მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ივლისი

30.07.2024 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 577 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 8 381 ერთეული [+25]
  • ჯავშანტექნიკა – 16 141 ერთეული [+38]
  • საარტილერიო სისტემა – 16 056 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 130 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 906 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 363 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 12 832 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 406 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 21 687 ერთეული [+53]
  • სპეცტექნიკა – 2 696 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 631 თვითმფრინავი
  • 278 ვერტმფრენი
  • 28 692 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 556 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 725 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 393 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 12 567 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 201 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სირსკი: კიევს აქვს რეალური გეგმა ყირიმის დასაბრუნებლად

ამ ომში ტექნოლოგიები გადამწყვეტი იქნება – ვალერი ზალუჟნი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: