მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ივლისი

09.07.2024 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 553 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 8 178 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 15 704 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 15 015 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 115 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 880 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 361 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 922 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 389 ერთეული [+36]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 20 212 ერთეული [+62]
  • სპეცტექნიკა – 2 516 ერთეული [+13]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 626 თვითმფრინავი
  • 277 ვერტმფრენი
  • 27 441 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 542 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 536 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 373 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 11 618 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 23 490 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის შეტევა კიევზე – დაღუპულთა შორის 4 ბავშვია

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა მინიმუმ 8 ადამიანი

უკრაინის ომბუდსმენი: რუსეთმა კიევში სამშობიაროც დაბომბა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: