უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 258 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 685 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 24 063 ერთეული [+3]
- საარტილერიო სისტემა – 37 429 ერთეული [+42]
- MLRS – 1 651 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 303 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 348 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 140 408 ერთეული [+1 527]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 314 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 79 295 ერთეული [+183]
- სპეცტექნიკა – 4 073 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 115 765 უპილოტო საფრენი აპარატი
- 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 27 776 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 669 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 33 381 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 54 816 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
გერმანიის კანცლერი: ჩვენ უკრაინელების გვერდით ვართ – ყოველგვარი „მაგრამ“ და „თუ“-ს გარეშე






