უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 685 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 630]
- ტანკი – 9 097 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 18 287 ერთეული [+33]
- საარტილერიო სისტემა – 19 753 ერთეული [+34]
- MLRS – 1 238 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 982 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17 670 ერთეული [+73]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 625 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 27 365 ერთეული [+79]
- სპეცტექნიკა – 3 535 ერთეული [+22]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 34 250 უპილოტო საფრენი აპარატი
- 584 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 785 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 478 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 16 657 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 27 535 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.