შეკვეთილში მცხოვრებთა თქმით, ადგილობრივებს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს

„ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება, მითვისება. ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს? ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე „ბათუმელებთან“, რომელიც შეკვეთილში ცხოვრობს. მოქალაქის თქმით, სასტუმროები – Magnika Resort და Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ. ქალის განცხადებით, სასტუმროების მფლობელებმა მიისაკუთრეს საერთო …

შეუძლია მოსამართლეს აზრი გამოთქვას? – პარლამენტს 5 მოსამართლე სასამართლოში უჩივის

ხუთი მოქმედი მოსამართლე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 17 ივლისს დაიწყებს. მოსამართლეები ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე თამარ ხაჟომია, მამუკა წიკლაური, ასევე სახალხო დამცველი იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებენ, რომელიც მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების, საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების წესებს ადგენს, ასევე ადგენს მოსამართლეების საჯაროდ აზრის გამოთქმას. კონკრეტულად კი, სადავოა  ნორმა, რომელიც მოსამართლის …

იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა და არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა ექიმის მიერ – დავა საკონსტიტუციოში

უნდა შეეძლოს თუ არა პაციენტს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის თქმა? – ამ საკითხზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დაიწყო. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ექიმს აღარ ექნება უფლებამოსილება, უსაფრთხოების მოტივით პაციენტს იძულებით დაუწყოს მკურნალობა, ასევე მას კონკრეტული უფლებები შეუზღუდოს, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ექიმს მართლაც უნდა …

10 წლის შემდეგ „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმე“ თავიდან დაიწყება – მოსამართლე გამოცვალეს  

„ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ჯერ უცნობია, ამჯერად რომელი მოსამართლე მოუსმენს ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ჩვენება წლების წინ მისცეს სასამართლოს და სამართალი ვერ იპოვეს. ყოფილი პატიმრებიდან რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. ამ საქმის განხილვა განსაკუთრებით გაჭიანურებულია – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ …

უსახლკაროები ხელვაჩაურში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში შეიჭრნენ

დღეს, 3 ივნისს, რამდენიმე უსახლკარო ხელვაჩაურში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში შეიჭრა. „წუხელ, დაახლოებით ღამის 4 საათზე შევიჭერით ყოფილ სამხედრო სახლში, ხელვაჩაურში. ჩვენ ვითხოვთ თავშესაფარს, წლებია მთავრობიდან არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მხოლოდ წყლის შემოტანის უფლება მოგვცეს ახლახან, პოლიციელები არიან ირგვლივ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მაგული ფუტკარაძე. ის სახალხო დამცველის და ყველა შესაბამისი პირის დაინტერესებას ითხოვს, ვისაც უსახლკაროების …

„ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა“ – უფლებადმცველი ლია მუხაშავრია

„ბუნებაში არის რაღაც, რასაც ვერ შეძლებ, რომ მოერიო, მაგალითად, გრავიტაციას. დაახლოებით ასეთი ძალა ამოქმედდა საქართველოში. ამ ძალას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება და ვერც რუსეთი ვერ მოერევა,“ – ოპტიმისტური განწყობით დაგვხვდა უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის სოფელ შუხუთში, სადაც ის უკვე ბოლო 7 წელია ცხოვრობს და განაგრძობს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. „ჩემი სოფლის, შუხუთის …

Exit mobile version