ამინდის პროგნოზი: ბათუმში გამთენიისას ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა

27 იანვარს, გამთენიისას, ბათუმში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის რუსუდან დიასამიძის თქმით, ტემპერატურა შესაძლოა დილის ხუთ საათზე -6 -7 გრადუსამდე დავიდეს,  აჭარის მაღალმთიანეთში კი  -15 გრადუსამდე.

რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, ამჟამად ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსია.

ტემპერატურის ვარდნის გამო ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბას ყინულის თხელი ფენა მოედო.

„სუბტროპიკულ ზონაში ზოგადად ყველაზე დაბალი ტემპერატურა -11 გრადუსი, 1949 წელს დაფიქსირდა. სწორედ ასეთი ყინულის თხელი ფენა გაუჩნდა ტბას მაშინაც. ეს ყინულის საფარი ხვალ, შუადღეზე გადნება.“

ხვალ ბათუმში თოვა მოსალოდნელი არ არის, ჰაერი შუადღეზე +3 გრადუსამდე გათბება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკა იმუშავებს ე.წ. “ჭაობის” დასახლებაში ქუჩების გასაწმენდად. დაყრიან ტექნიკურ მარილსაც, როგორც გარეუბნებში, ასევე ცენტრალურ ქუჩებში, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გადატანილი ხიდებსა და სარკინიგზო გადასასვლელებზე. პრესსამსახურის განცხადებით, მერია 24- საათიან რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

6 მაისის პარკში მდებარე ტბაში ბათუმელები ქვებსა და გუნდებს ისვრიან, იმის შესამოწმებლად, გაიყინა თუ არა ტბა.
6 მაისის პარკში მდებარე ტბაში ბათუმელები ქვებსა და გუნდებს ისვრიან იმის შესამოწმებლად, გაიყინა თუ არა ტბა.

თოვლმა ბოტანიკური ბაღის მცენარეთა საფარი უმნიშვნელოდ დააზიანა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციით, თოვლმა ბოტანიკური ბაღის კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილი დააზიანა. “უმნიშვნელო ზიანია. ზოგიერთ ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მოგეხსენებათ არის გარკვეული ეგზოტი, რომელიც ადვილად ტყდება. რამდენიმე პატარა მცენარე გადატყდა, მოიგლიჯა ერთი პატარა აკაცია. რაც შეეხება ამიერკავკასიის სუბტროპიკების განყოფილებას, სადაც მასიური ტყეა – შიგნით, სიღრმეში, პატარა ტოტები ტყდება, მაგრამ სერიოზული ზიანი ნამდვილად არ არის”.

დღეს დიდთოვლობის გამო ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბოძებზე არსებული დენის სადენები დაზიანდა, რის გამოც ბაღის დენით მომარაგება გარკვეული დროით პარალიზებული იყო. პრესსამსახურის ცნობით დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მობილურმა შტაბმა ბაღის მთელ პერიმეტრზე ბოძებზე არსებული დენის სადენები თოვლისგან გაათავისუფლა და ამ წუთებში ბოტანიკურ ბაღს ელექტროენერგია კვლავ მიეწოდება.

ბოტანიკური ბაღის პრესცენტრის ინფორმაციით, მობილური შტაბი გუშინაც და დღესაც აქტიურად აწარმოებს გაწმენდით და დაბერტყვით სამუშაოებს ბაღის მთელ ტერიტორიაზე.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო, ვიზიტიორთა უსაფრთხოების მიზნით, ბოტანიკური ბაღი დახურული იქნება მანამ, სანამ ამინდი არ გაუმჯობესდება და ბაღის ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება არ იქნება.

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია თებერვალში დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს აბიტურიენტების რეგისტრაცია ეროვნული გამოცდებზე თებერვალში დაიწყება, რის გამოც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გარდა ფაკულტეტების ჩამონათვალისა, შეცვალონ არჩევითი საგნებიც გარკვეული დროის განმავლობაში. წინა წლებში კი რეგისტრაციის ვადები შეზღუდული იყო.

2016 წელს სიახლე იქნება ის, რომ გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.

ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცელის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია.

ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს. ტესტის ნიმუშები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.naec.ge.

ბათუმის ბულვარში ხეების დასაფერთხად მოხალისეებს ელოდებიან

საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრის, ნათია აფხაზავას ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარში ხეების დასაფერთხად დახმარება სჭირდება:

„ვესაუბრე ბულვარის ადმინისტრაციას. ისინი ინტენსიურად მუშაობენ, რომ ხეები დროულად დაფერთხონ, მაგრამ რადგან თოვა გრძელდება, საჭიროა მეტი მობილიზება. ბულვარის ადმინისტრაციას აქვს ბამბუკები და ვისაც დახმარების სურვილი აქვს, შეულიათ მიმართოს. ასევე იყო თხოვნა, ბავშვებს ნუ წამოიყვანენ ბულვარში, რადგან არის ხეების წაქცევის საფრთხე. რაც შეეხება გამოხმაურებას, ამ დროისთვის უკვე რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დაინტერსდნენ, თუ სად უნდა მოვიდნენ და როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მიიღონ მონაწილეობა ხეების გადასარჩენად.“

სანიციატივო ჯგუფის- „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ მოხალისეები ბულვარში ხეების თოვლისადან გასათავისუფლებლად გუშინ, გვიან ღამითაც გავიდნენ.

ამ მხრივ აქტივობის გამოჩენა მოქალაქეებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო გუჯაბიძემაც სთხოვა.

ბულვარის პრესსამსახურის ინფორმაციით ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები, ინტენსიური თოვის მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ხეების თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ, თუმცა გადაუღებელმა თოვამ ხეები და მწვანე ნარგავები მაინც დააზიანა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ზიანის მონიტორინგი მიმდინარეობს და შედეგები გამოდარებისთანავე გახდება ცნობილი.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ამ დროისთვისაც საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამ დროისთვის ბულვარის ადმინისტრაციას ხეების დაფერთხვაში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები და „ბათუმის დინამოს“ წევრები ეხმარებიან.

ბულვარი
ბათუმის ბულვარი, 26 იანვარი 2016 / ფოტო: ბათუმელები

ბათუმის თოვლიანი დღის ფოტოქრონიკა

26 იანვარს ბათუმში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია. დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიების ნაწილი. მოქალაქეები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან.

დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.

ქალაქის ცენტრალური ქუჩები თანდათან იწმინდება, თუმცა ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირს.

დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.

თოვლმა ბათუმში ხეების ნაწილი დააზიანა. ქალაქში ბევრ ადგილას შეხვდებით ხეებთან ჭოკით მდგარ ადამიანებს, რომლებიც ხეებს თოვლისგან ათავისუფლებენ.

დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.

მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგან.

დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.

თოვლიანი დღით ყველაზე კმაყოფილი ბავშვები არიან, რომლებიც დღეს სკოლაში ყოფნის ნაცვლად გუნდაობით ერთობიან.

დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.

მიუხედავად თოვლიანი დღისა, ბათუმის 6 მაისის პარკსა და პლაჟზე კანტიკუნტად მაინც შეხვდებით მოსეირნეებს, რომლებიც ფოტოებს იღებენ.

დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.
დიდთოვლობა ბათუმში, 2016 წლის 26 იანვარი.

აჭარის სოფლებში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

დიდთოვლობის გამო აჭარის სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება – ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატი ავრცელებს. საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობაში შეიკრიბა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მიმართულებით გზებს წმენდენ. მძიმე ტექნიკა მუშაობს ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მწვანე კონცხის გვირაბთან. უსაფრთხოების მიზნით გზებზე ყრიან ტექნიკურ მარილს. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 6400-მდე აბონენტს.  რეგიონის მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი.

 

ბათუმში სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობს

ბათუმის სასწარაფო დახმარების სადგურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დღეს დილიდან ქალაქის მასშტაბით ვერ ახერხებენ ყველა გამოძახებაზე გასვლას დიდთოვლობის გამო. სამსახური ფაქტობრივად ანალოგიურ რეჟიმშია ამ დროისთვისაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ნანდაცვის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივი ავტომანქანები დროებით ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა. „სასწრაფოს“ დროებით გადაეცა ასევე ოთხი ავტომანქანა [მათ შორის ორი „ნივა“] ჯანდაცვის სამინისტროსგან.

მთავრობის ავტომანქანების ჩათვლით, ამ დროისთვის ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები გამოძახებებზე სულ 7 ავტომობილით გადიან [თოვლიან გზებზე სამსახურის მხოლოდ 2 ავტომანქანა ახერხებს გადაადგილებას].

რთული ვითარებაა აჭარის მუნიციპალიტეტის ზოგ სოფელშიც. აქ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სამაშველო სამსახური ეხმარება.

03
ჩაქვის სასწრაფო დახმარების სადგური

აჭარის სამაშველო სამსახურში 150 ზარი შევიდა

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის  მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, 25 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით 150 გამოძახება  ჰქონდათ.  სამაშველო სამსახურმა დახმარებას გაუწია სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებსაც დიდთოვლობის გამო ქალაქში გადაადგილება უჭირთ, ასევე დაეხმარა მოქალაქეებს.

„ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან და  საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას ვუწევთ სასწრაფოს დახმარების სამსახურს, რომელსაც არ ჰყავს მაღალი გამავლობის მანქანები და ვერ გადაადგილდებიან  უხვი ნალექის გამო.

დახმარება აღმოვუჩინეთ მშობიარე ქალს, რომელიც ქობულეთის სოფელ მახუნცეთიდან გადმოვიყვანეთ სამშობიაროში. სოფელში ჩვენი მანქანებიც კი ვერ ავიდნენ, იმდენად დიდი თოვლია, სამი კილომეტრის გავლა მოგვიხდა. ასევე, გეგმიურ პროცედურაზე გადმოვიყვანეთ დიალიზზე მყოფი პაციენტები“- გვეუბნება მამუკა თურმანიძე.

სამაშველო სამსახური მემორანდუმის ფარგლებში დახმარებას უწევს ბათუმის ყინულის სახლსაც.

მამუკა თურმანიძის თქმით, მაღალმთიანი რეგიონებიდან სამაშველო სამსახურში შეტყობინება არ შესულა, „რადგან  ბათუმში და მის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში უფრო მაღალია თოვლის საფარი“-ამბობს ის.

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის შტაბი მოქმედებს როგორც მერიაში, ასევე სამაშველო სამსახურში და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე  – 112.

 

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტიდან ავტობუსები  მხოლოდ შემდეგ მარშრუტებზე მოძრაობს: N 1, 1ა, 2, 4 და 8, ისიც შეზღუდული რაოდენობით [ზოგ ხაზზე ერთი, ზოგზე კი ორი ავტობუსი].

დღეს დილით ბათუმში ავტობუსები მხოლოდ N1 და N8 მარშრუტებზე მოძრაობდა.

ქალაქში შეზღუდულად და ძნელად გადაადგილდება სამარშრუტო მიკროავტობუსებიც.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

 

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გართულდა საავტომობილო გზებზე გადაადგილება. განსაკუთრებით  რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწვეტილა.

ამ დროისათვის, დიდთოვლობის გამო, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ 65–კმ 119 (ჩოლოქის ხიდი-სარფი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ 79–კმ 96 (ბობოყვათი–ქ.ბათუმის შესასვლელი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ 65–კმ 79 და კმ 97–კმ 119 მონაკვეთზე თავისუფალია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს:

  • ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;
  • მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე, ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე;
  • მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ხელვაჩაურში წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ონტოპოში, ანკარის ინტერპოლის მიერ 18.12.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, ს. ს. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-a, 53/1-c, 53/1-b, 53/1-d, 53/1-e, 53/3, 62/1, 58 და 52/2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც თაღლითობას და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.

ს. ს-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები. ამ დროისთვის დაკავებული შესახლებულია პენიტენციალური დეპარტამენტის N2 დაწესებულებაში.

აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

ბათუმში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დიდთოვლობის გამო სწავლა ასევე შეწყდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, ქედის 29 სკოლიდან მხოლოდ 10 მუშაობს, ხოლო სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა ხულოსა და შუახევის არც ერთ სკოლაში.

დიდთოვლობა ბათუმში – ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია [ფოტო]

დიდთოვლობის გამო ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. ნაწილობრივ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ცუდი მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში, სადაც მერია გზის გაწმენდაც დღის მეორე ნახევარში გეგმავს, რისთვისაც კერძო კომპანიებისგან შესაბამისი ტექნიკის დაქირავებას აპირებს.

შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს.

უამინდობის გამო, დღეიდან, 26 იანვრიდან, ორი დღის განმავლობაში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის საბავშვო ბაღებში. ასევე სკოლებში.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს.

მერიის ინფორმაციით სექტორებადაა დაყოფილი შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები, რომლებიც ტროტუარების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. დილიდან თოვლისგან გაიწმინდა ხეები ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, რუსთაველის, გორგილაძის, ლუკა ასათიანის, დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე. ამჟამად ხეების დაბერტყვის სამუშაოები გრძელდება მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებზე. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე თოვლმა ევკალიპტის ხე წააქცია. უკვე განხორციელდა ტერიტორის დასუფთავების და საშეშე მერქნის დასაწყობების სამუშაოები“.

ქალაქში ამ წუთებშიც თოვს. თოვლის საფარმა თითქმის ნახევარ მეტრს მიაღწია. მიუხედავად მერიის ღონისძიებისა პრობლემები რჩება გზებზე და ზიანდება ხეები.

ამ წუთებში აჭარის მთავრობაში თათბირი იმართება.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

 

ინტენსიური თოვის გამო ბათუმში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია

ინტენსიური თოვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვერ ხერხდება შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა. ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირზე ისაუბრეს.

შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს.


ბათუმის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს.

უამინდობის გამო დღეიდან, 2 დღის განმავლობაში, სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის საბავშვო ბაღებში.


მერიის ცნობით, თოვლსაწმენდი ტექნიკა მუშაობს მთელი ქალაქის მასშტაბით. სექტორებადაა დაყოფილი შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები, რომლებიც ტროტუარების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.


გამწვანების სამსახური აგრძელებს შემოვლებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დილიდან თოვლისგან გაიწმინდა ხეები ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, რუსთაველის, გორგილაძის, ლუკა ასათიანის, დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე. ამჟამად ხეების დაბერტყვის სამუშაოები გრძელდება მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებზე. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე თოვლმა ევკალიპტის ხე წააქცია. უკვე განხორციელდა ტერიტორის დასუფთავების და საშეშე მერქნის დასაწყობების სამუშაოები. 

ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მკვეთრი დახრილობის მქონე სახურავებიან შენობებთან ჩავლისგან, სახურავებიდან ჩამოცურებული თოვლის მასის დაცემისგან თავის დაცვის მიზნით. “ამასთან, ავტოსაგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ვთხოვთ თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან”.

 

„ენერგო-პრო ჯორჯია“: აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით „რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარასა და გურიაში აბონენტების აბსოლუტურ უმრავლესობას   მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა არის დარჩენილი რთული მონაკვეთები სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი ბრიგადები. აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და უამინდობით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება დარჩენილ აბონენტებსაც“.

აჭარაში მეორე დღეა თოვს.  25 იანვარს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს.

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმში 25 იანვარს „არცერთ სასიცოცხლო ობიექტს პრობლემა არ შექმნია მომარაგების თვალსაზრისით. ერთადერთი გვქონდა ხელვაჩაურში, როცა ენერგო-პრომ გადართვა აწარმოა, დაზიანება გვქონდა მე-8 საბავშვო ბაღში, შედეგად სასწავლო პროცესი შევწყვიტეთ. ასევე პრობლემა იყო 23-ე და 24-ე საბავშვო ბაღში ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, ამიტომ იქაც შევწყვიტეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებულია და აღდგენილია ელექტორენერგიის მიწოდება“.

ბათუმი თოვლში [ფოტო]

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

25 იანვარს თითქმის მთელი დღის განმავლობაში თოვდა ბათუმში. ქალაქში ამ წუთებშიც თოვს.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

25 იანვარს დილით ბათუმის მერიამ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისაგან“.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

ბათუმის მერიის განცხადებით უხვთოვლიანობის გამო, მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგან.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

 

1918-1919 წლებში ესპანური გრიპით (H1N1) 40 მილიონი ადამიანი დაიღუპა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2015-2016 წლებში აჭარაში გრიპისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადებების გავრცელების შესახებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს იმ წესების დაცვაზე, რაც აუცილებელია გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

111გრიპის პანდემიები XIV საუკუნიდან არის აღწერილი; 10-50 წლიანი ინტერვალებით მეორდება; პანდემიის დროს შესაძლებელია დედამიწის მოსახლეობის 25-30% დაავადდეს; შესწავლილი (მე-20 და 21-ე საუკუნის) პანდემიები გამოწვეული იყო H1, H2 და H3 ქვეტიპებით:

1918-1919 H1N1 – ესპანური გრიპი 40 მლნ დაიღუპა

1957-1958 H2N2 – აზიური გრიპი 2 მლნ დაიღუპა

1968-1969 H3N2 – ჰონგკონგის გრიპი 1 მლნ დაიღუპა

2009 H1N1 – “ღორის გრიპი”, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა უკანასკნელი შეფასებით ციფრი 150,000-დან 575,000-მდე მერყეობს.

გრიპის ვაქცინაცით უზრუნველყოფა, საქართველო:

2013-2014 წლის სეზონი

  • შესყიდული ვაქცინის რაოდენობა – 4000 დოზა
  • ვაქცინის დასახელება – VAXIGRIP, გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა
  • მწარმოებელი – SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)

2014-2015 წლის სეზონი

  • შესყიდული ვაქცინის რაოდენობა – 8000 დოზა
  • ვაქცინის დასახელება – INFLUVAC, გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი)
  • მწარმოებელი – Abbott Biologicals B.V.(ნიდერლანდები)

2015-2016 წლის სეზონი

  • შესყიდული ვაქცინის რაოდენობა – 10 000 დოზა,
  • მათ შორის 5000 დოზა

ვაქცინის დასახელება – INFLUVAC, გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი), მწარმოებელი – Abbott Biologicals B.V.(ნიდერლანდები)

  • 5000 დოზა
  • ვაქცინის დასახელება – VAXIGRIP, გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა
  • მწარმოებელი – SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი).

გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე  

მოსალოდნელია სეზონის განმავლობაში მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის ინფიცირება;  A/H1p დავადების მძიმე ფორმას იწვევს შედარებით ახალგაზრდა და პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში;

 საზოგადოებაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის დროს, ინდივიდუალურ დონეზე გაურთულებელი გრიპის დიაგნოსტიკა შესაძლებელია კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით.

 გრიპის სწარფი ტესტები იძლევა სწრაფ შედეგს 15 წუთში და შესაძლოა ჰქონდეს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ჰოსპიტალურ სექტორში, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვან პროცენტში იძლეოდეს ცრუ უარყოფით შედეგს.

 ლაბორატორიული დიაგნოსტიკის (სახეობას არ აქვს მნიშვნელობა) უარყოფითმა შედეგმა გავლენა არ უნდა მოახდინოს მკურნალობის ტაქტიკაზე და ინფექციური კონტროლის ღონისძიებებზე; გრიპის შემთვევათა მატების ეტაპზ

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა – მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!

 დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;

 მიიღეთ სიმპტომური მკურნალობა – სიცხის დამწევები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.

 იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

 სეზონური გრიპის მკურნალობა არ საჭიროებს ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებას.

ინფექციური კონტროლის ღონისძიებები საჭიროა გამუდმებით იქნეს დაცული ინფექციური კონტროლის სტანდარტული, წვეთოვანი და კონტაქტური გადაცემის შეზღუდვის წესები:

დაბეჯითებით რეკომენდებულია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია, მათი ინფიცირებისა და პაციენთა საავადმყოფოსშიდა ინფიცირების შემცირების მიზნით; გრიპის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფთა იზოლაციის ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს 7 დღე დაავადების დაწყებიდან ან 24 საათი ცხელებისა და სასუნთქი სისტემის მხრივი სიმპტომების შეწყვეტიდან, იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო განგრძობითი დროში, როდესაც პაციენტი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში.

3333ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:

  • გრიპზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე აღსაზრდელი/მოსწავლე /მასწავლებელი არ დაიშვება სასწავლო პროცესზე
  • სავალდებულოა ყოველდღიური სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა, სველი წესით დალაგება, ზედაპირების, სახელურების გაწმენდა
  • ოთახების ხშირი განიავება
  • აღსაზრდელთა/მოსწავლეთათვის ინფორმაციის ყოველდღიური გაცემა ხელების დაბანის მნიშვნელობის, გრიპის პროფილაქტიკის ღონისძიებათა შესახებ
  • გრიპზე საეჭვო კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმთან დროული ვიზიტი, ოჯახურ პირობებში პაციენტთა თვითიზოლაცია და მათ მიერ პირადი დაცვის საშუალებების (ნიღბების) გამოყენება.

 

 

ბათუმის მერია: სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიის სამსახურები, ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი.

მერიის ინფორმაციით ამ დროისათვის, ბათუმში, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ბათუმის მერიის ცხელი ხაზი – 27 26 09; 24 22 22

შპს „სანდასუფთავების“ წარმომადგენლის ირაკლი თედორაძის განცხადებით, დღის განმავლობაში მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილში იწმინდებოდა ქუჩები თოვლისგან.

მერიის განცხადებით პრობლემური რჩება ჭაობის დასახლება [ასევე პუშკინისა და ყოფილი შაუმიანის ქუჩები]. აქ ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოები, ვინაიდან გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

ბათუმი, 25.01.2016. „ბათუმელების" ფოტოები
ბათუმი, 25.01.2016. „ბათუმელების” ფოტოები

საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის ბრძანებით გათავისუფლებული აპარატის ყოფილი უფროსის – ლიანა დიასამიძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ლიანა დიასამიძე გასაუბრების ეტაპს ხელახლა გაივლის.

„ჩვენ გასაურების პროცესს აუცილებლად დავაკვირდებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ლიანა დიასამიძესთან მიმართებაში დარღვეული იყო კანონის იმპერატიული მოთხოვნები: არ იყო ნაწარმოები სხდომის ოქმი, არ იყო გამოკვლეული შესაბამისი მტკიცებულებები ლიანა დიაასამიძის კვალიფიკაციასთან მიმართებით“ – აცხადებს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

ლიანა დიასამიძემ ტესტირების ეტაპზე 60-დან 57 ქულა მიიღო, თუმცა ამ შედეგის მიუხედავად, საკრებულოს საკონკურსო კომისიამ მიიჩნია, რომ ლიანა დიასამიძე ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს თანამდებობის დასაკავებლად. ლიანა დიასამიძე 2015 წლის 20 აპრილს გათავისუფლდა. ის საკრებულოში 2004 წლიდან მუშაობდა.

18292

ტელეარხ 25-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

„ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა: მაია მერკვილაძემ, ირმა ზოიძემ, ნინო ხელაძემ და ჯაბა ანანიძემ სასამართლოს მიმართეს. ჟურნალისტები გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სამართლებრივად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

„ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა 31 დეკემბერს, საღამოს, ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვიტეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს. ტელევიზიამ მუშაობა 11 იანვრიდან განაახლა. თუმცა 8 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ჩაბარდათ საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერს ირმა ზოიძეს და ამავე გადაცემის წამყვანს ჯაბა ანანიძეს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ხელაძემ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილს ასახელებს, რაც ეკონომიური ან ტექნოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე კადრების შემცირებას გულისხმობს.

ჟურნალისტების გათავისუფლებამდე,  „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე გაუშვეს იძულებით შვებულებაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ გასული  რეპორტაჟი გახდა, რის გამოც განაწყენებულმა თანამშრომელმა საინფორმაციო სამსახურის  უფროსს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ტვ25-ის ჟურნალისტების სარჩელი სასამართლოში
ტვ25-ის ჟურნალისტების სარჩელი სასამართლოში

ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

ბათუმის ძველ ბულვარში ბილიკის გაუქმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ, თან ახლდა ბათუმის მერის 2015 წლის 29 ივლისის [N25/14704] წერილი, რომლითაც ქალაქის მერია თანახმა იყო ბულვარში სამუშაოების დაწყებაზე.

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ მერიაში წარდგენილი პროექტით იყო თუ არა გათვალისწინებული ძველ ბულვარში სამი პარალელური ალეიდან [სავალი ბილიკიდან] შუა ალეის გაუქმება და მის ადგილზე ბალახის კორდის მოწყობა და იყო თუ არა ამაზე გაცემული მერიის თანხმობა? – ამის შესახებ „ბათუმელებმა“ ჰკითხა ქალაქის მერიას.

,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა ალეების გაერთიანებას [გაუქმებას] და მის ადგილზე ბალახის კორდის მოწყობას“, – წერია ბათუმის მერიისგან ბათუმელებისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელიც დღეს, 25 იანვარს მივიღეთ. მერიიდან ასევე გვაცნობეს, რომ შეცვლილი პროექტი მათთან არც მოგვიანებით წარუდგენიათ.

ამონარიდი ბათუმის მერიის პასუხიდან:

„თქვენი 2016 წლის 20 იანვრის N2/003 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სსიპ ,,ბათუმის ბულვარმა“ 2015 წლის 21 ივლისს წერილით მომართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (N01-11/366; 21.07.2015წ.), რომელშიც აღნიშნავდა, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული ჰქონდა თანხა ბულვარის ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტყუპებამდე“ ალეებში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდურების აყრა-გატანის, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდურების მოწყობისათვის, ასევე საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის და ზემოაღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ითხოვა თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან.

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს წერილს თან ერთვოდა საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ მოცემული სარეაბილიტაციო სამუშაოები და პროექტი არ ითვალისწინებდა ალეების გაერთიანებას [გაუქმებას] და მის ადგილზე ბალახის კორდის მოწყობას.

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს წერილი განხილული იქნა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 29 ივლისის N25/14704 წერილით მიეცათ თანხმობა ეწარმოებინათ პროექტით განსაზღვრული სამუშაოები. აქვე თანხმობის წერილით განემარტათ, რომ ვინაიდან, ობიექტი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აღნიშნულის თაობაზე დამატებით ნებართვა უნდა აეღოთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სსიპ ,,ბათუმის ბულვარს“ შემდგომში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შეცვლილი სახის პროექტით სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით არ მოუმართია“.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, მომართა თუ არა კომპანია ,ლიტომ“-მა ბულვარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მშენებლობის წარმოების თანხმობის მიღებასა და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ძველი ბულვარის ტერიტორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, შესაბამისად, სამუშაოების წარმოებასთნ დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის გაცემა არ წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია ,,ლიტომ“-ს ან სხვა რომელიმე ორგანიზაციას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ მოუმართავს“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“  მოწოდებული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ „ბათუმის ბულვარმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი გადაამუშავა და ხელახლა წარუდგინა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2015 წლის 11 სექტემბერს. ეს გადამუშავებული პროექტი კი [რაც ბილიკის გაუქმებას ითვალისწინებდა], როგორც მერიაში აცხადებენ, მათთან აღარ წარუდგენიათ.

ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2015 წლის 16 სექტემბერს გასცა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „ძველი ბულვარის“ მესაკუთრე ბათუმის მუნიციპალიტეტია.

ბულვარში ბილიკის გაუქმებას მოქალაქეთა პროტესტი და აქციები მოჰყვა. საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ აჭარის მთავრობას პეტიციით მიმართავს, ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. ამ დროისთვის პეტიციას 4794 ადამიანი აწერს ხელს.

აჭარის მთავრობის მხრიდან, ბულვარში სამთავე ბილიკის შენარჩუნების თაობაზე, ჯერ-ჯერობით მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ზეპირი განცხადება გაკეთდა.

გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკა აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, აჭარის სამედიცინო დაწესებულბებში გრიპის მაგვარი დაავადებების სიმპტომებით რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 პაციენტი. 63 პაციენტი მკურნალობის კურსს სტაციონარში გადის.

სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, წლის მე–3 კვირის მდგომარეობით რეგიონში აღირიცხა გრიპისმაგვარი დაავადების 1548 ამბულატორიული და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის სტაციონარული 209 შემთხვევა.

სამინისტროს ინფორმაციით, გაიცემა რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

„2016 წლის მე-3 კალენდარული კვირის ბოლოსთვის, გრიპის გავრცელების ინტენსივობა აჭარაში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ეპიდსიტუაცია სტაბილურია ყველა მუნიციპალიტეტში, შემთხვევათა ზომიერი ზრდის ტენდენციით“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ჩავლეიშვილი: ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და არა ჩინოვნიკების

დღეს 25 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრები გერმანიის ქალაქ როსტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ანდრიას შუბერტსა და რობერტ შტახს  შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმსა და როსტოკს შორის გაფორმებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ქალაქის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სატრანსპორტო დაგეგმვის, ნარჩენების მენეჯმენტის, კლიმატის ცვლილებების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივ დოკუმენტზე – „ბათუმი 2025“-ზე მუშაობა, რომელიც წარმოადგენს ბათუმის სტრატეგიული განვითარების მოდელს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ერთობლივ სამუშაო დოკუმენტზე მხარეები უკვე ორი წელია მუშაობენ.

„2016 წლისთვის ეს პროცესი უნდა დასრულდეს. დოკუმენტი მოიცავს ქალაქის განვითარების თითქმის ყველა სფეროს და იმითაც არის საინტერესო რომ მოიცავს არა მარტო ბათუმის, არამედ მომიჯნავე ტერიტორიების განვითარებასაც.“

ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი „და არა ის, როგორ ხედავენ ქალაქს ჩინოვნიკები“.

„ამიტომ გვინდა მოსახლეობის ფართო ფენები ჩავრთოთ ქალაქის განვითარების გეგმაში. ასევე პროცესში უნდა ჩავრთოთ მომიჯნავე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომ ვისჯელოთ იმაზე რა ტერიტორიები უნდა დააბრუნოს ბათუმმა რომელსაც ითხოვენ ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტები და რა დარჩება ქალაქის შემადგენლობაში ისე, რომ არავინ არ იზარალოს“.

ქალაქის გაფართოვების შემდეგ, ბათუმის საზღვრებში მოექცა ქობულეთის და ხელვაჩაურის საკმაოდ დიდი ნაწილი, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს,  დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტი  ჩაქვის ნაწილის ძველ საზღვრებში დაბრუნებას მოითხოვს, მსგავსი პრეტენზია აქვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსაც.

„ხელაღებით არ ვაპირებთ ამ ტერიტორიების დაბრუნებას, მოხდება ამაზე მსჯელობა და შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი“-ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

რაც შეეხება გერმანელი კოლეგების რეკომენდაციებს, ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ქალაქ როსტოკს აქვს ზოოპარკების განვითარების კარგი გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარება შესაძლებლია.

 

DSCN7443

 

ჩვენს კოლეგებს კარგი გამოცდილება აქვთ ასევე რკინიგზის სფეროში,  კვანძების გადატანასთან და რეორგანიზაციასთა დაკავშირებით, ამიტომ  ბათუმის დეპო, რომელიც  შემოჭრილია ქალაქის გულში და ქმნის სატრანსპორტო კოლაფს, უნდა გავიდეს ოჩხამურის   ტერიტორიაზე ჩვენ ვთხოვთ კოლეგებს რომ დაგვითვალონ რა დაჯდება ამის გადატანა, რომ შემდეგში დავსახოთ დეპოს გადატანის სტრატეგია“.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნათია აფხაზავაც ესწრებოდა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ქალაქის  განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მერიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან:

„მომეწონა გერმანელების დამოკიდებულება ქალაქის მიმართ, როცა აღნიშნეს რომ პროექტი არ ჩაითვლება დოკუმენტად თუ არ მოხდება მისი საჯარო განხილვები. თუმცა ეს არის ძალიან პირველადი დოკუმენტი და მასში უნდა იყოს მოქცეული  რეგიონალური სტრატეგია და მერიის, როგორც ამ დოკუმენტის აღმასრულებელი ორგანოს  მონაწილეობაც უნდა იყოს მეტი“.

ანდრია შუბერტსის თქმით, ბათუმი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს და განვითარდეს ქალაქი მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში.

წერილი ბათუმის ციხიდან

პატიმარი კ. მ. ბათუმის მე-3 საპყრობილიდან ამბობს, რომ 14 იანვრიდან შიმშილობს.  საპყრობილედან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მან რკინის მეტალი 8 იანვარს გადაყლაპა, რითაც ციხეში სამედიცინო მომსახურება გააპროტესტა.

პატიმარის თქმით, ამის გამო საპყრობილის რეჟიმის უფროსმა დავით შატაკიშვილმა იგი  განმარტოებით საკანში 10 იანვარს გადაიყვანა, სადაც გაუსაძლისი პირობებია.

„ხელბორკილებით მაქვს ხორცები ამოგლეჯილი, რაც დააფიქსირა მორიგე ექიმმა. მივედი იმ ზომამდე, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს დავიწყე შიმშილობა“, – ნათქვამია პატიმრის წერილში. პატიმარი რეჟიმის უფროსის გადაწყვეტილებას მის მიერ დაწერილ წინა საჩივრებს უკავშირებს. „ეხლა სანამ საჩივრების წერას და შიმშილობას დაიწყებ, სანამ მე გამიხარდება მანდ იქნებიო“, – წერს პატიმარი კ.მ. რეჟიმის უფროსის შესახებ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბათუმის N3 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კ.მ.-ს შიმშილობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ პატიმარს მეტალის ნივთი არ გადაუყლაპავს.

პატიმარმა კ.მ.-მ დახმარების თხოვნის წერილით უკვე მიმართა ხელისუფლებას და უფლებათადამცველებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, რა ინფორმაცია აქვს პატიმრის შიმშილობის შესახებ, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

უხვი ნალექის გამო ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ქალაქის სკოლებში მოსწავლეების ნაკლებობაა.

მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს  მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლაში:

„ქედაში 4 საჯარო სკოლაში, ქობულეთის მაღალმთიანი სოფლების 10 სკოლაში და ხელვაჩაურის 6 სკოლაში  შეჩერდა სასწავლო პროცესი უხვი ნალექის გამო,“- განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, არც ერთ  საჯარო სკოლაში გათბობის პრობლემა არ დგას:  „მაღალმთიან რეგიონებში მოსწავლეთა გამოუცხადებლობა უგზოობას უკავშირდება, ქალაქში კი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გრიპის ფონი, მშობლები შიშობენ და ამიტომ შემცირდა სწრებადობა,“- ამბობს თეა ვადაჭკორია.

ბათუმის ბულვარში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს დილიდან ბულვარის გამწვანებისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს სავალი ბილიკების, ხეებისა და დეკორატიული ნარგავების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებისთვის ადმინისტრაციის 50-მდე თანამშრომელია მობილიზებული.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია, სერიოზული დაზიანებები არ შეინიშნება.

ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარაში დილიდან თოვს, თუმცა, მუნიციპალიტეტების გამგეობების ცნობით, გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს.

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 20-15 სანტიმეტრია, დაბაში კი – 10 სანტიმეტრი. „ტექნიკა მზად არის, დაახლოებით 13-15 ერთეული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული. რაც შეეხება დანისპარაულის მიმართულებას, სადაც უფრო მაღალია თოვლის საფარი, დაიწყო უკვე ტექნიკამ მუშაობა, იწმინდება გზები და დაახლოებით ერთ საათში ძირითადი ნაწილი იქნება გაწმენდილი. დანისპარაულიდანაც, რომელიც მაღალი სოფელია, ჯაჭვებით გამოვიდა ტრანსპორტი ქალაქის მიმართულებით, ისევე როგორც სხვა სოფლებიდან. ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია,“ -ამბობს ხულოს გამგებელი.

ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, შუახევში თოვლის საფარი 10-15 სანტიმეტრია, მაღალმთიან ზონაში – 20 სანტიმეტრი. გამგებელი ამბობს, რომ ელექტროენერგია ღამის განმავლობაში რამდენიმე თემს გაეთიშა და ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. „ორხიდიანი მანქანები ყველგან გადაადგილდება, ტექნიკა მწყობრშია, დაახლოებით 15 ერთეული ტექნიკა გვყავს მუნიციპალიტეტში,“ – ამბობს გამგებელი.

თოვლმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ამ დროისთვის ქობულეთში 6 000 აბონენტია გათიშული. ელექტროენერგია არ მიეწოდება გვარას, ლეღვას, წყავროკას, შუაღელეს, ბუკნარსა და ციხისძირს, სადაც, გამგებლის თქმით, ევკალიპტის ტოტებმა ელექტროსადენები დააზიანა. სულხან ევგენიძე ამბობს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის მიწოდება საღამომდე უნდა აღდგეს.

რაც შეეხება მდგომარეობას გზებზე, ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 ერთეული ტექნიკა მუშაობს გზის გასაწმენდად, „და კიდევ სამი ერთეული ტექნიკა დამატებით გვათხოვეს კერძო კომპანიებმა, გადაადგილების პრობლემა არ არის,“ – ამბობს სულხან ევგენიძე.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ თოვლს ამ დროისთვის ქედაში პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაადგილდება.

„ყველაზე დიდი თოვლის საფარი სოფელ ზუნდაგაშია -აქ თოვლი 70 სანტიმეტრს აღწევს, რაც შეეხება დაბას, 25 სანტიმეტრამდეა თოვლი. იწმინდება შიდა სასოფლო გზები პირველ ეტაპზე იმ სოფლებში, სადაც ასფალტის საფარია, უჩხითის, გეგელიძეების, ოქტომბრის, მერისის მიმართულებით 11 ტექნიკა მუშაობს, რაც შეეხება შუქის მიწოდებას, შუქი მხოლოდ მახუნცეთის თემს არ მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო 6 ბაღი და ოთხი საჯარო სკოლა არ მუშაობს,“ – ამბობს გამგებელი.

ელექტროენერგია არ მიეწოდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც. „მუშაობს 12 ერთეული ტექნიკა, გზები იწმინდება. გვაქვს პრობლემები, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები არ არის. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ შტაბში. თოვლის საფარი 20 სანტიმეტრიდან ნახევარ მეტრომდეა, გააჩნია ადგილს,“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

10 ათასი ლარი საზაფხულო სკოლებისთვის

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ცხადდება კონკურსი 2016 წლის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საზაფხულო სკოლის ორგანიზების კომპონენტში.

ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტრო დააფინანსებს აჭარაში საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ პირებს. პროექტის ბიუჯეტი ერთი საზაფხულო სკოლის მოწყობისათვის არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. საზაფხულო სკოლის ორგანიზება უნდა დაიგეგმოს 2016 წლის სექტემბერ – ნოემბერში.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება საზაფხულო სკოლის ორგანიზების კონკურსში მონაწილეობისათვის, იწარმოებს 2016 წლის პირველი თებერვლიდან  2016  წლის  2  მაისის ჩათვლით.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ორგანიზებას გაუწევს სამინისტროს  მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

მერიის ინფორმაციით, თოვლისგან მხოლოდ ცენტრალური ქუჩები გაიწმინდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი გაწმენდილია, მეორე ნაწილში კი სამუშაოები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს შპს „სანდასუფთავება“ ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლის ირაკლი თედორაძის განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილია თოვლისგან გაწმენდილი:

„ღამის 4 საათიდან ვმუშაობთ, ძირითადად ცენტრალური ნაწილი იწმინდება, მემედ აბაშიძის, რუსთაველის, გორგილაძის, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩები გაწმენდილია, მოძრაობს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი“.

ირაკლი თედორაძის თქმით, ქუჩებში საჭიროებისამებრ ყრიან ტექნიკურ მარილს.

„პრობლემას გვიქმნის გაუმართავი კერძო ავტომობილები, რადგან გადაადგილება უჭირთ და ხშირად კეტავენ გზას. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვთ, რომ გაუმართავი ავტომობილებით ნუ გამოვლენ ქალაქში“.

ირაკლი თედორაძის თქმით, ამ დროისთვის ქალაქში 20 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

თოვლიანი ბათუმი [ფოტო]

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ცივი ამინდები ბათუმში კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

DSCN0416 (1)

ფოტო:ლელა დუმბაძე
ფოტო:ლელა დუმბაძე
ფოტო:ლელა დუმბაძე
ფოტო:ლელა დუმბაძე

250116-0956

250116-0952(003)

250116-0955

250116-0950(001)

250116-0954

250116-1016(001)

250116-1016

250116-1008(001)

გიორგი კეკელიძე თავის ახალ წიგნსა და ლიტერატურაზე

„ … გვეუბნებოდნენ რომ წიგნები, რომლებსაც წავიკითხავთ, აუცილებლად უკეთესს გაგვხდის, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო ეს ვერ იქნება ასე. რამდემიმე მარტივი მიზეზის გამო ლიტერატურა გარდა ჰაგიოგრაფიული და დიდაქტიკური ნაწილისა, რომელიც ძალიან პატარა მომენტს მოიცავდა მსოფლიო ლიტერატურის განვითარების ისტორიაში, იწერებოდა არცთუ ხუთოსან ადამიანებზე, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც თანამდროვე სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბუნებრივია, ვერ იქნებოდნენ სამაგალითონი.

მაგალითად, ავთანდილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა სამაგალითო თავდაცვის მინისტრი. წარმოუდგენელია თინა ხიდაშელი სამი წლით სადღაც წავიდეს ვიღაცის მოსაძებნად. ჯერ ერთი, რომ მისი ქმარიც გაბრაზდება და მეორეც, ეს მთლად სახელმწიფოებრივი ამბავი არ უნდა იყოს. არც არსად მსოფლიოში არ შეიძლება ასეთი მძლავრი ამოვარდნები იყოს ბუნებრივი და მისაღები სოციალური ცხოვრებისთვის. უკეთესი შეიძლება გახადოს ადამიანი სამოქალაქო კოდექსებმა ან კონსტიტუციებმა, ისიც, ბუნებრივია, მხოლოდ გარეგნულად, თუ მისი შინაგანი მხარე არ კარნახობს.

რაც შეეხება მხარტვრულ ლიტერატურას, ის არ არის ჩვეულებრივი ამბების ლიტერატურა, ის უფრო ამოვარდნების ლიტერატურაა. იგივე ამირანის ამბავი, ავთანდილის ამბავი და ეთერიანში მურმანისა და ეთერის ამბავი. არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ აბესალომს. იგივე ალუდა ქეთელაური არ ნიშნავს მოქმედებას, რომელზეც მასწავლებელი სკოლის მოსწავლეს მოუწოდებდეს, რომ მან მაინცდამაინც ასე უნდა გააკეთოს, რომ ის იყოს უკეთესი ადამიანი და ბაძავდეს თავის საყვარელ გმირს.

კაცობრიობა დაიღუპებოდა როგორც ისტორიული მოცემულობა, რომ ბაძავდეს მხატრული ლიტერატურის გმირებს, აბსურდულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. არ შეიძლება შენ გაიმეორო ის, რაშიც თავს იყრის სხვა ადამიანის მიერ დანახული ბევრი ადამიანი და ეს ბევრი ადამიანი თვითონაც არ იქცევა ისე, როგორადაც შეიძლება პოტენციურად ავტორს სდომებოდა რომ მოქცეულიყო. ხშირად პერსონაჟები, ასე ვთქვათ, გარბიან ავტორის ხელიდან, ესეც ჩვეულებრივი ამბავია.

აქედან გამომდინარე ჩვენ, თუნდაც, როდესაც ამ კონკრეტულ წიგნს ავიღებთ ხელში არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ გმირი, რომელიც თქვენს წინაშე იქნება, რაღაცით შეიძლება მისაბაძი იყოს.

არმისაბაძობა, ამვდროულად, ბუნებრივია, არ გულისხმობს უინტერესობას, იმიტომ რომ მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, საერთოდ ყველა ტიპის დარგსა და ჟანრს შორის, არის ის, რომ მას აქვს უნიკალური უნარი თქვენ გაცხოვროთ სხვა ადამიანის ცხოვრებით სულ რაღაც ერთ-ორ ან ძალიან დიდი რომანის შემთხვევაში სამ ოთხ საათს. ეს არის სრულიად გამორჩეული უნარი ლიტერატურისა, რომ შენ შეხვიდე სხვა ადამიანში, იცხოვრო სხვა ადამიანის ცხოვრებით, გარდაიცვალო სხვა ადამიანის მაგივრად. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია გულწრფელად თქვას, რომ მე მოვკვდი, იმიტომ რომ ამის გაზიარება სხვა შემთხვაში შეუძლებელია. მოგეხსენებათ, რომ სიკვდილის გამოცდილება არ არსებობს და მასზე წარსულ დროში ადამიანი ვერაფრით ვერ ისაუბრებს. ესეც არის მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი უპირატესობა.

სხვა უპირატესობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ ის დროებით წყვეტს ჩვეულებრივ ცხოვრებას და გვთავაზობს ინტერპრეტაციის უნარის შეძენასა და შესაძლებლობას. რაც ასევე არ არის ყველა დარგის და ჟანრის პრეროგატივა, იმიტომ, რომ მხარტული ლიტერატურა არის გამოყენების ტექნიკის ან გამოტოვების ტექნიკის მეშვეობით ახალი ფანტაზიების დაბადების ერთგვარი კერა…

გამოტოვება ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენთვის გულისხმობს ადგილს, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ინტერპრეტაციით შევავსოთ….”

ლიტერატურასა და თავის წიგნზე გიორგი კეკელიძე მკითხველს გუშინ, 23 იანვარს ბათუმში, კაფე „გარდენსში“, თავისი ახალი წიგნის – „ორი თავგადასავალი“ – პრეზენტაციაზე ესაუბრა.

რესან კონცელიძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მოადგილედ დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 30 წლის ლაშა გოგნიაშვილის დანიშვნის შემდეგ „ბათუმელებისთვის“ კიდევ ერთი ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი: ქედის პოლიციის 53 წლის უფროსი რესან კონცელიძე გადაყვანილია ლაშა გოგნიაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ. ამ ცვლილების შედეგად აჭარის პოლიციიდან სხვა რეგიონში სამუშაოდ გადავიდა დავით პაპავა, რომელიც მანამდე დეპარტამენტში მუშაობდა მოადგილის პოზიციაზე.

როგორც შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, ვაკანტურია ქედის მუნიციპალიტეტში პოლიციის ხელმძღვანელის პოზიცია, რომელსაც აქამდე რესან კონცელიძე იკავებდა.

შს სამინისტროს პრესცენტრში ასევე აცხადებენ, რომ როტაციის პროცესი გრძელდება, შესაბამისად, ცვლილებები აჭარის პოლიციაში კვლავაც იქნება.

ცვლილებები აჭარის პოლიციაში მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ბესიკ ამირანაშვილი შს მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. ბესიკ ამირანაშვილს სწორედ ლაშა გოგნიაშვილი ჩაენაცვლა, რომელიც მანამდე ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი იყო.

პრემიები, დანამატები და მთავრობის სამოქმედო გეგმა

საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემის საკითხის დარეგულირებას საქართველოს მთავრობა 2016-2017 წლებში აპირებს. მთავრობის სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ საკითხის მოგვარების მიზნით 2016 წელს შემუშავდება შრომის ანაზღაურების სქემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საჯარო სამსახურის ახალი კანონით განსაზღვრულ საჯარო სამსახურის სისტემასთან.  შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფიც, რომელიც მოამზადებს აღნიშნულ კანონპროექტს.

პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით მთავრობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.

„მიზანშეწონილია, შემუშავებულ იქნეს ქმედითი მექანიზმი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემის საკითხის დარეგულირების მიზნით; აუცილებელია, დამატებით განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის დასაბუთება, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს თანამშრომელთა პრემირების ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბებას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის გამჭვირვალობის ზრდას; მნიშვნელოვანია, დამატებითი ყურადღება გამახვილდეს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების დანერგვის მიმართულებაზე, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე, რაც უზრუნველყოფდა პრემიისა და დანამატის სახით გაცემული სახსრების გამჭვირვალობასა და დასაბუთებას“ – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებში.

მთავრობის ინფორმაციით „ამ რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხები მოცულია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც განიხილა საქართველოს პარლამენტმა. კანონპროექტი განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ახალ სისტემას და ითვალისწინებს დავალებას შეიქმნას სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების საკითხებს“.

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 443 მილიონზე მეტი დაიხარჯება საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის [პრემიებისა და დანამატის ჩათვლით], 39 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება აჭარის 2016 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ხოლო ბათუმის ბიუჯეტში შრომის ასანაზღაურებლად 20 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

აჭარაში, 2014 წლის ბოლოს, წინასაახალწლოდ, 1 მილიონამდე ლარი პრემია გაიცა.

რატომ არ ჩატარდა დღეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია

დღეს, 24 იანვარს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მზია ოქრაძესთვის ღვიძლი უნდა გადაენერგათ. მზიას დონორიც ჰყავს – თავისი და ლამზირა. მაგრამ ოპერაცია გადაიდო – მიზეზი ოჯახს არ აქვს ოპერაციისთვის აუცილებელი 125 ათასი ლარი. ამ დროისთვის მზია ოქრაძის ოპერაციისთვის მხოლოდ 35 ათასი ლარს მობილიზება გახდა შესაძლებელი, აქედან 15 ათასი ლარი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა მოქალაქეებმა შესწირეს.

მზია 31 წლის არის. ის 4 დასთან და მშობლებთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. 7-წევრიან ოჯახში მხოლოდ ლამზირა მუშაობს, მზიას და. ლამზირა ამბობს, რომ ამის მიუხედავად, გადაწყვეტილია – დონორი ის უნდა იყოს.

მზია პირველად შეუძლოდ გასლი წლის აგვისტოს თვეში გახდა. დიაგნოზის დადგენა თავდაპირველად საქართველოში სცადეს. შემდეგ ოჯახმა მონაცემები თურქეთშიც გადააგზავნა, საიდანაც აცნობეს, რომ, სავარაუდოდ, მზიას ღვიძლის ტრანსპლანტაცია დასჭირდება. 22 დეკემბერს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოქრაძეებს დაუდასტურეს, რომ საჭიროა ღვიძლის გადანერგვა.

ლამზირა ამბობს, რომ მისი დის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველი დღე მნიშვნელოვანია. „ახალი წლის დღეებმა შეგვიშალა ხელი, თანხის შეგროვებაში. ამ ეტაპზე ის მოვახერხეთ, რომ აჭარის მთავრობა გვაძლევს 10 ათას ლარს, ხოლო 10 ათას ლარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. მივმართეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც, გვითხერს, რომ მათ ღვიძლის გადანერგვის პროგრამა არ აქვთ, მაგრამ მაინც იმედს არ ვკარგავთ, რომ 10 ისინიც მოგვცემენ ფულს. 15 ათასი ლარიც სხვადასხვა ადამიანმა შემოგვწირა“.

წესით, მზიასთვის ოპერაცია დღეს, 24 იანვარს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ საკმარისი თანხის უქონლობის გამო ოპერაცია არ შედგა.

ოჯახი მხარდაჭერისთვის მიმართავს ბიზნესმენებს. ვისაც აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს 31 წლის ახალგაზრდას, შეგიძლიათ ისარგებლეთ შემდეგი საბანკო მონაცემებით:

 

საქართველოს ბანკი

GE30BG0000000822607800

მიმღები: ოქრაძე ლამზირა

ტელ: 558 38 40 95

მაღალმთიანეთში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებაა

გარკვეული ფიზიკური პირების მიმართ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტები თავიანთი ინიციატივით, კანონით, 2016 წლის 15 იანვრამდე, ახორციელებდნენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი აღნიშნული ვადა ერთი თვით, 2016 წლის 15 თებერვლამდე გადაიწია.

შესაბამისად:

„სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტი 2016 წლის 15 თებერვლამდე თავისი ინიციატივით ახორციელებს იმ ფიზიკურ პირთა მიმართ, რომლებიც:

ა) არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები და, შესაბამისად, დასაქმებულნი არიან/ირიცხებიან/მათი შვილები ირიცხებიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

ბ) რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ოჯახი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მაღალმთიანი დასახლება, ამ წესის ამოქმედების თვის მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მიეკუთვნება შესაბამისი წესით განსაზღვრულ პირთა წრეს და აკმაყოფილებს განსაზღვრულ მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი 2016 წლის 15 თებერვლამდე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.“

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე  დადგენილება მთავრობამ 2016 წლის 16 იანვარს მიიღო და ძალაში 2016 წლის 14 იანვრიდან შევიდა.

აღნიშნული წესის მიხედვით, ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;

გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

Exit mobile version