სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო კახა კუკავას სარჩელს განიხილავს

13.02.2015 • 1833
საკონსტიტუციო სასამართლო კახა კუკავას სარჩელს განიხილავს

მოპასუხე მხარეა საქართველოს პარლამენტი.

კახა კუკავას ინტერესების წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში საიას იურისტი, გიორგი გოცირიძეა. ის მიიჩნევს, რომ არსებული ჩანაწერი საარცევნო კოდექსში ბუნდოვანია. ის ორწლიანი საარჩევნო ცენზის გაუქმებას მოითხოვს – ”საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომელიც კანდიდატს ავალდებულებს არჩევნებამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრებას. ეს ნორმა ეხება ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება სასწავლებლად, საელჩოს წარმომადგენელს, რომელიც ემსახურება საქართველოს და იმყოფება დიპლომატიურ სამსახურში, ასევე სამხედრო მოსამსახურეს და იმ კატეგორიის ადამიანებს, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ საქართველოსთან და მოამვალში საქართველოში დაბრუნებას გეგმავენ, მათ ერთმევთ საშუალება იყარონ კენჭი ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წევრად, მერად ან გამგებლად”.

გიორგი გოცირიძე მიიცნევს, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე დ ა29-ე მუხლებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს არჩევითი თუ სხვა ტიპის თანამდებობა.

”მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებული ჩანაწერი ბუნდოვანია, აქ არ არის განსაზღვრული თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მუდმივად ცხოვრებად, ასევე მოსარჩელეს მოყვანილი აქვს საერთო სასამართლოს პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ  ამ კონკრეტულ ტერმინს საერთო სასამართლოები სხვა და სხვანაირად განმარტავენ და შესაბამისად ის მიიჩნევს, რომ ეს ნორმა არის ბუნდოვანი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და29-ე მუხლებს, რითიც გარანტირებულია პირის არჩევნებში მონაწილეობა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება. სასამარტლო მოისმენს მხარეთა ახსნა-განმარტებებს და შემდგომ იზრუნებს გადაწყვეტილების გამოტანაზე” – ამბობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველი, გიორგი სულხანიშვილი.

 

გადაბეჭდვის წესი