აქციაზე ქალაქის მერი და დეპუტატები იყვნენ.

ბათუმელები
აქციაზე ქალაქის მერი და დეპუტატები იყვნენ.


ბატონო ლაშა, წილი რატომ გააჩუქეთ?
მაშინ უცხოეთში წასვლას ვგეგმავდი და არ მეცალა.
ხომ შეგეძლოთ გაგეყიდათ და ამით ფინანსური სარგებელი მიგეღოთ?
წილი ახალობელს მივეცი, სხვისთვის არ მიმიცია, ნათესავები და მეგობრები ვართ.
„ბი აი სი“ მხოლოდ კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე მუშაობს თუ სახელმწიფოსთანაც გაქვთ რაიმე ვალდებულება აღებული?
ჩვენი საქმიანობა ძირითადად საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა-რეალიაზაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის როგორც სამშენებლო ნაწილი, ასევე დეველოპერული. ჩვენ ვყიდულობთ მიწას, ვაფორმებთ მოსახლეობასთან შეთანხმებას, ვაკეთებთ პროექტებს, შემდეგ ამ ფართობს ვყიდით. არ გვაქვს რაიმე ვალდებულება სახელმწიფოსთან, რადგან მიწა, სადაც ჩვენ ვაშენებთ, კერძო სექტორისაა. მთლიანობაში ჩვენს მენეჯმენტს შეხება ჰქონდა დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრ მშენებლობასა და რეალიზაციასთან.
რაც შეეხება სახელმწიფო აუქციონებს, მსგავსი პროექტი ჯერ არ გვქონია. თუმცა, ამჟამად გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა და განაცხადიც გავაკეთეთ ბათუმში არასათანადო არასაცხოვრისი ფართობის ნაცლად ახალი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით პროგრამაში ჩასართავად.
როგორ ფიქრობთ, თანხობას მიიღებთ მთავრობისგან?
არჩეულ ადგილთან დაკავშირებით მთავარობამ გამოხატა პოზიცია, უფრო უარესი ადგილიც არისო. ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს. თუ საცხოვრებლად უვარგისი სახლების ათვისებაზეა საუბარი, ჩვენ ერთ-ერთი ასეთი ადგილის ათვისება შევთავაზეთ, ბოლომდე უარი ჯერ არ უთქვამთ.
უკვე ნახევარი წელია ამაზეა საუბარი და არც ერთი კონკრეტული პროექტის განხორციელება არ არის დაწყებული. საჭიროა ბევრი მხარის თანხმობა და ეს შესაბამისად საჭიროებს უფრო მეტ დროს, ვიდრე ჩვეულებრივი კომერციული პროექტი.
ყველაზე დიდი პროექტი, რაც ამ დრომდე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას უკავშირდებოდა, რომელი იყო და რა პრობლემებია ბათუმში დიდი პროექტების განხორციელების დროს?
ეს არის ფარნავაზ მეფის, გორგასლის ქუჩების კუთხეში საცხოვრებელი კომპლექსი. ჩვენი ძალებით ვახორციელებთ როგორც მშენებლობის პროცესს, ასევე მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. თუ არ ვცდები, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ბათუმში მიწისქვეშა ავტოსადგომები გააკეთა. ბათუმში თბილისთან შედარებით პრობლემაა წყლის დონე, თბილისში შეიძლება სამსართულიანი სადგომებიც გაკეთდეს.
ამ დროისთვის სრულიად ათვისებულია თქვენს მიერ აშენებული ფართობები?
ჩაბარებულ სახლში არც ერთი ფართობი არ გვაქვს თავისუფალი. ახლა ვაშენებთ 12-სართულიან სახლს, სადაც ასევე ბინების 70 პროცენტი უკვე გაყიდულია. ჯერ მშენებლობა არ გვაქვს დასრულებული.
ანუ მოთხოვნა ბაზარზე მაღალია?
ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით, რომ ყველაზე დიდი რეკლამა და წახალისება არის კმაყოფილი კლიენტი. ვცდილობთ მზად ვიყოთ ყველაზე პრეტენზიული კლიენტის მოსასმენად: არ უნდა იყოს ჰოლის სისტემა, არ უნდა იყოს ოთახიდან ოთახში გასასვლელი, ყველა ოთახს უნდა ჰქონდეს ფანჯრები. ამ ყველაფერს თავიდანვე ვგეგმავთ. ადრე, კომუნისტების დროს აკეთებდენ ათასგვარ ეკონომიას, ახლა არის დამოკიდებულება, რომ ყველა ოთახი უნდა გადიოდეს ჰოლიდან, ანუ სხვა ადამიანის შეწუხების გარეშე უნდა შეხვიდე და გამოხვიდე. ჩვენთან ვინც ყიდულობს ბინას, ის ურჩევს თავის მეგობარს, ნათესავს, ნაცნობს. ისინი ძირითადად არიან ძველი კლიენტები ან მათგან გამოგზავნილები.
ყველა მენეჯერი ამბობს, რომ მისი პროდუქტი ხარისხიანია. ხარისხს ვინ აკონტროლებს?
კლიენტი თანდათან გათვიცნობიერდა. იშვიათად, მაგრამ გვყოლია ისეთი კლიენტი, ვინც შემოწმების მიზნით მოსულან ბეტონის დასხმის პროცესში, ისეც მოხდა, რომ კლიენტმა ბეტონი ამოღო და ხელით შეამოწმა, რათა ენახა როგორი მასალაა. ინერტული მასალა უნდა იყოს დატეხილი. იყო შემთხვევა, როცა კლიენტმა ბოლო ეტაპზე თანხა მანამ არ გადაიხადა, ვიდრე არ შეამოწმა შენობის მდგრადობა.
მომხმარებელს ბინის შესაძენად ხშირად ბანკის მაღალი პროცენტის გადახდა უწევს. ამბობენ, რომ უცხოეთში მსგავს სერვისს გაცილებით უკეთეს პირობებში სთავაზობს კლიენტს სამშენებლო კომპანია...
სტიმულირებას ვუკეთებთ მათ, ვისგანაც შეგვიძლია თავიდანვე მოვიზიდოთ თანხა. რაც შეეხება განვადებას, გააჩნია მშენებლობის რა ეტაპზე ვართ. თავიდან გვაქვს 18-დან 20-თვიანი განვადება. მაქსიმუმ 24 თვიანიც შეიძლება იყოს, ეს პირობები გვაქვს მშენებლობის საწყის ეტაპზე, შემდეგ უკვე მცირდება 18-12 თვემდე.
კონკურენციაზე რას იტყვით?
ის, რომ ბათუმში მოთხოვნა მაღალია, ეს ალბათ ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა განაპირობა, მიმზიდველი გახდა ქალაქი. დიახ, კონკურენცია მაღალია, რადგან ამ მიმართულებით ბევრი კომპანია მუშაობს ბაზარზე, ბევრიც გადის ბაზრიდან, რადგან ვერ შეძლო გამართულად მუშაობა, ახლები შემოდიან. არის ასევე დიდი კომპანიები, რომლებმაც ბათუმში აიდგეს ფეხი და მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ. კარგია, რომ შემოდის რეგულაციები – უნდა გაკონტროლდეს, სად რა უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, დღეს ეს საქმე მიბარებულია კომპანიაზე.
ერთია ხარისხი, თუ რა მასალით კეთდება, მეორეა ქალაქმშენებლობის რეგულირების საკითხი, ეს ისეთი საკითხია, რაზეც ცალკეული კომპანიები არ უნდა ფიქრობდნენ. როცა ინვესტორი აშენებს, მშენებლობა რაღაც სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ამ სატანდარტებს უნდა ადგენდეს სახელმწიფო და შესაბამისი უწყება ამის უნდა აკონტროლებდეს. კომპანია დაინტერესებულია მეტი შემოსავალი მიიღოს.
ინვესტორი რამდენად ჩართულია თქვენი მუშაობის პროცესში?
ყოველდღიურად არა, მაგრამ ჩართულია. ყველა პროექტს სჭირდება ფინანსური მდგრადობა.
ჩემი ჩათვლით, სულ 16 ადამიანი მონაწილეობდა არჩევნებში და აქედან 15-მა მე დამიჭირა მხარი. მე არავის არაფერს არ ვთავაზობ. დაახლოებით 24 წელია წინამძღვარი ვარ. 11 წელი ხელვაჩაურის მუფთი ვიყავი, აქედან გამომდინარე ავტორიტეტი მქონდა ხალხში, ჩემს საბჭოშიც. ვემსახურები ღმერთს და არ გავაკეთებ იმას, რაც არ ეკადრება მორწმუნე ადამიანს. ეს არის ჩემი ავტორიტეტი.
ჩვენ ყველა საქმეზე ვმუშაობთ, ყველა პრობლემა გადაწყდება და რა თქმა უნდა, განსხვავებულსაც გავაკეთებთ, მაგრამ, ჯერჯერობით, ვზივართ და ვმუშაობთ.
ამას შემდეგში გაიგებთ. ეს გამომჟღავნდება ყველგან და ყველა გაიგებს. წინასწარ საუბარი არ არის საჭირო.
ყველაზე თვალშისაცემი პრობლემა აჭარის რეგიონში იყო მედრესეს გახსნის საკითხი ქობულეთში და ახალი მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. ბოლო პერიოდში საუბარი დაიწყო სამუფთო რეზიდენციის მშენებლობაზეც. ამ საკითხებიდან ყველაზე პრიორიტეტული რომელი იქნება თქვენთვის?
ამ ყველა საკითხზე ვმუშაობთ და უცებ ყველაფერი არ კეთდება. ვთათბირობთ ხელისუფლებასთან, საბჭოსთან და ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, რელიგიას და ა.შ
წინა მუფთის ამბავში არ ჩავერევი, მაგრამ სამუფთო რეზიდენციის მშენებლობის საკითხი ძალაში რჩება. ვნახავთ, მუსლიმები რომელ საკითხებს მიანიჭებენ უპირატესობას. ვფიქრობ, ამ პრობლემებს მომავალში წერტილი დაესმება და აღარ იქნება ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შუღლი. ერთმანეთის სიყვარულით უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.
ჩვენ ყველაფერს დავეთანხმებით, როგორც სახელწიფო გადაწყვეტს. თუ სჭირდება მუსლიმ თემს მეჩეთი, უნდა აიგოს მეჩეთი, თუ სჭირდება რეზიდენცია და ვფიქრობ, რომ გვჭირდება, უნდა გაკეთდეს რეზიდენცია. სტუმარს ვერ ვიღებთ წესიერად. ყველაფერი იქნება გარკვეული და ყველაფერზე გექნებათ ინფორმაცია, როცა მოვა ამის დრო.
კითხვის ნიშნები რომ არსებობდა, ჩვენც იმიტომ მოვედით, ეს კითხვის ნიშნები აღარ იყოს და ყველაფერი მოვაგვაროთ. ეს არის ღვთის ნება, თუ ის იტყვის, გაკეთდება.
აღარ არიან ეგ ადამიანები. ერთი იყო ფაქტობრივად, ბეგიაშვილი და ჩვენ ჩავანაცვლეთ რეზო მიქელაძეთი, რომელმაც ქართულად თარგმნა ყურანი და არის განათლებული ადამიანი. ყველაფერი მოგვარებულია, არც სამმართველოსთან გვაქვს პრობლემები და არც სახელმწიფოსთან. ჩვენ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით, თუ ვიქნებით ერთად.
მე ვარ რელიგიური პირი, ღმერთის მორჩილი ადამიანი და ამის გარკვევა ჩემი საქმე არ არის. ვეცდები ის კონფლიქტები, რაც აქამდე იყო მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის, მოგვარდეს.
როგორც დეპუტატი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, მას მებაჟემ ტელეფონით დაალაპარაკა პირი, რომელმაც თავი ფინანსური პოლიციის თანამშრომლად წარუდგინა:
„ტელეფონით მელაპარაკა პირი, გვარად ჟვანია, (სახელი აღარ მახსოვს) და მითხრა რომ იყო ფინანსური პოლიციის საფინანსო დეპარტამენტის გამომძიებელი. დღეს თბილისის პროკურატურაში დაბარებული ხარ მოწმის სტატუსით და ამიტომ, საზღვრის დატოვების უფლება არ გაქვსო. მათ არ განუმარტავთ რა საქმესთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული პროკურატურაში, რადგან პროკურატურიდან უწყება არ მომსვლია“-აცხადებს საკრებულოს წევრი.
კაზარფარ მამედოვი ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარი იყო და 2012 წელს ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.
კაზანფარ მამედოვი ამბობს, რომ მან თვითმმარტველობის არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატთან იყარა კენჭი და არჩევნებში გაიმარჯვა.
საკრებულოს წევრი ამ დროისთვის სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტშია გაჩერებული და მებაჟეებისგან ოფიციალურ წერილობით პასუხს ელოდება, თუ რატომ არ აძლევენ საზღვრის გადაკვეთის უფლებას.
ირღვევა თუ არა დეპუტატის უფლება და რატომ შეუზღუდეს საკრებულოს წევრს გადაადგილების უფლება, ამ საკითხზე შს სამინისტროს კომენტარს რამდენიმე წუთში მოგაწვდით.
სიუჟეტში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები განიხილავენ რა არის ქსენოფობია, რა იწვევს ქსენოფობიას, რამდენად აწუხებს ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებას და როგორ შეიძლება მისი მოგვარება. სიუჟეტის ავტორი თამთა კახაბერიძეა, მოსწავლე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე.
პრესკაფეში დღეს სიუჟეტის პრეზენტაცია და დისკუსია გამართა, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.
გელა კილაძემ „ბათუმელებტან“ განმარტა თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება კომისიაში სასულიერო პირი მიეწვია: „სპეციალისტის რანგში მყავს მოწვეული ფილოლოგი , სასულიერო გიმნაზიის პრორექტორი დეკანოზი მირიან ფირცხალაიშვილი. ის, როგორც მამაო, არ მყავს კომისიაში. აბა ადამიანი რაღაცას რომ წერს, რაღაცას რომ აკეთებს, ხომ უნდა იკითხოს რა ხდება, როგორ არი და რა არი.
ის არის კომისიაში როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც ჩვენს დაწესებულებასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ შესაძლებელია კომისიაში მოწვეული იყოს ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ექნება კავშირი ამ დაწესებულებასთან. ვიხელმძღვანელე ამ დადგენილებით და როგორც დადებითი პიროვნება, როგორც ობიექტური ადამიანი… და გიკონკრეტებთ სხვანაირად რომ არ დაწეროთ, ის არის ფილოლოგი სპეციალობით, ის არის საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი… ის რელიგიის კუთხით არ მოგვიწვევია, რა ვქნათ თუ დეკანოზია, კომისიაში მოწვეულია როგორც სპეციალისტი“.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტეში საკრებულოს საჯარო მოხელეთა კონკურსი ჯერ კიდევ გრძელდება.
თემურ ქ. 33 წლისაა. ის ამჟამად ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანით მიყენებული ჭრილობებით კლინიკა „მედინაში“ გადაყვანილი მისი ბიძა, დომენტი ქ. როგორც სოფელში ამბობენ, ამ დროისთვის სრულად გამოჯანმრთელებულია, მაგრამ სოფელში არ დაბრუნებულა.
სოფელ მახოში ამბობენ, რომ დომენტი ჯერ ქობულეთში წავიდა თავის ახლობლებთან, მაგრამ იქ არ მიუშვეს, მერე ფოთში გადავიდა, ახლა შეიძლება თურქეთშია წასული. „მისი ცოლი იქ მუშაობს და ალბათ ერთად წავიდნენ. მე ზუსტად არ ვიცი“, – ამბობს ბრალდებულის დედა.
ბრალდებულის დედა დასძენს, რომ სანამ მისი შვილი პატიმრობაშია, დომენტის ოჯახი, რომლებიც მისი შვილის ბიძაშვილები არიან, სოფელში ვერ დაბრუნდება. „ჩემს შვილს მაგათ დანაშაული მიყიდეს. მაგენი აქ რომ დევნახო, მეც ევღებ დანას და დავარტყამ. მერე დამიჭირონ, წავალ და მაინც ჩემს შვილთან ერთად დავჯდები“.
თავდაპირველად თემურ ქ.-ს განზრახ მკვლელობის მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ თანასოფლელებმა აქცია გამართეს აჭარის პროკურატურასთან სასჯელის მუხლის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით და პროკურატურამაც მათი მოთხოვნა გაითვალისწინა.
თემურ ქ.ს დედის თქმით, მის შვილს ახლა შეიძლება ერთი წელი და ოთხი თვე მიუსაჯონ. მას იმედი აქვს, რომ სასამართლო ამ სასჯელსაც შეუმსუბუქებს და შვილი სახლში 6 თვეში დაბრუნდება: „მე არ ვყოფილვარ პროკურატურასთან, მაგრამ სოფელი წავიდა. მე შევხვდი შოთა ტყეშელაშვილს [აჭარის პროკურორი] იუსტიციის სახლის მე-15 სართულზე და მითხრა, რომ ჩემს შვილს ციხეში დიდ ხანს დარჩენა არ ემუქრება.
მე ერთი რამე ვიცი, ბიძაშვილებს – ჩემს ბიჭს და კიდევ ერთ ბიძაშვილს, კადრები დომენტის შვილმა აჩვენა. სექსის კადრებია. აიფონია თუ რაღაც ჯანდაბა, ახალი ნაყიდი ჰქონია და თურმე იმით იღებდა. კადრებში იყვნენ სოფლის ქალები, ნათესავი ქალებიც, სულ 9 თუ 12 ქალი, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც. ჩემი შვილი ამან ძალიან ააღელვა, მივიდა დომენტისთან და უთხრა, რომ სოფლიდან უნდა წასულიყო. იმან – შენ ვინ გკითხავსო, აიღო და სკამი ესროლა. იგივე სკამი გაუქნია ჩემმა ბიჭმაც უკან და მოარტყა. „კუხნაში“ იყვნენ და მერე იმან მაგიდიდან პურის დანას წამოავლო ხელი. ჩემი ბიჭი ფიზიკურად ძლიერია, წაართვა ეს დანა და მას დაარტყა. დანა რომ აიღო, გამოდის მოკვლას უპირებდა თემურის. და ეგ უნდა მოვიდეს აქ?! – გამორიცხულია“.
ბრალდებულის დედა ამბობს, რომ დომენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის, რასაც სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ადასტურებენ. „ვის უნდა აღეძრა საქმე. ქალებმა, ვისაც მაგან ვიდეო უღო, არავინ არ უჩივლა. ყველას ახლა შერცხვა. ერთ ქალს მე რომ ვკითხე, მართლა გასმევდა წამალს-მეთქი, მითხრა – კოფეს კი ვსვამდითო. ერთი-ორის გარდა ყველას შვილები ჰყავს, ქმრებიც… ზოგის შვილებმა იციან ეს ამბავი ზუსტად, მაგრამ მოდიან და აქეთ მირჩევენ საქმეს, ხმამაღლა რატომ ამბობო. ვიტყვი. არ გავჩუმდები. აბა, ჩემი შვილი ციხეში იჯდეს და ეგენი გარეთ დადიოდენ?!“.
ბრალდებულის დედის ინფორმაციით, სოფელ მახოში გასულ თვეს მომხდარ სექსუალურ სკანდალში ქალების მიმართ ძალადობას, მათ შორის ბალახეულობით გაბრუებას, ანუ მამაკაცის მხრიდან დანაშაულის ჩადენას, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სკანდალის გამომწვევი სუბიექტის მიმართ არც სისხლის სამართლის საქმე აღუძრავთ. სოფელში ამბობენ, რომ ამ საკითხის სოფლის დონეზე განხილვას მას შემდეგ აპირებენ, რაც ბრალდებული თემურ ქ. პატიმრობიდან გათავისუფლდება.
პროკურატურაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ამ ეტაპზე დომენტი ქ.-ს მიმართ პროკურატურაში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საჩივარი შესული არ არის.
ამ დროისთვის შეხვედრას საკრებულოს შვიდი დეპუტატი უსმენს. მათ შორის არ არის ოპოზიციის წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიმართა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით გაიმართა. შეხვედრა დღეს კულტურის ცენტრის წარმომადგენლების მოსმენით დაიწყო.
27 დეემბრამდე გაგრძელდენა სხვა ფრაქციების მომავალი წლის გეგმებისა და მონდიბარე წლის ანგაროშის მოსმენები.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე
გოჩა შავაძე: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო გავწიეთ, რასაც ჩვენი სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგებიც ცხადყოფს. საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და მედალოსნები უკვე მრავლად გვყავს. ჩვენმა სპორტსმენმა მერაბ კაკაბაძემ 2011 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ოფიციალურ ტურნირებში გოგონათა შორის საქართველოს ისტორიაში პირველი მედალი ბათუმელმა მარინა ფუტკარაძემ მოიპოვა, რომელმაც 2011 წლის ევროპირველობა ვიცე–ჩემპიონის რანგში დაასრულა. მოკლედ, არც ერთ ტურნირს მედლის გარეშე არ ვტოვებთ.
– როგორი სავარჯიშო პირობები გაქვთ?
– აღსანიშნავია აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ლიპარტაშვილის დამსახურება, რომლის უშუალო თაოსნობით ემზადებიან ჩვენი მკლავჭიდელები. მონაცემები მართლაც კარგი აქვთ ჩვენს სპორტსმენებს! პირობებზე კი იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, ფედერაციას არ გააჩნია საწვრთნელი ბაზა, სპორტსმენები, უმეტესწილად სტუდენტები, რუსთაველის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ემზადებიან. მართალია, არის მაგიდა, მაგრამ სხვა ინვენტარის ნაკლებობას განვიცდით. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ გარკვეული წარმატებების მიღწევას იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც ჩვენს ფედერაციას გვერდში უდგანან. განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო ჩვენი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, შპს `აღმშენებლობის~ თავკაცი სულიკო ბაკურიძე და თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო მას.რაც შეეხება ტურნირებს _2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა პატივსაცემად ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ ტურნირს, წელსაც ასე იქნება. მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რომ წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ბათუმი უმასპინძლებს ტურნირს, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა `ვენდეტა~.
– კი მაგრამ რა კავშირი აქვს კორსიკულ სისხლის აღებას (ვენდეტა– სისხლის აღების ადათი სარდინიასა და კორსიკაში) მკლავჭიდთან?
– სპორტსმენები ერთმანეთს ხუთჯერ ხვდებიან, ანუ ბრძოლა მიდის სამ გამარჯვებამდე. თუ პირველი შერკინება წააგე, შანსი გაქვს, ასე ვთქვათ, შური იძიო და დანარჩენში დაამარცხო მეტოქე. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრების მომსწრენი გავხდებით. ტურნირი 26 ივლისს გაიმართება სასტუმრო `გენაცვალეში~, რომელიც ამ ტურნირის გენერალური სპონსორიც გახლავთ და მასში 1994-1995 და 1996 წლებში დაბადებული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას და რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა სპორტსმენი მხოლოდ ერთ _ 75 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მთავარი მსაჯი კი მსოფლიოს ორგზის და ევროპის ცხრაგზის ჩემპიონი გენადი კვიკვინია იქნება. ბათუმელთაგან ტურნირში ორი სპორტსმენი _ გიგა ჭაღალიძე და თამაზ კონცელიძე _ მიიღებს მონაწილეობას. ისინი უშუალოდ თემურ ლიპარტაშვილის მეთვალყურეობით ემზადებიან.
– როგორც ვიცი, 12-19 სექტემბერს ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, სადაც გოგონათა შორის ორი ბათუმელი მიიღებს მონაწილეობას…
– დიახ, ესენი არიან მარინა ფუტკარაძე და დარინა ცეცხლაძე. ამათგან მხოლოდ ერთის, დარინა ცეცხლაძის გამგზავრების საკითხია გადაწყვეტილი, რომელსაც უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი დაჰპირდა დაფინანსებას.
– და მარინა ფუტკარაძე? აჭარის სპორტის დეპარტამენტი არ გაფინანსებთ?
– გვაფინანსებდა, მაგრამ 3-4 თვეა რაც შეგვიწყდა ზოგიერთ ფედერაციას ეგ დაფინანსება. თუ რატომ, ეგ თავად დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჰკითხოთ უმჯობესია.
– კარგით, მაგ საკითხს დეპარტამენტთან გავარკვევთ. მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთ წონით კატეგორიაში, მხოლოდ ერთი, ნომერ პირველი სპორტსმენი მონაწილეობს და სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ შემთხვევაში უპირატესობა მარინა ფუტკარაძის მხარესაა…
– ორივე სპორტსმენს შეუძლია მონაწილეობის მიღება. თუმცა, ერთიც რომ იყოს, ამ შემთხვევაში ნაკრების მთავარი მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას. მე როგორც ვიცი, ცეცხლაძის დაფინანსების საკითხი გარკვეული აქვს, რაც შეეხება ფუტკარაძეს, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
– გამოდის, რომ ის გაემგზავრება, ვინც ამისთვის აუცილებელ ფინანსებს იშოვის და ცეცხლაძეს ეს საკითხი უკვე საქართველოს პრეზიდენტთან გადაუწყვეტია…
– მოდით, ამ საკითხზე მე არ დავკონკრეტდები და თავად სპორტსმენებს გაესაუბრეთ.
დარინა ცეცხლაძე: მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხა რომ არ მქონდა, იძულებული გავხდი, თავად საქართველოს პრეზიდენტი შემეწუხებინა. ანაკლიაში შევხვდი მას და ველაპარაკე. დახმარება აღმითქვა და დაავალა აჭარის სპორტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის მოგვარება. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე უნდა გადაწყდეს ჩემი დაფინანსების საკითხი.
მარინა ფუტკარაძე: ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველ მდგომარეობაში ვიმყოფები, არ მაფინანსებენ. იმედია, სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას შევძლებ. პირადად მე ტურნირისთვის მზად ვარ.
გოჩა შავაძე: ერთი სპორტსმენის გამგზავრება დაახლოებით 4500 ლარი ჯდება. აჭარის მკლავჭიდის ფედერაციას აღნიშნული თანხა არ გააჩნია. მივმართეთ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას, პირადად პრეზიდენტს ერეკლე გურჩიანს, რომლის თქმითაც მისთვის გამოყოფილი თანხა მხოლოდ ვაჟთა ნაკრებისთვისაა საკმარისი, რომელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები არიან. თავის მხრივ, ეროვნული ფედერაცია საქართველოს სპორტის დეპარტამენტისგან ელის დაფინანსებას, რათა ჩვენმა გოგონებმა შეძლონ ტურნირზე გამგზავრება. პირადად მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ორივე სპორტსმენი ჩინებულ ფორმაშია და მზად არის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ამაზე მათი მწვრთნელი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი თემურ ლიპარტაშვილი ზრუნავს, რომელიც პირადად ამზადებს ჩვენს გოგონებს.
ბათუმელები~ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ლევან ჯიოშვილს დაუკავშირდა.
ლევან ჯიოშვილი: ამ დროისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ყველაზე დიდი ყურადღება მიექცა სპორტის იმ სახეობის ფედერაციებს, რომელთა წარმომადგენლებმა მოიპოვეს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება. ამით ჩვენ საშუალება მივეცით სპორტულ ფედერაციებს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ხარჯზე არ გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და დონორი ორგანიზაციებიდან დამატებით მოეზიდათ მათთვის საჭირო თანხები. ვფიქრობთ, რომ ამით მაქსიმალურად შეეწყობა ხელი სპორტისა და ბიზნესის დაახლოებას, რაც ორივე სფეროსთვის სასარგებლო იქნება.
აქვე დავძენ, რომ სპორტული ფედერაცია თუ ჩავარდება გამოუვალ მდგომარეობაში და ვერ მოიძიებს შეჯიბრების ჩატარების თანხებს, დეპარტამენტი აუცილებლად გამოუყოფს საჭირო ხარჯებს, რათა სპორტული შეჯიბრება ორგანიზებულად ჩატარდეს.

რ დიასამიძე, რომელმაც თქვა, რომ ”გულს” უჭერს მხარს. ამ წუთებში კენჭისყრის პროცედურა იწყება.

„ჩვენ ვიმუშავეთ და ოციდან ხუთი ლოგო შევარჩიეთ, ახლა შეგვიძლია ამ ხუთიდან გავაკეთოთ არჩევანი, არ ვიცი რატომ ვუბრუნდებით იგივეს თავიდან, არ მინდა დავიჯერო, რომ ასე უცებ ვცვლით გადაწყვეტილებებს“ – განაცხადა შოთა გუჯაბიძემ სხდომაზე.
კომისიის კიდევ ერთი წევრი მირანდა ჩარკვიანი კენჭისყრაზე იმ ლოგოს (“ყირამალა”) დაყენებას ითხოვდა, რომელმაც გუშინ, 23 დეკემბერს გამარჯვებულად გამოცხადებული ლოგოს შემდეგ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, თუმცა კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს ეს საკითხი კენჭისყრაზე არ დაუყენებია.
სხდომის დაწყებისთანავე ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა რომ ამ დრომდე ის ნაკლებად აქტიურობდა და ყველაზე ცოტას ლაპარაკობდა, რადგან ლოგოების საკითხში არაკომპეტენტურია:
„… მაგრამ გუშინ ნახევარმა ბათუმმა და თბილისმა მომწერა ეს რა აირჩიეთო.“
ამ განცხადების შემდეგ ირაკლი ჭეიშვილმა კომისიის წევრებს უთხრა, რომ მას ერთ-ერთმა კონკურსანტმა „ფეისბუქის“ საშუალებით მიწერა, რომ ლოგოს პრეზენტაციის გაკეთების და კონცეფციის ახსნის საშუალება არ მიეცა: „ ეს არის ირაკლი თოფურია, მან პრეზენტაცია გადმომიგზავნა“. ეს ლოგო კომისიის მიერ გუშინ 23 დეკემბერს შერჩეულ ხუთეულში არ ყოფილა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადება ნათია აფხაზავამ გააპროტესტა. მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს პრეზენტაციის გაკეთების საშუალება მიეცემა, ეს იმის მანიშნებელი იქნება რომ კომისიამ კონკურსანტები არათანაბარ პირობებში ჩააყენა.
კომისიამ გენო გელაძის წინადადაებით კენჭი უყარა კონკურსის ჩაშლის საკითხსაც, თუმცა ამ წინადადებას ინიციატორის გარდა მხოლოდ ერთმა ნათია აფხაზავამ დაუჭირა მხარი.
გენო გელაძე ახალი კონკურსის გამოცხადებას საპრიზო თანხის გაზრდისა და კომისიაში სპეციალისტების ჩართვით ითხოვდა.
საბოლოოდ კომისიამ გადაწყვიტა, არჩევანი ისევ შერჩეულ ოც ლოგოს შორის გააკეთოს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ავტორები ან მათი წარმომადგენლები კომისიასთან პრეზენტაციით წარსდგებიან.
არაოფიციალური ინფორმაციით კომისიის წევრებიდან ზოგიერთს და მათ შორის თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს „ყირამალას“ გამარჯვება მხოლოდ იმიტომ არ უნდა, რომ სიმბოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა და ბათუმის სიმბოლოებს შორისაც სწორედ წინა მთავრობის დროს დამკვირდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს საქმის განხილვა დაიწყო.

გიორგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2009 წლის 3 თებერვლიდან მუშაობს. ის დღეს საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ბათუმში საიას გამგეობის წევრებმა აირჩიეს.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, სადაც გიორგი ხიმშიაშვილი ბრალდებულს იცავდა, ეს იყო იუსუფ ლაკაევისა და მასთან ერთად დაკავებული მოჭიდავეების საქმე.
აჭარაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ორი წლის მანძილზე გია ქარცივაძე ხელმძღვანელობდა. საიას ყოფილი თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს რომ ამ ეტაპზე საიაში რჩება სამუშაოდ.
19 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სტუდენტ გიორგი ბოლქვაძის საჩივარი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა და ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების მე-2 ტური დაინიშნა, რომელიც 2014 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული ქეთი ბერიძე გახდა.
სწორედ 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს დეკანობის მეორე კანდიდატი ირაკლი მანველიძე, მან საჩივარი სასამართლოში არჩევნების დღეს შეიტანა: „19 დეკემბერს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სამართლებრივი არგუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, საკითხის განხილვას ვესწრებოდი, სხდომაზევე გამოვლინდა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები სტუდენტის მხრიდან. მაგალითად, ის ამბობს, რომ 13 და 14 დეკემბერს ჩემთან ჰქონდა ინტენსიური შეხვედრა, როდესაც განვახორციელე თითქოსდა მასზე ზეწოლა, თუმცა კომისიის დასმულ შეკითხვაზე, სად ხდებოდა ეს შეხვედრები, ვერ უპასუხა, ვერც დრო დაასახელა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სტუდენტი ამ რიცხვებში იყო ქობულეთში სემინარზე. ბრალდებებიც წინააღმდეგობრივია, როდესაც მის საჩივარში საუბარია შანტაჟზე, ზეწოლაზე, ზემოქმედებაზე, მოსყიდვაზე და დახმარებაზე, თუ ერთგან ზეწოლას ვახდენდი, შემდგომ როგორ ვეხმარებოდი? თუ შანტაჟი იყო, მოსყიდვა რაღა საჭირო გახდებოდა?”
სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე ამბობს, რომ შეხვედრა არა 13-14 დეკემბერს, არამედ 12 დეკემბერს შედგა. მისივე თქმით, ამის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს: “13-14 ბორჯომში ვიყავი, საჩივარში 12 რიცხვი მიწერია, დროც მითითებული მაქვს და ადგილიც, რადგან ეს შეხვედრა დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა. თუ გამოძიების საჭიროება მოითხოვს, შეუძლიათ უნივერსიტეტის ვიდეოჩანაწერების ნახვა, ასევე კომისიას წარვუდგინე სატელეფონო ამონაწერი, რამდენჯერ დარეკა, რა დროს დარეკა ყველაფერი დაფიქსირებულია. ეს ყველაფერი, ჩემი არგუმენტები და მოწმეები გახდა საფუძველი იმის, რომ გაბათილებულიყო არჩევნების შედეგები” – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.
ირაკლი მანველიძემ სასამართლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც არჩევნები ორჯერ ჩაიშალა, უნივერსიტეტს არჩევნები ერთვიანი ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაენიშნა: “ამას მოითხოვს დებულება, არჩევნები თავიდან უნდა გამოეცხადებინათ. მეორე გარემოება, ერთი თვის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა გვქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების, თუმცაღა ფაქტობრივად მეორე დღეს დანიშნეს არჩევნები. ეს ფაქტი უკანონოა, დალოდებოდა ამ ერთ თვეს, იქნებ სასამართლოში შევიდოდა სარჩელი, არ უფიქრიათ, რომ მათი გადაწყვეტილება შეიძლება კითხვითი ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. 19 დეკემბრის პარასკევს, ადმინისტრაციამ ღამის 10 საათზე დაასრულა მუშაობა, ორშაბათ კი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.მე გუშინდლამდე ვერ მივმართავდი სასამართლოს, რადგან კომისიის გადაწყვეტილება სამუშაო დღემდე ვერ მომეწოდებოდა, მომეწოდა თუ არა, დღის პირველ საათზე შევიტანე სასამართლოში სარჩელი, არჩევნების შედეგები კი ხუთ საათზე გახდა ცნობილი” – აცხადებს ირაკლი მანველიძე.
უნივერსიტეტის იურისტი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ ყველა პროცედურა წესების დაცვით ჩატარდა. მისი თქმით უნივერსიტეტის დებულება, რომელიც რექტორის ბრძანებით 20 ივნისს იქნა მიღებული, პირველი ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ ითვალისწინებს მეორე ტურის დანიშვნას, კომისიის გადაწყვეტილებით კი მეორე ტურის შედეგები მთლიანად გაბათილდა და 22 დეკემბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდა:
“საჩივრის საფუძველზე მეორე ტურის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ჩაითვალა, რომ 22 დეკემბერს კვლავ მეორე ტური გაიმართა, ამიტომაც ამ წესის დაცვა არ გვევალებოდა. თუმცა ეს მისი უფლებაა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. უნივერსიტეტის დებულების თანახმად ვადლდებული ვიყავით არჩევნები ამ ვადებში ჩაგვეტარებინა. საარჩევნო კომისიაში არ შემოსულა საჩივარი, დღის ბოლოს იწურება ვადა, თუ არ შემოვა საჩივარი, დეკანის თანამდებობაზე დაინიშნება ქეთი ბერიძე, საქმეში არსებული მასალები სათანადო რეაგირებისთვის უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას და საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნათ” – აცხადებს გიორგი დიასამიძე.
დეკანის არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმას ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები აძლევენ. ერთ-ერთი მათგანია სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე, რომელმაც არჩევნების დასრულების და ირაკლი მანველიძის გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ არჩევნების პროცესში ზეწოლა განხორციელდა ირაკლი მანველიძის მხრიდან და საარჩევნო ბიულეტენის გაუქმება მოითხოვა.
ირაკლი მანველიძის თქმით სტუდენტის ყველა ბრალდება მის წინააღნმდეგ უსაფუძვლოა: “მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება ამ სტუდენტის მიერ დაწერილი არ არის. ის ალბათ ადმინისტრაციის რომელიმე ოთახშია დაწერილი. როგორც ჩანს ამ ბავშვს აქვს შემორჩენილი წყენა, რადგან ერთ-ერთ სასწავლო კურსში ვერ მიიღო ნიშანი და ჩაიჭრა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი ბრალი, რადგან 30 საათიდან გაცდენილი აქვს 18 საათი, საერთოდ ეს სტუდენტი ლექციებზეც არ დადის, სხვა ლექტორებთან შეგიძლიათ მოიკითხოთ ეს.” – ამბობს ირაკლი მანველიძე, რომელიც გიორგი ბოლქვაძის საკონფერენფერენციო თემის მეცნიერ-ხელმძღვანელია: “მე ვალდებული ვარ სტუდენტს მსგავსი სამუშაოს შესრულებაში დავეხმარო, სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს” – ამბობს ის.
გიორგი ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ადმინისტრაციის არც ერთი წარმომაგდენლი მას არ დახმარებია საჩივრის დაწერაში: „მე ვარ დამოუკიდებელი პიროვნება, არავის დაუწერია ჩემი საჩივარი. რაც შეეხება ჩარჩენილ საგანს, გამოცდაში მის მიერ ჩემთვის დაწერილი შეფასების გამო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურიგან მას აქვს შენიშვნა მიღებული, შეგიძლიათ ეს დოკუმენტი ნახოთ კანცელარიაში. შენიშვნაში წერია, რომ მან სუბიექტურად შეაფასა ჩემი ნაშრომი, სილაბუსიდან გადახვევა ჰქონდა, დამინიშნეს განმეორებითი გამოცდა, თუმცა, რადგანაც ისევ ირაკლი მანველიძესთან უნდა ჩამებარებინა ეს გამოცდა, მე უარი ვთქვი. მინდა, რომ ეს საგანი სხვასთან გავიარო. მის ლექციაზე კი ჩვენი დაძაბული ურთიერთობის გამო არ დავდიოდი” – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.
ირაკლი დარცმელიძე
საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელიც კვირას გაიმართება, ბათუმის „ბათუმი“ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, „ლელოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრაში ფავორიტი რა თქმა უნდა თბილისური გუნდია, მაგრამ ზღვისპირელთა ბანაკში აცხადებენ, რომ მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლებენ. დღესდღეობით, ერთი წაგებისა და ერთი მოგების შემდეგ, „ბათუმი“ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

ირაკლი დარცმელიძე
რამდენიმე დღეში რუსეთის ქალაქ ანაპაში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი მოსწავლეთა (უმცროსი კადეტები) შორის კრივში. საქართველოს ნაკრების შემადგნელობაში ორი ბათუმელი მოკრივე, გოჩა აბაშიძის მოსწავლეები, ბექა ბოლქვაძე (48 კგ.) და ნიკა ზოიძე (46 კგ.) იასპარეზებენ.

ვლადიმერ ასათიანი: მოხარული ვარ, “ბათუმი ლედის ოუფენი” კვლავ ჩვენთან რომ ჩატარდება. ბოლოს ეს ტურნირი ჩვენთან 2007 წელს ჩატარდა, მაშინ საპრიზო ფონდი 25 000 აშშ დოლარი იყო. სურვილი გვქონდა, რომ მომდევნო წელსაც ჩვენ გვემასპინძლა აღნიშნული ასპარეზობისთვის, მაგრამ მსაჯთა საერთაშორისო კომისიამ საჩოგბურთო კორტები დაგვიწუნა და იძულებულები გავხდით, შეჯიბრი თბილისში გადაგვეტანა. წელს კი `ოუფენი~ კვლავ დაგვიბრუნდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმელ ბიზნესმენს მერაბ აფხაზავას, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო კორტებისთვის სრული რეკონსტრუქციის ჩატარება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს (რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული) და ბათუმის ნავთობტერმინალს, რომელიც ტურნირის გენერალური სპონსორია და 35 000 აშშ დოლარი გამოყო ამ შეჯიბრებისთვის. აქედან 15 ათასი საპრიზო ფონდისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი მოწვეული მსაჯებისა და ასე ვთქვათ ტურნირის დირექტორატის მასპინძლობისთვის, რაშიც შედის მათი მიღება, სასტუმროებში დაბინავება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, სხვა ბიზნესმენებს არ გასჩენიათ სპონსორობისა და თანადგომის სურვილი.
– აჭარის სპორტის დეპარტამენტი თუ გეხმარებათ?
– გეტყვით, რომ ამ ტურნირისთვის მათგან არავითარი დახმარება არ მიგვიღია.
– თავის დროზე “ბათუმი ლეიდის ოუფენი” ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირად ითვლებოდა და საპრიზო ფონდმა 75 000 აშშ დოლარსაც კი აღწევდა. ბათუმში უთამაშიათ მისკინას, აზარენკას, ჩაკვეტაძეს, პეტროვას და ბევრ სხვას, რომლებსაც დღეს მსოფლიოს რეიტინგში წამყვანი პოზიციები უკავიათ. წელს ვის ვნახავთ ამ ტურნირზე?
– სამწუხაროდ, წელს ვარსკვლავებს ვერ ვიხილავთ, თუმცა როდესაც ეს გოგონები აქ თამაშობდნენ, მაშინაც არ იყვნენ ცნობილები და პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადადგეს. არ არის გამორიცხული, წლევანდელ ტურნირზე გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ჩოგბურთის ელიტაში იქნებიან. მონაწილეებს როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ველოდებით. აქვე დავსძენ, რომ ტურნირი აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება.
– ბათუმელი ჩოგბურთელები თუ იღებენ მონაწილეობას?
– 14 წლის მარი ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონია, ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს. ის საკმაოდ იმედისმომცემი სპორტსმენია ასაკის მიუხედავად და მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ.
– როგორც ვიცი, სექტემბერში ორი ტურნირია კიდევ დაგეგმილი, უკრაინელები აპირებენ ჩამოსვლას და ასევე, უნდა ჩატარდეს “ჯორჯია ოუფენი”…
– ამის შესახებ უშუალოდ ამ ტურნირის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ბათუმის საჩოგბურთო კლუბ “პრემიუმის” დირექტორი, ალექსანდრე ბუტნარუ მოგიყვებათ. მანამდე კი გეტყვით, რომ ოქტომბრის ბოლოს ვაპირებთ ღია ტურნირის ჩატარებას აჭარის თასზე 10, 12 და 14 წლის ჩოგბურთელთა შორის, სადაც როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლები იასპარეზებენ.
ალექსანდრე ბუტნარუ, ბათუმის საჩოგბურთო კლუბ “პრემიუმის” დირექტორი: ჩვენი კლუბი თითქმის სამი წლის წინათ დავაარსეთ და მას შემდეგ, ბათუმში არაერთ ტურნირს ვუმასპინძლეთ. ამჯერად უკრაინიდან ველოდებით მოყვარულ ჩოგბურთელებს. ჩვენს მიერ ჩატარებული ტურნირები სამოყვარულოა და უპირველესად სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ვემსახურებით.
– უკრაინელთა სტუმრობაზე რას გვეტყვით?
– 19 სეტემბერს დაიწყება ტურნირი, რომელში ჩვენი კლუბი “პრემიუმი” უკრაინის საჩოგბურთო კლუბის სპორტსმენებს გაეჯიბრება. ისინი სხვადასხვა ქალაქში ატარებენ ანალოგიური ხასიათის ტურნირებს და ამ ეტაპზე ბათუმი შეარჩიეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასში ძირითადად ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას და როგორც ნებისმიერი ტურნირი, აქაც იქნება საპრიზო ფონდი, გამარჯვებულები, პრიზიორები და ასე შემდეგ. თუ რა სახის ჯილდოები იქნება, ამას უკვე თავად გადაწყვეტენ.
– მომდევნო ტურნირი, რომლის მასპინძლობასაც აპირებთ, “ჯორჯიან ოუფენია”. მასზე რას გვეტყვით?
– ეს შეჯიბრი ITF (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით ტარდება და მასში ვეტერანი სპორტსმენები ღებულობენ მონაწილეობას, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. თუმცა ამისთვის აუცილებელია აღნიშნული ფედერაციის საიტზე ოფიციალურად დარეგისტრირდე, მიიღო პერსონალური პინ-კოდი, რის შემდეგადაც ასპარეზობის უფლებას მოიპოვებ. ამ ეტაპზე 35 მსურველია დარეგისტრირებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. ადრე ტურნირი თბილისში ტარდებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ჩვენი კლუბის სამწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასეს და გადაწყვიტეს შეჯიბრის ბათუმში გამართვა და იმედია, ეს ტრადიციულ სახეს მიიღებს. აქვე, თუ ნებას დამრთავთ, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობას გადავუხდი ტურნირის გენერალურ სპონსორს კომპანია “გუდვილს”, პარტნიორებს “ლიბერტი ბანკს”, “ორბი-ჯგუფსა” და “ჯორჯია პალას ოტელს”, აგრეთვე, აჭარის მთავრობასა და ქალაქ ბათუმის მერიას, რომელთა უშუალო პატრონაჟითაც ტარდება აღნიშნული შეჯიბრება.
ბათუმის ბულვარში მდებარე ქვიშის მოედანზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში უფროსებს შორის, რომელშიც ქვეყნის ყველა კუთხის სპორტსმენი (6 წონითი კატეგორია, 105 ფალავანი) მონაწილეობდა. აჭარის ნაკრები ტურნირზე შვიდი სპორტსმენით იყო წარდგენილი, თუმცა მედლის მოპოვება მათგან მხოლოდ ერთმა, მძიმეწონოსანმა ვახტანგ ზოიძემ შეძლო, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ქუთაისელ ლაშა გურულთან. გიორგი დიასამიძემ (90 კგ.) კი, რომელიც ასევე აჭარის ნაკრების წევრია, მესამე ადგილისთვის ბრძოლა წააგო. წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ:
60 კგ. პაატა მერებაშვილი (გორი);
66 კგ. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი);
73 კგ. გიორგი პაპუნაშვილი (გორი);
81 კგ. ზვიად კაპანაძე (ხაშური);
90 კგ. იასონ ნემსაძე (ქუთაისი);
+90 კგ. ლაშა გურული (ქუთაისი).
სექტემბრის ბოლოს აჭარა ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლებს.
ბატონო დავით, თქვენ ამომრჩეველთა 52-მა პროცენტმა დაგიჭირათ მხარი. როგორი იყო თქვენი მოლოდინი?
ვფიქრობდი, ქედის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აირჩევდა იმ კურსს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. მოლოდინი გამიმართლდა – უმრავლესობის მხარდაჭერა მივიღე.
შვიდი თვეა, რაც ქედაში ხელისუფლება შეიცვალა. ამის ფონზე 52 პროცენტი, ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ არის. შვიდთვიან პერიოდში არ შეიძლება იმდენი რამე გააკეთო, რომ ცხრაწლიანი საქმიანობა გადაფარო.
ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა დამიჭირა მხარი, ჩემს ყველა ოპონენტს ერთად აღებულს 500 ხმით ვასწრებ, მე და პრეზიდენტმა ქედაში ერთნაირი ხმები მივიღეთ.
პირველად თქვენ დაიკავებთ არჩევნების გზით გამგებლობის პოსტს ქედაში. რა გეგმებით მოდიხართ და რას გააკეთებთ მუშაობის სამწლიან პერიოდში?
სოფლებში არსებული მდგომარეობა წლის დასაწყისში უბან-უბან შევისწავლე. პრობლემების უმრავლესობა აღმოვფხარით, გარკვეული პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი, რაც საჭიროებდა ფინანსურ ცვლილებას და პროგრამის შემუშავებას. წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობამ სხვა პრობლემებიც წამოჭრა. როგორც კი დავიბრუნებ სტატუსს, კიდევ ერთხელ ჩამოვივლი ყველა სოფელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენტურ პირებთან ერთად, რომ სწორად დავგეგმოთ პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოფლის მეურნეობაში წარმატების მისაღწევად.
ჩემი მთავარი გეგმა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაა, ჩემი გამგებლობის პერიოდში დაიწყო ისეთ დიდი პროექტები, როგორიცაა: სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ბაგა-ბაღების მშენებლობა… წელს, 15 ოქტომბრამდე, ხუთ ბაგა-ბაღს გავხსნით: სოფელ დოლოგანში, დაბა ქედაში, ვაიოში, ახოსა და დანდალოში. დაგეგმილი მაქვს ზუნდაგის ბაღში არსებული პრობლემები აღმოვფხვრა, არ შეიძლება საბავშვო ბაღს არ ჰქონდეს ეზო და ნესტიან ოთახში იძინებდნენ ბავშვები. მინდა გავხსნა ღვინის, თამბაქოს, ხილის გადამამუშავებელი საკონსერვო ქარხანა და სამკერვალო ფაბრიკა.
სოფელ უჩხითსა და გეგელიძეებში სოფლის გზები მოასფალტდება, უჩხითში სამკილომეტრიანი გზა წელს მოასფალტდება, დარჩენილი ნაწილი კი – მომავალში. დაგეგმილი მაქვს მერისსა და პირველ მაისში ჭიდაობის დარბაზები მოვაწყო, მოვიძიო ინვესტორები, რომლებიც ქედაში სასტუმროს ააშენებენ. ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 200 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნა, ჩემი მიზანია მევენახეობამ პიკს მიაღწიოს ქედაში.
წელს, სავარაუდოდ, დასრულდება ყოფილი პოლიკლინიკის ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია, სადაც 12 დამეწყრილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. შეთანხმება გვაქვს რეგიონების განვითარების ფონდთან, სამომავლოდ გამოიყოფა თანხა მეწყრული მოვლენების ლიკვიდაციისთვის, პროექტი სანიაღვრე არხების მშენებლობას მოიცავს, უკონტროლო წყლები უნდა გაკონტროლდეს, რომ შემცირდეს რისკები. ეს ორ წელიწადში ვერ მოგვარდება, ამას შესაძლოა 3-4 წელიწადი დასჭირდეს, საკმაოდ დიდი პროექტია.
წინასაარჩევნოდ ვამბობდი, რომ ჯანდაცვაში სექტემბრიდან პრობლემები აღარ გვექნებოდა. ყველა თემის ექიმს ეყოლება თავისი მანქანა, მძღოლი და გამოეყოფა საწვავი, ამისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებულია.
პრიორიტეტად დავსახეთ დაავადების ადრეული გამოვლენა. მუნიციპალიტეტში ერთჯერადი დახმარების პროგრამა იყო, რომლის სანაცვლოდ თანხა სამედიცინო გამოკვლევებზე გადავიტანეთ. ყველაზე მთავარი, რაც მე წარმატებად მიმაჩნია, ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, ყველა თემში უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება დაიგეგმა, რაც მიზნად ისახავს ადრეულ ასაკში სიმსივნური წარმონაქმნების გამოვლენა-პრევენციას.
თუ ჩვენ გვინდა ახალგაზრდობა სოფელს მიემაგროს და სოფელი არ დაგვიბერდეს, ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს – მინიმუმ სოფლებში არსებული 30 სტადიონი, რომელიც დღეს უვარგისია, უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს, რომ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალება მაინც ჰქონდეთ.
რამდენად შესაძლებელია ყველა ეს დაპირება რეალობად აქციოთ _ არსებობს ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი?
დაპირება დაპირებად არ დარჩება, ეს არ არის ვარაუდი, ეს იქნება გაკეთებული საქმე, რაც ვთქვი 99,9% უნდა გავაკეთო ორი წლის განმავლობაში. არ შეიძლება ჩემ ასაკში ტყუილის თქმა.
რაც შეეხება ქარხანა-ფაბრიკებს, ინვესტორები მოძიებულია. ორი წლის განმავლობაში ჩვენ გავხსნით ღვინის, ხილის საკონსერვო და თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანას, ასევე სამკერვალო ფაბრიკას. მინიმუმ 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
აპირებთ თუ არა კადრების გადახალისებას?
საკადრო ცვლილების გატარებას ვგეგმავ, ამის კანონიერი უფლება მაქვს. ჩემი მუშაობის შვიდთვიანი პერიოდიდან ვიცი ვინ არის პროფესიონალი, კომპეტენტური და ვინ რის გამკეთებელია.
არ მინდა ისეთი თანამშრომელი მყავდეს, რომელიც სამსახურში მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ ხელფასი აიღოს, კომპიუტერში „პასეანსი“ გახსნას და facebook-ზე ვიღაცას „ეჩატაოს“. ყველა ასეთი დატოვებს სამსახურს. რამდენი და ვინ, ამას დრო გვიჩვენებს.
ჩემი ამბიციური გეგმა ქედის განვითარებას უკავშირდება. ქედელი კაცი სამუშაოს საძებნელად თურქეთში არ უნდა მიდიოდეს, ამისთვის კი ყველა თანამშრომელმა საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.
თქვენ სტაჟის მქონე პოლიციელი ხართ. როგორ ფიქრობთ, რაში დაგეხმარებათ სპეცსამსახურში მიღებული გამოცდილება?
იმ სამსახურმა მასწავლა, რომ ენას კბილი უნდა დააჭირო და ის, რაც იცი, არ უნდა ილაპარაკო; იმ დონეზე არ უნდა გაბრაზდე, რომ ემოციას აყვე.
მადლობელი ვარ იმ სამსახურის, სადაც ვიმუშავე. ვინმემ რომ მკითხოს, როგორ გავივლიდი ცხოვრებას, ვიტყვი, რომ ისევ საქართველოს უშიშროების სამინისტროდან დავიწყებდი და 22 წელს ისევ იმ სამსახურს შევწირავდი, რადგან მე ის პიროვნება ვარ, რომელმაც ბოლო რუსის მესაზღვრე 1999 წლის 1 სექტემბერს გააცილა ბათუმის აეროპორტიდან და მთლიანად გააკონტროლა ტექნიკის გასვლა ქვეყნიდან. ვამაყობ, რომ ჩემი სამსახურით ქვეყნის წინაშე ვალი მოვიხადე.
რა ქონებას ფლობთ ამჟამად?
ორი ბინა მაქვს ბათუმში, ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე. 30 კვადრატული მეტრი მაღაზია და სახლი სოფელ მეძიბნაში, თავისი საბაგირო გზით, წისქვილითა და არაჩვეულებრივი ხეხილის ბაღით.
მყავს მეუღლე და სამი შვილი, ცოლი პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორია, ამ ეტაპზე კომერციულ საქმიანობას ეწევა.
ირაკლი დარცმელიძე
ქალთა საჩოგბურთო ტურნირი „ბათუმი ლედის ოუფენ“ ორი დღით გადაიდო. ასპარეზობა, რომელიც დღეს საკვალიფიკაციო რაუნდით უნდა დაწყებულიყო, მონაწილეთა სიმცირის გამო 18 სექტემბერს დაიწყება. მონაწილეთა საერთო რაოდენობა 32-ს შეადგენს, სწორედ ამის გამო, ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ საკვალიფიკაციო ბადის თამაშები აღარ გამართულიყო და მონაწილეები პირდაპირ ძირითად ბადეში დაეშვათ. ხვალ გაიმართება წილისყრა, რომელიც გაარკვევს, თუ ვინ ვის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 15 000 აშშ დოლარია.
გასაუბრებაზე კანდიტატის გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად მიზეზისა, იგი 0 ქულითფასდება.
დავით ბაციკაძე (აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე): 1-ელი ოქტომბერი იყო ზღვარი. ერთი მხრივ, ოცნება ავიხდინეთ და არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა საქართველოში და მეორეც, ამომრჩეველი დარწმუნდა თავის შესაძლებლობებში. არჩევნებზე მისვლით მათ დაიჯერეს, რამდენად ფასეული არის დემოკრატიული ღირებულებები და, პირველ რიგში, არჩევნები. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მთავარი ის იქნება, რომ ყოველი დღე იქნება 1-ელი ოქტომბერი. რომ საზოგადოება არ მოდუნდება და საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის. ეგრეთწოდებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც გვქონდა იმის მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლებოდა.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საზოგადოება ინდეფერენტული გახდა მოვლენების მიმართ. ამასთან, ამომრჩეველმა თავიდან პატარ-პატარა ბოროტებების პატიება შეძლო და, საბოლოოდ, მივიღეთ ძალიან დიდი ბოროტება. სწორედ იმის იმედი მაქვს, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ასეთი პატარა ბოროტებების პატიება აღარ იქნება. საზოგადოებამ ამის უფლება არ უნდა მოგვცეს ჩვენ, პოლიტიკოსებს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსები ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი ვიქნებით და ბევრად უფრო მივაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რა უნდა ხალხს. ხალხისგან და ჩვენგან მზაობა არსებობს იმის რომ, მოხდეს სისტემური ცვლილებები. თუკი საკანონმდებლო დონეზე ვერ მოვახერხეთ სისტემური ცვლილებები, მაშინ არაფერი გამოგვივა.
ახლა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ვმუშაობთ იმისთვის, რომ თვითმმართველობების ავტონომიურობა ჩამოვაყალიბოთ. მაგრამ არსებობს ერთი შემაფერხებელი გარემოება, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის მოწყობის წესს. პრინციპში, კოალიციის ექვსივე სუბიექტს აქვს მზაობა რეგიონალიზმზმე გადავიდეს, მხოლოდ ერთ პარტიას აქვს სხვა შეხედულება. მაგრამ, მზაობა იმისა, რომ რეგიონალიზმისკენ წავალთ, არსებობს. ეს არის ევროპული გზა და დემოკრატიის განმტკიცების ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც სამომავლოდ დაგვეხმარება. საფიქრალი გვაქვს ბევრ ინსტიტუტზე. ყველაზე მეტი სამუშაო დასჭირდება ამ გუნდს იმისათვის, რომ სასამართლო გაათავისუფლოს ხელისუფლების წნეხისგან. თუკი ეს მოხდება, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოხსნილად ჩაითვლება.
შეიძლება ვინმე შემომედავოს, მაგრამ ბევრი სოციალური პაკეტის ასრულებას მე მირჩევნია, სწორედ ეს ღირებულებები წამოიწიოს პირველ პლანზე და ჩვენი ყურადღება აქეთკენ იყოს მიმართული. ამაში, ჩემი აზრით, უნდა იყოს ჩართული მესამე სექტორი – სამოქალაქო საზოგადოება. ახლა მოდის ბევრი საკითხი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განსჯის საგანი უნდა გახდეს. იგივე აჭარის ტელევიზიის საკითხი, ან კიდევ აჭარის სტატუსი, რომელიც ამ დრომდე გაურკვეველია და ეს პრობლემა, რომელიც თან გვდევს, მოსაშორებელია. გვაქვს ჩვენი ინიციატივები და ვფიქრობთ, რომ რეგიონის უფლებების მომატება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება ფისკალური დეცენტრალიზაცია. სადაც არ არის ეკონომიკური დაინტერესება და მოსახლეობისთვის სიკეთეების მიღების საშუალება, იქ სახელმწიფო და საზოგადოება ვერ ვითარდება.
მოდერატორი: საზოგადოებაში მოლოდინებისა და განწყობების მთელი წყება შეიქმნა, რომელიც მანამდე არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი ჩარჩოების ეტაპობრივ, მაგრამ ძირეულ ცვლილებას, ან უარყოფას, ანდაც უკიდურეს შემთხვევაში, დანგრევას გულისხმობს. მსგავსი ცვლილებების ყველაზე ქვედა დონის გამოვლინებებად „დამნაშავეთა“ საყოველთაო და საჯარო დასჯის, შეიძლება ითქვას „საზოგადოებრივი შურისგების“ მოთხოვნა იქცა, რაზე რეაქციაც საზოგადოების ნაწილში „რევანშიზმის საფრთხეზე“ დაფუძნებული შიში გახდა. რას უნდა მიექცეს ყურადღება და რა საშიშროება ახლავს თან ტენდენციებს, ამ თემაზე იურისტი თამარ გურჩიანი ისაუბრებს.
თამარ გურჩიანი: ყველა დადებითად ვაფასებთ, ყველა შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ სახალხო დამცველის არჩევა საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი გახდა. უკვე სამ კვირაზე მეტია, რაც სატელევიზიო შოუების მთავარი თემა გახლდათ ეს საკითხი და დასაწყისში მეც საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად ვფიქრობდი, რომ ეს იყო კარგი. მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ მივუახლოვდით ზღვარს. აღმოჩნდა, რომ საზოგადოება სახალხო დამცველის კანდიდატთა კვალიფიკაციაზე კი არ მსჯელობდა, არამედ ბევრ სხვა წვრილმან და უმნიშვნელო დეტალზე ლაპარაკობდნენ, მაგალითად გარეგნობაზე, სტილზე და იმაზე, ვინ სად მიიღო განათლება. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ცუდი ამ განხილვების დროს იყო ისიც, რომ გარკვეული სამოქალაქო ჯგუფები მთავრობას არა რეკომენდაციას უწევდნენ, არამედ ულტიმატუმებს უყენებდნენ. მე პირადად, შესაძლოა ამ გარემოების გამო არ შევწუხებულვარ, მაგრამ მაწუხებს ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის არჩევა სინამდვილეში საზოგადოებას არ შეუძლია. ისევე როგორც ეს არ შეუძლია მოსამართლეებთან მიმართებაში. არც მოსამართლე და არც სახალხო დამცველი პირდაპირ ადამიანების მიერ არ აირჩევა. ამას კი აქვს თავისი მიზეზი, ვინაიდან, ადამიანები სწორად ვერ შეაფასებენ იმას, რამდენად კარგად იცის კანდიდატმა კონსტიტუცია და კანონი.
სახალხო დამცველის პირველი და მთავარი დანიშნულება სწორედ ის არის, რომ დაიცვას კონსტიტუცია და კანონი და ამით ზედამხედველობა გაუწიოს ადამიანთა უფლებათა დაცვას. რიგით მოქალაქეებს ამის შეფასების უნარი არ შესწევთ და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, ეს არის გაშუალებული დემოკრატია. ჩვენ პარლამენტარებს იმიტომ ვირჩევთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათ მიიღონ. თანდათანობით შესაძლებელია ამ ფასეულობის დევალვაციამდე მივიდეთ. რადგან, სახალხო დამცველის კანდიდატები ალაპარაკდებიან სწორედ ისეთ ენაზე, რომელსაც ჩვენ პოპულისტურ ენას ვეძახით. იმიტომ, რომ ლეგალისტური ენა, თქვენ იცით, რომ არავისთვის არ არის გასაგები.
რიგით ამომრჩეველს ნებისმიერი პირისგან, რომელიც მუდმივად ჩანს ტელეეკრანზე, უნდა იმ თემების მოსმენა, რომელიც თანხვედრაშია უმრავლესობის აზრთან. და შესაბამისად რელიგიის თავისუფლებასთან კამათი და სხვადასხვა ჯგუფების უფლებებზე კამათი არ არის პოპულარული, რაზეც საუბრისას სახალხო დამცველის კანდიდატები რისკავენ. ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ ბოლოსდაბოლოს პარლამენტარები რაღაცნაირად ანგარიშვალდებულნი არიან თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. ამიტომ, პირველ რიგში, ამ პროცესს, რომელსაც ჩვენ ყველა დადებითად ვაფასებთ, მე ვუყურებ კრიტიკულად.
მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ პირდაპირ არ ვირჩევთ მოსამართლეებსა და სახალხო დამცველს. სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს იმის პრაქტიკა, რომ მოსამართლეებსაც პირდაპირ ირჩევს მოსახლეობა, მაგრამ იმ ქვეყნებში სხვა ტიპის სამართალშეგნებაა. მეშინია, რომ ნელ-ნელა ჩვენ არ მივიდეთ იქამდე, რომ არ მივიღოთ სახალხო დამცველი, რომელიც ყველასთვის გასაგებ ენაზე ისაუბრებს და აუცილებლად გამოთქვამს უმრავლესობისათვის მოსაწონ მოსაზრებებს. სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება პოლიტიკურად ნეიტრალური, მიუკერძოებელი და სამართლიანი სახალხო დამცველი, რომლისთვისაც თანაბარი მნიშვნელობა ექნება უმცირესობისა თუ უმრავლესობის უფლებებს. მგონია, რომ ჯგუფებს იმიტომაც ჰქვია უმცირესობა, რომ მათ თავიანთი თავის ადვოკატირება არ ძალუძთ და მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.
იკვეთება ტენდენცია, რომ ჩვენ ვიმეორებთ ვარდების რევოლუციის შემდგომ ეიფორულ მდგომარეობას, ეს ძალიან შესამჩნევია თბილისში. 2003 წელს ყველას ჰქონდა ის გრძნობა, რომ მოვიდა კეთილი ხელმწიფე და მას არანაირი კონტროლი არ სჭირდება, პირიქით, ვფიქრობდით, რომ მას სჭირდება დახმარება, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის, რომ პატარ-პატარა ბოროტებების პატიებები დავიწყეთ, ასე ვთქვათ, დიადი მიზნებისათვის და სწორედ ახლა ვუშვებთ იმავე შეცდომებს, ანუ ვართ იმავე რისკის ქვეშ. მე ვხედავ, ყოველდღიურად როგორ ხდება მესამე სექტორის დასუსტება და დისკრედიტაცია. და ასევე, როგორ ხდება მესამე სექტორის პროფესიული ენის გაიგივება წინა ხელისუფლების ენასთან. ეს ყველაფერი სახიფათო ტენდენციად მიმაჩნია და ამ ეტაპზე, როცა ხალხი ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუკი ეს მესამე სექტორის როლის დაკნინებით მოხდება, ეს არ იქნება, ბუნებრივია, სწორი.
ნინა ხატისკაცი: არსებობს თუ არა საქართველოში არასამთვრობო საზოგადოება და რამდენად განვითარებულია სამოქალაქო აქტივიზმი. ამ კითხვაზე არსებობს ორი სხვადასხვა პასუხი. ერთი ის რომ, არასამთავრობო სექტორი არის არაპოპულარული, ხალხის მხარდაჭერა არ აქვს მას და მეორე ის, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გვწყინს ეს იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს ვაკეთებთ, ბევრს ვმუშაობთ. თუნდაც მესაკუთრეთა უფლებების დარღვევის ფაქტების გასაჯაროება ჩვენი დამსახურებაა. მართალია, ხშირ შემთხვევაში მას შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხშირად აქტიურობა შედეგს იძლევა. თუნდაც ის რომ, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას უწევს თავის მართლება, ბოდიშის მოხდა მათი წარმომადგენლის არამართებული გამონათქვამის გამო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს არის არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება, თუმცა არსებობს თუ არა სამოქალაქო საზოგადოება? – ეს არის კითხვა, რომელიც ხშირად ისმება, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ აი ახლა, ამ ეტაპზე ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ზურგს არ გვიმაგრებს 10 ათასობით ადამიანი. კვლევები ადასტურებენ ჩემს ამ ვარაუდს და საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს მესამე სექტორს. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენ ვმუშაობთ ხალხის გარკვეული ჯგუფების ინტერესების დასაცავად. ჩვენ ხელისუფლებასთან მისვლას უფრო მეტად ვახერხებთ სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით, ვიდრე საზოგადოების მხარდაჭერის ხარჯზე. რეალურად იმ ქვეყნებში, სადაც სამოაქალაქო საზოგადოება მართლაც არის განვითარებული, ის სწორედ მასებს ეყრდნობა და ეს არის კლასიკური გაგება, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება ალბათ არ იქნება სწორი.
ის რეალობა, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროს. დღევანდელი ხელისუფლება ვერ არის იმ ფუფუნებაში, რომელშიც იყო წინა ხელისუფლება. მას არ გააჩნდა რეალური ოპოზიცია, კრიტიკულად განწყობილი მასა, მეორე არასამთავრობო სექტორი ზოგადად იყო ახლად შექმნილი და არც ჰქონდა ამხელა გამოცდილება, როგორც აქვს დღეს. თან მაშინ უფრო მეტად გვქონდა პოზიცია, რომ ვაცალოთ, დაველოდოთ. მერე აღმოჩნდა, რომ გვიანი იყო. დღეს კი ზედმეტი მოგვივიდა.
ჩვენ მკაცრი უნდა ვიყოთ სიძულვილის ენის ნებისმიერი გამოვლენის შემთხვევაში და ნებისმიერი არაეთიკური ქმედების მიმართ. მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კადრების შერჩევაში იღებს ხელისუფლება და აქ ჩვენი ფუნქცია წყდება. მაგრამ, ჩვენ პირველებმა უნდა ავიმაღლოთ ხმა, როცა ხელისუფლება კანონს დაარღვევს.
კიდევ ერთი რეალობა მინდა აღვნიშნო, რევოლუციის შემდეგ და ახლაც არსებობს დიდი საშიშროება, რომ არასამთავრობო სექტორიდან ხელისუფლებაში ბევრი ადამიანი წავიდეს. ეს ტენდენცია უკვე იგრძნობა, მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ სამოქალაქო სექტორი ამით შესუსტდება, ვინაიდან ვხედავ ძალას, რომელიც ამ სექტორში მოდის და ეს არის რესურსი, თუნდაც ყოფილი ხელისუფლების წევრები შეავსებენ ამ ნიშას. ამავე დროს მაქვს მოლოდინი, რომ სამოქალაქო სექტორში გაჩნდება უფრო ვიწრო პროფილის ორგანიზაციები. ამის დრო ნამდვილად მოვიდა.
არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის განვითარებაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ, არამედ მაქვს მოლოდინი, რომ ბევრ უწყებასა და ინსტიტუტთან შეიქმნება სამოქალაქო საბჭოები. და კიდევ ერთი ჩემი შეხედულება მინდა გაგიზიაროთ, არ მინდა, რომ მოხდეს მესამე სექტორის პოლიტიზება. სექტორის კვალიფიკაცია არ უნდა ხდებოდეს ჩემიანებად და შენიანებად, არამედ პროფესიონალიზმის კუთხით. და ძალების დემონსტრირების ნაცვლად ჯობია სწორედ პროფესიონალიზმის კონტექსტით წავიდეთ. ჩვენი ძალების დემონსტრირება უნდა ამოხდეს კონკრეტული რეკომენდაციებით.
აქტიურ საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს „ნაცმოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ბარამიძე მოსახლეობას პრესის გარეშე ხვდება. მცდელობის მიუხედავად „ბათუმელებმა” გიორგი ბარამიძესთან დაკავშირება ამ ჯერზე ვერ შეძლო.
ყველაზე უჩინარი კანდიდატი „მერაბ კოსტავას საზოგადოებიდან“ წარდგენილი როინ დიასამიძეა. პარტიას ბათუმში არც ოფისი აქვს და არც აქტიური საარჩევნო კამპანია. ერთადერთი წყარო, სადაც კანდიდატის შესახებ შეიძლება რაიმე ინფორმაცია მოიპოვო „ფესბუქია“. კანდიდატს ქსელში ორი ფოტოსურათი და ის ინფორმაცია უდევს, რომ კოსტავას საზოგადოების წევრია, დამთავრებული აქვს ბათუმის მე-13 სკოლა და რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. სხვა ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის. „ბათუმელებმა“ კანდიდატს სოციალურ ქსელში შეტყობინებაც დაუტოვა – როინ დიასამიძე კავშირზე არ გამოსულა.
„მომავალი საქართველოს“ რჩეული ალექსანდრე ლომოურია. მისი საარჩევნო შტაბი ბათუმში არ ფუნქციონირებს. ის თბილისში ცხოვრობს და როგორც სატელეფონო საუბრისას გვითხრა, ბათუმში ჩამოსვლას რამდენიმე დღეში აპირებს. ლომოური ირწმუნება, რომ საარჩევნო კამპანიას ატარებს, ოღონდ კამერების გარეშე. „კამპანია ხმაურის გარეშე მიმდინარეობს, ჩემი წარმომადგენლები მუშაობენ მოსახლეობასთან“.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ლომოური ბათუმელებისთვის უცნობი პირია, იგი გამარჯვებაში მაინც დარწმუნებულია: „ჩვენი პარტიის სლოგანია ავაშენოთ საქართველო სუფთა ხელებით. და მინდა სუფთა ხელებით იქ გავიმარჯვო, სადაც არ მიცნობენ“.
კანდიდატის კარიერა მედიიდან იწყება, ის პროფესიით ჟურნალისტია. როგორც ამბობს, მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოებსა და საზოგადოებრივ რადიოში. ამის შემდეგ ლომოურის კარიერა საჯარო სამსახურებს უკავშირდება: „ვმუშაობდი სოფლის მეურნეობისა და თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, შემდეგ კი ეროვნულ გვარდიაში ვიყავი“.
პოლიტიკაში წასვლის მიზეზად გამოცდილებას ასახელებს: „ჩემზე უკეთ ინგა გრიგოლიამ განმარტა, რატომ მიდიან ჟურნალისტები პოლიტიკაში – მათ უფრო მეტი გამოცდილება და უფრო მეტი თავისუფალი ხედვა გვაქვს“.
ალექსანდრე ლომოური ირწმუნება, რომ მისი საარჩევნო მესიჯი სხვებისგან განსხვავებულია: „მუნიციპალური საავადმყოფოები არ არის ლეიბორისტების იდეა, ჩვენი იდეაა. განსხვავებულია ის, რომ მოვითხოვთ დაბალ ტარიფებს საქალაქო ტრანსპორტზე, მრავალშვილიანი ოჯახების კომპენსირებას და უფასო მშობიარობას“.
უცნაური საარჩევნო კამპანია აქვს „ქრისტიან დემოკრატების“ კანდიდატს, ირაკლი ნარაკიძეს. იგი ექიმია და ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოში 35 წელია მუშაობს. საარჩევნო შტაბი არც მას აქვს გახსნილი. „თუ ამირჩევენ ამირჩევენ, თუ არა და არ ვარ ის კაცი, ვეხვეწო ამირჩიეთ-მეთქი. როცა პარტიის წარმომადგენლები გადიან ხალხთან შესახვედრად, მეც მივყავარ და ასე ვხვდები ამომრჩეველს, ცალკე რესურსების დახარჯვას არ ვაპირებს“, – აცხადებს იგი.
ირაკლი ნარაკიძე პარტიის წევრი არ არის, ის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს ხელვაჩაურში. ვერ გაიმარჯვა. წარსული გამოცდილების მიუხედავად, მას „ქდმ-ს“ შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს. ირაკლი ნარაკიძე თავის კონკურენტებად გია ბარამიძეს და მურმან დუმბაძეს მიიჩნევს.
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ კანდიდატი მაია პაპიძეც, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეა. ის წლების წინ აჭარის რადიოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ მუშაობდა. „ცოტა ხნის წინ ბიზნესშიც გადავინაცვლე და საზღვაო სააგენტო „პონტო-მარია“ დავაფუძნე. არენდით ვამუშავებდი სასტუმროს და პატარა სამშენებლო კომპანიაც მქონდა, რემონტებს ვაკეთებდით. შეკვეთების ნაკლებობის გამო კომპანია გაჩერდა. გაკოტრდა საზღვაო სააგენტოც.
სააგენტო თაბაშირ-მუყაო შემოჰქონდა, როცა თბილისში გაიხსნა ამის ქარხანა, კონკურენცია ვეღარ გავუწიეთ“. კანდიდატი ამბობს, „ამჟამად წალკაში გადავინაცვლე და რამდენიმე ძროხა შევიძინე. ჯერჯერობით, შემოსავლიანია“.
მაია პაპიძე განსაკუთრებულ საარჩევნო კამპანიას არ ატარებს: „სატელევიზიო ბრიფინგები გვაქვს და ამომრჩეველსაც ვხვდებით“. მთავარ აქცენტს ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე აკეთებს: „ძალიან უჭირს მოსახლეობას გადასახადების გადახდა, განათლება და მკურნალობა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. მთელი დასტა სიების მიდევს იმ ადამიანებისა, ვისაც საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია“.
კანდიდატების სიმრავლის მიუხედავად, მაია პაპიძეს გამარჯვების იმედი მაინც აქვს: „ნათლულები მყავს, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და რა ვიცი, ბევრი ადამიანი მიცნობს. ვფიქრობ, მომცემენ ხმას. მესმის, რომ საარჩევნოდ ყველა გაჭირვებულს უსვამს თავზე ხელს, მაგრამ მათ არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთონ, რომელი ხელიდან უფრო მეტ სითბოსაც იგრძნობენ“.
კანდიდატის მეუღლე, ამჟამად უმუშევარი ჯონდო აბრამიშვილი ყოფილი პოლიციელია: „მყავს ორი ქალიშვილი. ერთი სლოვენიაში ცხოვრობს, მეორე კი ჩვენთან. მე ვარ ისეთივე ადამიანი, როგორც ჩემი ამომრჩეველია, ამიტომ მე შევძლებ მათი პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანას“.
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რამინ პაპიძე ბათუმში ცნობილი ადვოკატია. მის სახელს უკავშირდება ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა როინ შავაძის – აგვისტოს ომის დროს მოკლული სერჟანტის, ასევე აჭარის ტელევიზიის წინ 2011 წლის 21 მაისის მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს დაკავებული მონაწილეების საადვოკატო მომსახურება.
რამინ პაპიძემ მისი პოლიტიკაში წასვლის მიზეზად სასამართლო ხელისუფლების უუნარობა დაასახელა: „ხელისუფლება მიზანმიმართულად ეწევა ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციას. მე, პირადად, განვიცდი პროფესიულ დევნას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საადვოკატო საქმიანობა ყოვლად უსარგებლოა“.
რამინ პაპიძე ერთადერთი ადვოკატია, რომელიც „ხელისუფლების მოსამართლეებმა“ 11 000 ლარით დააჯარიმეს: „ვალებს პრინციპულად არ ვიხდი, რადგან ყველა გადაწყვეტილება იყო უკანონო. არც ქონებას ვფლობ ოფიციალურად, იძულებითი აღსრულება რომ მოახდინონ. თუკი დეპუტატი გავხვდები, ხელფასიდან დაიწყებენ თანხის ამოღებას, მაგრამ მე მოვითხივ ამ საქმეების გადახედვას“.
რატომ დაუკავშირა ადამიანის უფლებადამცველმა საკუთარი პოლიტიკური კარიერა პარტიას, რომლის საარჩევნო კამპანიაც ყველაზე ქსენოფობიურია? რამინ პაპიძე: „ვფიქრობ, კლიპში, სადაც საუბარია იმაზე, რომ დავიბრუნებთ უცხოელებისგან მიტაცებულ მიწებს, ან აღვკვეთთ ჰომოსექსუალებისა და სექტების პარპაშს, არ იქნა ისე გაგებული, რა შინაარსიცაა ჩადებული. ამ სლოგანზე მეც გამიჩნდა კითხვა, მაგრამ როგორც ამიხსნეს, აქ საუბარია ქონებაზე, რომელიც კორუფციული გზებით გასხვისდა. ხელისუფლებამ სწორედ დაუსაბუთებელი ქონების მუხლით ჩამოართვა აბაშიძისა და შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ქონება. რაც შეეხება უმცირესობებს, – არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალობის აგიტაცია, თუმცა ამ მესიჯების ფორმულირებაც არასწორი იყო“.
რამინ პაპიძის აზრით, საარჩევნო კამპანია ერთფეროვანი და საკმაოდ არადინამიურია:
„ტელევიზორში ბრიფინგები რომ ტარდება, ამით თუ მიხვდები, რომ არჩევნებია, ქალაქში არჩევნების მუხტი ნაკლებად იგრძნობა. ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლიბების სახით წერტილოვანი დარტყმები მიაყენა ოპოზიციას – შეგვიზღუდა ფინანსური რესურსის გამოყენება, რაც აისახა კიდევ საარჩევნო კამპანიებზე. ამის გარდა, ხელისუფლება გადავიდა იატაკქვეშეთში და ისე აგრძელებს ამომრჩევლის დაშინებას. არასამთავრობო სექტორი კი არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აუხსნას მოსახლეობას თუ რატომ ვერ გაიგებს ხელისუფლება მისი ნების შესახებ და როგორ შეიძლება იყოს მისი ხმა დაცული“.
რამინ პაპიძე საარჩევნო მესიჯების ერთფეროვნებაზეც აკეტებს აქცენტს: „კამპანია მიდის ერთი და იმავე საკითხებზე. მეზიზღება, ტაკიმასხარა მგონია თავი. ამომრჩევლისთვისაც მომაბეზრებელია ეს ყველაფერი“.
რამინ პაპიძის აზრით, პარლამენტში ოპოზიციის უმცირესობით შესვლაც კი მნიშვნელოვანია: „უმცირესობა გადაწყვეტილების მიღების დროს უძლურია, მაგრამ დეპუტატს აქვს ბერკეტი მუდმივი წეზოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე და ხალხის ინტერესები მაინც დაიცვას“.
თამაზ დევაძე „ლეიბორისტული მოძრაობის„ კანდიდატია. დამთავრებული აქვს ტექნიკური ინსტიტუტი და წლების განმავლობაში მუშაობდა ტრანსპორმატორების ქარხანაში, ჯერ მუშად, შემდეგ კი ხარისხის კონტროლიორად და ინჟინერ-ტექნოლოგად: „პერესტროიკის შემდეგ, სამი წელი დავით კომახიძის ორგანიზაციაში უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობაზე ვმუშაობდით. იქ საკუთარი ძალების რეალიზება ვერ მოვახერხე, რადგან მათ ინიციატივები არ აინტერესებდათ“.
შემდეგი ნაბიჯი კერძო ბიზნესი იყო: „გერმანიიდან და ჰოლანდიიდან ავტომანქანებსა და ავეჯს ვეზიდებოდი. ბევრი მოგება არ მქონდა, მაგრამ ოჯახს ვარჩენდი. ბოლო შეკვეთა ვარდების რევოლუციას დაემთხვა. ამის შემდეგ ეს ბიზნესიც გაჩერდა. ახლა ვარ უმუშევარი და სოფელი მარჩენს. თხილნარში მანდარინის ბაღი მაქვს. მყავს სამი შვილი, მეუღლეც უმუშევარია“.
თამაზ დევაძე ამბობს, რომ ბუნებით ლმობიერია, რის გამოც ოჯახის წევრები პოლიტიკურ წინსვლას არ უწინასწარმეტყველებენ: „მამაჩემმა მითხრა, შენი ბუნების ადამიანის პოლიტიკაში არ უნდა წასულიყო – წარმატებას რომ მიაღწიო ან ენამოსწრებული უნდა იყო, ან თაღლითი, შენ კი არც ერთი არ ხარო“.
გამარჯვების შემთხვევაში ჯანდაცვის სფეროში მუშაობას აპირებს. მიაჩნია, რომ მოსახლეობა უფასო ჯანდაცვით უნდა სარგებლობდეს:
„მე ისეთი რამე ვნახე… ბრტყელტუჩა ხომ იცით, იმით ამოიღო კაცმა კბილი, საკუთარი ხელით -სტომატოლოგთან მისვლის ფული არ ჰქონდა. გაოგნებული ვიყავი, ეს როგორ გააკეთეთ-მეთქი, შვილიშვილი რომ გესტუმრება და ვახშამს ვერ აჭმევ, იმაზე მწარე მაინც არ არისო. სოციალურად დაუცველი არ ვარ, მაგრამ შეიძლება ეს ფული მეც არ აღმომაჩნდეს, ამიტომ ჯანდაცვის საკითხი გადასახედია“.
თამაზ დევაძეს, ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, საარჩევნო პროგრამა ხელთ არ აქვთ. „პარტიის პროგრამა იგივე ჩვენი პროგრამაა“, – ამბობს ის. საარჩევნო კამპანიისთვისაც ნაკლები დრო რჩება, რადგან ამბობს, რომ დროს უბნებში პარტიის კოორდინატორების დატრენინგებაში ხარჯავს: „თუ დავრჩი პარლამენტის გარეთ, დავფიქრდები წარმატებას რომელ სფეროში უფრო მივაღწევ. ამდენი ხანი როცა პოლიტიკაში ხარ, მხოლოდ ლაპარაკის დონეზე არ უნდა დარჩე“.
კოალიცია „ქართული ოცნებას“ მაჟორიტარობის კანდიდატი მურმან დუმბაძეა. მას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გამოცდილება აქვს. 2004-2008 წლებში ის აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი იყო „რესპუბლიკური პარტიიდან“. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელვაჩაურში იყრიდა კენჭს და დამარცხდა. მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მან ხმები მიიღო, მაგრამ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა.
მისი და „რესპუბლიკელების“ პოლიტიკური გზები, გასულ წელს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხის გამო გაიყო. „რესპუბლიკელებს“ მიაჩნდათ, რომ მურმან დუმბაძემ პარტიის ლიბერალურ კურსს გადაუხვია.
პარტიიდან წასვლის შემდეგ, მურმან დუმბაძე საზოგადოებრივ მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ დააფუძნა, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გახდა ბათუმში. მან სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, საარჩევნო კამპანია გაცილებით ადრე დაიწყო და საკმაოდ უცნაურადაც. მურმან დუმბაძე ამომრჩეველს ეუბნებოდა, რომ თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოხაზავდნენ, ხელზე სიმსივნე დაემართებოდათ. ეს მისმა ოპონენტებმა კანდიდატის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს.
„მინდა გავაშარჟო ზოგჯერ სიტუაცია და ადამიანებს ისეთი რამ ვუთხრა, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდებათ. ასამდე ადამიანი მირეკავდა, ყველამ გაიგო, რატომ არ უნდა შემოხაზონ ხუთიანი. მიზანი მიღწეულია“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
„ქართული ოცნების„ კანდიდატი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანია დინამიურად მიდის: „მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამომრჩეველს აფრთხილებს ჩვენს შეხვედრებზე არ მოვიდნენ, კამპანია მაინც სრული ანშლაგით მიდის“.
საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მისი ოპონენტები ვერ გაიმარჯვებენ: „გამორიცხული. თუ ვინმე გაბედავს, რომ მოიპაროს ჩემი ხმა, არავის არ გავატან. მათ შორის არც ბარამიძეს. ის დარწმუნებულია, რომ წააგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პარტიულ სიაში არა მესამე, არამედ ბოლო ადგილს დაიკავებდა“.