მთავარი,სიახლეები

„კანონის დარღვევას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება?“ – სალომე ზურაბიშვილი ჩიმაევზე

18.09.2025
„კანონის დარღვევას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება?“ – სალომე ზურაბიშვილი ჩიმაევზე

„წარმოუდგენელი უტიფრობა! და ასეთ აშკარა კანონის დარღვევას და ტირაჟირებას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება და მართვის უფლების ჩამორთმევა? თუ კადიროვობა ინდულგენციაა!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს UFC-ის ჩემპიონი,  წარმოშობით ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევი. ამ კადრების მიხედვით ის საქართველოში ავტომანქანით გადაჭარბებული სისწრაფით გადაადგილდება.

UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, გავრცელდა მისი და თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრის კადრებიც. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თბილისში ახალი მანქანა, „ფერარი“ აჩუქეს. ეს კადრები კახა კალაძის ინსტაგრამის გვერდზეც არის გამოქვეყნებული.

ჩემპიონის ტიტულის მიღების შემდეგ ჩიმაევს მდიდრული საჩუქარი ჩეჩნეთის ლიდერისგან, რამზან კადიროვისგანაც მიუღია.

კადიროვი და ჩიმაევი

ხამზატ ჩიმაევი UFC-ს საშუალო წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონია. ის ჩიკაგოში გამართულ ბრძოლაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამოვიდა, ხუთრაუნდიან ბრძოლაში ყველა რაუნდი მოიგო და გაიმარჯვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: