მთავარი,სიახლეები

აჭარის სოფლები მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში

04.01.2016
აჭარის სოფლები მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში აჭარის რეგიონიდან ქობულეთის ორი, ხელვაჩაურის ერთი სოფელი და ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლებაა შეტანილი. ნუსხაში სულ, ქვეყნის მასშტაბით, 1500-ზე მეტი დასახლებული პუნქტია.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი, რომლითაც მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათები უნდა დაუწესდეს, 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის  წესი. ასეთი სტატუსის მქონე საწარმო გარკვეული ვადითა და წესით გადასახადებისგან გათავისუფლდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.