აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი კვირის მონაცემებით, აჭარაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 391-ს შეადგენს. საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლების გრიპის ვირუსის გავრცელების სეზონთან მიმართებაში ბევრად ნაკლებია. საზოგადოებრივი ცენტრის მონაცემები წინა წლების მონაცემებთან შედარებით ასე გამოიყურება: ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ეპიდემიის ზღვრად 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა ითვლება.
Tag Archives: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
იქნება თუ არა ეფექტური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე
ექიმები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას მოქალაქეებს, ძირითადად, ოქტომბერში ან ნოემბერში ურჩევენ იმისათვის, რომ გრიპის სეზონს უკვე გამომუშავებული იმუნიტეტით დაცულები შეხვდნენ. ამ პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა უფასოდ ვაქცინაცია მოქალაქეებს რამდენჯერმე შესთავაზა. ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ თემით მოსახლეობის დაინტერესება მასშტაბური მაინც არ ყოფილა. მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების ათამდე გაზრდის შემდეგ, მოსახლეობას აინტერესებს ექნება თუ არა …
Continue reading “იქნება თუ არა ეფექტური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე”
გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში
აჭარის განათლების სამინისტროში, ჯერჯერობით, არ აქვთ პასუხი კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები H1N1 ვირუსის გავრცელების გამო. „ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაქვს ვიდრე არდადეგები დასრულდება, თანაც ჯანდაცვის სამინისტრო არ ამბობს, რომ ეპიდემიის ზღვარზე ვართ, ამიტომაც დაველოდებით როგორი ინფორმაცია ექნება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ კვირაში. ჯერ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სამინისტროში არ მიუღიათ“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. ჯანდაცვის სამინისტროს …
Continue reading “გაგრძელდება თუ არა საახალწლო არდადეგები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში”
აჭარაში ამ დროისთვის გრიპის ვირუსზე 200-მდე პაციენტი მკურნალობს
8 იანვრის მდგომარეობით აჭარაში, სხვადასხვა საავადმყოფოში გრიპის ვირუსზე 200-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან ოცი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ მონაცემების ზრდას გარკვეულწილად სიფრთხილეც განაპირობებს, თუ ადრე მოქალაქე ვირუსის შემთხვევაში ყოველთვის არ მიმართვდა ექიმს, ახლა მათი უმეტესობა ამჯობინებს მდგომარეობის სირთულე ექიმთან გადაამოწმოს. „სხვა დროს ადამიანმა შეიძლება ფეხზე გადაიტანა გრიპი, არ მიმართა ექიმს, სკოლაში მაინც …
Continue reading “აჭარაში ამ დროისთვის გრიპის ვირუსზე 200-მდე პაციენტი მკურნალობს”
აჭარაში გრიპის ვირუსით 132 პაციენტი მკურნალობს, ექვსი მართვით სუნთქვაზეა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალურ ქსელში 132 პაციენტი მკურნალობს, მათგან უმეტესობა ბავშვია, მათ შორის არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის. ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განმარტებით, ბავშვებში მიმართვიანობის გაზრდა გარკვეულწილად მშობლების ყურადღებითაც არის განპირობებული. გრიპის ვირუსით ჰოსპიტალში მკურნალობს ორსული ქალიც, მისი მდგომარეობაც სტაბილურია. H1N1 ვირუსით აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის სამი 2019 …
Continue reading “აჭარაში გრიპის ვირუსით 132 პაციენტი მკურნალობს, ექვსი მართვით სუნთქვაზეა”
სერგეენკო ღორის გრიპზე: „ავადობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არ არის“
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, „ღორის გრიპით“ დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის: „ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა“. მინისტრის განმარტებით, დაავადების რაოდენობას კვირაში ერთხელ 100 000 მოსახლეზე ითვლიან. ბოლო მონაცემებით, დაფიქსირებულია ვირუსის გამოვლენის 277 შემთხვევა. ეპიდემიის ზღვრად კი 450-500 შემთხვევა ითვლება: „თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ 300 იქნება თუ 500, …
Continue reading “სერგეენკო ღორის გრიპზე: „ავადობა გაზრდილია, მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არ არის“”
H1N1 ვირუსით აჭარაში წელს ოთხი პირი გარდაიცვალა
H1N1 ვირუსით, გრიპის მიმდინარე სეზონზე, აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, წელს სამ დღეში კი სამი პირი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით ეს ინფორმაცია ლაბორატორიულად დადასტურებულია. ამავე ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტებს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დღეს, მათ შორის პირველ და ორ იანვარსაც, თუმცა უკავშირდებოდა თუ არა ეს შემთხვევები H1N1 – ვირუსს, ამის გასარკვევად ჯანდაცვის ცენტრში ლაბორატორიული კვლევების შედეგებს …
Continue reading “H1N1 ვირუსით აჭარაში წელს ოთხი პირი გარდაიცვალა”
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს, რომ ბათუმში პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დღეს, 24 დეკემბერს, გარდაცვლილი 53 წლის ქალი გრიპის H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული. ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში ლაბორატორიულად A ტიპის გრიპის ვირუსის სულ სამი შემთხვევა დადასტურდა და ერთი შემთხვევა ქალის გარდაცვალებით დასრულდა. „პაციენტი დაგვიანებით მოხვდა სტაციონარში, რადგან დაავადების მეოთხე დღეს მოვიდა. შესვლისთანავე დიაგნოსტირებული იყო გრიპი, ჩატარებული იყო კვლევა, ლაბორატორიულად დიაგნოზი …
1200 ვაქცინა ამოწურულია – გრიპზე უფასო აცრის აქცია ბათუმში დასრულდა
საღამოს ხუთი საათისთვის საოჯახო მედიცინის ცენტრს ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციისთვის ასამდე პირმა მიაკითხა. მათ შორის იყვნენ როგორც ხანდაზმულები, ასევ, მიიყვანეს ჩვილებიც. აქ მომუშავე ექთანმა გვითხრა, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება აცრების მიმართ შეიცვალა და ახლა ადამიანები მოტივირებულები არიან მსგავსი საშუალებები, მით უმეტეს თუ მისი მიღება აქციის ფარგლებში უფასოდ შეუძლიათ, აუცილებლად გამოიყენონ: „ხუთი წლის წინ …
Continue reading “1200 ვაქცინა ამოწურულია – გრიპზე უფასო აცრის აქცია ბათუმში დასრულდა”
უფასო აცრა გრიპზე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთდღიანი აქცია
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 22 ნოემბერს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გრიპზე უფასო აცრის ერთდღიანი აქცია ჩატარდება. გრიპის აცრა შეუძლიათ მხოლოდ ზრდასრულებს. გრიპზე აცრის მსურველებმა რეგიონებში უნდა მიმართონ უბნის ექიმს, ბათუმში კი შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს: პირველ პოლიკლინიკას, რომელიც აბუსერიძის ქუჩაზე მდებარეობს; საოჯახო მედიცინის ცენტრს თამარის დასახლებაში; ბათუმის მე-4 პოლიკლინიკას, რომელიც ტაბიძის ქუჩის 7 ნომერში მდებარეობს და საოჯახო …
Continue reading “უფასო აცრა გრიპზე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთდღიანი აქცია”
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა
ახალი ხელმძღვანელი დღეს, 3 სექტემბერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, რუსუდან შავიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად კონკურსის გზით დაინიშნა. ის მანამდე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელად აქამდე ნინო ნიჟარაძე მუშაობდა, აჭარის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. რუსუდან შავიშვილი 2015-2018 წლებში იყო „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის …
Continue reading “აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელად რუსუდან შავიშვილი დაინიშნა”
ზაფხულში ნაწლავური აშლილობების შემთხვევებმა იმატა
ზაფხულის სეზონზე, აჭარაში ნაწლავური აშლილობების მატება ფიქსირდება, თუმცა ეპიდსეზონისთვის დამახასიათებელი დინამიკით – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აჭარაში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეას და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა ივნისს, ჯამურად 1400-ს აღწევს. წელს ივნისის თვეში შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე, გასულ თვეებში. შემთხვევათა …
Continue reading “ზაფხულში ნაწლავური აშლილობების შემთხვევებმა იმატა”
სარეიდო ჯგუფი: საჯარო სამსახურები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს არღვევენ
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 29 ივნისს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ფარგლებში ბათუმში რამდენიმე კაფე-ბარი მოინახულეს. მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ზაფხულის სეზონზე კაფე-ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს კონტროლის კანონი ფაქტობრივად 100 % – ით სრულდება, თუმცა არასახარბიელო მდგომარეობაა საჯარო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში, „სადაც ცალკეული პირები, მათ შორის, სამედიცინო სფეროს …
Continue reading “სარეიდო ჯგუფი: საჯარო სამსახურები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს არღვევენ”
სეზონური გრიპის პიკს თებერვალში უნდა ველოდოთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს საქართველოში A ტიპის გრიპის ვირუსები გავრცელებული არ არის. სწორედ ამ ტიპის ვირუსებს მიეკუთვნება H1N1 [ე.წ. ღორის გრიპი], რომელიც გასულ წლებში აჭარაშიც იყო გავრცელებული. რა ტიპის ვირუსია გავრცელებული წელს, როგორია ეპიდსიტუაცია აჭარაში და როდის დგება სეზონური გრიპის პიკი? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ნიჟარაძეს ბლიც-ინტერვიუში …
Continue reading “სეზონური გრიპის პიკს თებერვალში უნდა ველოდოთ”
„ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!“ – აჭარაში დაგეგმილი აქტივობები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, 2007 წლიდან აქტიურ მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის – ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი! – მიზანია …
Continue reading “„ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!“ – აჭარაში დაგეგმილი აქტივობები”
დეპრესია – ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა
დღეს, 7 აპრილს, 15:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს კუნგ-ფუსა და კარატეს ასოციაციასთან ერთად, 6 მაისის პარკში გამართავს ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა და ყურადღებას ამახვილებს მისი გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა დეპრესია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, …
Continue reading “დეპრესია – ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა”
21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე [ღონისძიებები ბათუმში]
21 მარტს – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ინიციატივით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად გეგმავს შემდეგ ღონისძიებებს: 11:30 – სპეციალური მაისურებით მსვლელობა, ფლაერების დარიგება. 12:00 – სპექტაკლი თოჯინების თეატრში დაუნის სინდრომის მქონე და შშმ ბავშვებისთვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებათა მიზანი, ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებას …
Continue reading “21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე [ღონისძიებები ბათუმში]”
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს
დღეიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. ცენტრის თანამშრომლებს ახალი დირექტორს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დღეს წარუდგენს. ცენტრის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე 1999 წლიდან მუშაობს. 2012 წელს დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, მანამდე იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ეპიდემიოლოგი არაინფექციურ დაავადებათა მართვის საკითხებში, ასევე, მთავარი სპეციალისტი პროგრამების …
Continue reading “აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს”
აჭარაში გრიპის შემთხვევებმა იმატა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების (ILI) მომართვიანობა ყოველ 100 000 მოსახლეზე შეადგენს 404-ს [საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 252,1-ია]. ცენტრის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 კვირის მონაცემებით ფიქსირდება შემთხვევათა მატების ტენდენცია, რაც დამახასიათებელია გრიპის ეპიდსეზონისათვის. შემთხვევათა 80% კი რეგისტრირდება ქალაქ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებათა ჰოსპიტალურ შემთხვევებს (SARI), შემთხვევათა რაოდენობა უკანასკნელი …
უფასო ტესტირება აივ-ინფექციაზე ბათუმში
პირველი დეკემბერი შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს, მათ შორისაა აივ-ინფექციაზე ტესტირება: ხვალ, პირველ დეკემბერს, ევროპის მოედანზე მოქალაქეებს მობილურ ლაბორატორიაში სპეციალისტები უფასოდ მოემსახურებიან. “ნებისმიერ მსურველს აუღებენ სისხლის ანალიზს და მოქალაქე რამდენიმე წუთში მიიღებს პასუხს… ჩვენი მობილური ლაბორატორია მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს,” – გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის …
რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება
„იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა“, – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს თავის ვებგვერდზე, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ …
Continue reading “რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება”
აჭარაში 5-9 წლამდე ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატები გაიცემა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 5–9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური [ჭიების საწინააღმდეგო] პრეპარატის გაცემას იწყებს. ცენტრის ინფორმაციით, 5–6 წლამდე ასაკის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და 6–9 წლის სკოლის მოსწავლეებს მშობლის ან მეურვის თანხმობის საფუძველზე ანტიჰელმინთური პრეპარატები დაურიგდებათ. თუ როგორ და რა ფორმით – ამასთან დაკავშირებით ბათუმის საბავშვო ბაღების დირექტორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა დღეს, 14 საათზე, N4 საბავშვო ბაღში …
Continue reading “აჭარაში 5-9 წლამდე ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატები გაიცემა”
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი პროგრამა – ბავშვებში კალციუმის დეფიციტის პრევენციისთვის
2017 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოქმედ პროგრამებს კიდევ ერთი ახალი პროგრამა დაემატება, რომლის მიზანიც რეგიონის ბაღის აღსაზრდელებში კალციუმის დეფიციტისa და ოსტეოპოროზის ადრეული გამოვლენაა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გუშინ, 11 მაისს მოეწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრიორიტეტებზე ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის – ,,Ca–ის დეფიციტის პრევენცია სამიზნე …
C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი
C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ე.წ. მეორე ეტაპის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა მეორე ეტაპისა და, შესაბამისად, პაციენტთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებენ. „მეორე ეტაპი როდის დაიწყება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროგრამა უწყვეტად მიმდინარეობს და დარეგისტრირებულ პაციენტებს …
ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე
24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა 1882 წელს. 2016 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად, სლოგანით – „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად 24 მარტს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებები აქვს ჩანიშნული: …