მთავარი,სიახლეები

დამტვრეული პიანინოები ახლით ჩაანაცვლეს

04.07.2016
დამტვრეული პიანინოები ახლით ჩაანაცვლეს

ფერადი, მოხატული პიანინოები ბათუმის ზღვისპირა ნაწილში წელსაც გამოჩნდა. შარშან ათი ცალი პიანინოს მოხატვაში და  ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განთავსებისთვის მერიამ ათი ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა ტურისტული სეზონის ბოლოს, პიანინოების დიდი ნაწილი დაიმტვრა.

პიანინოებს დაუზიანდათ კლავიშები, სახურავები და სხვა ნაწილები. გასულ წელს, პიანინოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში „ჰიტ ბათუმის“ პროექტის ფარგლებში განთავსდა. მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ დაზიანებული პიანინოები მერიას გადაეცემოდა და დასაწყობდებოდა.

თუმცა, წელს, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ფერადი პიანინოები  ქალაქში პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განთავსდა.

ფერადი პიანინოები ბულვარში „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განთავსდა. გასულ წელს მერიის მიერ განთავსებული ათი პიანინოდან, უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა.

ფერადი პიანინოები ბულვარში „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განთავსდა.
გასულ წელს მერიის მიერ განთავსებული ათი პიანინოდან, უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა.

„წინა წელს მთავრობამ დადგა პიანინოები ჩვენ არ ვაკეთებდით, ახლა ამას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი აკეთებს და ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე. შესაბამისად, წინა წელს როგორ დაზიანდა და რამდენი დაზიანდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. ეს პიანინოები ახალია“ – გვეუბნება „ჩექ ინ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ბათუმში,  გვანცა კილასონია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რომელი უწყების თანხით მოხდა პიანინოების შესყიდვა და გაძლიერდება თუ არა ზედამხედველობა წელს, გვანცა კილასონია გვეუბნება, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ წერილობით შეგვიძლია მივიღოთ: „ოფიციალურად უნდა მოგვმართოთ ფონდში და მიიღებთ საჯარო ინფორმაციას“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: