მთავარი,სიახლეები

ბათუმში H1N1 ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა

08.02.2019
ბათუმში H1N1 ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 თებერვალს, H1N1 გრიპის ვირუსით 73 წლის კაცი გარდაიცვალა.

მას ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდგინდა, თუმცა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, გარდაცვლილი კაცი, სხვა ქრონიკული დაავადებებით იწვა საავადმყოფოში.

„ვფიქრობთ, გრიპის ვირუსი ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო იმ ქრონიკული დაავადებების, რაც ამ ადამიანს ჰქონდა,“ – გვითხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ოფიციალური ინფორმაციით, წელს აღნიშნული ვირუსით აჭარაში  სულ რვა ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ამ ეტაპზე H1N1 გრიპის ვირუსის კლების ტენდენციაა, „ამ დროისთვის რეანიმაციაში ხუთი პაციენტი წევს H1N1 ვირუსით“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: