სიახლეები

მღვდელი საჯარო მოხელეთა შესარჩევ კომისიაში

03.02.2015 •
მღვდელი საჯარო მოხელეთა შესარჩევ კომისიაში

 

გელა კილაძემ „ბათუმელებტან“ განმარტა თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება კომისიაში სასულიერო პირი მიეწვია: „სპეციალისტის რანგში მყავს მოწვეული ფილოლოგი , სასულიერო გიმნაზიის პრორექტორი დეკანოზი მირიან ფირცხალაიშვილი. ის, როგორც მამაო, არ მყავს კომისიაში. აბა ადამიანი რაღაცას რომ წერს,  რაღაცას რომ აკეთებს, ხომ უნდა იკითხოს რა ხდება, როგორ არი და რა არი.

 

ის არის კომისიაში როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც ჩვენს დაწესებულებასთან არანაირი კავშირი არა აქვს.   მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ შესაძლებელია კომისიაში  მოწვეული იყოს ადამიანი,  რომელსაც საერთოდ არ ექნება კავშირი ამ დაწესებულებასთან. ვიხელმძღვანელე ამ დადგენილებით და როგორც დადებითი პიროვნება, როგორც ობიექტური  ადამიანი…  და გიკონკრეტებთ სხვანაირად რომ არ დაწეროთ, ის არის ფილოლოგი სპეციალობით,  ის არის საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი… ის რელიგიის კუთხით არ მოგვიწვევია, რა ვქნათ თუ დეკანოზია, კომისიაში მოწვეულია როგორც სპეციალისტი“. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტეში საკრებულოს საჯარო მოხელეთა კონკურსი ჯერ კიდევ გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი