უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 655 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
- ტანკი – 8 887 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 17 579 ერთეული [+32]
- საარტილერიო სისტემა – 18 869 ერთეული [+14]
- MLRS – 1 204 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 963 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 348 ერთეული [+26]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 613 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 25 692 ერთეული [+71]
- სპეცტექნიკა – 3 318 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 32 590 უპილოტო საფრენი აპარატი
- 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 471 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 15 463 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 26 794 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ვუჰლედარის ცენტრს მიაღწიეს