დღეს, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის 60 000-დან 62 000-მდე დაზარალებული მიმართავს. პაციენტთა მომართვიანობა მაღალია აჭარაშიც. აჭარაში ანტირაბიულ კაბინეტს წელს, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 4452-მა პაციენტმა მიმართა, 2025 წელს კი – 6015-მა. ცოფის …
Tag Archives: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე
წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ. შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს. კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ. წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800 ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ …
Continue reading “აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე”
აჭარაში კოვიდით გარდაიცვალა 6 პაციენტი, დადასტურდა 164 ახალი შემთხვევა – 27 ნოემბერი
27 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 164 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით აჭარაში მკურნალობას გადის 1774 პაციენტი, მათ შორის, კოვიდკლინიკებშია 495 პირი. დღეს, 27 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი.
კოვიდით აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა – 17 ნოემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 136 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 1758 ადამიანი მკურნალობს, მათგან 553 კოვიდკლინიკაშია, ხოლო 969 – ონლაინკლინიკაში. დღეს, 17 ნოემბერს, კორონავირუსის 4732 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კოვიდით აჭარაში 5 პაციენტი გარდაიცვალა – 15 ნოემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 592 ადამიანი, კოვიდსასტუმროებშია 233, ონლაინკლინიკაში – 967. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 82 კოვიდინფიცირებული.
აჭარაში კოვიდის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 ნოემბრის მდგომარეობით კოვიდკლინიკებში მკურნალობს 613 ადამიანი, კოვიდსასტუმროებშია 267 პაციენტი, ხოლო ონლაინკლინიკაში – 992.
კორონავირუსით აჭარაში 8 პაციენტი გარდაიცვალა – 25 ოქტომბრის მონაცემები
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 502 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 117. ქვეყნის მასშტაბით 25 ოქტომბერს დაფიქსრიდა კორონავირუსის 1942 ახალი შემთხვევა.
აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
ბოლო 24 სააათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. 17 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კლინიკაში მკურნალობს 485 პაციენტი, მათგან, მართვით სუნთქვაზეა 11. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კოვიდსასტუმროშია 256 ადამიანი, ონლაინკლინიკაში – 882. დღეს, 17 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4581 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარაში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 159 ახალი შემთხვევა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 466 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 241, ხოლო ონლაინკლინიკებში – 868. ქვეყნის მასშტაბით 16 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კაცი გარდაიცვალა
ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში, 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა გონების დაკარგვის ეპიზოდით, მას ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საქართველოში 2000-ზე მეტ ადამიანი დაიღუპა. 9 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდით უკვე დაიღუპა 8 035 ადამიანი.
კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა ბათუმში, გარდაიცვალა – 6 ადამიანი
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა covid 19-ის 212 ახალი შემთხვევა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 4 სექტმებრის მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობს 853 პაციენტი, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 42 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ გამოჯანმრთელდა 533 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია 925 ადამიანი, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 5195.
კორონავირუსის 295 შემთხვევა დადასტურდა აჭარაში, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 2 სექტემბერი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მკურნალობს 7538 პაციენტი, კოვიდკლინიკებშია – 915, კოვიდსასტუმროებშია – 1015, ონლაინკლინიკებში – 5608.
ფაიზერზე თავისუფალი ადგილი ბათუმში აღარ არის – როდის შემოვა ახალი პარტია?
„ფაიზერის“ აცრაზე ყველა ადგილი ბათუმში დაჯავშნილია. ვაქცინის დაჯავშნის სისტემა თავისუფალ ადგილს აჭარის რეგიონში მხოლოდ ქობულეთში აჩვენებს [ჯავშნის გაკეთება 13 აგვისტომდეა შესაძლებელი]. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში გუშინ, 24 ივლისს, ფაიზერის ვაქცინის 7020 დოზა შემოვიდა. ფაიზერით აცრა ბათუმში 4 და ქობულეთში 2 სამედიცინო დაწესებულებაში ორშაბათიდან დაიწყება. როდის შემოვა „ფაიზერის“ ახალი პარტია ბათუმში? – აჭარის …
Continue reading “ფაიზერზე თავისუფალი ადგილი ბათუმში აღარ არის – როდის შემოვა ახალი პარტია?”
კორონავირუსის 299 ახალი შემთხვევა ბათუმში – 25 ივლისი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი, კოვიდკლინიკა დატოვა 9 პაციენტმა. კოვიდკლინიკაში ამ დროისთვის 394 ადამიანი მკურნალობს. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 6 პაციენტი.
სად წაიღეს ბათუმში ჩამოტანილი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა?
„ვინც გაიკეთა „ასტრაზენეკათი“ პირველი აცრა, ვადაში ჩაჯდება. პანიკის საფუძველი არ არსებობს,“ – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი. მას ვკითხეთ „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში ჩამოტანილი ვაქცინის ნაწილი უკან, თბილისში წაიღეს. ამის შესახებ დღეს, მას შემდეგ შეიტყეს ბათუმის კლინიკებმა, როცა დაგეგმილ აცრაზე მივიდნენ მოქალაქეები, მაგრამ საჭირო რაოდენობის დოზა არ აღმოაჩნდათ. „ასტრაზენეკას“ დეფიციტზე …
Continue reading “სად წაიღეს ბათუმში ჩამოტანილი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა?”
ბათუმში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 45 ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზეა 12 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 46. ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში მკურნალობს 245 ადამიანი.
აჭარაში კორონავირუსის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი – 3 მაისი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. კორონავირუსით გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 8 ადამიანი, სულ კოვიდკლინიკაში მკურნალობს 413 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 85.
აჭარაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 22 აპრილი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კლინიკაში 22 აპრილის მონაცემებით, მკურნალობს 343 პაციენტი, აქედან მართვით სუნთქვაზეა – 6. გამოჯანმრთელდა 68 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა – 19-მა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 მარტი
დღეს, 21 მარტს, აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა 4-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაში, ანუ მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 108 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 38, ონლაინკლინიკაში – 107.
რატომ შეჩერდა ვაქცინაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში – 2 განსხვავებული პასუხი
„მიმართვიანობა არის ძირითადი მიზეზი“, – აღნიშნა დღეს, 20 მარტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის შეჩერების შესახებ ჰკითხეს. გუშინ, 19 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აჭარის რეგიონში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდებოდა ვაქცინაცია. რას ნიშნავს ჯანდაცვის უწყების ორი თანამდებობის პირის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები? – კითხვით …
Continue reading “რატომ შეჩერდა ვაქცინაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში – 2 განსხვავებული პასუხი”
აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 20 მარტი
აჭარაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა 8 პაციენტმა. ამ დროისთვის კრიტიკულად, მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს 100 ადამიანი, კოვიდსასტუმროშია – 35. ხოლო ონლაინკლინიკაში – 94.
აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 იანვარი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 25 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 2 პაციენტია მართვით სუნთქვაზე, კლინიკებში მკურნალობს – 225, კოვიდსასტუმროში – 131, ხოლო ონლაინკლინიკაში – 397 პაციენტი.
8 ახალი შემთხვევის წყარო ბათუმში უცნობია – 6 სექტემბერი
ბათუმში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, რვა დაინფიცირებულის წყარო ამ ეტაპზე უცნობია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 4 „დონას“ კლასტერს უკავშირდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები უარყოფითია, თუმცა ჯერ ნიმუშების კვლევა არ დასრულებულა. რუსუდან შავიშვილის თქმით, 8 ახალი შემთხვევა პოლიკლინიკებში, ასევე კარვებში ჩატარებული ტესტირების შედეგად …
Continue reading “8 ახალი შემთხვევის წყარო ბათუმში უცნობია – 6 სექტემბერი”
აჭარაში გრიპით მომართვიანობა მაღალია, თუმცა ჰოსპიტალური შემთხვევები შემცირებული – საზოგადოებრივი ჯანდაცვა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების მონაცემები ხასიათდება მოსალოდნელი ზრდის ტენდენციით. ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით: 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე (ინციდენტობა) შეადგენს 415-ს, რაც თითქმის 77 ერთეულით აღემატება წინა [2019 წლის დეკემბრის ბოლო] კვირის …
„გარდაცვლილს კრაზანის დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა“ – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ქობულეთში, სოფელ შუაღელეში კაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა არა კრაზანის ნაკბენი, არამედ ინფარქტი გახდა. „ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი ამავდროულად არის ჩვენი ცენტრის ეპიდემიოლოგი. იყო გამოძახება, რომ კაცი დაკბინა კრაზანამ, მაგრამ პაციენტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა ბოსტანში. ექიმებმა გარდაცვლილის ცხედარი შეამოწმეს და გარეგნული დათვალიერებით დაკბენის …
რეკომენდაციები ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციისთვის – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციის მიზნით მოსახლეობას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს: [checklist] საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნეთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი – 24°C-ს. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას და ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. არ დატოვოთ ბავშვები გაჩერებულ ტრანსპორტში. ატარეთ ნატურალური, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა, მზისგან დამცავი …
რატომ მოხვდა 9 მეორეკლასელი ინფექციურ საავადმყოფოში
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლიდან ცხრა მეორეკლასელის ინფექციურ საავადმყოფოში ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით გადაყვანის მიზეზი ცნობილია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გამოკვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებში გულისრევის შეგრძნება გამოწვეული იყო მიმბაძველობით. „როცა ერთ ბავშვს ჰქონდა გულისრევა, დანარჩენი ბავშვები კოლექტიურად აჰყვნენ ამ პროცესში,“- ამბობს რუსუდან შავიშვილი. ბათუმის მე-18 საჯარო სკოლას ბუფეტი არ აქვს. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვებმა სკოლაში …
Continue reading “რატომ მოხვდა 9 მეორეკლასელი ინფექციურ საავადმყოფოში”
ინფექციურ საავადმყოფოში მოხვედრილი მეორეკლასელები კარგად არიან
მე-18 სკოლის მეორეკლასელები, რომლებიც გუშინ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდნენ ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილით, დღეს, პირველ მაისს, თავს კარგად გრძნობენ და სკოლაში გამოცხადდებიან – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სკოლის დირექტორმა, რუსუდან დავითაძემ დაუდასტურა. სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვები ჯერ კიდევ გუშინ კარგად გრძნობდნენ თავს და ისინი გუშინვე, რამდენიმე საათში გაწერეს ინფექციური საავადმყოფოდან. „ყველა კარგადაა, ყველა იქნება დღეს სკოლაში. …
Continue reading “ინფექციურ საავადმყოფოში მოხვედრილი მეორეკლასელები კარგად არიან”
ბათუმში H1N1 ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 თებერვალს, H1N1 გრიპის ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა. მას ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდგინდა, თუმცა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, გარდაცვლილი კაცი, სხვა ქრონიკული დაავადებებით იწვა საავადმყოფოში. „ვფიქრობთ, გრიპის ვირუსი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო იმ ქრონიკული დაავადებების, რაც ამ ადამიანს ჰქონდა,“ – გვითხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. ოფიციალური ინფორმაციით, წელს აღნიშნული …
Continue reading “ბათუმში H1N1 ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა”
აჭარაში H1N1-ის შემთხვევებმა იკლო
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ჩანს, რომ აჭარაში H1N1-ის შემთხვევების სტატისტიკამ იკლო. ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით შემთხვევთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არის 230, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევთა რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული წინა კვირებთან შედარებით. „ასევე, შემცირებულია მძიმედ მიმდინარე გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზების შემთხვევები და 12,4 …
რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში
წითელას საწინააღმდეგო აცრები ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, 31 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად შეწყდა. ვაქცინაცია უნივერსიტეტში დღესაც უნდა გაგრძელებულიყო. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, კამპანია იმიტომ შეწყვიტეს, რომ ქალაქის პოლიკლინიკებში ხალხი მომსახურების გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სტუდენტების დაინტერესება იყო მცირე, თავად უნივერსიტეტს კი არ აქვს ინფორმაცია, რის გამო შეწყდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია …
Continue reading “რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში”
სად შეგიძლიათ აიცრათ აჭარაში წითელაზე უფასოდ და აიღოთ ცნობა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას აქვეყნებს, სადაც აჭარაში წითელას არაგეგმიური ვაქცინაციის მიზნით ექიმთან ვიზიტი, წითელას საწინააღმდეგო აცრა და აცრის სტატუსის შესახებ ცნობის მიღებაა შესაძლებელი უფასოდ. ბათუმი შპს ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2 შპს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ. N30 სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი – ბათუმის პოლიკლინიკა, …
Continue reading “სად შეგიძლიათ აიცრათ აჭარაში წითელაზე უფასოდ და აიღოთ ცნობა”
აჭარაში H1N1-ით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში 48 წლის ქალის H1N1 ვირუსით გარდაცვალება ლაბორატორიულად დადასტურდა. მიმდინარე სეზონზე ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარაში ექვსამდე გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ვირუსის გავრცელების დინამიკა იკლებს, შემცირდა ამბულატორიული მიმართვიანობაც. აჭარაში გრიპის ვირუსით ამ დროისთვის 108 პაციენტი მკურნალობს სხვადასხვა ჰოსპიტალში. ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს. სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის …
Continue reading “აჭარაში H1N1-ით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა”
H1N1 – 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აჭარაში
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ სეზონზე აჭარაში H1/N1 ვირუსის 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, აქედან ხუთი პაციენტი ვერ გადაარჩინეს. ცენტრში განმარტეს, ასევე, რომ აჭარაში გრიპის გავრცელების სტატისტიკა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, ჰოსპიტალურ სექტორში ისევ ორასამდე პაციენტი მკურნალობს, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში 20 პაციენტია მოთავსებული. ბოლო დღეებში შემცირებულია ამბულატორული მიმართვიანობა. გრიპის გავრცელების მონაცემებს მთლიანობაში თუ შევაჯამებთ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის …
Continue reading “H1N1 – 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აჭარაში”
დღეის მდგომარეობით აჭარაში გრიპის ვირუსით სტაციონარებში 200-მდე პაციენტი მკურნალობს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 იანვრის მდგომარობით, სატაციონარებში გრიპის ვირუსით 200-მდე პაციენტი მკურნალობს, ოცამდე პაციენტი კი რეანიმაციაშია მოთავსებული. საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ეს ციფრი დინამიურია, გარდა ამისა ამბულატორიულმა მიმართვიანობამ იკლო, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. იგივე მდგომარეობაა ბავშვთა საავადმყოფოშიც. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, მშობლები პრევენციის მიზნით ინტენსიურად მიმართავენ საავადმყოფოებს, თუმცა მიმართვიანობის ყველა შემთხვევაში გრიპის …
შენობაში ცარიელი საფერფლის დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდება
ძალაში შევიდა ცვლილება კანონში თამბაქოს შესახებ, რომლის მიხედვითაც, დღეიდან დაწესებულებებს არა მხოლოდ შენობაში სიგარეტის მოწევისთვის, არამედ ცარიელი საფერფლის დაფიქსირების შემთხვევაშიც დააჯარიმებენ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, იურიდიული პირი, რომელიც ამ წესს დაარღვევს 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში თანხა გაორმაგდება, მესამე შემთხვევაში და ყოველ შემდეგ ჯერზე კანონი დამრღვევი იურიდიული პირის 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს წლის ბოლომდე, …