რეკლამა,სიახლეები

ონლაინ ინგლისურის კურსები “ბექას სკოლაში” – ნოემბრის მიღებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

02.11.2023 •
ონლაინ ინგლისურის კურსები “ბექას სკოლაში” – ნოემბრის მიღებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

განათლების სფერო ძალიან დინამიკურია და მუდმივად იცვლება სწავლის მეთოდები და მიდგომები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რამაც რევოლუცია მოახდინა ამ სფეროში, ონლაინ სწავლების შემოღება გახდა.

დისტანციური სწავლების პოპულარობა 2010-იანი წლების დასაწყისიდან გაიზარდა. დღეს აშშ-ში კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტების უმეტესობა რამდენიმე გაკვეთილს მაინც ატარებს ონლაინ რეჟიმში. 

სტუდენტების 70% ამბობს, რომ ონლაინ სწავლა უკეთესია, ვიდრე ტრადიციული საკლასო სწავლება;

მსოფლიოს მასშტაბით, სტუდენტების 49%-ს გარკვეული სახის ონლაინ სწავლების გამოცდილება აქვს.

ონლაინ სწავლება საქართველოშიც ძალებს იკრებს და დღეს უამრავი ონლაინ კურსი შეგხვდებათ. ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი “ბექას სკოლა” დიდი ხანია მოერგო სწავლების თანამედროვე მეთოდს და კიდევ უფრო დახვეწა იგი.

და მაინც, რატომ “ბექას სკოლის” ონლაინ კურსები?

არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობ, რომელ ქალაქსა თუ სოფელში, მთავარია ინტერნეტზე წვდომა გქონდეს და ხარისხიანი განათლების მიღება, უკვე  ყველგან შესაძლებელია! Სანამ “ბექას სკოლა” ბათუმში ფიზიკურ სივრცეს შემოგვთავაზებს, იქამდე მათი ონლაინ კურსებით შეგვიძლია ავიმაღლოთ ჩვენი ინგლისურის დონე.

ონლაინ კურსების უპირატესობებზე საუბრისას პირველი ალბათ სწორედ დისტანცია გვახსენდება, მაგრამ, რეალურად ონლაინ სწავლება კიდევ ბევრი უპირატესობით გამოირჩევა.

სტუდენტზე მორგებული სასწავლო პროცესი

“ბექას სკოლაში” ონლაინ კურსი მთლიანად ადაპტირებულია მოსწავლის დონესა და სწავლის ტემპზე. პერსონალიზებული მიდგომა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეები არ გადაიტვირთონ, რაც თავისთავად პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად ზრდას იწვევს.

მოქნილობა და მოხერხებულობა 

“ბექას სკოლის” ნებისმიერ კურსზე რეგისტრაციისას, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი დრო: დილა, ადრიანი თუ გვიანი საღამო, სასწავლო პროცესი სკოლაში დილის 10 საათზე იწყება და საღამოს 11 საათზე სრულდება. მოქნილი გრაფიკი ითვალისწინებს ჩვენი ცხოვრების რუტინას და გვაძლევს საშუალებას სამსახურს, სწავლას, თუ ნებისმიერ სხვა აქტივობას შევუთავსოთ ინგლისურის ონლაინ გაკვეთილები.

ინტერაქციული სასწავლო აქტივობები

ონლაინ კურსები მოიცავს ინტერაქციულ ელემენტებს, როგორიცაა ქვიზები, სახალისო სავარჯიშოები და მულტიმედიური კონტენტი. არასტანდარტული სასწავლო მეთოდები ეხმარება მოსწავლეს ცოდნის უკეთ მიღებაში, ვინაიდან ის მეტად ჩართულია სასწავლო პროცესში.

კემბრიჯის ახალი სასწავლო პლატფორმა

“ბექას სკოლამ” ახლახან, კემბრიჯის ონლაინ პლატფორმა დანერგა. ეს არის უახლესი სასწავლო პლატფორმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს. პლატფორმაზე განთავსებულია  სახელმძღვანელოები, აუდიო მასალები და ყველა სხვა საჭირო რესურსი. 

Digital Workbook-ს ცალკე სექცია აქვს გამოყოფილი და აქ სტუდენტს შეუძლია ნახოს ყველა Unit-ის დავალებები. აქვეა Student Resources ნაწილი, სადაც აუდიო/ვიდეო მასალებია განთავსებული, და რა თქმა უნდა თავად წიგნი – Student Book.

ყოველი Unit-ის შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ინტერაქციული ტესტი და გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო მასალა.

დამატებით, პლატფორმაზე კეთდება შუალედური და საბოლოო ტესტები.  პროგრესს ხედავს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი და სკოლა. ამ ტესტირების შედეგების საფუძველზე ხდება მოსწავლის შემდეგ დონეზე გადაყვანა.

პროგრესის მონიტორინგი 

კემბრიჯის პლატფორმა იძლევა პროგრესის მონიტორინგის საშუალებას. მოსწავლეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს, როგორ იხვეწებიან ისინი დროთა განმავლობაში, რა ნაწილში უჭირთ და ა.შ. ამ ყველაფერს მასწავლებელიც ხედავს და მოსწავლესთან ერთად მუშაობს შეცდომების გამოსწორებაზე.

ონლაინ კურსების ფართო არჩევანი ბექას სკოლაში

ზოგადი ინგლისური, ექსპრეს სასაუბრო ინგლისური, ბიზნეს სასაუბრო ინგლისური – სამივე მათგანი “ბექას სკოლაში” ონლაინ ფორმატითაცაა წარმოდგენილი.

ზოგადი ინგლისურის კურსი ბექას სკოლის ყველაზე სიღრმისეული პროგრამაა. ის 4 თვეს გრძელდება, კურსი უნიკალურია და სპეციალურად ქართველი მოსწავლეებისთვისაა შექმნილი და მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary.

Საწყის ეტაპებზე – A1 და A2 – კურსს ქართველი მასწავლებელი უძღვება, ხოლო B1 დონის ზემოთ, სწავლის პროცესში ჩართულია 2 მასწავლებელი. უცხოელი – Native speaker, კვირაში ორჯერ ატარებს გაკვეთილს. ხოლო, ქართველი მასწავლებელი კვირაში ერთხელ, გრამატიკას ასწავლის სტუდენტებს.

სტუდენტები სრულად ფარავენ ინგლისურის შესაბამის დონეს და დასრულების შემდეგ მზად არიან გადავიდნენ ინგლისურის ცოდნის მომდევნო დონეზე.

ექსპრეს სასაუბრო კურსი სალაპარაკო ინგლისურის განვითარებაზეა ფოკუსირებული. სალაპარაკო ინგლისური ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკის ნაკლებობის გამო რთული დასახვეწია. 

ზუსტად ამიტომ, “ბექას სკოლამ” სპეციალურად ამ კურსისთვის ახალი მეთოდოლოგია, სასწავლო გეგმა და მასალა შეიმუშავა, რომელიც ორიენტირებულია მეტყველების პრაქტიკაზე. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს არ ექნებათ საშინალო დავალება.

მოსწავლეს ყოველდღიური გაკვეთილები ჩაუტარდება უცხოელ მასწავლებელთან. 

“ბექას სკოლაში” ბიზნეს სასაუბრო ინგლისურს ცალკე პროგრამა ეთმობა. ბიზნეს სასაუბრო ინგლისური ძალიან სწრაფი ონლაინ კურსია, რომელიც ინგლისურის სწავლებასთან ერთად, ბიზნესისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული.  “ბექას სკოლის” გამოცდილი მასწავლებლები ბიზნეს სამყაროში საჭირო ყველა მნიშვნელოვანი უნარის დახვეწაში დაგეხმარებიან: ბიზნეს სმოლ თოქი, პრეზენტაცია, ზრდილობიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ფიჩინგი, სატელეფონო საუბარი, იმეილის წერა და ა.შ.

კურსის მთავარი მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს ბიზნეს კომუნიკაციისთვის საჭირო ტერმინოლოგიის წრაფად ათვისებაში, ინგლისურად საუბრის კომპლექსის მოხსნაში, ბარიერების გადალახვაში და ინგლისურად თავისუფლად ალაპარაკებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალი ჯგუფები სწავლას 13 ნოემბერს დაიწყებენ. ასე რომ, იჩქარეთ, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კურსი და სწავლის დრო, სანამ ჯგუფები დაკომპექტების პროცესშია!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: