სიახლეები

მოსკოვი – ბათუმის ავიარეისს სიმღერით და ღვინით შეხვდნენ

30.05.2012 • • 1175
მოსკოვი – ბათუმის ავიარეისს სიმღერით და ღვინით შეხვდნენ

ნეტგაზეთი

[youtube https://www.youtube.com/watch?v=ej_RT23J-cs&w=560&h=349]

21 ივნისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მოსკოვიდან ჩამოსულ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში სიმღერით, ღვინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ქართულ ხალხურ სიმრერებსა და ცეკვებს ბავშთა ანსამბლი „თოლია” ასრულებდა.

ავიარეისებს ბათუმსა და მოსკოვს შორის კომპანია “აირზენა” ასრულებს. როგორც „ნეტგაზეთს“ „აირზენას“ წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, აღნიშნული რეისის დანიშვნა აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 „აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი რეისებს კვირაში ორჯერ, სექტემბრის ბოლომდე შეასრულებს. ბილეთი მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით 560 ლარი, ხოლო ბათუმი-მოსკოვი – 460 ლარი ღირს.

პირველი რეისის მგზავრთა უმრავლესობა მშობლებთან და ნათესავებთან ჩამოვიდა სტუმრად. რამდენიმე მგზავრმა აღნიშნა, რომ ბილეთი საკმაოდ ძვირია.

გადაბეჭდვის წესი