სიახლეები

ბათუმის ლოგო ისევ ვერ აირჩიეს სდსდსდ

03.02.2015 •
ბათუმის ლოგო ისევ ვერ აირჩიეს სდსდსდ

 

კომისიის სხდომა
კომისიის სხდომა

„ჩვენ ვიმუშავეთ და ოციდან ხუთი ლოგო შევარჩიეთ, ახლა შეგვიძლია ამ ხუთიდან გავაკეთოთ არჩევანი, არ ვიცი რატომ ვუბრუნდებით იგივეს თავიდან, არ მინდა დავიჯერო, რომ ასე უცებ ვცვლით გადაწყვეტილებებს“ – განაცხადა შოთა გუჯაბიძემ სხდომაზე.

 

კომისიის კიდევ ერთი წევრი მირანდა ჩარკვიანი კენჭისყრაზე იმ ლოგოს  (“ყირამალა”) დაყენებას ითხოვდა, რომელმაც გუშინ, 23 დეკემბერს გამარჯვებულად გამოცხადებული ლოგოს შემდეგ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა,  თუმცა კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს ეს საკითხი კენჭისყრაზე არ დაუყენებია.

 

 სხდომის დაწყებისთანავე ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა რომ ამ დრომდე ის ნაკლებად აქტიურობდა და ყველაზე ცოტას ლაპარაკობდა, რადგან ლოგოების საკითხში არაკომპეტენტურია:

 

„… მაგრამ  გუშინ ნახევარმა ბათუმმა და თბილისმა მომწერა ეს რა აირჩიეთო.“

 

ამ განცხადების შემდეგ ირაკლი ჭეიშვილმა კომისიის წევრებს უთხრა, რომ მას ერთ-ერთმა კონკურსანტმა „ფეისბუქის“ საშუალებით მიწერა, რომ ლოგოს პრეზენტაციის გაკეთების და კონცეფციის ახსნის საშუალება არ მიეცა: „ ეს არის ირაკლი თოფურია, მან პრეზენტაცია გადმომიგზავნა“. ეს ლოგო კომისიის მიერ გუშინ 23 დეკემბერს შერჩეულ ხუთეულში არ ყოფილა.

 

კომისიის თავმჯდომარის განცხადება ნათია აფხაზავამ გააპროტესტა. მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს პრეზენტაციის გაკეთების საშუალება მიეცემა, ეს იმის მანიშნებელი იქნება რომ კომისიამ კონკურსანტები არათანაბარ პირობებში ჩააყენა.

 

კომისიამ გენო გელაძის წინადადაებით კენჭი უყარა კონკურსის ჩაშლის საკითხსაც, თუმცა ამ წინადადებას ინიციატორის გარდა მხოლოდ ერთმა ნათია აფხაზავამ დაუჭირა მხარი.

 

გენო გელაძე ახალი კონკურსის გამოცხადებას საპრიზო თანხის გაზრდისა და კომისიაში სპეციალისტების ჩართვით ითხოვდა.

 

საბოლოოდ კომისიამ გადაწყვიტა, არჩევანი ისევ შერჩეულ ოც ლოგოს შორის გააკეთოს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ავტორები ან მათი წარმომადგენლები კომისიასთან პრეზენტაციით წარსდგებიან.

 

არაოფიციალური ინფორმაციით კომისიის წევრებიდან ზოგიერთს და მათ შორის თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილს „ყირამალას“ გამარჯვება მხოლოდ იმიტომ არ უნდა, რომ სიმბოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა და ბათუმის სიმბოლოებს შორისაც სწორედ წინა მთავრობის დროს დამკვირდა.  

გადაბეჭდვის წესი