის მწვრთნელია. სპორტსმენია. 12 წლის მანძილზე ფეხბურთს თამაშობდა, დელფინარიუმში გახსნის დღიდან მუშაობს. „პირველი ეტაპი ადვილი არ იყო. საკმაოდ რთული, დატვირთული გრაფიკი მქონდა. თავიდან თითქმის 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. ერთის  მხრივ ჩვენ ვსწავლობდით როგორ უნდა გაგვეწვრთნა დელფინები, როგორ დავმეგობრებულიყავით და მეორეს მხრივ დელფინებსაც ვასწავლიდით. სწავლის პროცესი დღესაც ანალოგიურად გრძელდება. მიუხედავად იმისა …

80 ტონა თევზი წელიწადში – დელფინარიუმის ბინადართა კვების რაციონი

შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის დელფინარიუმის ბინადარი ზღვის ძუძუმწოვრებისთვის 2018 წელს, მთლიანობაში, 80 ტონა კარგი ხარისხის სხვადასხვა სახეობის თევზია საჭირო. ყოველდღიურად დელფინებსა და ზღვის ლომებს, არსებული რაციონის მიხედვით, 200 კილოგრამამდე ცხიმიანი და ნაკლებ ცხიმიანი სხვადასხვა დასახელების თევზი სჭირდებათ. „აუცილებელია რაციონში ჩართული იყოს კალმარი და გვქონდეს თევზის დიდი ასორტიმენტი,“ – აღნიშნულია …

ბათუმში პატარა დელფინს „ბათუ“ დაარქვეს

ბათუმის დელფინარიუმის ახალ ბინადარს, პატარა დელფინს, რომელიც დელფინარიუმშია დაბადებული, სახელი კონკურსის საფუძველზე შეურჩიეს. ფეისბუქზე გამოცხადებულ კონკურსზე არაერთი სახელი იქნა დასახელებული, თუმცა ყველაზე მეტად ფეისბუქმომხმარებლებს ეს სახელი მოეწონათ. „ბათუს“ სახელი ბათუმობას, პირველ სექტემბერს, ქალაქის სახალხო დღესასწაულზე დაარქვეს. „ბათუ” დელფინ „ციცის” შვილია. დელფინარიუმის ცნობით, ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. ბათუმის დელფინარიუმში …

ბათუმის დელფინარიუმში მეშვიდე ზღვის ლომი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში ახალი ბინადარი ჰყავთ. “სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში პედროსა და მარის შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის. ახალშობილი ბიჭი სრულიად ჯანმრთელია. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა 5-7 კგ-ია. პატარა და დედა თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება. “მატება ნათელი დადასტურებაა, რომ ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, კვალიფიციური სპეციალისტების …

დელფინარიუმი: არ იყიდოთ ბილეთი გადამყიდველებთან

ბათუმის დელფინარიუმი განცხადებას ავრცელებს დელფინების შოუს ბილეთების გადამყიდველებთან დაკავშირებით და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოტყუვდნენ. „დელფინარიუმის შენობის მიმდებარედ, გარე პერიმეტრზე, მრავლადაა ე.წ „გადამყიდველები“, მოქალაქეთა ერთი და იგივე ჯგუფი, რომლებიც ორმაგ, სამმაგ ფასში ყიდის შოუს ბილეთებს, ეწევიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.  გაფრთხილებთ და გთხოვთ!  ნუ მოტყუვდებით და შეიძინეთ ბილეთები წინასწარ, უმჯობესია ონლაინ რეჟიმში, ჩვენივე ვებგვერდზე  ან რამდენიმე დღით …

კონკურსი ახალშობილი დელფინების სახელების შესარჩევად 

ბათუმის დელფინარიუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი დელფინი დაიბადა. 20 ივნისს შვილი დელფინ „ფლიპერს“ გაუჩნდა, 26 ივნისს კი – „ციცის“. ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. ახალშობილი დელფინებისთვის სახელები ჯერ არ შეურჩევიათ.  როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაცია წერს, დელფინების სქესის დადგენის შემდეგ სახელების შესარჩევად კონკურსს გამოაცხადებენ. „ნებისმიერი მსურველი შეძლებს საკუთარი ვერსიის გამოგზავნას ჩვენს ვებგვერდზე: www.dolphinarium.ge გამარჯვებულები, მითითებული პირობების თანახმად, „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოვლინდებიან,“ …

ბათუმის დელფინარიუმი ორი თვით დაიხურა

ბათუმის დელფინარიუმი ორი თვის განმავლობაში აღარ იფუნქციონირებს, რადგან შენობაში სარემონტო სამუშაოები იწყება. როგორც დელფინარიუმის ხელმძღვანელი, დავით ლეკვეიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს,  შესაკეთებელია  დელფინარიუმის სცენა. „ძირითადად სცენაა დაზიანებული, რომელიც კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ასევე ჩატარდება კოსმეტიკური სამუშაოებიც“. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აკო 777“-ი შეასრულებს. სამუშაოებისთვის 22 ათასი ლარია გამოყოფილი. დელფინების წარმოდგენა სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.

ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

12 და 13 ოქტომბერს, ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს გამართავს, რომელიც დელფინარიუმის, თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰოლანდიელი მეცნიერების ერთობლივი ინიციატივით ტარდება. როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაცია იტყობინება, სემინარის მიზანი შავი ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაციის კვლევა, დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარება. „სემინარის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას გაუზიარებენ წამყვანი ჰოლანდიელი პათანატომები და ვეტექიმები. ზღვის ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, …

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის განცხადებით, დელფინარიუმის ბინადარს, დელფინს მეტსახელად დანა, შვილი შეეძინა. „ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ  ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი ცუცა და გურუ ბინადრობენ. დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ჩვეულებისამებრ დაბადებისთანავე დედამ შვილი წლის …

კვების რაციონი ბათუმის დელფინარიუმში და გაყიდული ზღვის ლომები

შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ზღვის ძუძუმწოვარი ბინადრებისთვის 3,5 ტონა გაყინული თევზის შეძენას გეგმავს ტენდერის გარეშე. ცენტრის ინფორმაციით, ეს აუცილებელია, რათა მარაგის ამოწურვის შედეგად დელფინებისა და სამხრეთ-ამერიკული ზღვის ლომების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ვითარება გამოიწვია იმან, რომ გაყინული თევზის შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. ტენდერებს თევზის შესყიდვაზე …

დელფინარიუმში მოსწავლეები ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ

ზამთრის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს დელფინარიუმში შესვლა 9 ლარად შეეძლოთ, თუმცა ტურისტულ სეზონზე ისინი ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ და  სტანდარტულ ფასს – 15 ლარს გადაიხდიან. აღნიშნული ფასი 1-ელ ოქტომბრამდე შენარჩუნება.  მოსწავლეებისთვის 9 ლარი მხოლოდ 13 ივნისის ჩათვლით იქნება. დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელსაც 20 ლარი ეღირება დელფინების ღამის შოუ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელფინარიუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია. „შეიღება …

ცურვა დელფინებთან [ფოტო, ვიდეო]

დღის 5 საათია. ბათუმის დელფინარიუმის აუზთან 11 წლის სონია და 6 წლის მაშა დგანან და მოუთმენლად ელიან დელფინებთან შეხვედრას. რამდენიმე წუთიც და ბავშვები პირველად, ახლოს შეხვდებიან დელფინებს, ხელით შეეხებიან და მათთან ერთად გაცურავენ. ინტერაქტივი – ასე ეწოდება 15-წუთიან ცურვას დელფინებთან ბათუმის დელფინარიუმის აუზში, რა დროსაც ადამიანს შეუძლია ხელით შეეხოს დელფინს, მასთან ერთად გაცუროს და ჩაეხუტოს. …

დელფინარიუმი: ტბას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, პრობლემა არ აქვს

ტერიტორია, 6 მაისის პარკთან, სადაც პატარა ბუნებრივი ტბაა, დღეს ბათუმის დელფინარიუმის საკუთრებაშია. შესაბამისად, ამ ტბაზე [რომელიც ერთი შეხედვით დაბინძურებული ჩანს] ზრუნვა, დელფინარიუმის ადმინისტრაციის ვალდებულებაა. ბათუმის დელფინარიუმის დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტბა, ნურიგელის ტბასთან ზიარჭურჭელის პრინციპითაა დაკავშირებული, ის პრობლემა რაც ნურიგელის ტბას აქვს, აქ არ შეინიშნება: „ეს ტბა გაცილებით პატარაა, მოსავლელადაც ადვილია და პერიოდულად ვწმენდთ“. …

დელფინარიუმში კიდევ ერთი დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით,  დღეს 11 ივნისს კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ეს მესამე დელფინია ბოლო სამი დღის განმავლობაში. „7 ივნისს, რიგით მეორე პატარა, „მონიკას“ შეეძინა (პირველი შვილი ნინია), 10 ივნისის შუაღამით დედა დელფინი სახელად „ბელუჩი“ გახდა, ხოლო 11 ივნისს, გამთენიისას ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი „ცუცამ“  შემატა. პატარების სქესი ჯერჯერობით უცნობია“- აცხადებს ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია. ამავე …

პატარა დელფინის ვიდეოკადრები ბათუმის დელფინარიუმიდან

ბათუმის დელფინარიუმი ახალდაბადებული დელფინის კადრებს ავრცელებს: ბათუმის დელფინარიუმში, გუშინ, 7 ივნისს, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა.

ბათუმის დელფინარიუმი სამი კვირით დაიხურა

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას დროებით წყვეტს: „ტურისტული სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სამი კვირის განმავლობაში დელფინარიუმი დახურული იქნება,“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დელფინარიუმის დირექტორის დავით ლეკვეიშვილის თქმით, დაგეგმილია შენობის ფასადის შეღებვა და აუზის მიმდებარე იატაკების დამუშავება. დელფინების შოუ სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.

დისკრიმინაციის ფაქტი ბათუმის დელფინარიუმში სასამართლომ დაადასტურა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი ბათუმის დელფინარიუმის და მერიის წინააღმდეგ. ორგანიზაცია დელფინარიუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, მომსახურების განსხვავებულ ტარიფებს ასაჩივრებდა. „ჯერ არ ჩაგვბარებია სასამართლოს გადაწყვეტილება. უნდა გავეცნოთ, ვიმსჯელოთ და შემდეგ მივიღებთ გადაწვეტილებას, გავასაჩივრებთ, თუ არა. იურიდიულად სწორად უნდა მოვიქცეთ“ -უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის დელფინარიუმის დირექტორმა – დავით ლეკვეიშვილმა. მანამდე, სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბათუმის …

დელფინარიუმს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელის განხილვას იწყებს. ორგანიზაცია ბათუმის დელფინარიუმს დისკრიმინაციულ მიდგომაში სდებს ბრალს. დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის ფასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 10 ლარით უფრო ძვირია, ვიდრე სხვებისთვის. „მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის დისკრიმინაციული და იგი არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. არ არსებობს არავითარი გონივრული დასაბუთება, თუ რატომ უნდა იყოს დელფინებთან ურთიერთობა შშმ პირებისთვის განსხვავებული …

Exit mobile version